სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 ათასი დამიჯდა ეს ტორტი... მილიონერი არ ვარ, ნიშნობაზე უარი ვთქვი, რომ თანხა მქონოდა" - როგორ დაიგეგმა ზღაპრული ქორწილი, რომელიც სოცქსელში განიხილეს: რას ჰყვება პატარძალი?
"10 ათასი დამიჯდა ეს ტორტი... მილიონერი არ ვარ, ნიშნობაზე უარი ვთქვი, რომ თანხა მქონოდა" - როგორ დაიგეგმა ზღაპრული ქორწილი, რომელიც სოცქსელში განიხილეს: რას ჰყვება პატარძალი?

მეგი ირე­მა­ძემ და გიგა გო­რა­ძემ, ბა­თუმ­ში, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში და­უ­ვი­წყა­რი 500-კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. შთამ­ბეჭ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის ტორ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ო­და – 16 სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა კონ­დი­ტერ­მა ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ზუს­ტით და­ამ­ზა­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა.

ქორ­წი­ლი 19 სექ­ტემ­ბერს, ბა­თუმ­ში „რე­ნე­სან­სში“ შედ­გა. კონ­დი­ტერ ლუ­ი­ზა ვარ­შა­ნი­ძის შრო­მა­ზე კი დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­უბ­რობ­და, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 16 სარ­თუ­ლი­ა­ნი ტორ­ტის ფოტო გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც 800 ადა­მი­ან­ზე იყო გათ­ვლი­ლი. სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მეგი გვიყ­ვე­ბა, რო­გორ აის­რუ­ლა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა, რომ ქორ­წილ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტორ­ტი ჰქონ­და...

- მეგი, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით. სად ცხოვ­რობთ, პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- მე ვარ მეგი, ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ, პრო­ფე­სი­ით მზა­რე­უ­ლი ვარ, ჩემი მე­უღ­ლეც მზა­რე­უ­ლია. გიგა, სხვა­თა შო­რის, ფე­ის­ბუქ­ზე გა­ვი­ცა­ნი. აი, კო­ვი­დო­ბის პე­რი­ოდ­ში 4 წლის წინ. 4 წელი და 3 თვე ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და ბო­ლოს ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ქორ­წი­ლით და­ვაგ­ვირ­გვი­ნეთ.

- რო­გორც ვხვდე­ბი, ეს იყო თქვე­ნი ოც­ნე­ბის ქორ­წი­ლი, რო­გორ და­გეგ­მეთ, ტორ­ტის იდეა რო­გორ მო­გი­ვი­დათ?

- ბევ­რი ფიქ­რი არ დამ­ჭირ­და. ქორ­წი­ლი საკ­მა­ოდ სადა იყო თეთრ და ღია ვარ­დის­ფერ ფე­რებ­ში, მაგ­რამ, აი, ტორ­ტი და კაბა მინ­დო­და უზარ­მა­ზა­რი მქო­ნო­და. კა­ბას რა­საც მო­ვე­რიე, ის ჩა­ვიც­ვი. „მონ­პარ­ში“ შე­ვი­ძი­ნე და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. საკ­მა­ოდ დი­დიც და მძი­მეც, მაგ­რამ ტორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა, ვი­ცო­დი, რომ მინ­დო­და ძა­ლი­ან დიდი ყო­ფი­ლი­ყო. თა­ვად ვხა­ზავ­დი, ვხა­ტავ­დი... ბო­ლოს სადა დი­ზა­ი­ნი შე­ვარ­ჩიე. მიყ­ვარს პეპ­ლე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, 16 სარ­თულ­ზე გავ­ჩერ­დით, რად­გან მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქორ­წი­ნო დარ­ბა­ზის ჭერ­მა არ მოგ­ვცა. 3,80 მეტ­რი იყო. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვი­სა­უბ­რო კონ­დი­ტერ ლუ­ი­ზა ვარ­შა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც 1 კვი­რა ამ­ზა­დებ­და და ბოლო 3 დღე და ღამე ვა­წყობ­დით მე, კონ­დი­ტე­რი და დე­და­ჩე­მი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­მაღ­ლის შემ­დეგ ყვე­ლა ფა­სით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და...

- მოკ­ლედ, ასე ჰა­ერ­ზე ნამ­დვი­ლად არ მო­სუ­ლა და არც მი­ლი­ო­ნე­რი ვარ. არა­და ყვე­ლას ეგრე გო­ნია. ნიშ­ნო­ბა­ზე უარი ვთქვი, იმის გამო, რომ ტორ­ტის თან­ხა მქო­ნო­და და დე­და­ჩე­მი ზედ­მე­ტად არ და­ხარ­ჯუ­ლი­ყო. რად­გან ასე გა­დავ­წყვი­ტე, დე­დამ მი­თხრა, შენ რო­გორც გინ­და, ისე გა­ვა­კე­თო­თო და მა­ჩუ­ქა. 10 ათა­სი ლარი დაჯ­და ეს ტორ­ტი თა­ვი­სი ყვე­ლაფ­რით.

- რამ­დე­ნი კაცი იყო ქორ­წილ­ში და რამ­დენ ხანს ჭრი­დით ტორ­ტს?

- 500 კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი გვქონ­და. სტუმ­რე­ბი­დან ყვე­ლა ჭერ­ში იყუ­რე­ბო­და ჩემი ჩათ­ვლით. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გავ­ჭე­რით. უბ­რა­ლოდ, ვერ გა­მო­ვა­ჩო­ჩეთ, უმ­ძი­მე­სი იყო. სა­ერ­თოდ, აჭა­რა­ში სახ­ლში სტუმ­რი­ა­ნო­ბა რომ ვი­ცით და სუფ­რე­ბი, ეს ცნო­ბი­ლია, ამი­ტომ ტორ­ტი, ქორ­წილ­ში ვინც არ იყო, იმა­თაც შეხ­ვდათ.

- მეგი, მი­თხა­რით, რომ მი­ლი­ო­ნე­რი არ ვარო, თუმ­ცა თქვე­ნი ქორ­წი­ლი მარ­თლა ჰგავ­და მი­ლი­ო­ნე­რე­ბის ქორ­წილს. ულა­მა­ზე­სი კაბა, გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი, 500 სტუ­მა­რი...

- აჭა­რა­ში 500 სტუ­მა­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია ქორ­წილ­ში. არ ვიცი რო­გორ ჰგავ­და, მაგ­რამ ნუ რაც იყო, კმა­ყო­ფი­ლე­ბის ზე­ნი­ტია ჩემ­თვის. ეს ჩემი ოც­ნე­ბის ქორ­წი­ლი იყო, ერთხე­ლაა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­ო­რედ არ ვა­პი­რებ, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შევ­ძე­ლით, რომ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

- უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს რო­გორ შეხ­ვდით, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­წერ­დნენ?

- ურე­აქ­ცი­ოდ. ეს იყო დე­დას სი­ურპრი­ზი, სა­ჩუქ­რად გა­მი­კე­თა და ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­მეხ­მა­რა, ეს მათ­თვის, ვი­საც ჰგო­ნია, რომ ჩემი ოც­ნე­ბა ტორ­ტს ვერ სცდე­ბა. და სა­ერ­თოდ, ყვე­ლას თა­ვის ოც­ნე­ბა აქვს, ყვე­ლა არ ოც­ნე­ბობს მან­ქა­ნებ­ზე და სახ­ლებ­ზე. პა­ტა­რა ოც­ნე­ბე­ბიც გვაქვს და გვა­ბედ­ნი­ე­რებს მათი ას­რუ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"10 ათასი დამიჯდა ეს ტორტი... მილიონერი არ ვარ, ნიშნობაზე უარი ვთქვი, რომ თანხა მქონოდა" - როგორ დაიგეგმა ზღაპრული ქორწილი, რომელიც სოცქსელში განიხილეს: რას ჰყვება პატარძალი?

"10 ათასი დამიჯდა ეს ტორტი... მილიონერი არ ვარ, ნიშნობაზე უარი ვთქვი, რომ თანხა მქონოდა" - როგორ დაიგეგმა ზღაპრული ქორწილი, რომელიც სოცქსელში განიხილეს: რას ჰყვება პატარძალი?

მეგი ირემაძემ და გიგა გორაძემ, ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში დაუვიწყარი 500-კაციანი ქორწილი გადაიხადეს. შთამბეჭდავი ღონისძიება განსაკუთრებული სილამაზის ტორტით გამოირჩეოდა – 16 სართულიანი ტორტი, რომელიც პროფესიონალმა კონდიტერმა ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიზუსტით დაამზადა, სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.

ქორწილი 19 სექტემბერს, ბათუმში „რენესანსში“ შედგა. კონდიტერ ლუიზა ვარშანიძის შრომაზე კი დღეს მთელი საქართველო საუბრობდა, როდესაც სოციალურ ქსელში 16 სართულიანი ტორტის ფოტო გავრცელდა, რომელიც 800 ადამიანზე იყო გათვლილი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებული მეგი გვიყვება, როგორ აისრულა ბავშვობის ოცნება, რომ ქორწილში ყველაზე დიდი ტორტი ჰქონდა...

- მეგი, თქვენზე მოგვიყევით. სად ცხოვრობთ, პროფესიით ვინ ხართ. მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- მე ვარ მეგი, ბათუმში ვცხოვრობ, პროფესიით მზარეული ვარ, ჩემი მეუღლეც მზარეულია. გიგა, სხვათა შორის, ფეისბუქზე გავიცანი. აი, კოვიდობის პერიოდში 4 წლის წინ. 4 წელი და 3 თვე ვიყავით შეყვარებულები და ბოლოს ჩვენი სიყვარული ქორწილით დავაგვირგვინეთ.

- როგორც ვხვდები, ეს იყო თქვენი ოცნების ქორწილი, როგორ დაგეგმეთ, ტორტის იდეა როგორ მოგივიდათ?

- ბევრი ფიქრი არ დამჭირდა. ქორწილი საკმაოდ სადა იყო თეთრ და ღია ვარდისფერ ფერებში, მაგრამ, აი, ტორტი და კაბა მინდოდა უზარმაზარი მქონოდა. კაბას რასაც მოვერიე, ის ჩავიცვი. „მონპარში“ შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. საკმაოდ დიდიც და მძიმეც, მაგრამ ტორტს რაც შეეხება, ვიცოდი, რომ მინდოდა ძალიან დიდი ყოფილიყო. თავად ვხაზავდი, ვხატავდი... ბოლოს სადა დიზაინი შევარჩიე. მიყვარს პეპლები და საბოლოოდ, 16 სართულზე გავჩერდით, რადგან მეტის საშუალება საქორწინო დარბაზის ჭერმა არ მოგვცა. 3,80 მეტრი იყო. აუცილებლად მინდა ვისაუბრო კონდიტერ ლუიზა ვარშანიძეზე, რომელიც 1 კვირა ამზადებდა და ბოლო 3 დღე და ღამე ვაწყობდით მე, კონდიტერი და დედაჩემი.

- სოციალურ ქსელში სიმაღლის შემდეგ ყველა ფასით ინტერესდებოდა...

- მოკლედ, ასე ჰაერზე ნამდვილად არ მოსულა და არც მილიონერი ვარ. არადა ყველას ეგრე გონია. ნიშნობაზე უარი ვთქვი, იმის გამო, რომ ტორტის თანხა მქონოდა და დედაჩემი ზედმეტად არ დახარჯულიყო. რადგან ასე გადავწყვიტე, დედამ მითხრა, შენ როგორც გინდა, ისე გავაკეთოთო და მაჩუქა. 10 ათასი ლარი დაჯდა ეს ტორტი თავისი ყველაფრით.

- რამდენი კაცი იყო ქორწილში და რამდენ ხანს ჭრიდით ტორტს?

- 500 კაციანი ქორწილი გვქონდა. სტუმრებიდან ყველა ჭერში იყურებოდა ჩემი ჩათვლით. ჩვეულებრივად გავჭერით. უბრალოდ, ვერ გამოვაჩოჩეთ, უმძიმესი იყო. საერთოდ, აჭარაში სახლში სტუმრიანობა რომ ვიცით და სუფრები, ეს ცნობილია, ამიტომ ტორტი, ქორწილში ვინც არ იყო, იმათაც შეხვდათ.

- მეგი, მითხარით, რომ მილიონერი არ ვარო, თუმცა თქვენი ქორწილი მართლა ჰგავდა მილიონერების ქორწილს. ულამაზესი კაბა, გრანდიოზული ტორტი, 500 სტუმარი...

- აჭარაში 500 სტუმარი ჩვეულებრივი ამბავია ქორწილში. არ ვიცი როგორ ჰგავდა, მაგრამ ნუ რაც იყო, კმაყოფილების ზენიტია ჩემთვის. ეს ჩემი ოცნების ქორწილი იყო, ერთხელაა ცხოვრებაში, მეორედ არ ვაპირებ, ამიტომ მაქსიმალური შევძელით, რომ დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

- უარყოფით კომენტარებს როგორ შეხვდით, რასაც სოციალურ ქსელში გიწერდნენ?

- ურეაქციოდ. ეს იყო დედას სიურპრიზი, საჩუქრად გამიკეთა და ბავშვობის ოცნების ასრულებაში დამეხმარა, ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჩემი ოცნება ტორტს ვერ სცდება. და საერთოდ, ყველას თავის ოცნება აქვს, ყველა არ ოცნებობს მანქანებზე და სახლებზე. პატარა ოცნებებიც გვაქვს და გვაბედნიერებს მათი ასრულება.