სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი არ იმსახურებენ სიცოცხლეს“ - "ახმატის" მეთაური აცხადებს, რომ მას არ სჭირდება უკრაინის ტყვეობაში მყოფი ჩეჩნები
"ისინი არ იმსახურებენ სიცოცხლეს“ - "ახმატის" მეთაური აცხადებს, რომ მას არ სჭირდება უკრაინის ტყვეობაში მყოფი ჩეჩნები

ჩეჩ­ნე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმ "ახ­მა­ტის“ მე­თა­ურ­მა და რუ­სე­თის არ­მი­ის მთა­ვა­რი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა აპტი ალა­უ­დი­ნოვ­მა თა­ვის Telegram არხზე ისა­უბ­რა ჩე­ჩენ მებ­რძო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­დნენ უკ­რა­ი­ნის ტყვე­ო­ბა­ში.

მან გა­ნა­ცხა­და, რომ არ აპი­რებს მათ დახ­მა­რე­ბას და გან­მარ­ტა თა­ვი­სი პო­ზი­ცია.

"არ მგო­ნია, რომ შენ სი­ცო­ცხლეს იმ­სა­ხუ­რებ, რად­გან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ აპი­რებ მას შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას, რაც თა­თე­ბი აწიე და გო­გო­სა­ვით ჩა­ვარ­დი ტყვე­ო­ბა­ში?" - ამ­ბობს აღ­შფო­თე­ბუ­ლი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი.

ალა­უ­დი­ნოვ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს მო­უ­წო­და, "ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რომ ისი­ნი მოკ­ლან“.

მან აღი­ა­რა, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გამო, რომ­ლებ­შიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჯა­რის­კა­ცე­ბი რუს პა­ტიმ­რებს ჩეჩ­ნეთ­ში ნა­თე­სა­ვებ­თან და­რეკ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. და ისი­ნი, თა­ვის მხრივ, სთხო­ვენ ახ­ლობ­ლებს, და­უ­კავ­შირ­დნენ აპტი ალა­უ­დი­ნოვს, რად­გან "მან იცის რო­გორ გაც­ვა­ლოს ისი­ნი“. ამის სა­პა­სუ­ხოდ ალა­უ­დი­ნოვ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ჩეჩ­ნის­თვის ჩა­ბა­რე­ბა სირ­ცხვი­ლია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სის­ხლით შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­რე­ცხოს და ის პა­ტივს არ სცემს მტერს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბა­რე­ბულ ყო­ფილ "ახ­მა­ტე­ლებს".

მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ პა­ტიმ­რე­ბი ცდე­ბი­ან, თუ ფიქ­რობ­დნენ, რომ ის "ჩა­ე­რე­ვა, ან მო­ი­თხოვს ან რა­მეს გა­ა­კე­თებ­და“ ტყვე­ო­ბი­დან მათ გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. "ახ­მა­ტის“ მე­თა­უ­რის თქმით, "ისი­ნი არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ სი­ცო­ცხლეს“.

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბო, გყავ­დეთ ისი­ნი თქვენ­თვის, ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ისი­ნი, ჩემ­თვის არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რას უზამთ მათ“, - აცხა­დებს ალა­უ­დი­ნო­ვი.

ავტორი:

"ისინი არ იმსახურებენ სიცოცხლეს“ - "ახმატის" მეთაური აცხადებს, რომ მას არ სჭირდება უკრაინის ტყვეობაში მყოფი ჩეჩნები

"ისინი არ იმსახურებენ სიცოცხლეს“ - "ახმატის" მეთაური აცხადებს, რომ მას არ სჭირდება უკრაინის ტყვეობაში მყოფი ჩეჩნები

ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის“ მეთაურმა და რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმა თავის Telegram არხზე ისაუბრა ჩეჩენ მებრძოლებზე, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ უკრაინის ტყვეობაში.

მან განაცხადა, რომ არ აპირებს მათ დახმარებას და განმარტა თავისი პოზიცია.

"არ მგონია, რომ შენ სიცოცხლეს იმსახურებ, რადგან მაინტერესებს, როგორ აპირებ მას შემდეგ ცხოვრებას, რაც თათები აწიე და გოგოსავით ჩავარდი ტყვეობაში?" - ამბობს აღშფოთებული გენერალ-მაიორი.

ალაუდინოვმა უკრაინელებს მოუწოდა, "ყველაფერი გააკეთონ, რომ ისინი მოკლან“.

მან აღიარა, რომ გაბრაზებული იყო გამოქვეყნებული ვიდეოების გამო, რომლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები რუს პატიმრებს ჩეჩნეთში ნათესავებთან დარეკვის საშუალებას აძლევენ. და ისინი, თავის მხრივ, სთხოვენ ახლობლებს, დაუკავშირდნენ აპტი ალაუდინოვს, რადგან "მან იცის როგორ გაცვალოს ისინი“. ამის საპასუხოდ ალაუდინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნისთვის ჩაბარება სირცხვილია, რომელიც მხოლოდ სისხლით შეიძლება ჩამოირეცხოს და ის პატივს არ სცემს მტერს ნებაყოფლობით ჩაბარებულ ყოფილ "ახმატელებს".

მან ასევე დასძინა, რომ პატიმრები ცდებიან, თუ ფიქრობდნენ, რომ ის "ჩაერევა, ან მოითხოვს ან რამეს გააკეთებდა“ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად. "ახმატის“ მეთაურის თქმით, "ისინი არ იმსახურებენ სიცოცხლეს“.

"უკრაინელებო, გყავდეთ ისინი თქვენთვის, ჩვენ არ გვჭირდება ისინი, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას უზამთ მათ“, - აცხადებს ალაუდინოვი.