სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაწყვეტილება მივიღეთ..." - ცესკოს თავმჯდომარის განცხადება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია
"გადაწყვეტილება მივიღეთ..." - ცესკოს თავმჯდომარის განცხადება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბი, რო­მელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ან გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუ 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში შექ­მნილ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შეძ­ლე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ ცეს­კო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ის ამომ­რჩევ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც არ დგა­ნან სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე, მაგ­რამ 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან.

"სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ამომ­რჩევ­ლე­ბი, რო­მელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის მი­ხედ­ვით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ან გა­ურ­კვე­ვე­ლია, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შეძ­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბა ცეს­კომ დღეს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე ერ­თხმად მი­ი­ღო.

დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 26 ოქ­ტომ­ბრის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ამომ­რჩე­ველ­თა სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში და­მა­ტე­ბით შევ­ლენ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ამომ­რჩევ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით დგა­ნან სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე. ასე­ვე ამომ­რჩევ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ დგა­ნან სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე, მაგ­რამ 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში შექ­მნილ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამას­თან, მათ უნდა ჰქონ­დეთ, იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი.

კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცეს­კომ ერ­თხმად მი­ი­ღო და წერ­ტი­ლი და­უს­ვა ამ თე­მა­ზე ყო­ველ­გვარ სპე­კუ­ლა­ცი­ას.

ინი­ცი­რე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის ში­ნა­არსმა და მის­მა ინი­ცი­ა­ტორ­მა წევ­რმა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან, ასე­ვე ცეს­კოს სხვა პარ­ტი­ულ­მა წევ­რებ­მა, თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბებ­ში და­ა­დას­ტუ­რეს, რომ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად ცეს­კო პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიყ­ვე­ბო­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს და ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ამომ­რჩე­ველ­თა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ მათ ეს უფ­ლე­ბა მი­ე­ღოთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინი­ცი­რე­ბულ დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტში იყო ტექ­ნი­კუ­რი უზუს­ტო­ბე­ბი, ასე­ვე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სენ­სუ­სი შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და კო­მი­სი­ის წევ­რის ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან ინი­ცი­რე­ბულ­მა და­ზუს­ტე­ბებ­მა და ცვლი­ლე­ბებ­მა, რის შე­დე­გა­დაც აღ­მო­ი­ფხვრა სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი და გა­ფარ­თოვ­და პირ­თა წრე, რომ­ლე­ბიც ამ დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შეძ­ლე­ბენ.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა ამომ­რჩე­ველ­მა შეძ­ლოს მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებთ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ამომ­რჩევ­ლებს, გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია უკვე შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ.

გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს­ვე, სხდო­მა­ზე ცეს­კომ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­კარ­გუ­ლე­ბა მი­ი­ღო და არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კენ­ჭისყ­რის ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის შევ­სე­ბის წესი და­ად­გი­ნა.

„გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­მარ­ტა ბი­უ­ლე­ტე­ნის შევ­სე­ბის წესი და ბი­უ­ლე­ტე­ნის ბა­თი­ლო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი.

წე­სის თა­ნახ­მად, ამომ­რჩე­ველ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­კე­რით უნდა გა­ა­ფე­რა­დოს ან მო­ნიშ­ნოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის წინ არ­სე­ბუ­ლი წრის შიდა სივ­რცე, ხოლო ბა­თი­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნი თუ:

გა­ფე­რა­დე­ბუ­ლია/მო­ნიშ­ნუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით ერ­თზე მეტი პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის წინ არ­სე­ბუ­ლი წრის შიდა სივ­რცე; არ არის გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი/მო­ნიშ­ნუ­ლი არ­ცერ­თი პარ­ტი­ის სა­ხელ­წო­დე­ბის წინ არ­სე­ბუ­ლი წრის შიდა სივ­რცე. ამ წე­სის დარ­ღვე­ვით შევ­სე­ბუ­ლი და ყუთ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად ჩა­ით­ვლე­ბა ბა­თი­ლად.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას და ამომ­რჩევ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, იმი­სათ­ვის, რომ 26 ოქ­ტომ­ბერს არ­ჩევ­ნე­ბი მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"გადაწყვეტილება მივიღეთ..." - ცესკოს თავმჯდომარის განცხადება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

"გადაწყვეტილება მივიღეთ..." - ცესკოს თავმჯდომარის განცხადება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

  • როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, არჩევნებში მონაწილეობას ის ამომრჩევლებიც შეძლებენ, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან.

"საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

ინიცირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე ცესკოს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის ქართული ოცნებიდან ინიცირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დღესვე, სხდომაზე ცესკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.

„გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები.

წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ:

გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად.

ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.