საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 ოქტომბერს "ოცნებამ" საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო...  შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო" - უგულავა
"7 ოქტომბერს "ოცნებამ" საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო...  შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო" - უგულავა

7 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეხ­ვედ­რას 250-დე ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო - საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, გია ბა­სი­ლა­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გია მა­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია „ზონ­დერ-ჯგუ­ფე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლად. შეკ­რე­ბის მი­ზა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა იყო, კერ­ძოდ, 25 ოქ­ტომ­ბერს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის წარ­თმე­ვა და 27-ში დაბ­რუ­ნე­ბა,- ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა, გიგი უგუ­ლა­ვამ ქ. ქუ­თა­ის­ში „ტორ­პე­დოს“ სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის „სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რას“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ში სსიპ-ები­სა ა(ა)იპე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რაც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

"ჩვენ ახლა ქუ­თა­ი­სის რა­მაზ შენ­გე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­თან ვიმ­ყო­ფე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი ფეხ­ბურ­თი არ არის. მე მინ­და ფეხ­ბურ­თე­ლებს წარ­მა­ტე­ბა ხვალ ვუ­სურ­ვო. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი არის შემ­დე­გი - 7 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს, 18:00 სა­ათ­ზე, ამ სტა­დი­ო­ნის „ვიპ დარ­ბა­ზის“ უკან მყოფ დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და 200-250 ძი­რი­თა­დად სსიპ-ების და ა(ა)იპე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბო­და. ამ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, გია ბა­სი­ლა­ძე და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქუ­თა­ი­სის თავ­მჯდო­მა­რე, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი გია მა­ხა­რა­ძე იყ­ვნენ. რო­გორც წესი, ის ცნო­ბი­ლია „მო­ზონ­დერო ჯგუ­ფე­ბის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რად. შეკ­რე­ბას, ასე­ვე თბი­ლი­სი­დან პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან კა­კუ­ლია ეს­წრე­ბოდ­ნენ და ძი­რი­თა­დად სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლე­ბის და ძი­რი­თა­დად უფრო ხან­ში შე­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ინერ­ტუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მათი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დით, შე­სა­ბა­მი­სი უბ­ნე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბით, იქ­ნე­ბა ეს კრი­მი­ნა­ლუ­რი თუ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­რი­ტე­ტის მიგ­ზავ­ნა და ყვე­ლა მე­თო­დით იქ­ნე­ბა და­ში­ნე­ბა, მოს­ყიდ­ვა თუ ა.შ. პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა 25 ოქ­ტომ­ბერს და შემ­დეგ უკვე 27-ში ამ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს და ასე­ვე, ერთ რა­მეს მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­სა­მე პი­რე­ბის­გან არ გვაქვს, ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია უშუ­ა­ლოდ ამ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნი­სა­გან გვაქვს, ჩვენ ამ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბას ინ­კოგ­ნი­ტოდ ვტო­ვებთ, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებს შეხ­ვდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებს ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ე­ცა. მე ახლა მინ­და ყვე­ლა სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს ძა­ლი­ან მოკ­ლედ წა­ვუ­კი­თხო კა­ნო­ნის ის მუხ­ლი, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა მას­ზე - არ­ჩევ­ნებ­ში, რე­ფე­რენ­დუმ­ში ან პლე­ბის­ცი­ტში ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხე­ლის შეშ­ლა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შო­თი ვა­დით ერთ წლამ­დე ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორ წლამ­დე, იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ან ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, მო­ტყუ­ე­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან ჯგუ­ფუ­რად ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვეთთ ვა­დით 2-დან 3 წლამ­დე. ეს არის სა­არ­ჩევ­ნოს კო­დექ­სის 162-ე მუხ­ლი. მე­გობ­რე­ბო, სუ­ლერ­თია რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ, ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ისა­ხავს მიზ­ნად ადა­მი­ა­ნის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში ხე­ლის შეშ­ლას და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, რო­გორც წა­გი­კი­თხეთ 3 წლამ­დე ის­ჯე­ბა. ასე რომ, იქ­ნე­ბა ეს გია ბა­სი­ლა­ძე, მა­ხა­რა­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს ხალ­ხი მო­იყ­ვა­ნეს, უნდა იცო­დეთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კა­ნო­ნის სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბი­ან, მაგ­რამ კა­ნო­ნით ნე­ბის­მი­ე­რი და­ის­ჯე­ბა, ვინც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ადა­მი­ანს უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვას და ხელს შე­უშ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"7 ოქტომბერს "ოცნებამ" საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო...  შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო" - უგულავა

"7 ოქტომბერს "ოცნებამ" საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო...  შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო" - უგულავა

7 ოქტომბერს, საღამოს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, რომელიც ცნობილია „ზონდერ-ჯგუფების“ ხელმძღვანელად. შეკრების მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო, კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ ქ. ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონის მიმდებარედ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების „საიდუმლო შეხვედრას“ გამოეხმაურა.

მისივე თქმით, შეხვედრაში სსიპ-ებისა ა(ა)იპების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

"ჩვენ ახლა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი შეკრების მიზეზი ფეხბურთი არ არის. მე მინდა ფეხბურთელებს წარმატება ხვალ ვუსურვო. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის შემდეგი - 7 ოქტომბერს, საღამოს, 18:00 საათზე, ამ სტადიონის „ვიპ დარბაზის“ უკან მყოფ დარბაზში შეკრება იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული და 200-250 ძირითადად სსიპ-ების და ა(ა)იპების წარმომადგენლები ესწრებოდა. ამ შეხვედრის ორგანიზატორები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და „ქართული ოცნების“ ქუთაისის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე იყვნენ. როგორც წესი, ის ცნობილია „მოზონდერო ჯგუფების“ კოორდინატორად. შეკრებას, ასევე თბილისიდან პარტიის ცენტრალური ოფისიდან კაკულია ესწრებოდნენ და ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ იდენტიფიცირებული ოპოზიციური ამომრჩევლების და ძირითადად უფრო ხანში შესული ამომრჩევლების, რომლებიც ინერტულობით გამოირჩევიან, მათი განეიტრალება ნებისმიერი მეთოდით, შესაბამისი უბნების ავტორიტეტებით, იქნება ეს კრიმინალური თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის მიგზავნა და ყველა მეთოდით იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ. პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25 ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში ამ პირადობის მოწმობების დაბრუნება.

მინდა შევახსენო ყველა საჯარო მოხელეს და ასევე, ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მესამე პირებისგან არ გვაქვს, ჩვენ ეს ინფორმაცია უშუალოდ ამ შეკრებაში მონაწილე ადამიანისაგან გვაქვს, ჩვენ ამ ადამიანის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ შეხვედრის შესახებ სრული ინფორმაცია გადაეცა. მე ახლა მინდა ყველა საჯარო მოხელეს ძალიან მოკლედ წავუკითხო კანონის ის მუხლი, რომელიც ვრცელდება მასზე - არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელების ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე, იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობის მუქარით ან ჯგუფურად ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთთ ვადით 2-დან 3 წლამდე. ეს არის საარჩევნოს კოდექსის 162-ე მუხლი. მეგობრებო, სულერთია რა თანამდებობაზე ხართ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანისთვის არჩევნებში ხელის შეშლას და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, ისჯება კანონით, ჯგუფურად ჩადენილი, როგორც წაგიკითხეთ 3 წლამდე ისჯება. ასე რომ, იქნება ეს გია ბასილაძე, მახარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ხალხი მოიყვანეს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანები კანონის სიმკაცრით დაისჯებიან, მაგრამ კანონით ნებისმიერი დაისჯება, ვინც პირადობის მოწმობას ადამიანს უკანონოდ ჩამორთმევას და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.