კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ, ხელოსანმა რომ არ "გადაგვაგდოს“?
როგორ მოვიქცეთ, ხელოსანმა რომ არ "გადაგვაგდოს“?

ბოლო დროს არა­ერ­თი ნაც­ნო­ბი შე­მომ­ჩი­ვის, რომ თაღ­ლით­მა ხე­ლოს­ნებ­მა დიდი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნეს, მერე კი გაქ­რნენ, უხა­რის­ხოდ ან გა­უ­კე­თე­ბე­ლი საქ­მის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არც იკის­რეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წა­ა­წყდე­ბით გან­ცხა­დე­ბებს ხე­ლო­სან­თა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ამ ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის მი­ზე­ზი არა მარ­ტო ხე­ლო­სან­თა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­ლო­ბაც, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. ხში­რად მოს­მე­ნი­ლი ფრა­ზაც, "ხე­ლო­სან­მა მო­მა­ტყუა", არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად მი­ე­კუთ­ვნე­ბა თაღ­ლი­თო­ბას, რომ­ლის­თვი­საც კა­ნო­ნით სას­ჯე­ლია და­წე­სე­ბუ­ლი. ამ თე­მა­ზე ად­ვო­კატ რო­ლანდ ძი­ძი­გურს ვე­სა­უბ­რეთ:

- ბა­ტო­ნო რო­ლანდ, ბოლო დრო­საც ხში­რად მეს­მის სა­უბ­რე­ბი თაღ­ლი­თი ხე­ლოს­ნე­ბის შე­სა­ხებ, რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მო­სახ­ლე­ო­ბა ვე­რა­ფერს აკე­თებს. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პრობ­ლე­მას არა­სო­დეს ეშ­ვე­ლე­ბა.

- ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. რო­დე­საც ხე­ლოს­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვით სა­მუ­შა­ო­ზე, ხე­ლო­ბას სპე­ცი­ა­ლურ კო­ლე­ჯებ­ში შე­ას­წავ­ლი­ან და არა მხო­ლოდ რო­მე­ლი­ღაც სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ფი­ლე­ბის და­გე­ბი­სას, ბევ­რი რამ გა­მოს­წორ­დე­ბა. რო­დე­საც ხე­ლო­სა­ნი ერ­თგან მუ­შა­ობს და იმა­ზე ფიქ­რობს, ამ საქ­მეს რომ მო­ვი­ლევ, რა მეშ­ვე­ლე­ბაო, პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა სა­მუ­შა­ო­ებ­ზეც დარ­ბის, ვერ­ცერ­თი სა­მუ­შაო ხა­რის­ხი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბა. არა­და, ხე­ლო­სა­ნი ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში გვჭირ­დე­ბა. თუმ­ცა ისიც უნდა ით­ქვას, რომ ამ ბიზ­ნეს­მა, რო­მელ­მაც ქა­ლა­ქი შთან­თქა, ასე თუ ისე მო­აგ­ვა­რა ხე­ლოს­ნე­ბის პრობ­ლე­მა. რა­ტომ? ყვე­ლა თუ არა, ბევ­რი უკვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დებს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­თან, რაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა. საქ­მის უხა­რის­ხოდ გა­კე­თე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში, მათ მეტი მე­ქა­ნიზ­მი აქვთ მი­მარ­თონ კა­ნონს და არ გას­ცენ გა­სამ­რჯე­ლო. სა­მა­გი­ე­როდ, ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და წვრილ სექ­ტორ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში - ჯერ ხე­ლოს­ნის მო­ძებ­ნაა ძნე­ლი, შემ­დეგ კი საქ­მის ხა­რის­ხი­ა­ნად გა­კე­თე­ბა. მყავს ახ­ლობ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ხე­ლოს­ნე­ბის ტყუ­ი­ლე­ბის გამო წლო­ბით აქვთ რე­მონ­ტი გა­წე­ლი­ლი, მათი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­გა­ნაც მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ საყ­ვე­დუ­რის თქმა­ზეც ხელი აქვთ ჩაქ­ნე­უ­ლი, ვინც არ უნდა მო­ვიყ­ვა­ნოთ, ყვე­ლა მსგავსს გა­ა­კე­თებ­სო. რე­ა­ლუ­რად ეს ხალ­ხი ლო­გი­კუ­რად მსჯე­ლობს, რო­დე­საც ხე­ლო­სან­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არა გაქვს და­დე­ბუ­ლი, სა­დაც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა მუ­შა­ო­ბის წე­სე­ბი, მა­შინ პა­სუ­ხი რაზე უნდა მოს­თხო­ვო, მხო­ლოდ სი­ტყვი­ერ შე­თან­ხმე­ბა­ზე?! სწო­რედ ეს არის პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, რომ კა­ნონ­ზე დაყ­რდნო­ბით მუ­შა­ო­ბა ვერ და ვერ ვის­წავ­ლეთ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

status quo
14

დარეკეთ მისტერმასტერში და კმაყოფილი დარჩებით ჩემსავით.

ავტორი:

როგორ მოვიქცეთ, ხელოსანმა რომ არ "გადაგვაგდოს“?

როგორ მოვიქცეთ, ხელოსანმა რომ არ "გადაგვაგდოს“?

ბოლო დროს არაერთი ნაცნობი შემომჩივის, რომ თაღლითმა ხელოსნებმა დიდი ზარალი მიაყენეს, მერე კი გაქრნენ, უხარისხოდ ან გაუკეთებელი საქმის გამო პასუხისმგებლობა არც იკისრეს. სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით განცხადებებს ხელოსანთა არაკეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაოების შესახებ. სპეციალისტების თქმით, ამ ტიპის მომსახურებაში განუკითხაობის მიზეზი არა მარტო ხელოსანთა უპასუხისმგებლობაა, არამედ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობაც, ასევე პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ხშირად მოსმენილი ფრაზაც, "ხელოსანმა მომატყუა", არცთუ იშვიათად მიეკუთვნება თაღლითობას, რომლისთვისაც კანონით სასჯელია დაწესებული. ამ თემაზე ადვოკატ როლანდ ძიძიგურს ვესაუბრეთ:

- ბატონო როლანდ, ბოლო დროსაც ხშირად მესმის საუბრები თაღლითი ხელოსნების შესახებ, რის საწინააღმდეგოდ მოსახლეობა ვერაფერს აკეთებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ პრობლემას არასოდეს ეშველება.

- ყველაფერი გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან. როდესაც ხელოსნის მატერიალური მდგომარეობა არ იქნება დამოკიდებული შემთხვევით სამუშაოზე, ხელობას სპეციალურ კოლეჯებში შეასწავლიან და არა მხოლოდ რომელიღაც სააბაზანოში ფილების დაგებისას, ბევრი რამ გამოსწორდება. როდესაც ხელოსანი ერთგან მუშაობს და იმაზე ფიქრობს, ამ საქმეს რომ მოვილევ, რა მეშველებაო, პარალელურად სხვა სამუშაოებზეც დარბის, ვერცერთი სამუშაო ხარისხიანი ვერ იქნება. არადა, ხელოსანი ნებისმიერ სფეროში გვჭირდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბიზნესმა, რომელმაც ქალაქი შთანთქა, ასე თუ ისე მოაგვარა ხელოსნების პრობლემა. რატომ? ყველა თუ არა, ბევრი უკვე ხელშეკრულებას დებს დაქირავებულებთან, რაც პასუხისმგებლობის გარანტიას იძლევა. საქმის უხარისხოდ გაკეთების შემთხვევებში, მათ მეტი მექანიზმი აქვთ მიმართონ კანონს და არ გასცენ გასამრჯელო. სამაგიეროდ, ვითარება გაუარესდა წვრილ სექტორში, მოსახლეობაში - ჯერ ხელოსნის მოძებნაა ძნელი, შემდეგ კი საქმის ხარისხიანად გაკეთება. მყავს ახლობლები, რომელთაც ხელოსნების ტყუილების გამო წლობით აქვთ რემონტი გაწელილი, მათი დაქირავებულები პარალელურად სხვაგანაც მუშაობენ, მაგრამ საყვედურის თქმაზეც ხელი აქვთ ჩაქნეული, ვინც არ უნდა მოვიყვანოთ, ყველა მსგავსს გააკეთებსო. რეალურად ეს ხალხი ლოგიკურად მსჯელობს, როდესაც ხელოსანთან ხელშეკრულება არა გაქვს დადებული, სადაც გაწერილი იქნება მუშაობის წესები, მაშინ პასუხი რაზე უნდა მოსთხოვო, მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებაზე?! სწორედ ეს არის პირველი პრობლემა, რომ კანონზე დაყრდნობით მუშაობა ვერ და ვერ ვისწავლეთ. გააგრძელეთ კითხვა