საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ - რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?
"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ - რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?

ქარ­თულ სპორ­ტში ოქ­როს ხანა დგას, ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გვა­სა­ხე­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად­ვე შთა­ბეჭ­და­ვად ითა­მა­შა, შემ­დეგ კი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე არა­ერ­თმა ქარ­თველ­მა მო­ი­პო­ვა სა­ოც­ნე­ბო მე­და­ლი. სექ­ტემ­ბე­რის და­სა­წყის­ში კი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის დრო მო­ვი­და. MMA-ის მებ­რძო­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო თა­მაშს, 14 სექ­ტემ­ბერს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ადევ­ნებ­და თვალს.

ლას ვე­გას­ში UFC 306-ზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი შონ ო'მალი და­ა­მარ­ცხა და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის რთულ გზა­სა და ამე­რი­კულ ოც­ნე­ბა­ზე ambebi.ge-ზე არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. 33 წლის ვა­ნე­ლი ბი­ჭის ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა ახდა, თუმ­ცა ის ისევ მარ­ტოა და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია წერს.

Essentiallysports-ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­რე­შე არ ყო­ფი­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. MMA-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჭორი გავ­რცელ­და, რომ ერთხელ დვა­ლიშ­ვი­ლი კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, რათა ქარ­თველ ქალ­ზე ექორ­წი­ნა. თუმ­ცა, რა­ღაც მოხ­და, რა­მაც აი­ძუ­ლა აზრი შე­ეც­ვა­ლა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ბოლო დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბო­და, ვიდ­რე თვი­თონ დვა­ლიშ­ვილ­მა არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა დე­ტა­ლე­ბი.

  • მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა იმ დრო­ზე ისა­უბ­რა, როცა კი­ნა­ღამ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნა

დვა­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მის სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად გა­რეგ­ნუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის და მხი­ა­რუ­ლი ქცე­ვე­ბი­სა, დვა­ლიშ­ვი­ლი პი­რად სა­კი­თხებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერთ მო­მენ­ტში ის MMA-ს და­ტო­ვე­ბა­საც კი გა­ნი­ხი­ლავ­და, რათა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ფიქ­რობ­და ეშო­ვა სამ­სა­ხუ­რი, ექორ­წი­ნა ქარ­თველ ქალ­ზე და ა.შ.

"7Days Out"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­რაბ­მა თქვა:

"ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი მექ­ნე­ბო­და, რეს­ტო­რებ­სა და კლუ­ბებ­ში ვივ­ლი­დი და დავ­ქორ­წინ­დე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე... ვცა­დე, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა, არ გა­მო­მი­ვი­და. ჩემი ტიპი არ იყო, სხვა­გან იყო. ვცა­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი, რეს­ტორ­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი არ ვი­ყა­ვი".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილს სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდა ცხოვ­რე­ბის პარტნი­ო­რის პოვ­ნის გზა­ზე, ამას ხელი არ შე­უშ­ლია სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბა­ში. უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ უშუ­ა­ლოდ ამ მო­მენ­ტის­ტვის რა ხდე­ბა სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, უც­ნო­ბია, თუმ­ცა მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მუდ­მი­ვად ეძებ­და შე­სა­ფე­რის ადა­მი­ანს...

  • მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სტა­ტუ­სი: ის მარ­ტო­ხე­ლაა?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი თა­ვის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე არ სა­უბ­რობს, მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პოს­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ვარ­ჯიშ­სა და სხვა საქ­მე­ებს შე­ე­ხე­ბა, რომ­ლებ­საც რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი არ აქვს.

ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ამ­ჟა­მად არც ურ­თი­ერ­თო­ბა­შია და არც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დვა­ლიშ­ვილს არა­ერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯამ­დე არ მი­სუ­ლა.

UFC-ის წარ­მო­მად­გე­ნელ ნინა-მა­რია და­ნი­ე­ლეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დვა­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა:

"ყვე­ლა გო­გომ, ვი­საც ვხვდე­ბო­დი ან ვწერ­დი, მი­მა­ტო­ვა...“ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ UFC-ის ჩვე­ნი საყ­ვა­რელ მებ­რძოლს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დი­დად არ უმარ­თლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@liagujejiani
1

გრიშა ონიანმა არ გაგიგოს სტალინზე აუგიად საუბარი ჩემპიონობას გილოცავ წარმატებები კვლავ

 

 

Murada
0

Მერაბ, ქალთან ურთიერთობასაც ცოდნა უნდა. Მე ნამდვილ ქალს ვგულისხმობ, ანგარებისთვის რომ შემოგახტებიან, მაგათ არა. Შრომა გჭირდება მაგ საქმეში! Ბევრი რაღაცის დათმობაც მოგიწევს, სამაგიეროდ კარგ ნაყოფს მოგცემს. Შრომით და მონდომებით რისი მიღწევაც შეიძლება, შენზე უკეთ ვინ იცის?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ - რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?

"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ - რა არის ცნობილი MMA-ის ქართველი მებრძოლის პირად ცხოვრებაზე?

ქართულ სპორტში ოქროს ხანა დგას, ზაფხულის დასაწყისში ჯერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გვასახელა და ევროპის ჩემპიონატზე პირველადვე შთაბეჭდავად ითამაშა, შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადაზე არაერთმა ქართველმა მოიპოვა საოცნებო მედალი. სექტემბერის დასაწყისში კი მერაბ დვალიშვილის დრო მოვიდა. MMA-ის მებრძოლის საჩემპიონო თამაშს, 14 სექტემბერს მთელი საქართველო ადევნებდა თვალს.

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

მერაბ დვალიშვილის ცხოვრების რთულ გზასა და ამერიკულ ოცნებაზე ambebi.ge-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. 33 წლის ვანელი ბიჭის ამერიკული ოცნება ახდა, თუმცა ის ისევ მარტოა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ უცხოური მედია წერს.

Essentiallysports-ზე ვკითხულობთ, რომ მერაბ დვალიშვილის ცხოვრება გამოწვევების გარეშე არ ყოფილა, განსაკუთრებით კი სასიყვარულო ურთიერთობები. MMA-ს საზოგადოებაში ჭორი გავრცელდა, რომ ერთხელ დვალიშვილი კარიერის მიტოვებას აპირებდა, რათა ქართველ ქალზე ექორწინა. თუმცა, რაღაც მოხდა, რამაც აიძულა აზრი შეეცვალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო დრომდე გაურკვეველი რჩებოდა, ვიდრე თვითონ დვალიშვილმა არ გაასაჯაროვა დეტალები.

  • მერაბ დვალიშვილმა იმ დროზე ისაუბრა, როცა კინაღამ ქართველ გოგონაზე იქორწინა

დვალიშვილის სიყვარულის ისტორია მის სამშობლოში, საქართველოში დაიწყო. მიუხედავად გარეგნული ბედნიერების და მხიარული ქცევებისა, დვალიშვილი პირად საკითხებში სერიოზული აღმოჩნდა. ერთ მომენტში ის MMA-ს დატოვებასაც კი განიხილავდა, რათა ჩვეულებრივი ცხოვრება გაეგრძელებინა. ფიქრობდა ეშოვა სამსახური, ექორწინა ქართველ ქალზე და ა.შ.

"7Days Out"-თან ინტერვიუში მერაბმა თქვა:

"ვფიქრობდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი, ჩვეულებრივი სამსახური მექნებოდა, რესტორებსა და კლუბებში ვივლიდი და დავქორწინდები და ეს ყველაფერი ვცადე... ვცადე, ტრადიციულ ქართველ გოგონაზე დაქორწინება, არ გამომივიდა. ჩემი ტიპი არ იყო, სხვაგან იყო. ვცადე მეგობრებთან ერთად კლუბებში სიარული, რესტორნებში სიარული. ეს ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი".

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილს სირთულეები შეხვდა ცხოვრების პარტნიორის პოვნის გზაზე, ამას ხელი არ შეუშლია სიყვარულის ძიებაში. უცხოური მედია წერს, რომ უშუალოდ ამ მომენტისტვის რა ხდება სპორტსმენის ცხოვრებაში, უცნობია, თუმცა მათივე ინფორმაციით, ის მუდმივად ეძებდა შესაფერის ადამიანს...

  • მერაბ დვალიშვილის ამჟამინდელი ურთიერთობის სტატუსი: ის მარტოხელაა?

მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილი თავის პირად ურთიერთობებზე არ საუბრობს, მისი სოციალური ქსელების პოსტები ძირითადად ვარჯიშსა და სხვა საქმეებს შეეხება, რომლებსაც რომანტიკული ხასიათი არ აქვს.

ეს გვაფიქრებინებს, რომ ქართველი მებრძოლი ამჟამად არც ურთიერთობაშია და არც დაქორწინებული. მისი მცდელობების მიუხედავად, დვალიშვილს არაერთი ურთიერთობა ჰქონდა, რომლებიც სერიოზულ ნაბიჯამდე არ მისულა.

UFC-ის წარმომადგენელ ნინა-მარია დანიელესთან ინტერვიუში დვალიშვილმა აღნიშნა:

"ყველა გოგომ, ვისაც ვხვდებოდი ან ვწერდი, მიმატოვა...“ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ UFC-ის ჩვენი საყვარელ მებრძოლს პირად ცხოვრებაში დიდად არ უმართლებს.

წაიკითხეთ ასევე: