სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხოთ
წიგნები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხოთ

შე­მოდ­გო­მა ის დროა, რო­დე­საც ბუ­ნე­ბა თბილ ფე­რებს იძენს, სუფ­თა ჰა­ე­რი სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდას აღგ­ვიძ­რავს და დღე­ე­ბიც ნელ-ნელა მცირ­დე­ბა. სწო­რედ ასეთ პე­რი­ოდ­შია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო ხელ­ში წიგ­ნის აღე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. მყუდ­რო სა­ღა­მო­ე­ბი ცხელ ჩა­ის­თან და თბილ პლედ­თან ერ­თად, წიგ­ნე­ბის კი­თხვის­თვი­საა იდე­ა­ლუ­რი. არა­ფე­რი ჯობს კი­თხვას მა­შინ, როცა ფან­ჯრის მიღ­მა წვი­მის წკა­პუ­ნი ის­მის. შე­მოდ­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ გან­წყო­ბას გვიქ­მნის, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვა­სა და დიდი ხნით გა­და­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ახა­ლი გვერ­დე­ბის გა­დაშ­ლას გვან­დო­მებს.

ჩვენ გირ­ჩევთ, რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი უნდა წა­ი­კი­თხოთ შე­მოდ­გო­მის თბილ სე­ზონ­ზე:

ნორ­თენ­გე­რის სა­ა­ბა­ტო - ჯეინ ოს­ტი­ნი

“ნორ­თენ­გე­რის სა­ა­ბა­ტომ”, ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის, ჯეინ ოს­ტი­ნის პირ­ველ­მა რო­მან­მა, მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის წინ იხი­ლა დღის სი­ნათ­ლე და პო­პუ­ლა­რო­ბაც მალე მო­ი­პო­ვა. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ამ­ბა­ვი 17 წლის პრო­ვინ­ცი­ელ გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც სამ­ყა­რო­ზე წარ­მოდ­გე­ნა გო­ტი­კურ­მა რო­მა­ნებ­მა შე­უქ­მნა, და რო­მელ­საც ყველ­გან პირ­ქუ­ში სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი და ამო­უც­ნო­ბი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ელან­დე­ბა. მით უმე­ტეს, როცა მო­მა­ვალ საქმროს ეს­ტუმ­რე­ბა ნამ­დვილ გო­ტი­კურ მა­მულ­ში. “ნორ­თენ­გე­რის სა­ა­ბა­ტომ” რე­ჟი­სო­რე­ბიც და­ა­ინ­ტე­რე­სა და მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მისი ორი ეკ­რა­ნი­ზა­ცია იხი­ლეს: 1986 წელს, რე­ჟი­სორ ჯა­ილზ ფოს­ტე­რის ფილ­მი, მთა­ვა­რი რო­ლებ­ში: ქეთ­რინ შლე ზინ­გე­რი­სა და პი­ტერ ფერ­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, 2006 წელს კი ჯონ ჯონ­სის ფილ­მი, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ჯეი ჯეი ფილდმა და ფე­ლი­სი­ტი ჯონსმა გა­ნა­სა­ხი­ე­რეს.

პე­ნე­ლო­პი­ა­და - მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი

პე­ნე­ლო­პი­ა­და" უძ­ვე­ლე­სი მი­თის ახ­ლე­ბუ­რად გა­აზ­რე­ბას გვთა­ვა­ზობს, ვი­თა­რე­ბას, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა მა­მა­კაცს ეკუთ­ვნის, მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის ვერ­სი­ა­ში ოდი­სევ­სის ამ­ბა­ვი სულ სხვაგ­ვა­რად წა­მოგ­ვიდ­გე­ბა. ეს წიგ­ნი გარ­დაც­ვლი­ლი პე­ნე­ლო­პეს დღი­უ­რია ჰა­დე­სი­დან. მთა­ვა­რი გმი­რი გვი­ამ­ბობს თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის შემ­დეგ, ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბავს, აღგ­ვი­წერს ლე­გენ­და­რულ ოდი­სევსს არა ჰო­მე­რო­სის, არა­მედ თა­ვი­სი ქა­ლის თვა­ლით გაც­ნო­ბილს, რო­გორ ელო­და ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­უღ­ლეს. რამ­დე­ნი რამ გა­და­ი­ტა­ნა. ეს არის ან­ტი­კუ­რი მი­თო­ლო­გი­ის პერ­სო­ნა­ჟე­ბის სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გა­აზ­რე­ბა და მკი­თხვე­ლის გა­და­სა­წყვე­ტია, გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა მას.

ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლი - გრა­ამ გრი­ნი

გრა­ამ გრინს „ჩუმ­ჩუ­მა ამე­რი­კე­ლის“ და­წე­რა ინ­დო­ჩი­ნეთ­ში მი­ღე­ბულ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­მა შთა­ა­გო­ნა - ის იქ 1955-1956 წლებ­ში ჟურ­ნალ The New Republic-ის კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. 50-იანი წლე­ბის სამ­ხრე­თი ვი­ეტ­ნა­მი საფ­რან­გე­თის, ამე­რი­კი­სა და ავან­ტი­უ­რის­ტი გე­ნერ­ლე­ბის სა­თა­რე­შოდ გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. ხან­ში შე­სუ­ლი ინ­გლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის თო­მას ფა­უ­ლე­რის, მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა­სა და ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ოლ­დენ პა­ი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ბედი სწო­რედ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ­მა ამ­ბებ­მა გა­და­წყვი­ტა. ფა­უ­ლე­რი თით­ქოს დამ­კვირ­ვე­ბე­ლია, ის მხო­ლოდ ფაქ­ტებს აღ­ნუს­ხავს და ჟურ­ნალ­ში კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებს გზავ­ნის, მაგ­რამ, ადრე თუ გვი­ან, მო­უ­წევს რო­მე­ლი­მე მხა­რეს დად­გეს და... ის ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას უპი­რის­პირ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ ფა­უ­ლე­რი ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლის - პა­ი­ლის მკვლე­ლო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი გახ­დე­ბა.

ია­პო­ნუ­რი მო­თხრო­ბე­ბი - რი­უ­ნოს­კე აკუ­ტა­გა­ვა

"ია­პო­ნუ­რი მო­თხრო­ბე­ბის“ კრე­ბულ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია XVII-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სამი ია­პო­ნე­ლი ავ­ტო­რის პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. იჰა­რა სა­ი­კა­კუ, კუ­ნი­კი­და დოპო და რი­უ­ნო­სა­კე აკუ­ტა­გა­ვა მკი­თხველს გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მნი­ან ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, რი­თაც ია­პო­ნე­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს და­ნარ­ჩე­ნი ერე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია მო­თხრო­ბე­ბი: „ამ­ბა­ვი მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლი­სა“, „ძია გენი“, „სუ­სა­ნო­ო­ნო მი­კო­ტო“.

სას­ტუმ­რო „მა­ჟეს­ტი­კის“ სარ­და­ფე­ბი - ჟორჟ სი­მე­ნო­ნი

დი­დე­ბულ პა­რი­ზულ სას­ტუმ­რო „მა­ჟეს­ტი­კის“ სარ­და­ფებ­ში მდი­და­რი ამე­რი­კე­ლის მე­უღ­ლეს კლა­ვენ... რა უნ­დო­და ქალს სარ­დაფ­ში, სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლას, თა­ნაც დი­ლა­ად­რი­ან და ხელ­ჩან­თა­ში ფუ­ლი­თა და რე­ვოლ­ვე­რით? ვის უნდა შეხ­ვედ­რო­და სარ­დაფ­ში? იქ­ნებ რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოს მა­ლავ­და? და­ეჭ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად ჰქონ­და კო­მი­სარ მეგ­რეს, მით უმე­ტეს, ქალი ფრან­გი ყო­ფი­ლა და მისი პა­ტა­რა ბი­ჭიც სულ არ ჰგავ­და მის ამე­რი­კელ რეს­პექ­ტა­ბე­ლურ მე­უღ­ლეს. ამ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტექ­ტი­ვის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლი კი­ნო­ფილ­მი საფ­რან­გეთ­ში 1944 წელს რე­ჟი­სორ­მა რი­შარ პო­ტი­ემ გა­და­ი­ღო, მე­ო­რედ კი „სას­ტუმ­რო „მა­ჟეს­ტი­კის“ სარ­და­ფე­ბი“ მე-7 სე­რი­ად შე­ვი­და ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში „მეგ­რე“. კო­მის­რის როლი მსა­ხი­ობ­მა ბრუ­ნო კრე­მერ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

წიგნები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხოთ

წიგნები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წაიკითხოთ

შემოდგომა ის დროა, როდესაც ბუნება თბილ ფერებს იძენს, სუფთა ჰაერი სასიამოვნო განცდას აღგვიძრავს და დღეებიც ნელ-ნელა მცირდება. სწორედ ასეთ პერიოდშია განსაკუთრებით სასიამოვნო ხელში წიგნის აღება და ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობა. მყუდრო საღამოები ცხელ ჩაისთან და თბილ პლედთან ერთად, წიგნების კითხვისთვისაა იდეალური. არაფერი ჯობს კითხვას მაშინ, როცა ფანჯრის მიღმა წვიმის წკაპუნი ისმის. შემოდგომა განსაკუთრებულ განწყობას გვიქმნის, რომელიც საკუთარი თავისთვის დროის გამონახვასა და დიდი ხნით გადადებული წიგნების ახალი გვერდების გადაშლას გვანდომებს.

ჩვენ გირჩევთ, რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ შემოდგომის თბილ სეზონზე:

ნორთენგერის სააბატო - ჯეინ ოსტინი

“ნორთენგერის სააბატომ”, ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის პირველმა რომანმა, მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის წინ იხილა დღის სინათლე და პოპულარობაც მალე მოიპოვა. ეს არის სიყვარულისა და სახალისო თავგადასავლების ამბავი 17 წლის პროვინციელ გოგონაზე, რომელსაც სამყაროზე წარმოდგენა გოტიკურმა რომანებმა შეუქმნა, და რომელსაც ყველგან პირქუში საიდუმლოებანი და ამოუცნობი დანაშაულები ელანდება. მით უმეტეს, როცა მომავალ საქმროს ესტუმრება ნამდვილ გოტიკურ მამულში. “ნორთენგერის სააბატომ” რეჟისორებიც დააინტერესა და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მისი ორი ეკრანიზაცია იხილეს: 1986 წელს, რეჟისორ ჯაილზ ფოსტერის ფილმი, მთავარი როლებში: ქეთრინ შლე ზინგერისა და პიტერ ფერთის მონაწილეობით, 2006 წელს კი ჯონ ჯონსის ფილმი, რომელშიც მთავარი როლები ჯეი ჯეი ფილდმა და ფელისიტი ჯონსმა განასახიერეს.

პენელოპიადა - მარგარეტ ეტვუდი

პენელოპიადა" უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის, მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ამბავი სულ სხვაგვარად წამოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ, ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.

ჩუმჩუმა ამერიკელი - გრაამ გრინი

გრაამ გრინს „ჩუმჩუმა ამერიკელის“ დაწერა ინდოჩინეთში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთააგონა - ის იქ 1955-1956 წლებში ჟურნალ The New Republic-ის კორესპონდენტად მუშაობდა. 50-იანი წლების სამხრეთი ვიეტნამი საფრანგეთის, ამერიკისა და ავანტიურისტი გენერლების სათარეშოდ გადაქცეულიყო. ხანში შესული ინგლისელი ჟურნალისტის თომას ფაულერის, მისი მეგობარი გოგონასა და ახალგაზრდა ამერიკელი ოლდენ პაილის სასიყვარულო სამკუთხედის ბედი სწორედ ქვეყანაში განვითარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ამბებმა გადაწყვიტა. ფაულერი თითქოს დამკვირვებელია, ის მხოლოდ ფაქტებს აღნუსხავს და ჟურნალში კორესპონდენციებს გზავნის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევს რომელიმე მხარეს დადგეს და... ის ამერიკის პოლიტიკას უპირისპირდება. საბოლოოდ ფაულერი ახალგაზრდა ამერიკელის - პაილის მკვლელობის ხელშემწყობი გახდება.

იაპონური მოთხრობები - რიუნოსკე აკუტაგავა

"იაპონური მოთხრობების“ კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსაკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარული თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოონო მიკოტო“.

სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფები - ჟორჟ სიმენონი

დიდებულ პარიზულ სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფებში მდიდარი ამერიკელის მეუღლეს კლავენ... რა უნდოდა ქალს სარდაფში, სასტუმროს პერსონალის სამუშაო ადგილას, თანაც დილაადრიან და ხელჩანთაში ფულითა და რევოლვერით? ვის უნდა შეხვედროდა სარდაფში? იქნებ რაღაც საიდუმლოს მალავდა? დაეჭვების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა კომისარ მეგრეს, მით უმეტეს, ქალი ფრანგი ყოფილა და მისი პატარა ბიჭიც სულ არ ჰგავდა მის ამერიკელ რესპექტაბელურ მეუღლეს. ამ ძალზე საინტერესო დეტექტივის მიხედვით პირველი კინოფილმი საფრანგეთში 1944 წელს რეჟისორმა რიშარ პოტიემ გადაიღო, მეორედ კი „სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფები“ მე-7 სერიად შევიდა ცნობილ სერიალში „მეგრე“. კომისრის როლი მსახიობმა ბრუნო კრემერმა განასახიერა.

R