საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე
“ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, 25 სექ­ტემ­ბერს, ნიუ-იორკში მსოფ­ლიო ლი­დე­რებს და გა­ე­როს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ტრა­დი­ცი­ულ მი­ღე­ბა­ზე უმას­პინ­ძლებს.

რო­გორც “ამე­რი­კის ხმის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ­თა სი­ა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად, ასე­ვე იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მიწ­ვე­ვა გა­ა­უქ­მა. მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ამე­რი­კის ხმას“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი და კი­დევ ერთი წყა­რო კონ­გრე­სი­დან უდას­ტუ­რებს.

გარ­და ამი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ასე­ვე უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე უარი თქვა ჯეიკ სა­ლი­ვან­მა, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა.

აღ­ნიშ­ნულ­ზე “ამე­რი­კის ხმას­თან” სა­უბ­რი­სას, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კი­დევ ერთი მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი დას­ძენს, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის მი­მართ შო­კის­მომ­გვრელ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს“. თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ არ ისა­უბ­რებს ცალ­კე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი დის­კუ­სი­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე.

  • “ამე­რი­კის ხმის­თვის” ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამ ნა­ბი­ჯის მი­ზე­ზი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქცე­ვა და რიგი ნა­ბი­ჯე­ბია, მათ შო­რის, ე.წ. უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მიერ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის - “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა” და “აირ­ჩიე ევ­რო­პას” წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი, ასე­ვე მმარ­თვე­ლი ძა­ლის მიერ, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. “ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკა­ნას­კნელ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, არ მის­ცა ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას იმე­დი, რომ თბი­ლი­სი კურსს შე­იც­ვლის. არა­მედ, პი­რი­ქით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნა­ბი­ჯე­ბი არ­წმუ­ნებს, რომ მას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა", - წერს "ამე­რი­კის ხმა".
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

“ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე

“ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

როგორც “ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ “საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.

  • “ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. “ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა", - წერს "ამერიკის ხმა".