მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განკითხვის დღის გუნდი“ - რა ხდება ცნობილი 14 - მდე დიდ ასტეროიდზე, რომლებიც შესაძლოა დედამიწას დაეჯახონ?
"განკითხვის დღის გუნდი“ - რა ხდება ცნობილი 14 - მდე დიდ ასტეროიდზე, რომლებიც შესაძლოა დედამიწას დაეჯახონ?

14-მდე და­ახ­ლო­ე­ბით კი­ლო­მეტ­რის ზო­მის ას­ტე­რო­ი­დი შე­იძ­ლე­ბა კოს­მო­სუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­კად­ში იმა­ლე­ბო­დეს, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, დე­და­მი­წის მახ­ლობ­ლად ტრი­ა­ლებს.

ას­ტრო­ნომ­თა ჯგუ­ფის "ნა­დი­რო­ბამ“ დიდ ას­ტე­რო­ი­დებ­ზე, რო­მელ­საც "გან­კი­თხვის დღის გუნ­დი“ უწო­დეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმა­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, ვიდ­რე ელოდ­ნენ.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჯგუფ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ 9-14-მდე ას­ტე­რო­ი­დია, რომ­ლე­ბიც დიდი ზო­მი­საა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ან­ჟი იემ, მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ნო­მი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დოქ­ტორ­მა, რო­მე­ლიც პრო­ექტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ას­ტრო­ნო­მე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ასე­თი კვლე­ვე­ბი და ას­ტე­რო­ი­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, რათა საფრ­თხე აი­რი­დონ.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, პა­ლო­მა­რის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს ტე­ლეს­კო­პი Zwicky Transient Facility, რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც არის ღა­მის ცის სკა­ნი­რე­ბა და მა­სი­უ­რი კოს­მო­სუ­რი ქა­ნე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა.

"ჩვენ ვსარ­გებ­ლობთ იშ­ვი­ა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბით, რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დე­ბის გუნ­დი დე­და­მი­წას უახ­ლოვ­დე­ბა - ამ დროს სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს უფრო ეფექ­ტი­ა­ნად მოვ­ძებ­ნოთ ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხეს შე­უქ­მნან ჩვენს პლა­ნე­ტას. დას­კვნე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ დიდი ას­ტე­რო­ი­დის დარ­ტყმის რის­კი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია, ვიდ­რე ჩვენ ვფიქ­რობ­დით. ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ახ­ლე პლა­ნე­ტის თავ­დაც­ვის­თვის", - აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩაიპიტიე
4

ისე კი მოუხდება ერთი კაი შეჯანჯღალება ამ დედამიწას, ნამეტანი გაუბერა...

ბილი
11

ამერიკელი ფანტაზიორები

ავტორი:

"განკითხვის დღის გუნდი“ - რა ხდება ცნობილი 14 - მდე დიდ ასტეროიდზე, რომლებიც შესაძლოა დედამიწას დაეჯახონ?

"განკითხვის დღის გუნდი“ - რა ხდება ცნობილი 14 - მდე დიდ ასტეროიდზე, რომლებიც შესაძლოა დედამიწას დაეჯახონ?

14-მდე დაახლოებით კილომეტრის ზომის ასტეროიდი შეიძლება კოსმოსური ნარჩენების ნაკადში იმალებოდეს, რომელიც, როგორც ჩანს, დედამიწის მახლობლად ტრიალებს.

ასტრონომთა ჯგუფის "ნადირობამ“ დიდ ასტეროიდებზე, რომელსაც "განკითხვის დღის გუნდი“ უწოდეს, საბედნიეროდ, იმაზე ნაკლები რაოდენობა გამოავლინა, ვიდრე ელოდნენ.

"საბედნიეროდ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჯგუფში, სავარაუდოდ, მხოლოდ 9-14-მდე ასტეროიდია, რომლებიც დიდი ზომისაა“, - განაცხადა კუანჟი იემ, მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის დოქტორმა, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა.

ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ასეთი კვლევები და ასტეროიდების გამოვლენა მომზადების საშუალებას მისცემთ, რათა საფრთხე აირიდონ.

კალიფორნიაში, პალომარის ობსერვატორიაში ჩატარებული კვლევისას გამოიყენეს ტელესკოპი Zwicky Transient Facility, რომლის დანიშნულებაც არის ღამის ცის სკანირება და მასიური კოსმოსური ქანების გამოკვლევა.

"ჩვენ ვსარგებლობთ იშვიათი შესაძლებლობით, როდესაც ასტეროიდების გუნდი დედამიწას უახლოვდება - ამ დროს საშუალება გვაქვს უფრო ეფექტიანად მოვძებნოთ ობიექტები, რომლებმაც შეიძლება საფრთხეს შეუქმნან ჩვენს პლანეტას. დასკვნები აჩვენებს, რომ დიდი ასტეროიდის დარტყმის რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ეს არის შესანიშნავი სიახლე პლანეტის თავდაცვისთვის", - აცხადებენ მეცნიერები.

წყარო