მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნებრივი ბარიერები გვიცავს..." - ხომ არ არის ევროპაში განვითარებული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი საქართველოშიც და როგორია ამინდის პროგნოზი?
"ბუნებრივი ბარიერები გვიცავს..." -  ხომ არ არის ევროპაში განვითარებული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი საქართველოშიც და როგორია ამინდის პროგნოზი?

ევ­რო­პა­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი­სა და შტორმ "ბო­რი­სის“ გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, გუ­შინ­დელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ ქარ­თვე­ლე­ბიც შე­აშ­ფო­თა. თუმ­ცა რო­გორც ambebi.ge-სთან გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ამ­ბობს, ციკ­ლონ­მა შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლომ­დე მო­აღ­წი­ოს, თუმ­ცა და­მან­გრე­ვე­ლი მას­შტა­ბე­ბის­გან ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რე­ბი გვი­ცავს...

რო­გო­რი ამინ­დი გვე­ლო­დე­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე და სად უფრო აცივ­დე­ბა და­სავ­ლეთ თუ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­ტა­ლებს ინ­ტე­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ:

- ევ­რო­პა­ში რაც ფიქ­სირ­დე­ბა, ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვე­ლო­დე­ბა, თუმ­ცა ამ კვი­რის ბო­ლომ­დე შე­და­რე­ბით გრი­ლი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჩვენ­გან, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან შორს არის ციკ­ლო­ნი. ის მოძ­რა­ობს და გზა­დაგ­ზა იც­ლე­ბა წვი­მის­გან, ნა­ლე­ქის­გან. რომ მოგ­ვი­ახ­ლოვ­დე­ბა, ჩვენ მა­ინც ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რე­ბი გვი­ცავს - შავი ზღვა, კას­პი­ის ზღვა და კავ­კა­სი­ო­ნი. ეს რა თქმა უნდა, დაბ­რკო­ლე­ბაა ამ მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის­თვის. დიახ, ხდე­ბა ჩვენ­თა­ნაც სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რე­ბი თა­ვის საქ­მეს აკე­თებს და გვი­ცავს.

წინა დღე­ებ­ში, ძი­რი­თა­დად, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე წვიმ­და და ახლა ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­იკ­ლო. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 26-28 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ­ში 23-25 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში. დრო­გა­მოშ­ვე­ბით იწ­ვი­მებს, მაგ­რამ მსგავს სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს, რაც ევ­რო­პა­ში ხდე­ბა, არ უნდა ვე­ლო­დოთ. იქ მოქ­მე­დი ციკ­ლო­ნი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფრო­ნატ­ლუ­რი მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ჩვენ­თან ამ კვი­რის ბო­ლომ­დე არ ვე­ლო­დე­ბით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თუ რა­მეს და­ვი­ნა­ხავთ, მო­სახ­ლე­ო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ჩანს, რომ რამე სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნა მოხ­დეს.

წუ­ხან­დელ­ზეც გა­ვავ­რცე­ლეთ გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ძლი­ე­რი წვი­მა ძი­რი­თა­დად აჭა­რის ზო­ნა­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა წვი­მი­ა­ნი ამინ­დი, შე­საძ­ლოა, სად­მე ძლი­ე­რა­დაც იწ­ვი­მოს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ჰა აქვეყნებთ თუ მოვიდა მეხი

დათო
0

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა ამიტომ ვინც არიცის რას ლაპარაკობს ჯობია თავი შეიკავოს საერთოდ.

ევროპამ დაინახოს უბრალოდ რომ საქართველოს ბუნებრივი ბარიერები იცავს აი ძალა სადაა, ევროპაში კიარა მართლმადიდებლობაში იციან ეს და ამიტომაც გვებრძვიან ყველა მხრიდან, მაგრამ ქართველი სულ ქვაზე რომ დატოვო ენას სარწმუნოებას და იმ ქვას მაინც დაიცავს ვინაიდან წინაპარმა სისხლის ფასად მოგვიტანა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბუნებრივი ბარიერები გვიცავს..." - ხომ არ არის ევროპაში განვითარებული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი საქართველოშიც და როგორია ამინდის პროგნოზი?

"ბუნებრივი ბარიერები გვიცავს..." -  ხომ არ არის ევროპაში განვითარებული სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი საქართველოშიც და როგორია ამინდის პროგნოზი?

ევროპაში გახშირებული წვიმებისა და შტორმ "ბორისის“ გააქტიურების შემდეგ, გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ ქართველებიც შეაშფოთა. თუმცა როგორც ambebi.ge-სთან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ამბობს, ციკლონმა შესაძლოა საქართველომდე მოაღწიოს, თუმცა დამანგრეველი მასშტაბებისგან ბუნებრივი ბარიერები გვიცავს...

როგორი ამინდი გველოდება კვირის ბოლომდე და სად უფრო აცივდება დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში, დეტალებს ინტევიუდან შეიტყობთ:

- ევროპაში რაც ფიქსირდება, ჩვენ ჯერჯერობით არ გველოდება, თუმცა ამ კვირის ბოლომდე შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში.

ჩვენგან, კავკასიის რეგიონიდან შორს არის ციკლონი. ის მოძრაობს და გზადაგზა იცლება წვიმისგან, ნალექისგან. რომ მოგვიახლოვდება, ჩვენ მაინც ბუნებრივი ბარიერები გვიცავს - შავი ზღვა, კასპიის ზღვა და კავკასიონი. ეს რა თქმა უნდა, დაბრკოლებაა ამ მასების გავრცელებისთვისთვის. დიახ, ხდება ჩვენთანაც სტიქიური მოვლენები, მაგრამ ეს ბუნებრივი ბარიერები თავის საქმეს აკეთებს და გვიცავს.

წინა დღეებში, ძირითადად, მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმდა და ახლა ტემპერატურამ დაიკლო. დასავლეთ საქართველოში 26-28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში 23-25 გრადუსის ფარგლებში. დროგამოშვებით იწვიმებს, მაგრამ მსგავს სტიქიურ მოვლენებს, რაც ევროპაში ხდება, არ უნდა ველოდოთ. იქ მოქმედი ციკლონი და მასთან დაკავშირებული ფრონატლური მასების გავრცელებას ჩვენთან ამ კვირის ბოლომდე არ ველოდებით. უახლოეს მომავალში თუ რამეს დავინახავთ, მოსახლეობას აუცილებლად გავაფრთხილებთ, ჯერჯერობით არაფერი ჩანს, რომ რამე სტიქიური მოვლენა მოხდეს.

წუხანდელზეც გავავრცელეთ გაფრთხილება, რომ მოსალოდნელი იყო ძლიერი წვიმა ძირითადად აჭარის ზონასა და სანაპირო რაიონებში. უახლოეს დღეებში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, შესაძლოა, სადმე ძლიერადაც იწვიმოს.

წაიკითხეთ ასევე: