მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაერთხელ გამხდარა გატაცების და ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მას ამაზე საჯაროდ საუბარი საჭიროდ არ მიაჩნდა..." - პაატა საბელაშვილი
"არაერთხელ გამხდარა გატაცების და ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მას ამაზე საჯაროდ საუბარი საჭიროდ არ მიაჩნდა..." - პაატა საბელაშვილი

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი პა­ა­ტა სა­ბე­ლაშ­ვი­ლი ტრანსგენ­დერ ქა­ლის კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სი წერს:

"The Queen is dead. Long live the queen!

18 თუ 19 წლის იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი. ოფის­ში რომ ამო­ვი­და, თავ­დაც­ვით პო­ზო­ცი­ა­ში იყო. მე­სა­მედ ამოს­ვლა დას­ჭირ­და, რო კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მო­ში მა­ინც ეგ­რძნო თავი უსაფრ­თხოდ. ხში­რად გა­ნი­კი­თხავ­დნენ, რომ ისე არ სა­უბ­რობ­და, რო­გორც აქ­ტი­ვის­ტე­ბი ისურ­ვებ­დნენ. მისი პოზა, მისი თვი­თი­რო­ნია და ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ყვე­ლას ქედ­მაღ­ლო­ბა ეგო­ნა, ყვე­ლას, ვინც მას არ იც­ნობ­და.

არა­ვინ იცო­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დენ რა­მეს იტან­და, რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი სი­ო­სა­ვით მსუ­ბუ­ქი, რო­გო­რიც ჩან­და.

კე­სა­რია 2008-ში მო­ვი­და ჩემ­თან და მო­მიყ­ვა, თუ რო­გორ აი­ძუ­ლებ­და უშიშ­რო­ე­ბა, ვი­ღაც ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ევლო და მერე მათ­თვის ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ. 2008-ში იმი­ტომ მო­ვი­და, რომ ომის დროს ცოტა ხნით შე­ეშ­ვნენ და მა­ნაც რო­გორც იქნა, ჩა­მო­ი­შო­რა "კაგ­ბეშ­ნი­კე­ბი". არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გა­ტა­ცე­ბის და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, თუმ­ცა მას ამა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი სა­ჭი­როდ არ მი­აჩ­ნდა. მას მუ­დამ უნდა ენა­თე­ბი­ნა ეკ­რა­ნი­დან, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი პერ­სპექ­ტი­ვა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი დე­ბი­სათ­ვის.

ის ნამ­დვი­ლი დე­დო­ფა­ლი იყო და ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ებ­ში - არას­დროს წუ­წუ­ნებ­და და არას­დროს ხსნი­და თა­ვის ნათ­ქვამს ("Never complain, never explain"). არა­სო­დეს თვლი­და სა­ჭი­როდ, მო­ე­ყო­ლა, რომ სუ­ლაც არ ეკი­და ფე­ხებ­ზე სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­თე­მე­თა მდგო­მა­რე­ო­ბა და მათ­ზე ბევ­რად მეტი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ტი­ვიზ­მის­თვის, ვიდ­რე მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის კრი­ტი­კო­სებს.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა სა­ხე­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­ში. ერთ-ერთ დის­კუ­სი­ა­ზე ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­გიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხე­ლი და­ირ­ქვა. მკი­თხა - შე­მიძ­ლია კე­სა­რია და­ვირ­ქვა პი­რა­დო­ბა­შიო? (სქე­სის მარ­კე­რი არ იყო პი­რა­დო­ბა­ში). ვუ­თხა­რი, რომ შე­ეძ­ლო, რაც უნ­დო­და ის და­ერ­ქვა. და­ვა­რი­გე, თუ რამე გი­თხრეს იუს­ტი­ცი­ა­ში, უთხა­რი, რომ კა­ნო­ნი იცი და თუ სურ­ვი­ლი გაქვს “სკამ­საც” და­ირ­ქვავ სა­ხე­ლად-თქო. აბა რა? მარ­ტო მი­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად უთხრა, გან­სა­კუთ­რე­ბით სკამ­ზე. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამას რო­გორ გა­ა­კე­თებ­და? ამ არ­გუ­მენ­ტის შემ­დეგ რე­ესტრმა უარი ვერ უთხრა და ასე ჩა­ი­ჩხრი­ა­ლა ჯი­ბე­ში ახა­ლი პი­რა­დო­ბა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძემ.

არ ვიცი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­ბა­დოს იმი­სათ­ვის, რომ კე­სის­ნა­ი­რი გოგო გა­მო­ე­რი­ოს მათ­ში. არ ვიცი, რამ­დე­ნი უნდა იშ­რო­მოს ადა­მი­ან­მა, რომ მი­ვი­დეს იქამ­დე, სა­დამ­დეც კე­სა­რია მი­ვი­და. და რა სა­წყე­ნია, რომ მის­მა მკვლელ­მა ეს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი ჩა­ი­დი­ნა. დიახ, ტე­რო­რის­ტუ­ლი, რად­გან ამით მან კე­სოს ურ­თუ­ლეს გზა­ზე მყოფ ქა­ლებს თით­ქოს მო­მა­ვა­ლი მო­უკ­ლა. ქა­ლე­ბო, იხა­რეთ ტე­რო­რის­ტე­ბის ჯი­ნა­ზე. კე­სო­საც სწო­რედ ეს ენ­დო­მე­ბო­და!

მშვი­დო­ბით, ჩემო ან­გე­ლო­ზო. სი­ბე­რე მა­ინც ვე­ღა­რა­ფერს და­აკ­ლებს შენს მშვე­ნი­ე­რე­ბას!"

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"არაერთხელ გამხდარა გატაცების და ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მას ამაზე საჯაროდ საუბარი საჭიროდ არ მიაჩნდა..." - პაატა საბელაშვილი

"არაერთხელ გამხდარა გატაცების და ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მას ამაზე საჯაროდ საუბარი საჭიროდ არ მიაჩნდა..." - პაატა საბელაშვილი

უფლებადამცველი პაატა საბელაშვილი ტრანსგენდერ ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელსი წერს:

"The Queen is dead. Long live the queen!

18 თუ 19 წლის იქნებოდა, როდესაც გავიცანი. ოფისში რომ ამოვიდა, თავდაცვით პოზოციაში იყო. მესამედ ამოსვლა დასჭირდა, რო კეთილგანწყობილ გარემოში მაინც ეგრძნო თავი უსაფრთხოდ. ხშირად განიკითხავდნენ, რომ ისე არ საუბრობდა, როგორც აქტივისტები ისურვებდნენ. მისი პოზა, მისი თვითირონია და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ყველას ქედმაღლობა ეგონა, ყველას, ვინც მას არ იცნობდა.

არავინ იცოდა, სინამდვილეში რამდენ რამეს იტანდა, რომ ყოფილიყო ისეთი სიოსავით მსუბუქი, როგორიც ჩანდა.

კესარია 2008-ში მოვიდა ჩემთან და მომიყვა, თუ როგორ აიძულებდა უშიშროება, ვიღაც ბიზნესმენებთან ევლო და მერე მათთვის ვიდეოები გადაეღოთ. 2008-ში იმიტომ მოვიდა, რომ ომის დროს ცოტა ხნით შეეშვნენ და მანაც როგორც იქნა, ჩამოიშორა "კაგბეშნიკები". არაერთხელ გამხდარა გატაცების და ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მას ამაზე საჯაროდ საუბარი საჭიროდ არ მიაჩნდა. მას მუდამ უნდა ენათებინა ეკრანიდან, მხოლოდ პოზიტიური პერსპექტივა ეჩვენებინა თავისი დებისათვის.

ის ნამდვილი დედოფალი იყო და ბრიტანული სამეფო ოჯახის საუკეთესო ტრადიციებში - არასდროს წუწუნებდა და არასდროს ხსნიდა თავის ნათქვამს ("Never complain, never explain"). არასოდეს თვლიდა საჭიროდ, მოეყოლა, რომ სულაც არ ეკიდა ფეხებზე საკუთარი თანამეთემეთა მდგომარეობა და მათზე ბევრად მეტი ჰქონდა გაკეთებული აქტივიზმისთვის, ვიდრე მისი ინტერვიუების კრიტიკოსებს.

არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ შეიცვალა სახელი პირადობის მოწმობაში. ერთ-ერთ დისკუსიაზე ვთქვი, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეგიძლია ნებისმიერი სახელი დაირქვა. მკითხა - შემიძლია კესარია დავირქვა პირადობაშიო? (სქესის მარკერი არ იყო პირადობაში). ვუთხარი, რომ შეეძლო, რაც უნდოდა ის დაერქვა. დავარიგე, თუ რამე გითხრეს იუსტიციაში, უთხარი, რომ კანონი იცი და თუ სურვილი გაქვს “სკამსაც” დაირქვავ სახელად-თქო. აბა რა? მარტო მივიდა და ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად უთხრა, განსაკუთრებით სკამზე. ხომ წარმოგიდგენიათ ამას როგორ გააკეთებდა? ამ არგუმენტის შემდეგ რეესტრმა უარი ვერ უთხრა და ასე ჩაიჩხრიალა ჯიბეში ახალი პირადობა კესარია აბრამიძემ.

არ ვიცი, რამდენი ადამიანი უნდა დაიბადოს იმისათვის, რომ კესისნაირი გოგო გამოერიოს მათში. არ ვიცი, რამდენი უნდა იშრომოს ადამიანმა, რომ მივიდეს იქამდე, სადამდეც კესარია მივიდა. და რა საწყენია, რომ მისმა მკვლელმა ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინა. დიახ, ტერორისტული, რადგან ამით მან კესოს ურთულეს გზაზე მყოფ ქალებს თითქოს მომავალი მოუკლა. ქალებო, იხარეთ ტერორისტების ჯინაზე. კესოსაც სწორედ ეს ენდომებოდა!

მშვიდობით, ჩემო ანგელოზო. სიბერე მაინც ვეღარაფერს დააკლებს შენს მშვენიერებას!"

იხილეთ ასევე: