პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწევს 24 საათიანი მუშაობა, არ მყავს სპონსორი" - გაიცანით ციხისძირელი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი, რომელსაც დიდი წარმატების შემდეგ აეროპორტში მხოლოდ ძმა დახვდა (ვიდეო)
"მიწევს 24 საათიანი მუშაობა, არ მყავს სპონსორი" - გაიცანით ციხისძირელი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი, რომელსაც დიდი წარმატების შემდეგ აეროპორტში მხოლოდ ძმა დახვდა (ვიდეო)

ქარ­თველ­მა "სტრონ­გმენ­მა" ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­სა და ფი­ნეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ფიტ­ნეს ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კერ­ძოდ, 28 სექ­ტემ­ბერს, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ფულ­და­ში "სტრონ­გმე­ნის" ძვე­ლი წე­სე­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში მოყ­ვა­რუ­ლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მძი­მე­წო­ნო­სან­მა (120+კგ) ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტულ­თან ერ­თად, ორი მსოფ­ლიო რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. მა­შინ ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილს აე­რო­პორ­ტში "სტრონ­გმე­ნის" ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ. ფე­დე­რა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი ფე­დე­რა­ცი­ი­დან სტი­პენ­დი­ა­საც ღე­ბუ­ლობს.

ხოლო 5 ოქ­ტომ­ბერს კი ფი­ნეთ­ში ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა, ევ­რო­პის ფეს­ტი­ვალ­ზე "მას­რეს­ლინ­გში" (ძა­ლის­მი­ე­რი ფიტ­ნე­სი), ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა და რო­გორც თა­ვი­სი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის, ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და 2 ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა.

მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ფეს­ტი­ვალ­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და. აე­რო­პორ­ტში მას მხო­ლოდ ძმა დახ­ვდა.

"ეს მთა კაცი ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლია. გუ­შინ დაბ­რუნ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუ­თა­რი ძმა დახ­ვდა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში... დღეს და ხვალ კი ისევ სამ­სა­ხურ­ში იქ­ნე­ბა, რო­გორც აქამ­დე. მერე კი­დევ მო­ი­გებს, ისევ ასა­ხე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, ისევ ას­წევს დრო­შას ყვე­ლა­ზე მაღ­ლა. ჩვენ კი­დევ ზარ-ზე­ი­მით მხო­ლოდ "პო­პუ­ლა­რულ" სპორ­ტსმე­ნებს შე­ვე­გე­ბოთ აე­რო­პორ­ტში.... ასე­თი სპორ­ტსმე­ნე­ბი კი ისევ წყნა­რად გა­აგ­რძე­ლე­ბენ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას" - წერს გვერ­დი Irakli Arabuli's Blog სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

ვინ არის ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი?

26 წლის სპორ­ტსმენ­მა მცი­რე დრო­ში უკვე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. 4 წლის წინ, როცა ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძო­და, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში მო­წყო­ბილ სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე­ში ყარ­მა­ზა­ნაშ­ვილ­მა სხე­უ­ლის გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად ვარ­ჯი­ში და­ი­წყო. მა­შინ ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ დრო­ის გა­საყ­ვა­ნად და­წყე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მალე პრო­ფე­სი­ად იქ­ცე­ო­და.

"სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ცოტა რთუ­ლი იყო, სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი არ მქონ­და, მაგ­რამ ნელ-ნელა შე­ვაგ­რო­ვე ყვე­ლა­ფე­რი. მა­ნამ­დე ვჭი­და­ობ­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ეს სპორ­ტი ჩემი არ იყო, შემ­დეგ კა­რა­ტე­ზე შე­ვე­დი, მაგ­რამ ამ სპორ­ტსაც ვერ გა­ვუ­გე. შემ­დეგ რაგ­ბი­ზე დავ­დი­ო­დი, ამ დროს აღ­მო­მა­ჩი­ნა ტრე­ნერ­მა და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ სტრონ­გმენ­ში გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი საც­დე­ლად" - ამ­ბობს ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი "პირ­ველ არხთან".

ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­მა მცი­რე დრო­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ევ­რო­პის გუნ­დუ­რი რე­კორ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა, სხვა­დას­ხვა შე­ჯიბრში 6 პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

"ვარ სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პის პრი­ზი­ო­რი, მსოფ­ლიო რე­კორ­დის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და მაქვს ევ­რო­პის რე­კორ­დი მოხ­სნი­ლი. ჩემი მი­ზა­ნია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა ავ­წიო" - ამ­ბობს ის.

ავ­თან­დი­ლი დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ მისი პრო­ფე­სია ბევრ შრო­მას­თან ერ­თად ფი­ნან­სებ­საც მო­ი­თხოვს.

"მი­წევს 24 სა­ა­თი­ან დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა, ღა­მის სა­ა­თებ­ში ძი­ლის გა­ტეხ­ვა. არ მყავს სპონ­სო­რი, ჩემი ხელ­ფა­სის უმე­ტე­სო­ბა მი­დის ვი­ტა­მი­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში, რათა ჩემი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გან­ვა­ვი­თა­რო" - აცხა­დებს ქარ­თვე­ლი "სტრონ­გმე­ნი".

ბოლო კვი­რებ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს ავ­თან­დილ ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლის ძმა ანა­ტო­ლი ყარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც ჩემ­პი­ონს გუ­შინ აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა. სწო­რედ მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და სოცქსელ­ში და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა:

"არ ვიცი სა­ი­დან და­ვი­წყო. ვი­ტყვი იმას, რომ ბოლო ათი დღეა ნორ­მა­ლუ­რად არ მძი­ნე­ბია, სად მი­თენ­დე­ბო­და და სად მი­ღამ­დე­ბო­და არ ვი­ცო­დი, ჩემი ძმა რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უქონ­ლო­ბის გამო ვერ შევ­ძე­ლი დახ­ვედ­რა. რო­დე­საც ავ­თომ მსოფ­ლიო მო­ი­გო და სამი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, ევ­რო­პის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით მი­იწ­ვია ფი­ნეთ­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რზე, ერთ დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­დი­ო­და, რომ ამ წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, გზად მი­მა­ვა­ლი პა­პაჩ­ვე­ნის სიკ­ვდილს შე­ეს­წრო, სას­წრა­ფო სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი უკე­თებ­და გუ­ლის მა­საჟს, პა­პას გუ­ლის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ასე­ვე მისი ჯან­მრთე­ლო­ბაც მცი­რედ შერ­ყე­უ­ლი იყო, რო­დე­საც ისი­ნი და­ი­ღალ­ნენ, შემ­დეგ ჩემ­მა ძმამ გა­აგ­რძე­ლა იგი­ვე, რომ გული აე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფე­რი შეძ­ლეს.

გამ­გზავ­რე­ბის სა­კი­თხი და ყვე­ლა ფორ­მა­ლო­ბა უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, სხვა გზა აღარ ჰქონ­და, უნდა წა­სუ­ლი­ყო, ვი­ცო­დით, რომ მისი წარ­მა­ტე­ბა პა­პას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­დე­ბო­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ავ­თოს გან­წყო­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, ჩვენ ვცდი­ლობ­დით მო­ტი­ვა­ცია მიგ­ვე­ცა და დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა, ძა­ლე­ბი მო­ეკ­რი­ბა, ეს გა­მარ­ჯვე­ბა კი პა­პის­თვის მი­ე­ძღვნა. წას­ვლამ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბო­და და ძილს ტეხ­და, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად დაკ­რძალ­ვის სა­კი­თხე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა, საკ­მა­ოდ ქა­ო­სუ­რი იყო ის სი­ტუ­ა­ცია, რაც ჩვენს თავს იდგა, დიდ სი­ხა­რულს თან დიდი მწუ­ხა­რე­ბა და­ერ­თო, ხალ­ხმა აღარ იცო­და, სამ­ძი­მა­რი გა­ე­ცხა­დე­ბი­ნა თუ სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ე­ლო­ცა. დრო ელ­ვის სის­წრა­ფით მი­დი­ო­და, ისე თენ­დე­ბო­და და ისე ღამ­დე­ბო­და, ასე, რომ ვთქვათ, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბას ვერ ვას­წრებ­დით.

მეც და ჩემი ძმაც სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობთ, რო­მე­ლიც ღა­მით სი­ფხიზ­ლეს და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ი­თხოვს, როცა ავთო წა­ვი­და, მის მა­გივ­რა­დაც მე ვი­კის­რე სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, კვი­რას პაპა დავ­კრძა­ლეთ, იმ ღა­მით­ვე სამ­სა­ხურ­ში წა­ვე­დი, მე­ო­რე დღი­სით დაკ­რძალ­ვის შემ­დგო­მი რიგი საქ­მე­ე­ბი მო­ვაგ­ვა­რეთ. მე სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, თბი­ლის­ში სახ­ლი არ მაქვს, მაგ­რამ იმ სა­ღა­მოს ბი­ძის სახ­ლში დავ­რჩი ავ­ჭა­ლა­ში, გა­ვი­გე, რომ ტაქ­სე­ბი ღა­მით ძვი­რია, (ღა­მით არას­დროს მიმ­გზავ­რია ტაქ­სით) იმ მო­მენ­ტში ფი­ნან­სუ­რად არ მქონ­და იმ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ტაქ­სით მივ­სუ­ლი­ყა­ვი და უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, ამი­ტო­მაც იქამ­დე სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობ­და, ადრე წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, სულ რა­ღაც ერთ ლა­რად მი­ვაღ­წიე აე­რო­პორ­ტამ­დე.

თერ­თმე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი. წიგ­ნის კი­თხვა­ში პირ­ვე­ლი სა­ა­თი მო­ვი­და, ამ ქა­ო­სუ­რი დღე­ე­ბის ფონ­ზე მო­უ­წეს­რი­გებ­ლად და სა­ეჭ­ვოდ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, რის გა­მოც აე­რო­პორ­ტში ექ­ვსი პო­ლი­ცი­ე­ლი გარს შე­მო­მერ­ტყა და ჩემი "გა­მო­ძი­ე­ბა" და­ი­წყო, სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლე­ბი გა­მომ­კი­თხეს, ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლად მო­ვუ­ყე­ვი, გა­იკ­ვირ­ვეს კი­დე­ვაც, ამ­დე­ნი ხანი აქ უნდა და­ე­ლო­დოო, შემ­დეგ მკი­თხეს დახ­მა­რე­ბა ხომ არ მჭირ­დე­ბო­და და გა­მიშ­ვეს. მინ­დო­და, რომ ფხიზ­ლად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შემ­დეგ ისევ აე­რო­პორ­ტში ვბრუნ­დე­ბო­დი და მო­ნი­ტორს ვუ­ყუ­რებ­დი რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბო­და რი­გას რე­ი­სი, როცა მცი­ო­და ისევ პარ­კინგზე ვბრუნ­დე­ბო­დი და ვვარ­ჯი­შობ­დი, მაგ­რამ მი­ღირ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ისიც კი მახ­სოვს რო­დე­საც ორი­ვე ერ­თად ვას­პა­რე­ზობ­დით, ერთ სპორ­ტში რო­გორ ვთხოვ­დით ერ­თმა­ნეთს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, ფეხ­საც­მელს, შორ­ტებს, ავ­თოს პირ­ველ შე­ჯიბ­რზე, რო­მე­ლიც "გე­პე­ის­თან" გა­ი­მარ­თა, ჩემი ფეხ­საც­მე­ლე­ბი ეცვა, ჩემს პირ­ველ შე­ჯიბ­რზეც მეც ის ფეხ­საც­მე­ლე­ბი მეც­ვა და დღემ­დე სუ­ვე­ნი­რად მაქვს შე­ნა­ხუ­ლი.

აე­როდ­რომ­ზე რომ airbaltik-ის თვითმფრი­ნა­ვი დაჯ­და, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ისი­ნი ჩა­მოფ­რინ­დნენ, კა­მე­რა მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვუც­დი­დი რო­დის გა­ი­ღე­ბო­და კარი, თან ირ­გვლივ ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვე­რა­ვის ვცნობ­დი, მიკ­ვირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან სპორ­ტსმე­ნე­ბი 100 % იანი შე­დე­გით დაბ­რუნ­დნენ და ნუთუ არა­ვინ დახ­ვდე­ბა თქო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს უკვე ნორ­მად იქცა, ვინც უფრო დიდ სა­ნა­ხა­ო­ბას სთა­ვა­ზობს ხალ­ხს, მას უფრო დიდ პა­ტივს სცე­მენ, შემ­დეგ რო­დე­საც ვინ­მეს შე­არ­ცხვე­ნენ ან სინ­დი­სის ქენ­ჯნა და­ე­წყე­ბათ, მერე ცდი­ლო­ბენ გა­მოს­წო­რე­ბას. მოკ­ლედ ამ ყვე­ლაფ­რით იმის თქმა მინ­დო­და, რომ სა­ნამ წყა­ლი აორ­თქლდე­ბა, ჯო­ბია სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნო იგი. ნათ­ქვა­მია "რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნია, რაც არა და­კარ­გუ­ლია." ასე იქ­მნე­ბა დიდი და ძლი­ე­რი ერი".

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ძალიან გულდასაწყვეტია,როცა შრომას არ დაგიფასებენ.გამარჯვებას ვულოცავ ამ ახალგაზრდას და იმ ხელმძღვანელ პირებს ვისაც ეს საკითხი ეხება გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამ ადამიანს დახმარება გაუწიოთ რომ უფრო მეტი წარმატება მოუტანოს ჩვენ ქვეყანას.ერთი ხალხური ანდაზა გამაცსენდა.ზოგისთვის ბამბა ჩხრიალებს ზოგისთვის კაკალიც არაო.

ვახო.ხო
1

თოფურიას და დვალიშვილს თითო მილიონი მისცეს,ვენაცვალე მაგ ბიჭებს გულში ,მაგრამ არცერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.უცნაური ხალხი ვართ რაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მიწევს 24 საათიანი მუშაობა, არ მყავს სპონსორი" - გაიცანით ციხისძირელი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი, რომელსაც დიდი წარმატების შემდეგ აეროპორტში მხოლოდ ძმა დახვდა (ვიდეო)

"მიწევს 24 საათიანი მუშაობა, არ მყავს სპონსორი" - გაიცანით ციხისძირელი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი, რომელსაც დიდი წარმატების შემდეგ აეროპორტში მხოლოდ ძმა დახვდა (ვიდეო)

ქართველმა "სტრონგმენმა" ავთანდილ ყარმაზანაშვილმა ერთი კვირის განმავლობაში გერმანიასა და ფინეთში გამართულ მსოფლიო და ევროპის ფიტნეს ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა.

კერძოდ, 28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ფულდაში "სტრონგმენის" ძველი წესებით მსოფლიოს ჩემპიონატში მოყვარულებში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა (120+კგ) ავთანდილ ყარმაზანაშვილმა, აბსოლუტური უპირატესობით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ორი მსოფლიო რეკორდის დამყარება მოახერხა. მაშინ ჩემპიონატის შემდეგ ყარმაზანაშვილს აეროპორტში "სტრონგმენის" ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ. ფედერაციაში ამბობენ, რომ ყარმაზანაშვილი ფედერაციიდან სტიპენდიასაც ღებულობს.

ხოლო 5 ოქტომბერს კი ფინეთში ყარმაზანაშვილმა, ევროპის ფესტივალზე "მასრესლინგში" (ძალისმიერი ფიტნესი), ფურორი მოახდინა და როგორც თავისი წონითი კატეგორიის, ასევე აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და 2 ოქროს მედალს დაეუფლა.

მსოფლიო და ევროპის ფესტივალზე მიღწეული წარმატების შემდეგ ყარმაზანაშვილი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. აეროპორტში მას მხოლოდ ძმა დახვდა.

"ეს მთა კაცი ავთანდილ ყარმაზანაშვილია. გუშინ დაბრუნდა გამარჯვებული საქართველოში, საკუთარი ძმა დახვდა მხოლოდ აეროპორტში... დღეს და ხვალ კი ისევ სამსახურში იქნება, როგორც აქამდე. მერე კიდევ მოიგებს, ისევ ასახელებს საქართველოს, ისევ ასწევს დროშას ყველაზე მაღლა. ჩვენ კიდევ ზარ-ზეიმით მხოლოდ "პოპულარულ" სპორტსმენებს შევეგებოთ აეროპორტში.... ასეთი სპორტსმენები კი ისევ წყნარად გააგრძელებენ წარმატების მიღწევას" - წერს გვერდი Irakli Arabuli's Blog სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

ვინ არის ავთანდილ ყარმაზანაშვილი?

26 წლის სპორტსმენმა მცირე დროში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. 4 წლის წინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძოდა, სოფელ ციხისძირში მოწყობილ სავარჯიშო სივრცეში ყარმაზანაშვილმა სხეულის გასაჯანსაღებლად ვარჯიში დაიწყო. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ დროის გასაყვანად დაწყებული სპორტული აქტივობა მალე პროფესიად იქცეოდა.

"სახლის პირობებში ცოტა რთული იყო, საჭირო ინვენტარი არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა შევაგროვე ყველაფერი. მანამდე ვჭიდაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სპორტი ჩემი არ იყო, შემდეგ კარატეზე შევედი, მაგრამ ამ სპორტსაც ვერ გავუგე. შემდეგ რაგბიზე დავდიოდი, ამ დროს აღმომაჩინა ტრენერმა და შემომთავაზა, რომ სტრონგმენში გამოვსულიყავი საცდელად" - ამბობს ყარმაზანაშვილი "პირველ არხთან".

ახალგაზრდა სპორტსმენმა მცირე დროში არაერთ წარმატებას მიაღწია. ევროპის გუნდური რეკორდის თანამონაწილეა, სხვადასხვა შეჯიბრში 6 პირველი ადგილი აქვს მიღებული.

"ვარ საქართველოს და ევროპის პრიზიორი, მსოფლიო რეკორდის თანამონაწილე და მაქვს ევროპის რეკორდი მოხსნილი. ჩემი მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებზე ჩემი ქვეყნის დროშა ავწიო" - ამბობს ის.

ავთანდილი დაცვის სამსახურში მუშაობს. ამბობს, რომ მისი პროფესია ბევრ შრომასთან ერთად ფინანსებსაც მოითხოვს.

"მიწევს 24 საათიან დაცვის სამსახურში მუშაობა, ღამის საათებში ძილის გატეხვა. არ მყავს სპონსორი, ჩემი ხელფასის უმეტესობა მიდის ვიტამინების შეძენაში, რათა ჩემი ფიზიკური მონაცემები განვავითარო" - აცხადებს ქართველი "სტრონგმენი".

ბოლო კვირებში მიღწეული წარმატებების შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ავთანდილ ყარმაზანაშვილის ძმა ანატოლი ყარმაზანაშვილი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჩემპიონს გუშინ აეროპორტში დახვდა. სწორედ მის მიერ გადაღებული კადრები გავრცელდა სოცქსელში და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა:

"არ ვიცი საიდან დავიწყო. ვიტყვი იმას, რომ ბოლო ათი დღეა ნორმალურად არ მძინებია, სად მითენდებოდა და სად მიღამდებოდა არ ვიცოდი, ჩემი ძმა რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ქუთაისის აეროპორტში მატერიალური უქონლობის გამო ვერ შევძელი დახვედრა. როდესაც ავთომ მსოფლიო მოიგო და სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ევროპის ფედერაციამ საკუთარი სახსრებით მიიწვია ფინეთში გამართულ შეჯიბრზე, ერთ დღეს ტელევიზიაში მიდიოდა, რომ ამ წარმატების შესახებ სიუჟეტი გაეკეთებინა, გზად მიმავალი პაპაჩვენის სიკვდილს შეესწრო, სასწრაფო საათნახევარი უკეთებდა გულის მასაჟს, პაპას გულის პრობლემა ჰქონდა, ასევე მისი ჯანმრთელობაც მცირედ შერყეული იყო, როდესაც ისინი დაიღალნენ, შემდეგ ჩემმა ძმამ გააგრძელა იგივე, რომ გული აემუშავებინა, მაგრამ ვეღარაფერი შეძლეს.

გამგზავრების საკითხი და ყველა ფორმალობა უკვე მოგვარებული იყო, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა წასულიყო, ვიცოდით, რომ მისი წარმატება პაპას ყველაზე მეტად გაუხარდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ავთოს განწყობა საერთოდ არ ჰქონდა, ჩვენ ვცდილობდით მოტივაცია მიგვეცა და დაგვებრუნებინა, ძალები მოეკრიბა, ეს გამარჯვება კი პაპისთვის მიეძღვნა. წასვლამდე მაქსიმალურად იხარჯებოდა და ძილს ტეხდა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად დაკრძალვის საკითხები მოეგვარებინა, საკმაოდ ქაოსური იყო ის სიტუაცია, რაც ჩვენს თავს იდგა, დიდ სიხარულს თან დიდი მწუხარება დაერთო, ხალხმა აღარ იცოდა, სამძიმარი გაეცხადებინა თუ სპორტული წარმატება მოელოცა. დრო ელვის სისწრაფით მიდიოდა, ისე თენდებოდა და ისე ღამდებოდა, ასე, რომ ვთქვათ, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებდით.

მეც და ჩემი ძმაც სამსახურში ვმუშაობთ, რომელიც ღამით სიფხიზლეს და კონცენტრაციას მოითხოვს, როცა ავთო წავიდა, მის მაგივრადაც მე ვიკისრე სამსახურის პასუხისმგებლობა, კვირას პაპა დავკრძალეთ, იმ ღამითვე სამსახურში წავედი, მეორე დღისით დაკრძალვის შემდგომი რიგი საქმეები მოვაგვარეთ. მე სოფელში ვცხოვრობ, თბილისში სახლი არ მაქვს, მაგრამ იმ საღამოს ბიძის სახლში დავრჩი ავჭალაში, გავიგე, რომ ტაქსები ღამით ძვირია, (ღამით არასდროს მიმგზავრია ტაქსით) იმ მომენტში ფინანსურად არ მქონდა იმდენი საშუალება, რომ ტაქსით მივსულიყავი და უკან დავბრუნებულიყავი, ამიტომაც იქამდე სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა, ადრე წასვლა გადავწყვიტე, სულ რაღაც ერთ ლარად მივაღწიე აეროპორტამდე.

თერთმეტის ნახევარზე უკვე ადგილზე ვიყავი. წიგნის კითხვაში პირველი საათი მოვიდა, ამ ქაოსური დღეების ფონზე მოუწესრიგებლად და საეჭვოდ გამოვიყურებოდი, რის გამოც აეროპორტში ექვსი პოლიციელი გარს შემომერტყა და ჩემი "გამოძიება" დაიწყო, სხვადასხვა დეტალები გამომკითხეს, ყველაფერი გულწრფელად მოვუყევი, გაიკვირვეს კიდევაც, ამდენი ხანი აქ უნდა დაელოდოო, შემდეგ მკითხეს დახმარება ხომ არ მჭირდებოდა და გამიშვეს. მინდოდა, რომ ფხიზლად ვყოფილიყავი, შემდეგ ისევ აეროპორტში ვბრუნდებოდი და მონიტორს ვუყურებდი როდის გამოჩნდებოდა რიგას რეისი, როცა მციოდა ისევ პარკინგზე ვბრუნდებოდი და ვვარჯიშობდი, მაგრამ მიღირდა ეს ყველაფერი, ისიც კი მახსოვს როდესაც ორივე ერთად ვასპარეზობდით, ერთ სპორტში როგორ ვთხოვდით ერთმანეთს აღჭურვილობას, ფეხსაცმელს, შორტებს, ავთოს პირველ შეჯიბრზე, რომელიც "გეპეისთან" გაიმართა, ჩემი ფეხსაცმელები ეცვა, ჩემს პირველ შეჯიბრზეც მეც ის ფეხსაცმელები მეცვა და დღემდე სუვენირად მაქვს შენახული.

აეროდრომზე რომ airbaltik-ის თვითმფრინავი დაჯდა, მაშინვე მივხვდი, რომ ისინი ჩამოფრინდნენ, კამერა მომარჯვებული სულმოუთქმელად ვუცდიდი როდის გაიღებოდა კარი, თან ირგვლივ ვიყურებოდი და ვერავის ვცნობდი, მიკვირდა საქართველოში ევროპის ჩემპიონატიდან სპორტსმენები 100 % იანი შედეგით დაბრუნდნენ და ნუთუ არავინ დახვდება თქო, მაგრამ საქართველოში ეს უკვე ნორმად იქცა, ვინც უფრო დიდ სანახაობას სთავაზობს ხალხს, მას უფრო დიდ პატივს სცემენ, შემდეგ როდესაც ვინმეს შეარცხვენენ ან სინდისის ქენჯნა დაეწყებათ, მერე ცდილობენ გამოსწორებას. მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ წყალი აორთქლდება, ჯობია სასიკეთოდ გამოიყენო იგი. ნათქვამია "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია." ასე იქმნება დიდი და ძლიერი ერი".