მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინ და წინ - განათლებისკენ" - "თეგეტამ" სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა
"წინ და წინ - განათლებისკენ" - "თეგეტამ" სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სამ სტუ­დენტს სწავ­ლა ერთი წლით და­უ­ფი­ნან­სა. კომ­პა­ნი­ამ სტი­პენ­დია მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­ის „წინ და წინ“ ფარ­გლებ­ში გას­ცა, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაც სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის კუ­თხით „თე­გე­ტას“ არა­ერ­თი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ ასე­თი პარტნი­ო­რო­ბა პირ­ვე­ლად შედ­გა.

„თე­გე­ტას“ სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­არ­ჩი­ეს. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში წარ­მა­ტე­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, ხედ­ვე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი - არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით გა­კეთ­და. შოთა ილაშ­ვილ­მა, მა­რი­ამ ტა­ლა­ხა­ძემ და თა­თია ნაც­ვლიშ­ვილ­მა 100%-იანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი და კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიდა და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვეს, სწავ­ლის დარ­ჩე­ნილ სა­ფა­სურს კი „თე­გე­ტა“ სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­სებთ.

ვე­რი­კო სუ­ჯაშ­ვი­ლი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ოფი­ცე­რი: „თე­გე­ტას“, რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კომ­პა­ნი­ას, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­აქვს. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვით, რაც სრულ თან­ხვედ­რა­შია ჩვე­ნი ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­ის „წინ და წინ“ კონ­ცეფ­ცი­ას­თან. გვსურს, ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ხელი შე­ვუ­წყოთ ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს და მათ და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ. სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა „თე­გე­ტას­თვის“ ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტით ახორ­ცი­ე­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ხელი შე­ვუ­წყოთ სტუ­დენ­ტებს - წინ და წინ, გა­ნათ­ლე­ბის­კენ სვლა­ში“.

„თე­გე­ტას“ ერთ-ერ­თმა სტი­პენ­დი­ატ­მა - მა­რი­ამ ტა­ლა­ხა­ძემ სკო­ლა იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის სო­ფელ კორ­ბო­ულ­ში წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ნა­ხევ­რად დაც­ლი­ლია, მა­რი­ა­მი მშობ­ლებს ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მისი მი­ზა­ნი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბაა, რათა რე­გი­ო­ნი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლის შოთა ილაშ­ვი­ლიც. მან სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას არა­ერთ კონ­კურ­სში მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ის­წავ­ლა გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის პროგ­რა­მე­ბი, თუმ­ცა გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს და სვლას წინ და წინ გეგ­მავს.

თა­თია ნაც­ვლიშ­ვი­ლი კი ოჯახს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ბავ­შვო­ბი­დან ეხ­მა­რე­ბო­და. ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის შე­მო­სავ­ლებ­სა და ხარ­ჯებ­საც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გან­კარ­გავ­და. სწო­რედ ამ ფაქ­ტმა გა­უ­ჩი­ნა თა­თი­ას მო­ტი­ვა­ცია - სწავ­ლა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

თამ­თა ბუ­თხუ­ზი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი: „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­სი­აა, გა­ნათ­ლე­ბა კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს ისე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა პრი­ო­რი­ტე­ტი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ უმაღ­ლე­სი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის სი­ა­ში ხვდე­ბი­ან, CU-ში სრუ­ლი­ად უფა­სოდ ან თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლო­ბენ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ხელი შე­ვუ­წყოთ ასეთ მო­აზ­როვ­ნე, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ჭკვი­ან ახალ­გაზ­რდებს. და­ვეხ­მა­როთ მათ რო­გორც პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ისე ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. წლე­ბია, ამ მი­ზანს ვემ­სა­ხუ­რე­ბით და აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ ვარ­სკვლა­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რაც სა­ბო­ლო­ოდ ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით იზო­მე­ბა”.

გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა რომ „თე­გე­ტას­თვის“ გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ამას კომ­პა­ნი­ის შვი­ლო­ბი­ლი „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ას“ საქ­მი­ა­ნო­ბაც ადას­ტუ­რებს. მხო­ლოდ 2023 წელს აკა­დე­მი­ამ 250 ტრე­ნინ­გი გა­მარ­თა, მოქ­მე­დებს 3 ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის 82% „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ და­საქმდა.

თუმ­ცა „თე­გე­ტას“ სწრაფ­ვა - ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ამით არ სრულ­დე­ბა. სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა კამ­პა­ნი­ის „წინ და წინ“ ფარ­გლებ­ში ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის.

წინ და წინ - გა­ნათ­ლე­ბის­კენ, წარ­მა­ტე­ბის­კენ, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­კენ, ზრუნ­ვის­კენ, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ! - „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მას­შტა­ბუ­რი კამ­პა­ნია კომ­პა­ნი­ის 30 წლის იუ­ბი­ლეს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც ჰოლ­დინ­გი 2025 წელს აღ­ნიშ­ნავს. ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ამ, თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის გზას­თან ერ­თად, წარ­მო­ად­გი­ნა სურ­ვი­ლი, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ირ­წმუ­ნოს ის, რაც თე­გე­ტას გუნ­დმა 30 წლის წი­ნათ და­ი­ჯე­რა და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ზია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ად და რე­გი­ო­ნის ლი­დერ კომ­პა­ნი­ად აქ­ცია.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

ავტორი:

"წინ და წინ - განათლებისკენ" - "თეგეტამ" სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა

"წინ და წინ - განათლებისკენ" - "თეგეტამ" სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამ სტუდენტს სწავლა ერთი წლით დაუფინანსა. კომპანიამ სტიპენდია მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში გასცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ განათლების ხელშეწყობაა. სტუდენტების დაფინანსებისა და დასაქმების კუთხით „თეგეტას“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ასეთი პარტნიორობა პირველად შედგა.

„თეგეტას“ სტიპენდიატები გასაუბრების საფუძველზე შეარჩიეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატება, მიზანდასახულობა, ხედვები და სამომავლო გეგმები - არჩევანი სწორედ ამ კრიტერიუმებით გაკეთდა. შოთა ილაშვილმა, მარიამ ტალახაძემ და თათია ნაცვლიშვილმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი და კავკასიის უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დარჩენილ საფასურს კი „თეგეტა“ სრულად დაუფინანსებთ.

ვერიკო სუჯაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“, როგორც წარმატებულ და განსაკუთრებული ისტორიის მქონე კომპანიას, საკუთარი წვლილი განათლების მიმართულებითაც შეაქვს. სტიპენდიატები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ, გამოირჩევიან საკუთარი ხედვებითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ახალი მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ კონცეფციასთან. გვსურს, ამ კამპანიის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ დამატებითი შესაძლებლობა მივცეთ. სწორედ განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობაა „თეგეტასთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც სხვადასხვა პროექტით ახორციელებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს - წინ და წინ, განათლებისკენ სვლაში“.

„თეგეტას“ ერთ-ერთმა სტიპენდიატმა - მარიამ ტალახაძემ სკოლა იმერეთის რეგიონის სოფელ კორბოულში წარმატებით დაამთავრა. სოფელში, რომელიც მოსახლეობისგან ნახევრად დაცლილია, მარიამი მშობლებს ოჯახური ბიზნესის მართვაში ეხმარებოდა. მისი მიზანი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმატებით დასრულებაა, რათა რეგიონისა და სოფლის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ისწავლის შოთა ილაშვილიც. მან სკოლაში სწავლისას არაერთ კონკურსში მიაღწია წარმატებას. დამოუკიდებლად შეისწავლა გრაფიკული დიზაინის პროგრამები, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და სვლას წინ და წინ გეგმავს.

თათია ნაცვლიშვილი კი ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ბავშვობიდან ეხმარებოდა. ოჯახური ბიზნესის შემოსავლებსა და ხარჯებსაც ადრეული ასაკიდან განკარგავდა. სწორედ ამ ფაქტმა გაუჩინა თათიას მოტივაცია - სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გაეგრძელებინა.

თამთა ბუთხუზი, კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი: „კავკასიის უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი აბიტურიენტებისთვის, რომელთა პრიორიტეტი ხარისხიანი განათლების მიღება და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებაა. აბიტურიენტები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უმაღლესი შედეგის მისაღებად და საქართველოს მასშტაბით საუკეთესოების სიაში ხვდებიან, CU-ში სრულიად უფასოდ ან თანადაფინანსებით სწავლობენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ასეთ მოაზროვნე, შრომისმოყვარე და ჭკვიან ახალგაზრდებს. დავეხმაროთ მათ როგორც პროფესიულ განვითარებაში, ისე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში. წლებია, ამ მიზანს ვემსახურებით და აქტიურად ვაგრძელებთ ვარსკვლავების აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების კარიერული მიღწევებით და პროფესიონალიზმით იზომება”.

განათლების მიმართულება რომ „თეგეტასთვის“ განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამას კომპანიის შვილობილი „თეგეტა აკადემიას“ საქმიანობაც ადასტურებს. მხოლოდ 2023 წელს აკადემიამ 250 ტრენინგი გამართა, მოქმედებს 3 ავტორიზებული პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულების 82% „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდა.

თუმცა „თეგეტას“ სწრაფვა - ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს განვითარებაში, ამით არ სრულდება. სტრატეგიული მიმართულება კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის.

წინ და წინ - განათლებისკენ, წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, ზრუნვისკენ, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! - „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბური კამპანია კომპანიის 30 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელსაც ჰოლდინგი 2025 წელს აღნიშნავს. ამ კამპანიის ფარგლებში კომპანიამ, თავისი განვითარების გზასთან ერთად, წარმოადგინა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS