მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანუ "ოცნება" ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი?" - ხვიჩია პროკურატურის ინფორმაციაზე
"ანუ "ოცნება" ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი?" - ხვიჩია პროკურატურის ინფორმაციაზე

სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ გივი თარ­გა­მა­ძეს უთ­ვალ­თვა­ლებ­და, ეს თარ­გა­მა­ძის აფეთ­ქე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში ვერ იქ­ნე­ბა - იმის თქმა, რომ 2016 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გივი თარ­გა­მა­ძეს პო­ლი­ტი­კუ­რად არ ენ­დო­ბო­და, რა კავ­შირ­შია კრი­მი­ნალ­თან, რო­მელ­საც ვი­ძი­ებთ, - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, როცა სა­ხელ­მწი­ფო ხარ და ყვე­ლა­ფე­რი შენს ხელ­შია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­დის­კუ­სი­ოდ მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა შეს­თა­ვა­ზო.

„მგო­ნი, პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის და ნე­ბის­მი­ე­რი იუ­რის­ტის­თვის გა­სა­გე­ბია - სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ გივი თარ­გა­მა­ძეს უთ­ვალ­თვა­ლებ­და, ეს თარ­გა­მა­ძის აფეთ­ქე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში ვერ იქ­ნე­ბა. ამ „ნი­უ­სის” გა­მო­ფე­ნის მი­ზა­ნი არის, რომ ხალ­ხს აჩ­ვე­ნონ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისე­თი უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო 2016 წელს, რომ გივი თარ­გა­მა­ძის სათ­ვალ­თვა­ლოდ ადა­მი­ა­ნი და­ი­ქი­რა­ვა. თო­რემ, თუ არ გაქვს იმი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ამ თვალ­თვა­ლის მერე შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ბომ­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა იყო, რა კავ­შირ­შია აფეთ­ქე­ბას­თან ის, რომ ვი­ღაც უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად უც­ნა­უ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბით უთ­ვალ­თვა­ლებ­და.

იმის თქმა, რომ 2016 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გივი თარ­გა­მა­ძეს არ ენ­დო­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რად, რა კავ­შირ­შია კრი­მი­ნალ­თან, რო­მელ­საც ვი­ძი­ებთ.

ვერ გე­ტყვით გივი თარ­გა­მა­ძე 2016 წელს ვის­თან შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო კავ­შირ­ში და ღა­ლა­ტობ­და თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. არც ერთი გა­მიკ­ვირ­დე­ბა და არც მე­ო­რე, იმი­ტომ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხში­რად ღა­ლა­ტო­ბენ. ვი­ნა­ი­დან გივი თარ­გა­მა­ძის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს და სა­თა­ნა­დოდ არ ვიც­ნობ, მას ვე­რა­ფერს და­ვაბ­რა­ლებ. ანუ “ოც­ნე­ბა” ამ­ბობს, რომ მი­შამ აა­ფეთ­ქა გივი? შე­იძ­ლე­ბა შუღ­ლის და­თეს­ვა უნ­დათ “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” შიგ­ნით, მაგ­რამ როცა სა­ხელ­მწი­ფო ხარ და ყვე­ლა­ფე­რი შენს ხელ­შია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­დის­კუ­სი­ოდ მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა შეს­თა­ვა­ზო”, - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გივი თარ­გა­მა­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თარ­გა­მა­ძის კონ­ტრო­ლი­სა და თვალ­თვა­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გას­ცა, რად­გან „თარ­გა­მა­ძეს არ ენ­დო­ბო­და“.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნეს, დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გივი თარ­გა­მა­ძის კონ­ტრო­ლი­სა და თვალ­თვა­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გას­ცა.

ამას­თან, უწყე­ბის ცნო­ბით, მოწ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ასა­ხე­ლებს ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხელ­სა და გვარ­საც.

ავტორი:

"ანუ "ოცნება" ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი?" - ხვიჩია პროკურატურის ინფორმაციაზე

"ანუ "ოცნება" ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი?" - ხვიჩია პროკურატურის ინფორმაციაზე

სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება - იმის თქმა, რომ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს პოლიტიკურად არ ენდობოდა, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როცა სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო.

„მგონი, პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია - სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება. ამ „ნიუსის” გამოფენის მიზანი არის, რომ ხალხს აჩვენონ, რომ სააკაშვილი ისეთი უცნაური ადამიანი იყო 2016 წელს, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ადამიანი დაიქირავა. თორემ, თუ არ გაქვს იმისი მტკიცებულება, რომ ამ თვალთვალის მერე შემდეგი ნაბიჯი ბომბის დამონტაჟება იყო, რა კავშირშია აფეთქებასთან ის, რომ ვიღაც უცნაური ადამიანი სრულიად უცნაური გარემოებებით უთვალთვალებდა.

იმის თქმა, რომ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს არ ენდობოდა პოლიტიკურად, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ.

ვერ გეტყვით გივი თარგამაძე 2016 წელს ვისთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში და ღალატობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. არც ერთი გამიკვირდება და არც მეორე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხშირად ღალატობენ. ვინაიდან გივი თარგამაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს და სათანადოდ არ ვიცნობ, მას ვერაფერს დავაბრალებ. ანუ “ოცნება” ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი? შეიძლება შუღლის დათესვა უნდათ “ნაცმოძრაობის” შიგნით, მაგრამ როცა სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.