საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი "ფეისბუქ" გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან" - მდინარაძე
"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი "ფეისბუქ" გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან" - მდინარაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აშშ-ის სა­ელ­ჩოს მიერ „ფე­ის­ბუქ­ზე“ გან­თავ­სე­ბულ მო­რიგ პოსტს ეხ­მი­ა­ნე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ას არ კრძა­ლა­ვენ“.

მდი­ნა­რა­ძე მო­უ­წო­დებს სა­ელ­ჩოს, და­იბ­რუ­ნოს სა­კუ­თა­რი „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დის მარ­თვის ფუნ­ქცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან", რო­მელ­მაც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით იე­რი­ში მოლ­დო­ვა­ზე, უკ­რა­ი­ნა­ზე და იმ ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ზე მი­ი­ტა­ნა, სა­დაც ათე­უ­ლო­ბით პარ­ტი­აა აკ­რძა­ლუ­ლი.

"მო­ვუ­წო­დებ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს, და­იბ­რუ­ნოს გვერ­დის მარ­თვის ფუნ­ქცია „ნაც­მოძ­რა­ო­ბის­გან“, რო­მელ­მაც ამ­ჯე­რად იე­რი­ში უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვის და სხვა ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ზე მი­ი­ტა­ნა, სა­დაც ათე­უ­ლო­ბით პარ­ტია არის აკ­რძა­ლუ­ლი!“ - წერს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ „ქარდს“ აქ­ვეყ­ნებს. აშშ-ს სა­ელ­ჩო ამ­ჟა­მად წერს: "დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ას არ კრძა­ლა­ვენ".

ცნო­ბის­თვის, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტე­ბი­თა და "ქარ­დე­ბით" ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­სა და ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს ეხ­მა­უ­რე­ბა. გზავ­ნი­ლებს შო­რის, რომ­ლის სა­პა­სუ­ხო­დაც აშშ-ის სა­ელ­ჩომ პოს­ტე­ბი უკვე გა­ავ­რცე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "კრე­დიტ სუ­ის­თან" ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბი იყო. ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩომ, 3 ოქ­ტომ­ბერ­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­დი, წარ­წე­რით: „იზო­ლა­ცი­ა­ში ქვე­ყა­ნა ვერ ვი­თარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­გან იზო­ლა­ცია მისი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“.

ავტორი:

"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი "ფეისბუქ" გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან" - მდინარაძე

"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი "ფეისბუქ" გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან" - მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებულ მორიგ პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.

"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს. აშშ-ს საელჩო ამჟამად წერს: "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.