პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახინჯი იხვის ჭუკი ვიყავი" - ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც თავს უშნოდ თვლიდა - რატომ უარყო შვილმა ბრიჯიტ ბარდო: ვარსკვლავის სკანდალური ცხოვრება
"მახინჯი იხვის ჭუკი ვიყავი" -  ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც თავს უშნოდ თვლიდა - რატომ უარყო შვილმა ბრიჯიტ ბარდო: ვარსკვლავის სკანდალური ცხოვრება

ამის და­ჯე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მომ­ხიბ­ვლე­ლი ბრი­ჯიტ ბარ­დო, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით კაცი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თავს "მა­ხინჯ იხ­ვის ჭუ­კად" თვლი­და. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფილმში არა­ვინ გა­და­ი­ღებ­და და არც უოც­ნე­ბია მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. ახლა ბრი­ჯიტ ბარ­დო მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვია, მაგ­რამ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მსგავ­სად, ზღაპ­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დაშ­ვე­ბულ­მა შეც­დო­მებ­მა წარ­სუ­ლი სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უ­ხა­და.

  • წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა

ბრი­ჯი­ტის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი პა­რი­ზია, სიყ­ვა­რუ­ლის დე­და­ქა­ლა­ქი. მამა ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, დედა კი - დი­ა­სახ­ლი­სი და ბრი­ჯიტს და მის უმ­ცროს დას ზრდი­და.

ერთ დღეს, რეს­ტო­რან­ში სა­დი­ლო­ბი­სას, მათ­თან ბოშა ქალი მი­ვი­და. ოჯახს უთხრა, რომ მალე მათ გვარს მთე­ლი მსოფ­ლიო გა­იც­ნობ­და.

  • "მა­ხინ­ჯი იხ­ვის ჭუ­კი­დან" ლა­მაზ­მა­ნო­ბამ­დე

ახალ­გაზ­რდა ბრი­ჯი­ტის ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქცა, რად­გან იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კბი­ლებ­ზე ბრე­კე­ტე­ბი, ხოლო მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, სათ­ვა­ლე­ე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამ­ბობს, რომ მის­თვის ეს ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო. გო­გო­ნას იდე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რა ჰქონ­და - დე­დის და­ჟი­ნე­ბულ­მა თხოვ­ნამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ბა­ლეტ­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი.

გა­ვი­და დრო, ბრი­ჯიტ­მა კბი­ლე­ბი გა­ის­წო­რა, სათ­ვა­ლე მო­იხ­სნა და 14 წლის ასაკ­ში გო­გო­ნას სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი ანა­რეკ­ლი მო­ე­წო­ნა. იმ დრო­ის­თვის დე­და­მი­სი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი, ბრი­ჯი­ტი კი მისი მო­დე­ლი გახ­და.

  • ბა­ლე­ტი, ფო­ტო­ე­ბი ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის და კინო გა­და­ღე­ბე­ბი

მალე მოვ­ლე­ნე­ბი ისე­თი სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და, რომ გო­გო­ნა მიხ­ვდა, წინ ზღაპ­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ელო­და. დე­დის მე­გო­ბარ­მა ბრი­ჯი­ტი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის­თვის გა­და­ი­ღო, რა­მაც ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მის Elle-ის რე­დაქ­ტო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და მალე ახალ­გაზ­რდა ბარ­დო გა­რე­კა­ნის­თვის გა­და­ი­ღეს.

მორ­ცხვი პა­რი­ზე­ლის­თვის ეს ნამ­დვი­ლი მიღ­წე­ვა იყო. ბრი­ჯი­ტი ყო­ველ­დღე უფრო და უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობ­და თავს და არც გაჰ­კვირ­ვე­ბია, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა რო­ჯერ ვა­დიმ­მა ფილმში როლი შეს­თა­ვა­ზა. მარ­თა­ლია, პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ გა­უქ­მდა, მაგ­რამ 1952 წელს ბარ­დო ფილმში მა­ინც გა­და­ი­ღეს. მა­მას ეს არ მოს­წონ­და, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბა უღირ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო ღირ­სე­უ­ლი ოჯა­ხის გო­გო­ნას­თვის.

  • სკან­და­ლუ­რი გა­და­ღე­ბე­ბი

და მა­ინც, ბრი­ჯი­ტი ოჯახს უს­მენ­და. რო­ჯერ ვა­დიმ­მა და­არ­წმუ­ნა, რომ ეთა­მა­შა ფილმში, სა­დაც ბი­კი­ნით გა­მოჩ­ნდა. მა­ყუ­რე­ბე­ლი თვალს ვერ აშო­რებ­და ეკ­რან­ზე მის ფი­გუ­რას. მომ­დევ­ნო ფილმში "ექი­მი ზღვა­ზე" ბრი­ჯი­ტი შიშ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეპი­ზოდ­მა სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია.

მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვი მა­შინ გახ­და, რო­დე­საც ეკ­რა­ნებ­ზე რო­ჯერ ვა­დი­მის ფილ­მი "და ღმერ­თმა... შექ­მნა ქალი“ გა­მო­ვი­და. ბრი­ჯიტ­მა მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლა­ვის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. მის სა­ხელს მე­რი­ლინ მონ­რო­სა და ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის გვერ­დით ახ­სე­ნებ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გა­მო­ვი­და ფილ­მი "Babette Goes to War". ბრი­ჯიტ ბარ­დომ თმა აი­წია და ქა­ლებ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მა­შინ­ვე სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს მი­ა­შუ­რეს, რათა ვარ­ცხნი­ლო­ბა მის მსგავ­სად შე­ეჭ­რათ.

მომ­ხიბ­ვლელ­მა ქე­რათ­მი­ან­მა ქალ­მა ოც­და­ა­თამ­დე ფილმში ითა­მა­შა და 40 წლის იუ­ბი­ლე­ზე გა­მო­ა­ცხა­და, რომ კი­ნოს ტო­ვებ­და: მას არ სურ­და მა­ყუ­რე­ბელს ენა­ხა, რო­გორ ბერ­დე­ბო­და. ამ­ჯო­ბი­ნებ­და, რომ მათ თვალ­ში ახალ­გაზ­რდად და ლა­მა­ზად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

  • სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი

გო­გო­ნებს ხში­რად უყ­ვარ­დე­ბათ კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ასე იქცა ბრი­ჯი­ტის­თვის რე­ჟი­სო­რი რო­ჯერ ვა­დი­მი პირ­ველ სიყ­ვა­რუ­ლად. ბარ­დოს ოჯა­ხი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო - მათი ქა­ლიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო. მაგ­რამ მკაცრ მშობ­ლებს მა­ინც მო­უ­წი­ათ და­თან­ხმე­ბა: რო­გორც კი ბრი­ჯი­ტი 18 წლის გახ­და, მან და რო­ჯერ­მა ერ­თად და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა.

ვა­დიმ­მა შექ­მნა სცე­ნა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად მისი ლა­მა­ზი მე­უღ­ლის­თვის. ფილმმა "და ღმერ­თმა შექ­მნა ქალი" მას სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა და მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. მაგ­რამ იმა­ვე ფილმმა სა­ბე­დის­წე­რო როლი შე­ას­რუ­ლა წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში - გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბარ­დო ჟან-ლუი ტრენ­ტი­ნი­ანს შეხ­ვდა. წყვილს შო­რის რო­მა­ნი და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც ბრი­ჯი­ტი რო­ჯერ ვა­დიმს და­შორ­და და ჟან-ლუის გაჰ­ყვა ცო­ლად.

ეს ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ ორი წელი გაგ­რძელ­და. ის­ტო­რია გან­მე­ორ­და - ფილ­მის "Babette Goes to War" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბრი­ჯიტ­მა და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ორ­თან, ჟაკ ჩა­რი­ერ­თან და ტრენ­ტი­ნი­ა­ნი მი­ა­ტო­ვა. ქორ­წი­ლი­დან მა­ლე­ვე მსა­ხი­ობ­მა გა­ი­გო რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და.

ბარ­დოს ორ­სუ­ლო­ბა არ გა­ხა­რე­ბია. ამ­ბი­ცი­ურ კი­ნო­ვარ­სკვლავს გეგ­მე­ბი ჩა­ე­შა­ლა. ბრი­ჯიტს ბავ­შვის მო­შო­რე­ბაც კი სურ­და, მაგ­რამ საფ­რან­გეთ­ში იმ დროს აბორ­ტი აკ­რძა­ლუ­ლი იყო და ასე­ვე ჟაკი არა­სო­დეს მის­ცემ­და ცოლს აბორ­ტის ნე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მსა­ხი­ობ­მა აღი­ა­რა, რომ მო­უთ­მენ­ლად ელო­და ბავ­შვის და­ბა­დე­ბას, რათა ძველ ფორ­მას დაჰბ­რუ­ნე­ბო­და.

ბრი­ჯიტ­მა სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რად­გან რე­პორ­ტი­ო­რე­ბი მათი სახ­ლის გარ­შე­მო აღა­მებ­დნენ, რომ რო­გორ­მე ორ­სუ­ლი ქალი გა­და­ე­ღოთ. 1960 წლის და­სა­წყის­ში და­ი­ბა­და ნი­კო­ლა-ჟაკი - ბიჭი, ის ბრი­ჯიტ ბარ­დოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია.

სულ რა­ღაც ორი წლის შემ­დეგ, ბრი­ჯი­ტი­სა და ჟა­კის ქორ­წი­ნე­ბა და­ინ­გრა. ქმარ­მა საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე სხვა მა­მა­კაც­თან ერ­თად ნახა. ქალი ად­ვი­ლად და­თან­ხმდა რო­გორც გან­ქორ­წი­ნე­ბას, ასე­ვე შვი­ლის ყო­ფი­ლი ქმრის­თვის გა­და­ცე­მას. ჟაკი ბავ­შვის ერ­თა­დერ­თი მე­ურ­ვე იყო.

  • ახალ­გაზ­რდო­ბის შეც­დო­მა

მას შემ­დეგ, მსა­ხი­ობს ნი­კო­ლა­სი მრა­ვა­ლი წლე­ბი არ უნა­ხავს. დიახ, მან მი­აღ­წია დი­დე­ბას და წარ­მა­ტე­ბას, მაგ­რამ მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდა, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა იყო. შე­დე­გად, მის­მა ერ­თა­დერ­თმა მემ­კვიდ­რემ არ იცო­და დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­მაც მას მძი­მე ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა.

რო­დე­საც ნი­კო­ლა­სი და­ქორ­წინ­და, დედა არ მი­იწ­ვია სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში: მას არ სურ­და, რომ სტუმ­რე­ბი­სა და ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა მას­ზე ყო­ფი­ლი­ყო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი.

დედა-შვი­ლი მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ შე­რიგ­და. მაგ­რამ მა­ინც არ გამ­ხდა­რან ერ­თმა­ნე­თის­თვის ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი. ბრი­ჯი­ტი ისევ აგ­რძე­ლებ­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის ძი­ე­ბას - ის კი­დევ ორ­ჯერ და­ქორ­წინ­და, მაგ­რამ ეს ხან­მოკ­ლე ქორ­წი­ნე­ბე­ბი იყო.

  • ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი

სა­ბო­ლო­ოდ ვარ­სკვლა­ვის­თვის ცხო­ვე­ლე­ბი ნამ­დვილ სიყ­ვა­რუ­ლად და ცხოვ­რე­ბის აზ­რად იქ­ცნენ. ბრი­ჯიტ ბარ­დო ცნო­ბი­ლი ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და ფულს ხარ­ჯავს ცხო­ვე­ლე­ბის თავ­შე­საფ­რე­ბის­თვის.

გარ­და ამი­სა, მსა­ხი­ო­ბი წი­ნა­აღ­მდე­გია პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის. ის თვლის, რომ სი­ბე­რე ღირ­სე­უ­ლად უნდა მი­ი­ღოს და 90 წლის ასაკ­ში არ ცდი­ლობს ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. მაგ­რამ მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ის სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზად ფრანგ ქა­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მახინჯი იხვის ჭუკი ვიყავი" - ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც თავს უშნოდ თვლიდა - რატომ უარყო შვილმა ბრიჯიტ ბარდო: ვარსკვლავის სკანდალური ცხოვრება

"მახინჯი იხვის ჭუკი ვიყავი" -  ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც თავს უშნოდ თვლიდა - რატომ უარყო შვილმა ბრიჯიტ ბარდო: ვარსკვლავის სკანდალური ცხოვრება

ამის დაჯერება შეუძლებელია, მაგრამ მომხიბვლელი ბრიჯიტ ბარდო, რომელზეც მილიონობით კაცი იყო შეყვარებული, ახალგაზრდობაში თავს "მახინჯ იხვის ჭუკად" თვლიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ გარეგნობიდან გამომდინარე, ფილმში არავინ გადაიღებდა და არც უოცნებია მსახიობობაზე. ახლა ბრიჯიტ ბარდო მსოფლიო ვარსკვლავია, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება ბევრი ცნობილი ადამიანის ცხოვრების მსგავსად, ზღაპრული არ ყოფილა. ახალგაზრდობაში დაშვებულმა შეცდომებმა წარსული სანანებელი გაუხადა.

  • წინასწარმეტყველება

ბრიჯიტის მშობლიური ქალაქი პარიზია, სიყვარულის დედაქალაქი. მამა ბიზნესმენი იყო, დედა კი - დიასახლისი და ბრიჯიტს და მის უმცროს დას ზრდიდა.

ერთ დღეს, რესტორანში სადილობისას, მათთან ბოშა ქალი მივიდა. ოჯახს უთხრა, რომ მალე მათ გვარს მთელი მსოფლიო გაიცნობდა.

  • "მახინჯი იხვის ჭუკიდან" ლამაზმანობამდე

ახალგაზრდა ბრიჯიტის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, რადგან იძულებული გახდა კბილებზე ბრეკეტები, ხოლო მხედველობის პრობლემების გამო, სათვალეები გაეკეთებინა. ამბობს, რომ მისთვის ეს ძალიან უსიამოვნო იყო. გოგონას იდეალური ფიგურა ჰქონდა - დედის დაჟინებულმა თხოვნამ შედეგი გამოიღო და ბალეტზე დაიწყო სიარული.

გავიდა დრო, ბრიჯიტმა კბილები გაისწორა, სათვალე მოიხსნა და 14 წლის ასაკში გოგონას სარკეში საკუთარი ანარეკლი მოეწონა. იმ დროისთვის დედამისი ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელი, ბრიჯიტი კი მისი მოდელი გახდა.

  • ბალეტი, ფოტოები ჟურნალებისთვის და კინო გადაღებები

მალე მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ გოგონა მიხვდა, წინ ზღაპრული წარმატება ელოდა. დედის მეგობარმა ბრიჯიტი საბალეტო სკოლისთვის გადაიღო, რამაც ფრანგული გამოცემის Elle-ის რედაქტორების ყურადღება მიიქცია და მალე ახალგაზრდა ბარდო გარეკანისთვის გადაიღეს.

მორცხვი პარიზელისთვის ეს ნამდვილი მიღწევა იყო. ბრიჯიტი ყოველდღე უფრო და უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა თავს და არც გაჰკვირვებია, როდესაც რეჟისორმა როჯერ ვადიმმა ფილმში როლი შესთავაზა. მართალია, პროექტი საბოლოოდ გაუქმდა, მაგრამ 1952 წელს ბარდო ფილმში მაინც გადაიღეს. მამას ეს არ მოსწონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ფილმის გადაღება უღირსი საქმიანობა იყო ღირსეული ოჯახის გოგონასთვის.

  • სკანდალური გადაღებები

და მაინც, ბრიჯიტი ოჯახს უსმენდა. როჯერ ვადიმმა დაარწმუნა, რომ ეთამაშა ფილმში, სადაც ბიკინით გამოჩნდა. მაყურებელი თვალს ვერ აშორებდა ეკრანზე მის ფიგურას. მომდევნო ფილმში "ექიმი ზღვაზე" ბრიჯიტი შიშველი გამოჩნდა და მისი მონაწილეობით ეპიზოდმა სენსაცია გამოიწვია.

მაგრამ ვარსკვლავი მაშინ გახდა, როდესაც ეკრანებზე როჯერ ვადიმის ფილმი "და ღმერთმა... შექმნა ქალი“ გამოვიდა. ბრიჯიტმა მსოფლიო კინოს ვარსკვლავის სტატუსი მიიღო. მის სახელს მერილინ მონროსა და ოდრი ჰეპბერნის გვერდით ახსენებდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა ფილმი "Babette Goes to War". ბრიჯიტ ბარდომ თმა აიწია და ქალებმა მთელ მსოფლიოში მაშინვე სილამაზის სალონებს მიაშურეს, რათა ვარცხნილობა მის მსგავსად შეეჭრათ.

მომხიბვლელმა ქერათმიანმა ქალმა ოცდაათამდე ფილმში ითამაშა და 40 წლის იუბილეზე გამოაცხადა, რომ კინოს ტოვებდა: მას არ სურდა მაყურებელს ენახა, როგორ ბერდებოდა. ამჯობინებდა, რომ მათ თვალში ახალგაზრდად და ლამაზად დარჩენილიყო.

  • სასიყვარულო ურთიერთობები

გოგონებს ხშირად უყვარდებათ კაცები, რომლებიც წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. ასე იქცა ბრიჯიტისთვის რეჟისორი როჯერ ვადიმი პირველ სიყვარულად. ბარდოს ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო - მათი ქალიშვილი ძალიან ახალგაზრდა იყო. მაგრამ მკაცრ მშობლებს მაინც მოუწიათ დათანხმება: როგორც კი ბრიჯიტი 18 წლის გახდა, მან და როჯერმა ერთად დაიწყეს ცხოვრება.

ვადიმმა შექმნა სცენარი სპეციალურად მისი ლამაზი მეუღლისთვის. ფილმმა "და ღმერთმა შექმნა ქალი" მას საოცარი წარმატება მოუტანა და მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია. მაგრამ იმავე ფილმმა საბედისწერო როლი შეასრულა წყვილის ცხოვრებაში - გადასაღებ მოედანზე ბარდო ჟან-ლუი ტრენტინიანს შეხვდა. წყვილს შორის რომანი დაიწყო, რის შემდეგაც ბრიჯიტი როჯერ ვადიმს დაშორდა და ჟან-ლუის გაჰყვა ცოლად.

ეს ქორწინება მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა. ისტორია განმეორდა - ფილმის "Babette Goes to War" გადასაღებ მოედანზე ბრიჯიტმა დაიწყო ურთიერთობა პარტნიორთან, ჟაკ ჩარიერთან და ტრენტინიანი მიატოვა. ქორწილიდან მალევე მსახიობმა გაიგო რომ ბავშვს ელოდებოდა.

ბარდოს ორსულობა არ გახარებია. ამბიციურ კინოვარსკვლავს გეგმები ჩაეშალა. ბრიჯიტს ბავშვის მოშორებაც კი სურდა, მაგრამ საფრანგეთში იმ დროს აბორტი აკრძალული იყო და ასევე ჟაკი არასოდეს მისცემდა ცოლს აბორტის ნებას. მოგვიანებით, მსახიობმა აღიარა, რომ მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას, რათა ძველ ფორმას დაჰბრუნებოდა.

ბრიჯიტმა სახლში იმშობიარა, რადგან რეპორტიორები მათი სახლის გარშემო აღამებდნენ, რომ როგორმე ორსული ქალი გადაეღოთ. 1960 წლის დასაწყისში დაიბადა ნიკოლა-ჟაკი - ბიჭი, ის ბრიჯიტ ბარდოს ერთადერთი ვაჟია.

სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ბრიჯიტისა და ჟაკის ქორწინება დაინგრა. ქმარმა საყვარელი მეუღლე სხვა მამაკაცთან ერთად ნახა. ქალი ადვილად დათანხმდა როგორც განქორწინებას, ასევე შვილის ყოფილი ქმრისთვის გადაცემას. ჟაკი ბავშვის ერთადერთი მეურვე იყო.

  • ახალგაზრდობის შეცდომა

მას შემდეგ, მსახიობს ნიკოლასი მრავალი წლები არ უნახავს. დიახ, მან მიაღწია დიდებას და წარმატებას, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ახალგაზრდობაში მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული შეცდომა იყო. შედეგად, მისმა ერთადერთმა მემკვიდრემ არ იცოდა დედის სიყვარული, რამაც მას მძიმე ტრავმა მიაყენა.

როდესაც ნიკოლასი დაქორწინდა, დედა არ მიიწვია საკუთარ ქორწილში: მას არ სურდა, რომ სტუმრებისა და ხალხის ყურადღება მასზე ყოფილიყო ფოკუსირებული.

დედა-შვილი მხოლოდ წლების შემდეგ შერიგდა. მაგრამ მაინც არ გამხდარან ერთმანეთისთვის ახლო ადამიანები. ბრიჯიტი ისევ აგრძელებდა სიყვარულისა და ბედნიერების ძიებას - ის კიდევ ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ ეს ხანმოკლე ქორწინებები იყო.

  • ცხოველების სიყვარული

საბოლოოდ ვარსკვლავისთვის ცხოველები ნამდვილ სიყვარულად და ცხოვრების აზრად იქცნენ. ბრიჯიტ ბარდო ცნობილი ცხოველთა უფლებების დამცველი, რომელიც დიდ ძალისხმევასა და ფულს ხარჯავს ცხოველების თავშესაფრებისთვის.

გარდა ამისა, მსახიობი წინააღმდეგია პლასტიკური ქირურგიის. ის თვლის, რომ სიბერე ღირსეულად უნდა მიიღოს და 90 წლის ასაკში არ ცდილობს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. მაგრამ მილიონობით გულშემატკივრისთვის მთელს მსოფლიოში, ის სამუდამოდ დარჩება ყველაზე ლამაზად ფრანგ ქალად.