საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი" - ნიკა მელია
"ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი" - ნიკა მელია

ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხია შეკ­რე­ბი­ლი, ჩვენ ვსა­უბ­რობთ მო­მა­ვალ­ზე, გვა­კავ­ში­რებს მო­მა­ვა­ლი, გვა­ერ­თი­ა­ნებს მო­მა­ვა­ლი, - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ ბა­თუ­მის ოფი­სის გახ­სნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც სიის გარ­შე­მო პარ­ლა­მენ­ტში მო­სახ­ვედ­რად არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

“წინ არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წინ არის გა­მარ­ჯვე­ბა, სა­დაც დიდი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­რე­შე, სიმ­ტკი­ცის გა­რე­შე, რწმე­ნის გა­რე­შე გა­მარ­ჯვე­ბე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა. ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხია შეკ­რე­ბი­ლი, ჩვენ ვსა­უბ­რობთ მო­მა­ვალ­ზე, გვა­კავ­ში­რებს მო­მა­ვა­ლი, გვა­ერ­თი­ა­ნებს მო­მა­ვა­ლი.

აქ არის ხალ­ხი, რო­მე­ლიც სიის გარ­შე­მო პარ­ლა­მენ­ტში მო­სახ­ვედ­რად არ არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტენ­დენ­ცია არა მხო­ლოდ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ა­ში შე­იმ­ჩნე­ვა.

ქვე­ყა­ნა­ში მდიდ­რდე­ბა მცი­რე კლა­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­შე­მო, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, ტაში და­უკ­რან ყვე­ლა­ფერს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი იტყვის.

ნე­ბის­მი­ე­რი მომ­დევ­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აირ­ჩე­ვა 27 ოქ­ტომ­ბრის მერე, ეს იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, სა­დაც ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცია ყვე­ლა­ზე მსუ­ყედ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ ჩავ­დგე­ბით ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში.

ჩვენ ვიბ­რძვით ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა მო­ვი­ტა­ნოთ გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რე­ბას უკან და­აბ­რუ­ნებს, რწმე­ნას და­აბ­რუ­ნებს და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­წევ­რი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­თა რი­გებ­ში.

ძალა არის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ში. გამ­ბე­და­ო­ბა გჭირ­დე­ბა. ქუდ­ზე კაცი იქ­ნე­ბა 26 ოქ­ტომ­ბერს, ღი­მი­ლით სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან მტკი­ცედ მის­ცემს ხმას სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თეს მო­მა­ვალს და ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თეს მო­მა­ვალ­ში”, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ავტორი:

"ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი" - ნიკა მელია

"ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი" - ნიკა მელია

ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმის ოფისის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციაში არის ხალხი, რომელიც სიის გარშემო პარლამენტში მოსახვედრად არ არის გაერთიანებული.

“წინ არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, წინ არის გამარჯვება, სადაც დიდი მორალური უპირატესობის გარეშე, სიმტკიცის გარეშე, რწმენის გარეშე გამარჯვებები არ მოიპოვება. ჩვენს კოალიციაში განსხვავებული ხალხია შეკრებილი, ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაკავშირებს მომავალი, გვაერთიანებს მომავალი.

აქ არის ხალხი, რომელიც სიის გარშემო პარლამენტში მოსახვედრად არ არის გაერთიანებული. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიაში შეიმჩნევა.

ქვეყანაში მდიდრდება მცირე კლანი ივანიშვილის გარშემო, რომლებიც მზად არიან, ტაში დაუკრან ყველაფერს, რასაც ივანიშვილი იტყვის.

ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება, რომელიც აირჩევა 27 ოქტომბრის მერე, ეს იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც ჩვენი კოალიცია ყველაზე მსუყედ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ჩავდგებით ხალხის სამსახურში.

ჩვენ ვიბრძვით ძირეული ცვლილებებისთვის. 26 ოქტომბერს უნდა მოვიტანოთ გამარჯვება, რომელიც ბედნიერებას უკან დააბრუნებს, რწმენას დააბრუნებს და საქართველოს გააწევრიანებს წარმატებულ სახელმწიფოთა რიგებში.

ძალა არის მრავალფეროვნებაში, ერთსულოვნებაში. გამბედაობა გჭირდება. ქუდზე კაცი იქნება 26 ოქტომბერს, ღიმილით საარჩევნო უბნებთან მტკიცედ მისცემს ხმას საქართველოს უკეთეს მომავალს და ნებისმიერი ჩვენგანი წვლილს შეიტანს საქართველოს უკეთეს მომავალში”, - განაცხადა მელიამ.