პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლი ნასვამი ყოფილა... ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა" - მარტვილის ტრაგედიის დეტალები
"მძღოლი ნასვამი ყოფილა... ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა" - მარტვილის ტრაგედიის დეტალები

4 ოქ­ტომ­ბერს მარ­ტვილ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. სწრა­ფად მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ორ­სულ ქალს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც 40 წლის ნანა ბა­სი­ლა­ია ქუ­ჩას კვეთ­და.

  • მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დღეს მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­მა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ნანა ბა­სი­ლა­ი­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი Ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­და.

"მძღო­ლი ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა, ისიც სალ­ხი­ნო­და­ნაა, გვა­რად ლა­ზა­რია, ნა­ნას მე­ზო­ბე­ლი. თბი­ლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ყო­ფი­ლა და მან­ქა­ნით სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­მო­სუ­ლა, ნანა მას­წავ­ლე­ბე­ლია და სკო­ლი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და, მან­ქა­ნა დიდი სის­წრა­ფით გა­მო­ვარ­დნი­ლა, ქალი კუ­თხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლა, არ ელო­და, იქამ­დე თუ მი­აღ­წევ­და, წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მან­ქა­ნამ ქალი ჰა­ერ­ში ააგ­დო... მძღო­ლი ად­გი­ლი­დან არც მი­მა­ლუ­ლა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

ნანა მე­ო­რე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ქალი მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნა ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში, ექი­მებ­მა მა­შინ­ვე თქვეს, რომ ქალს ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ქი­რურგს მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე უთ­ქვამს, ტვი­ნი მკვდა­რი­აო... სა­წყა­ლი ქალი, 5 დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ... მას პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიეზა
1

გული დამეწვა..ღმერთმა აცხონოს ...მერამდენე სიცოცხლე დავკარგეთ..დაწყევლილი ხომ არ ვართ ამის ...ჩემი შვილიც რომ იყვეს..ნასვამი საჭესთან სამუდამო უნდა მისცე..ომზე მეტად გაგვანადგურა ავტო საგზაო შემთხვევებმა და ჩვენივე დაუდევრობამ

გოჩა
0

ნასვამი მანქანას ვინც მართავს, აი, ჯარიმა და მართვის უფლების შეჩერება კი არა, ციხეში უნდა გაუშვა, რამდენი პრომილეთი გადააჭარბებს დასაშვებ ნორმას, იმდენი წლით!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მძღოლი ნასვამი ყოფილა... ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა" - მარტვილის ტრაგედიის დეტალები

"მძღოლი ნასვამი ყოფილა... ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა" - მარტვილის ტრაგედიის დეტალები

4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.

  • მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს მისმა ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომაში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტრაგიკულად დაღუპული ნანა ბასილაიას თანასოფლელი Ambebi.ge-ს უყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

"მძღოლი ნასვამი ყოფილა, ისიც სალხინოდანაა, გვარად ლაზარია, ნანას მეზობელი. თბილისიდან ახალი ჩამოსული ყოფილა და მანქანით სიგარეტის საყიდლად გამოსულა, ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა, ქალი კუთხეში მიყუჟულა, არ ელოდა, იქამდე თუ მიაღწევდა, წამებში მოხდა ყველაფერი. მანქანამ ქალი ჰაერში ააგდო... მძღოლი ადგილიდან არც მიმალულა და პოლიციას ჩაბარდა.

ნანა მეორე შვილზე იყო ორსულად. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი მალევე გადაიყვანა ქუთაისის კლინიკაში, ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ ქალს ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. ქირურგს მიყვანისთანავე უთქვამს, ტვინი მკვდარიაო... საწყალი ქალი, 5 დღე ებრძოდა სიკვდილს და დღეს გარდაიცვალა. ისეთი ბედნიერი იყო, ვერ წარმოიდგენთ... მას პატარა გოგონა დარჩა“.