კონფლიქტები
პოლიტიკა

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა წაიკითხოთ ჰომეროსის "ილიადა"
რატომ უნდა წაიკითხოთ ჰომეროსის "ილიადა"

ეპი­კუ­რი პო­ე­მა, რო­მელ­საც ჰო­მე­როსს მი­ა­წე­რენ, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე VIII სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წე­რა. პო­ე­მა მოგ­ვი­თხრობს ტრო­ას ომის ბოლო ეტა­პის შე­სა­ხებ. ომის, ბე­დის­წე­რის და ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის რთუ­ლი თე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი მო­ი­ცავს, დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

"ილი­ა­და“ ყვე­ლა დრო­ის უდი­დე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგლია. ის ევ­რო­პა­ში და­წე­რი­ლი და ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წიგ­ნი და ბერ­ძნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უძ­ვე­ლე­სი ნი­მუ­შია, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად უდევს ბერ­ძენ გმი­რებ­ზე ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­თხზუ­ლი ამ­ბე­ბი.

პო­ე­მა­ში აღ­წე­რი­ლია ტრო­ის ომი, კერ­ძოდ, ომის მე­ა­თე წელს მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი. პო­ე­მა იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტით, რო­მე­ლიც იფეთ­ქებს ბერ­ძენ­თა ორ უმ­თავ­რეს წი­ნამ­ძღოლს შო­რის. ერთი აგა­მემ­ნო­ნია, სა­ხე­ლო­ვა­ნი მხე­დარ­თმთა­ვა­რი და გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე ავ­ტო­რი­ტე­ტი, მე­ო­რე კი აქი­ლევ­სია, ბერ­ძენ­თა მთა­ვა­რი გმი­რი და მო­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი. წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რას გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა პო­ე­მა ომამ­დელ ამ­ბებ­სა და ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სრულ სუ­რათს მო­ი­ცავს.

“ილი­ა­და” და­სავ­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მელ­მაც შთა­ა­გო­ნა ათა­სო­ბით მწე­რა­ლი სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­ში. მან გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ძველ ბერ­ძნულ ტრა­გე­დი­ებ­ზე, რო­მა­ულ პო­ე­ზი­ა­ზე, ეპი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრულ კულ­ტუ­რა­ზეც კი.

ილი­ა­დის გმი­რე­ბი, აქი­ლევ­სი, ჰექ­ტო­რი და აგა­მემ­ნო­ნი, აწყდე­ბი­ან შიდა კონ­ფლიქ­ტებს, რაც მათ აი­ძუ­ლებს აირ­ჩი­ონ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ან ოჯა­ხის წი­ნა­შე. აქი­ლევსს, მთა­ვარ გმირს, მუდ­მი­ვად უჩ­ნდე­ბა კი­თხვა, რა არის მის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე, თუ დი­დე­ბა, რო­მე­ლიც დარ­ჩე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ჰო­მე­რო­სის პო­ე­მა მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს პერ­სო­ნა­ჟე­ბი არა მხო­ლოდ გა­რე­დან და­ი­ნა­ხოს, არა­მედ მათ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­შიც შე­ი­ხე­დონ. “ილი­ა­და” ასა­ხავს რო­გორც გმი­რო­ბას, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის სი­სუს­ტე­ებს. აქი­ლევ­სი, ერთ-ერთი უდი­დე­სი გმი­რი, მკი­თხველს მრის­ხა­ნე ადა­მი­ა­ნად ეჩ­ვე­ნე­ბა. ჰექ­ტო­რი, ტრო­ას დამ­ცვე­ლი, ძლი­ე­რი მე­ო­მა­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მა­მაა. მათი ხა­სი­ა­თე­ბი გმი­რებს რე­ა­ლის­ტურს და მრა­ვალ­მხრივს ხდის.

ილი­ა­და არ არის მხო­ლოდ ბრძო­ლე­ბი­სა და გმი­რე­ბის ის­ტო­რია. ეს არის ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც ღრმად აა­ნა­ლი­ზებს ომის ბუ­ნე­ბას. ჰო­მე­რო­სი არ ამარ­თლებს ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ აჩ­ვე­ნებს მის სა­ში­ნე­ლე­ბებს, ტან­ჯვა­სა და ნგრე­ვას, რო­მე­ლიც მო­აქვს ომს, რო­გორც ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, ასე­ვე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის.

წიგ­ნი გვა­მოგ­ზა­უ­რებს ძველ ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში, თა­ვი­სი ღმერ­თე­ბით, გმი­რე­ბი­თა და ლე­გენ­და­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ისე­თი მი­თი­უ­რი ფი­გუ­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ზევ­სი, ათე­ნა, აპო­ლო­ნი და აფ­რო­დი­ტე, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ მოკ­ვდა­ვი გმი­რე­ბის ბე­დის­წე­რა­ში. გარ­და ამი­სა, „ილი­ა­და“ წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან ის­ტო­რი­ულ და კულ­ტუ­რულ წყა­როს იმის გა­სა­გე­ბად, თუ რო­გორ ხე­დავ­დნენ ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი სა­კუ­თარ თავს და თა­ვი­ანთ ად­გილს მსოფ­ლი­ო­ში.

მი­უ­ხე­და­ვად მოვ­ლე­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი მას­შტა­ბი­სა, ილი­ა­და სავ­სეა პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას ეხე­ბა.

ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბის, ჰო­მე­რო­სის "ილი­ა­დას" წი­ნას­წარ შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია! სე­რი­ის, "კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ", მე­ცხრე ტო­მის, ან სრუ­ლი სე­რი­ის წი­ნას­წა­რი გა­მო­წე­რა „პა­ლიტ­რა L”-ის ვებგ­ვერ­დი­დან, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­გიძ­ლი­ათ: https://palitral.ge/subscriptions/81

R

კოკონა
1

მოაყოლეთ "ოდისეა" ზ. კიკნაძის თარგმანი.

ავტორი:

რატომ უნდა წაიკითხოთ ჰომეროსის "ილიადა"

რატომ უნდა წაიკითხოთ ჰომეროსის "ილიადა"

ეპიკური პოემა, რომელსაც ჰომეროსს მიაწერენ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში დაიწერა. პოემა მოგვითხრობს ტროას ომის ბოლო ეტაპის შესახებ. ომის, ბედისწერის და ადამიანის ბუნების რთული თემები, რომლებსაც ეს ნაწარმოები მოიცავს, დღემდე აქტუალურია.

"ილიადა“ ყველა დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლია. ის ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი პირველი წიგნი და ბერძნული ლიტერატურის უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები.

პოემაში აღწერილია ტროის ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდარი ამბავი. პოემა იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორიტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი და მორალური ავტორიტეტი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს.

“ილიადა” დასავლური ლიტერატურის ლეგენდარული ნაწარმოებია, რომელმაც შთააგონა ათასობით მწერალი სხვადასხვა ეპოქაში. მან გავლენა მოახდინა ძველ ბერძნულ ტრაგედიებზე, რომაულ პოეზიაზე, ეპიკურ ლიტერატურაზე და თანამედროვე მხატვრულ კულტურაზეც კი.

ილიადის გმირები, აქილევსი, ჰექტორი და აგამემნონი, აწყდებიან შიდა კონფლიქტებს, რაც მათ აიძულებს აირჩიონ პირადი ინტერესები და მოვალეობა საზოგადოების ან ოჯახის წინაშე. აქილევსს, მთავარ გმირს, მუდმივად უჩნდება კითხვა, რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი - ხანგრძლივი სიცოცხლე, თუ დიდება, რომელიც დარჩება საუკუნეების განმავლობაში.

ჰომეროსის პოემა მკითხველს შესაძლებლობას აძლევს პერსონაჟები არა მხოლოდ გარედან დაინახოს, არამედ მათ შინაგან სამყაროშიც შეიხედონ. “ილიადა” ასახავს როგორც გმირობას, ასევე ადამიანის ბუნების სისუსტეებს. აქილევსი, ერთ-ერთი უდიდესი გმირი, მკითხველს მრისხანე ადამიანად ეჩვენება. ჰექტორი, ტროას დამცველი, ძლიერი მეომარი და მოსიყვარულე მამაა. მათი ხასიათები გმირებს რეალისტურს და მრავალმხრივს ხდის.

ილიადა არ არის მხოლოდ ბრძოლებისა და გმირების ისტორია. ეს არის ნაშრომი, რომელიც ღრმად აანალიზებს ომის ბუნებას. ჰომეროსი არ ამართლებს ძალადობას, მაგრამ აჩვენებს მის საშინელებებს, ტანჯვასა და ნგრევას, რომელიც მოაქვს ომს, როგორც ჯარისკაცებისთვის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

წიგნი გვამოგზაურებს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, თავისი ღმერთებით, გმირებითა და ლეგენდარული მოვლენებით. მასში მონაწილეობენ ისეთი მითიური ფიგურები, როგორებიცაა: ზევსი, ათენა, აპოლონი და აფროდიტე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოკვდავი გმირების ბედისწერაში. გარდა ამისა, „ილიადა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ წყაროს იმის გასაგებად, თუ როგორ ხედავდნენ ძველი ბერძნები საკუთარ თავს და თავიანთ ადგილს მსოფლიოში.

მიუხედავად მოვლენების უზარმაზარი მასშტაბისა, ილიადა სავსეა პირადი ისტორიებით, რომლებიც ყველას ეხება.

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების, ჰომეროსის "ილიადას" წინასწარ შეძენა შესაძლებელია! სერიის, "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", მეცხრე ტომის, ან სრული სერიის წინასწარი გამოწერა „პალიტრა L”-ის ვებგვერდიდან, სპეციალურ ფასად შეგიძლიათ: https://palitral.ge/subscriptions/81

R