საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მორიგი უტიფრობა წამოროშა...“ - დიმიტრი მედვედევი ბაიდენის განცხადებაზე
“მორიგი უტიფრობა წამოროშა...“ - დიმიტრი მედვედევი ბაიდენის განცხადებაზე

დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე - ამე­რი­კას­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმა­ზე უფრო სა­სარ­გებ­ლო არ არის, ვიდ­რე 1945 წელს ჰიტ­ლერ­თან ზა­ვის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

“შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრულ­ფა­სო­ვან ომს აწარ­მო­ებს რუ­სეთ­თან და მოს­კოვს სტრა­ტე­გი­ულ და­მარ­ცხე­ბას უსურ­ვებს“, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის სი­ტყვებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

“თა­ვის უტვი­ნო პრო­ტეჟეს დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, ბა­ი­დენ­მა წა­მო­რო­შა, რომ მზა­დაა რუ­სეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ძა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, წი­ნა­პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე. ამე­რი­კე­ლე­ბის მო­რი­გი უტიფ­რო­ბა. და­ფიქ­რდით: შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჩვენ­თან, პრაქ­ტი­კუ­ლად, თით­ქმის სრულ­ფა­სო­ვან (და არამც და არამც ჰიბ­რი­დულ) ომს აწარ­მო­ებს და ჩვენს ქვე­ყა­ნას სტრა­ტე­გი­ულ და­მარ­ცხე­ბას უსურ­ვებს. ამი­ტომ, ამე­რი­კას­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმა­ზე უფრო სა­სარ­გებ­ლო არ არის, ვიდ­რე 1945 წელს ჰიტ­ლერ­თან ზა­ვის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან ბირ­თვუ­ლი საფრ­თხის შე­სამ­ცი­რებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე გა­მარ­თვის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“მორიგი უტიფრობა წამოროშა...“ - დიმიტრი მედვედევი ბაიდენის განცხადებაზე

“მორიგი უტიფრობა წამოროშა...“ - დიმიტრი მედვედევი ბაიდენის განცხადებაზე

დიმიტრი მედვედევი ჯო ბაიდენის განცხადებაზე - ამერიკასთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება იმაზე უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე 1945 წელს ჰიტლერთან ზავის საკითხზე მოლაპარაკება.

“შეერთებული შტატები, პრაქტიკულად, სრულფასოვან ომს აწარმოებს რუსეთთან და მოსკოვს სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებზე კომენტირებისას განაცხადა.

“თავის უტვინო პროტეჟეს დახმარების მიზნით, ბაიდენმა წამოროშა, რომ მზადაა რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული ძალების შემცირებაზე მოლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე. ამერიკელების მორიგი უტიფრობა. დაფიქრდით: შეერთებული შტატები ჩვენთან, პრაქტიკულად, თითქმის სრულფასოვან (და არამც და არამც ჰიბრიდულ) ომს აწარმოებს და ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ დამარცხებას უსურვებს. ამიტომ, ამერიკასთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება იმაზე უფრო სასარგებლო არ არის, ვიდრე 1945 წელს ჰიტლერთან ზავის საკითხზე მოლაპარაკება“, - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული საფრთხის შესამცირებლად მოლაპარაკებების წინაპირობის გარეშე გამართვისთვის.