მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არინას უკანასკნელი სიმღერა..." - რას წერს რუსული მედია თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც რუსი ტურისტი დაიღუპა?
"არინას უკანასკნელი სიმღერა..." - რას წერს რუსული მედია თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც რუსი ტურისტი დაიღუპა?

რუ­სუ­ლი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას - ახალ­გაზ­რდა ქალი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ტრა­გე­დია თბი­ლის­ში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღა­მის ორ სა­ათ­ზე მოხ­და, რო­დე­საც ორი მე­გო­ბა­რი დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­და, ალა პუ­გა­ჩო­ვას ცნო­ბილ ჰიტს "Веселые ребята-ს" მღე­რო­და და ამ დროს ვი­დე­ოს იღებ­და. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთ-ერთ მათ­განს - 24 წლის არი­ნა გლა­ზუ­ნო­ვას ფეხი და­უც­და და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც თა­ვის მძი­მე ტრამ­ვა მი­ი­ღო.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ექი­მებ­მა მას ქა­ლის ძვლის და­ზი­ა­ნე­ბა და­უდ­გი­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­კო­სე­ბის ძა­ლის­ხმე­ვი­სა, გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის 27 სექ­ტემ­ბერს, პა­რას­კევს გარ­და­იც­ვა­ლა.

"ამ დრო­ის­თვის იმ ად­გი­ლას, სა­დაც გო­გო­ნა ჩა­ვარ­და, მე­გობ­რებ­მა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს და იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი მე­მო­რი­ა­ლი გა­ა­კე­თეს", - წერს ერთ-ერთი გა­მო­ცე­მა.

რუ­სუ­ლი მე­დია არი­ნას მე­გობ­რე­ბის კო­მენ­ტა­რებ­საც ავ­რცე­ლებს. მათი თქმით, ის მოს­კო­ვის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ცხოვ­რობ­და და რუ­სე­თის სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. მან უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2022 წელს და­ამ­თავ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მე­გო­ბარ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და.

"ერ­თმა­ნე­თი 2019 წელს გა­ვი­ცა­ნით, რო­დე­საც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თე­ატ­რა­ლუ­რი წრის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­მიწ­ვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე წელს, მეც ამ წრის წევ­რი გავ­ხდი და მა­შინ დავ­მე­გობ­რდით... მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მასთნ არი­ნას მე­გო­ბა­რი ოლგა.

რო­გორც არი­ნას კი­დევ ერთი ახლო მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, გო­გო­ნა PR-მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და კრე­ა­ტი­ულ სა­ა­გენ­ტო­ში, თუმ­ცა მხო­ლოდ ამით არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ასე­ვე უვ­ლი­და უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლებს და ეწე­ო­და ქველ­მოქ­მე­დე­ბას.

"ის მუ­დამ ახერ­ხებ­და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბის პოვ­ნას მათ­თვის, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და. იყო წარ­მო­უდ­გენ­ლად ნაზი, უნი­კა­ლუ­რი, მახ­ვილ­გო­ნი­ე­რი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მას ყვე­ლა აღ­მერ­თებ­და, მათ შო­რის მეც. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ვნა­ხეთ არი­ნას უკა­ნას­კნე­ლი სიმ­ღე­რა... ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა", - ყვე­ბა მე­გო­ბა­რი.

არი­ნა იმ ღა­მი­თაც კარგ გან­წყო­ბა­ზე იყო. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ვი­დე­ო­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ "აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი ძა­ლი­ან სა­ში­შია და საფრ­თხეს უქ­მნის სხვა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებ­საც".

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არი­ნას მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და მისი ნეშ­ტის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"არინას უკანასკნელი სიმღერა..." - რას წერს რუსული მედია თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც რუსი ტურისტი დაიღუპა?

"არინას უკანასკნელი სიმღერა..." - რას წერს რუსული მედია თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც რუსი ტურისტი დაიღუპა?

რუსული მედია ეხმაურება საქართველოში რუსი ტურისტის გარდაცვალებას - ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.

ტრაგედია თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ღამის ორ საათზე მოხდა, როდესაც ორი მეგობარი დედაქალაქის ქუჩებში სეირნობდა, ალა პუგაჩოვას ცნობილ ჰიტს "Веселые ребята-ს" მღეროდა და ამ დროს ვიდეოს იღებდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანს - 24 წლის არინა გლაზუნოვას ფეხი დაუცდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, რის შედეგადაც თავის მძიმე ტრამვა მიიღო.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მას ქალის ძვლის დაზიანება დაუდგინეს. მიუხედავად მედიკოსების ძალისხმევისა, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 27 სექტემბერს, პარასკევს გარდაიცვალა.

"ამ დროისთვის იმ ადგილას, სადაც გოგონა ჩავარდა, მეგობრებმა ყვავილები მიიტანეს და იმპროვიზირებული მემორიალი გააკეთეს", - წერს ერთ-ერთი გამოცემა.

რუსული მედია არინას მეგობრების კომენტარებსაც ავრცელებს. მათი თქმით, ის მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა და რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის კურსდამთავრებული იყო. მან უნივერსიტეტი 2022 წელს დაამთავრა, საქართველოში კი მეგობართან ერთად მოგზაურობდა.

"ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით, როდესაც ჩემმა მეგობარმა თეატრალური წრის ღონისძიებაზე მიმიწვია. მოგვიანებით, იმავე წელს, მეც ამ წრის წევრი გავხდი და მაშინ დავმეგობრდით... მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ძალიან მიყვარდა", - ამბობს გამოცემასთნ არინას მეგობარი ოლგა.

როგორც არინას კიდევ ერთი ახლო მეგობარი ამბობს, გოგონა PR-მენეჯერად მუშაობდა კრეატიულ სააგენტოში, თუმცა მხოლოდ ამით არ იყო დაკავებული. ის ასევე უვლიდა უპატრონო ცხოველებს და ეწეოდა ქველმოქმედებას.

"ის მუდამ ახერხებდა გამამხნევებელი სიტყვების პოვნას მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. იყო წარმოუდგენლად ნაზი, უნიკალური, მახვილგონიერი. მეჩვენება, რომ მას ყველა აღმერთებდა, მათ შორის მეც. გავრცელებულ ვიდეოში ვნახეთ არინას უკანასკნელი სიმღერა... ძალიან მომენატრება", - ყვება მეგობარი.

არინა იმ ღამითაც კარგ განწყობაზე იყო. უბედური შემთხვევა ვიდეოზეა დაფიქსირებული.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი ძალიან საშიშია და საფრთხეს უქმნის სხვა ფეხით მოსიარულეებსაც".

რუსული მედიის ინფორმაციით, არინას მშობლები საქართველოში ჩამოვიდნენ ყველა საჭირო დოკუმენტის მოსაწესრიგებლად და მისი ნეშტის სამშობლოში დასაბრუნებლად.

წაიკითხეთ ასევე: