პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას დროს, გაყინული პენსიები გალღვა" - გიორგი ვაშაძე
"მიშას დროს, გაყინული პენსიები გალღვა" - გიორგი ვაშაძე

სამ­წუ­ხა­როდ, პენ­სი­ო­ნე­რებს ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში გი­წევთ ცხოვ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­უ­ლი დღე არის არ­ჩე­ვა­ნი წა­მალ­სა და პრო­დუქტს შო­რის. როცა ვსა­უბ­რობთ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ველ რიგ­ში, გვახ­სენ­დე­ბა სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, შშმ პი­რე­ბი, ვე­ტე­რა­ნე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს დღეს ქვე­ყა­ნა­ში,- ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ვა­შა­ძის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 384 000 პენ­სი­ო­ნერს პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრის­თვის გა­უ­ნულ­დე­ბა სა­პენ­სიო სეს­ხი.

“სამ­წუ­ხა­როდ, პენ­სი­ო­ნე­რებს ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში გი­წევთ ცხოვ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­უ­ლი დღე არის არ­ჩე­ვა­ნი წა­მალ­სა და პრო­დუქტს შო­რის.

როცა ვსა­უბ­რობთ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ველ რიგ­ში, გვახ­სენ­დე­ბა სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, შშმ პი­რე­ბი, ვე­ტე­რა­ნე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს დღეს ქვე­ყა­ნა­ში იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში სამ­სა­ხუ­რი სა­პენ­სიო ასა­კის კი არა, არა სა­პენ­სიო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ არის, სამ­წუ­ხა­როდ.

ერ­თი­ა­ნო­ბის 5-პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ში, რა თქმა უნდა, ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­კი­თხი არის, რო­გორ და­ვეხ­მა­როთ პენ­სი­ო­ნე­რებს? რო­გორ გა­ვუ­მარ­თოთ ხელი?

და რო­გორ გა­მო­ვას­წო­როთ ის უსა­მარ­თლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში არის.

სამი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს ჩა­დე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლი - ეს არის სა­პენ­სიო სეს­ხი, რო­მე­ლიც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­ვა­ნუ­ლოთ, რო­მე­ლიც 384 000 პენ­სი­ო­ნერს უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ.

დღეს 384 000 პენ­სი­ო­ნე­რი, რო­გორც ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რი, ასე­ვე შშმ პი­რე­ბი, ასე­ვე ვე­ტე­რა­ნე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი იხ­დი­ან სა­პენ­სიო სესხს. თვე­ში 384 000 ადა­მი­ა­ნი იხ­დის 80; 90; 100 ლარს ყო­ველ­თვი­უ­რად.

დღეს იმის­თვის ვართ, რომ თქვენ მოგ­ვის­მი­ნოთ.

ყვე­ლას გა­და­ვუხ­დით აუ­ცი­ლებ­ლად 1-ელი დე­კემ­ბრის­თვის, ჩა­ვა­ბა­რებთ წარ­სულს და დას­რულ­დე­ბა ეს სეს­ხის პრო­ცე­სიც.

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა არის 1000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია შშმ პი­რე­ბის­თვის, ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის, ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის.

ყო­ველ წე­ლი­წადს ორა­სი ლა­რით გა­იზ­რდე­ბა პენ­სია და მი­აღ­წევს 1 000-ლა­რი­ან ნიშ­ნულს, რაც არის მი­ნი­მა­ლუ­რი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტი, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან ერ­თად, პენ­სი­ო­ნე­რებ­საც ჰქონ­დეთ უკე­თე­სი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

მე­სა­მე, ეს არის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

მე­დი­კა­მენტზე პენ­სი­ო­ნე­რი არ უნდა ფიქ­რობ­დეს, რო­გორც კი მას დას­ჭირ­დე­ბა წა­მა­ლი, უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბა წამ­ლის შე­ძე­ნა.

ამი­ტომ ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა არის ეს სამი ინი­ცი­ა­ტი­ვა.

ალ­ბათ, ბევ­რს გა­უჩ­ნდა ეს კი­თხვა, სა­ი­დან ამ­დე­ნი თან­ხა?

ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თა­ნა­ვე ჩვენ გაგ­ვიჩ­ნდე­ბა 14 მლრდ ევ­როს­თან წვდო­მა.

რაც ორ რა­მეს მოგ­ვი­ტანს, პირ­ვე­ლი ეს არის ხარ­ჯე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­მარ­თავთ და მე­ო­რე, მო­ი­ზი­დავს მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, რო­მე­ლიც მეტ ეკო­ნო­მი­კას შექ­მნის და მეტ შე­მო­სა­ვალს შექ­მნის.

პენ­სი­ო­ნე­რებს, ვე­ტე­რა­ნებ­სა და შშმ პი­რებს ჩვენს ვთა­ვა­ზობთ სამ ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­პენ­სიო სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბას, 1000-ლა­რი­ან პენ­სი­ას და უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტებს.

ეს არის, რა­საც ჩვენ გთა­ვა­ზობთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ ამას.

მი­შას დროს პენ­სი­ე­ბი 10-ჯერ გა­ი­ზარ­და, გა­ყი­ნუ­ლი პენ­სი­ე­ბი, უხე­შად რომ ვთქვათ, გალღვა და 10-ჯერ გა­ი­ზარ­და.

ჩვენ ახლა ვსა­უბ­რობთ 2.5- ჯერ ზრდა­ზე და არა 10-ჯერ ზრდა­ზე.

10-ჯერ ზრდის ამ­ბი­ცი­აც გვაქვს, თუმ­ცა ახლა მი­ნი­მა­ლურს ვამ­ბობთ, შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი გა­ვა­კე­თოთ” , - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მიშას დროს, გაყინული პენსიები გალღვა" - გიორგი ვაშაძე

"მიშას დროს, გაყინული პენსიები გალღვა" - გიორგი ვაშაძე

სამწუხაროდ, პენსიონერებს ძალიან მძიმე ვითარებაში გიწევთ ცხოვრება, იმიტომ, რომ თითოეული დღე არის არჩევანი წამალსა და პროდუქტს შორის. როცა ვსაუბრობთ გაჭირვებაზე ქვეყანაში, პირველ რიგში, გვახსენდება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები, შშმ პირები, ვეტერანები და ის ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს ქვეყანაში,- ამის შესახებ “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არჩევნების მოგების შემთხვევაში, 384 000 პენსიონერს პირველი დეკემბრისთვის გაუნულდება საპენსიო სესხი.

“სამწუხაროდ, პენსიონერებს ძალიან მძიმე ვითარებაში გიწევთ ცხოვრება, იმიტომ, რომ თითოეული დღე არის არჩევანი წამალსა და პროდუქტს შორის.

როცა ვსაუბრობთ გაჭირვებაზე ქვეყანაში, პირველ რიგში, გვახსენდება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები, შშმ პირები, ვეტერანები და ის ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს ქვეყანაში იმიტომ, რომ ქვეყანაში სამსახური საპენსიო ასაკის კი არა, არა საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის არ არის, სამწუხაროდ.

ერთიანობის 5-პუნქტიან გეგმაში, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი არის, როგორ დავეხმაროთ პენსიონერებს? როგორ გავუმართოთ ხელი?

და როგორ გამოვასწოროთ ის უსამართლობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის.

სამი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩადებული.

პირველი - ეს არის საპენსიო სესხი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავანულოთ, რომელიც 384 000 პენსიონერს უნდა გადავუხადოთ.

დღეს 384 000 პენსიონერი, როგორც ასაკით პენსიონერი, ასევე შშმ პირები, ასევე ვეტერანები, სოციალურად დაუცველები იხდიან საპენსიო სესხს. თვეში 384 000 ადამიანი იხდის 80; 90; 100 ლარს ყოველთვიურად.

დღეს იმისთვის ვართ, რომ თქვენ მოგვისმინოთ.

ყველას გადავუხდით აუცილებლად 1-ელი დეკემბრისთვის, ჩავაბარებთ წარსულს და დასრულდება ეს სესხის პროცესიც.

მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 1000-ლარიანი პენსია შშმ პირებისთვის, ასაკით პენსიონერებისთვის, ვეტერანებისთვის.

ყოველ წელიწადს ორასი ლარით გაიზრდება პენსია და მიაღწევს 1 000-ლარიან ნიშნულს, რაც არის მინიმალური ევროპული სტანდარტი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, პენსიონერებსაც ჰქონდეთ უკეთესი ყოველდღიურობა.

მესამე, ეს არის მედიკამენტები.

მედიკამენტზე პენსიონერი არ უნდა ფიქრობდეს, როგორც კი მას დასჭირდება წამალი, უფასოდ შეეძლება წამლის შეძენა.

ამიტომ ჩვენი შეთავაზება არის ეს სამი ინიციატივა.

ალბათ, ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, საიდან ამდენი თანხა?

ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთანავე ჩვენ გაგვიჩნდება 14 მლრდ ევროსთან წვდომა.

რაც ორ რამეს მოგვიტანს, პირველი ეს არის ხარჯების გამოთავისუფლება, რომელსაც სხვა მიმართულებით მივმართავთ და მეორე, მოიზიდავს მეტ ინვესტიციებს, რომელიც მეტ ეკონომიკას შექმნის და მეტ შემოსავალს შექმნის.

პენსიონერებს, ვეტერანებსა და შშმ პირებს ჩვენს ვთავაზობთ სამ ინიციატივას, საპენსიო სესხების განულებას, 1000-ლარიან პენსიას და უფასო მედიკამენტებს.

ეს არის, რასაც ჩვენ გთავაზობთ და აუცილებლად გავაკეთებთ ამას.

მიშას დროს პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, გაყინული პენსიები, უხეშად რომ ვთქვათ, გალღვა და 10-ჯერ გაიზარდა.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ 2.5- ჯერ ზრდაზე და არა 10-ჯერ ზრდაზე.

10-ჯერ ზრდის ამბიციაც გვაქვს, თუმცა ახლა მინიმალურს ვამბობთ, შეიძლება გაცილებით მეტი გავაკეთოთ” , - განაცხადა ვაშაძემ.