საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განხილვა სენატში: ეკა გიგაურის მოხსენება და სენატორების უმწვავესი შეფასებები - "...იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვნენ"
განხილვა სენატში: ეკა გიგაურის მოხსენება და სენატორების უმწვავესი შეფასებები - "...იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვნენ"

2024 წლის 12 სექ­ტემ­ბერს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს "აგენ­ტე­ბის კა­ნონ­ზე“ ისა­უბ­რეს.

მოს­მე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით, "არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნე­ბი და დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის სხვა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი“, თბი­ლი­სის დრო­ით 18:30 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

ჰონგ-კონ­გში, ჩი­ნეთ­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ კა­ნო­ნებ­თან ერ­თად, სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რეს.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მომხსე­ნე­ბე­ლი იყო "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი.

რო­გორც მან თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­აგ­რძე­ლა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­სურ­ნე "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ად“ წარ­მო­ა­ჩენს.

  • "თუ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და­მარ­ცხდე­ბა და ქვე­ყა­ნა კვლავ რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე მო­ექ­ცე­ვა..."

გი­გა­უ­რის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღიად ან­ტი­ა­მე­რი­კულ რელ­სებ­ზე გა­და­ვი­და და და­სავ­ლეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

"მე ეკა გი­გა­უ­რი ვარ, ვხელ­მძღვა­ნე­ლობ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის თე­მებ­ზე მუ­შა­ობს. მო­გიყ­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბილ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემი, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თავ­დას­ხმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შემ­ზღუ­და­ვი კა­ნო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბის ტენ­დენ­ცია სა­გან­გა­შოა. პირ­ვე­ლად ეს კა­ნო­ნე­ბი რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­მა და­ნერ­გა, რა­საც შე­დე­გად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტია მოჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქვეყ­ნებ­ში, ამ ტი­პის კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იწყე­ბენ მოქ­მე­დე­ბას - ერ­თდრო­უ­ლად რუ­სულ ან­ტი­და­სავ­ლურ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას აძ­ლი­ე­რე­ბენ, თან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხლე­ჩენ და ძირს უთხრი­ან აშშ-სთან და ევ­რო­კავ­შირ­თან პარტნი­ო­რო­ბას.

ამ ბრძო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად კი ორი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია აუ­ცი­ლე­ბე­ლი:

აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მელ­თა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მზა­ო­ბა მის და­სა­ცა­ვად; და მე­ო­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძლავ­რი მხარ­და­ჭე­რა აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უნდა სა­უბ­რობ­დეს და მოქ­მე­დებ­დეს მო­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტით, მტკი­ცედ და და­მა­ჯე­რებ­ლად. სამი ათე­უ­ლი წე­ლია, ზუს­ტად ასეთ პარტნი­ო­რად იქცა ჩვენ­თვის ამე­რი­კა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბო­და.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე, ამე­რი­კამ უნდა გა­ა­კე­თოს. არა და არა! სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ნაც­ვლად, თა­ვი­სუფ­ლე­ბას კი ვე­რა­ვინ, ყვე­ლა­ზე დიდი მო­კავ­ში­რეც, ვერ მო­გა­ნი­ჭებს. ხალ­ხმა, ვის­თვი­საც ამე­რი­კა ყო­ველ­თვის იყო შთა­გო­ნე­ბის წყა­რო, ზუს­ტად იცის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა მხო­ლოდ ბრძო­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი!

იქ, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ძლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ­სე­ბო­ბენ, ხოლო ამე­რი­კას­თან პარტნი­ო­რო­ბას რუ­სე­თის მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი უქ­მნი­ან საფრ­თხეს - რა­საც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­დევ­ნებთ თვალს - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა შე­საძ­ლოა გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "რუ­სულ კა­ნონს“ სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ინც გა­ნაგ­რძო წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გა­დაკ­ვე­თა რუ­სუ­ლი ყა­ი­დის მმარ­თვე­ლო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ფე­რენ­დუ­მია! მკა­ფიო არ­ჩე­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტი­ულ, წარ­მა­ტე­ბულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და ჭა­ობ­ში ჩარ­ჩე­ნილ რუ­სე­თის სა­ტე­ლი­ტად გახ­დო­მას შო­რის.

თუ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და­მარ­ცხდე­ბა და ქვე­ყა­ნა კვლავ რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე მო­ექ­ცე­ვა, ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შან­სებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ სა­მე­ზობ­ლო­საც გა­უქ­რობს. გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ეს ასე ითარ­გმნე­ბა, რუ­სე­თი კვლა­ვაც უკა­ნა ეზოდ მოგ­ვნიშ­ნავს და თა­ვის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში მოგ­ვაქ­ცევს.

რუ­სეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბი მარ­ტი­ვია: კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბის ჩახ­შო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სივ­რცის ჩა­კეტ­ვა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის გაქ­რო­ბა. ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის კი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ცრუ ფა­სა­დით შე­ნიღ­ბუ­ლი ანტი-არა­სამ­თავ­რო­ბო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ია­რა­ღია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრო­ცე­სი სამ ეტა­პად წა­რი­მარ­თა:

პირ­ვე­ლი ფაზა: რეპ­რე­სი­ე­ბის და­სა­კა­ნო­ნებ­ლად ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა

ყვე­ლა­ფე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, აშშ-ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მა­სი­უ­რი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ით და­ი­წყო. სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად, მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გავ­ხდით მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი თავ­დას­ხმე­ბი­სა და და­ში­ნე­ბის სა­მიზ­ნე.

მე­ო­რე ფაზა: კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად - სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბის, ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის მკა­ფიო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ნო­ნი მა­ინც მი­ი­ღეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­აგ­რძე­ლა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­სურ­ნე "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ად“ წარ­მო­ა­ჩენს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღიად ან­ტი­ა­მე­რი­კულ რელ­სებ­ზე გა­და­ვი­და და და­სავ­ლეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

მე­სა­მე ფაზა: რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა

ახლა, ამ სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის მე­სა­მე ფა­ზაა და­წყე­ბუ­ლი. კა­ნო­ნის რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი მო­ი­ცავს:

ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის­თვის "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ იარ­ლი­ყის მი­წე­ბე­ბას. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს ტერ­მი­ნი და­მამ­ცი­რე­ბე­ლია და საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებ­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

მძი­მე ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის და­წე­სე­ბას და ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბას მათ­თვის, ვინც უარს ამ­ბობს "აგენ­ტად“ და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე ან არ მი­აწ­ვდის მო­თხოვ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

პი­რა­დი ხა­სი­ა­თის მგრძნო­ბი­ა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას, რა­ზეც უარი ასე­ვე ჯა­რი­მებს ან აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას იწ­ვევს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლია, მაგ­რამ მე აქ თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის არ მოვ­სულ­ვარ. ახლა გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში ვართ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად. უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ!

ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ მარ­ტო არ ვართ. ქარ­თველ ხალ­ხს ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი უჭე­რენ მხარს; მკა­ფიო გზავ­ნი­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბი­ან ქარ­თველ ავ­ტოკ­რა­ტებს; ამ­ხნე­ვე­ბენ მათ, ვინც დე­მოკ­რა­ტი­ას იცავს; ასან­ქცი­რე­ბენ მათ, ვინც დე­მოკ­რა­ტი­ას აზი­ა­ნებს; "მე­გო­ბა­რი აქ­ტი­სა“ და "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქ­ტის“ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მო­დი­ან. ამ მხარ­და­ჭე­რას გუ­ლი­თა­დად აფა­სებს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზე­ნა­ე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და ჩაგ­ვრა მი­უ­ღე­ბე­ლია.

ქარ­თვე­ლე­ბი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მო­დის და მას მო­პო­ვე­ბა სჭირ­დე­ბა - მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია ასე­თი ბრძო­ლის და თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თე­ბი­თაა სავ­სე. ამე­რი­კი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჩვენ ერთხელ უკვე ავა­შე­ნეთ მსოფ­ლი­ოს ამ ნა­წილ­ში გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტია და მჯე­რა, რომ თქვე­ნი თა­ნად­გო­მით, ახ­ლაც გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად!

მო­ხა­რუ­ლი ვარ, ვუ­პა­სუ­ხო თქვენს კი­თხვებს, მათ შო­რის იმა­ზე, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გავ­ხა­დოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი ამე­რი­კის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი,“ - გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა მოს­მე­ნა­ზე.

  • "ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში"

"გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს - და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ამ გზას გაყვნენ", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ბენ კარ­დინ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ქვეყ­ნე­ბი სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ.

“უკა­ნას­კნელ წლებ­ში სულ უფრო ხში­რად ვხე­დავთ, რომ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უფრო მე­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუფ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, მი­მარ­თა­ვენ ასეთ კა­ნო­ნებს, რო­გორც რეპ­რე­სი­ე­ბის ინ­სტრუ­მენტს. ძა­ლი­ან შე­საშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ინ­დო­ე­თამ­დე, თურ­ქე­თადმდე თა­ვი­ანთ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მებს იყე­ნე­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მაგ­რამ ამ აპ­რილ­ში მა­სობ­რი­ვი ქუ­ჩის პრო­ტეს­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მთავ­რო­ბამ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის რე­გის­ტრა­ცი­ის” კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ამ შე­მოდ­გო­მა­ზე შე­დის.

გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს - და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ამ გზას გაყ­ვე­ბოდ­ნენ. ეს [კა­ნო­ნი] სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მთავ­რო­ბას სა­მიზ­ნე­ში ამო­ი­ღოს არა­კო­მერ­ცი­უ­ლი [ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი] და აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთავ­რო­ბას­თან თან­ხვედ­რა­ში არ­მყო­ფი ხმე­ბის და­ში­ნე­ბის და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ხურ­ვის იძუ­ლე­ბის მცდე­ლო­ბაა.

მმარ­თველ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ა­ში კა­ნო­ნის სპონ­სო­რე­ბი ძა­ლი­ან ნათ­ლად ამ­ბობ­დნენ თა­ვი­ანთ ზრახ­ვებს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თუ რო­მელ აქ­ტო­რებს მი­იჩ­ნევ­დნენ მტრე­ბად.

კონ­გრესს და კონ­კრე­ტუ­ლად ამ კო­მი­ტეტს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, რომ გა­ბე­დუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას, რათა პირ­და­პირ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ კა­ნო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და მხა­რი და­უ­ჭი­როს მა­მაც აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ის ერ­თგულ­ნი არი­ან”, - გა­ნა­ცხა­და კარ­დინ­მა.

  • "ქარ­თველ ხალ­ხს ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­როს და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს მო­მა­ვა­ლი..."

"ქარ­თველ ხალ­ხს ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­როს და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს მო­მა­ვა­ლი თუ სი­მარ­თლეა, რა­საც ამ­ბობთ ქარ­თველ ხალ­ხზე და მათ სურ­ვი­ლებ­ზე, მა­შინ მათ ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­რონ და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღონ მო­მა­ვა­ლი", - ეს კი სე­ნა­ტორ­მა ჯიმ რიშ­მა (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მი­მარ­თა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ხელ­მძღვა­ნელს, ეკა გი­გა­ურს.

სე­ნა­ტო­რის თქმით, არ ეს­მის რა­ტომ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რუ­სე­თი შე­იჭ­რა ადა­მი­ა­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მელ­თაც სურთ "კო­მუ­ნის­ტურ, სო­ცი­ა­ლის­ტურ ცხოვ­რე­ბის წეს­ში დაბ­რუ­ნე­ბა“.

მან მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სე­ნა­ტო­რის თქმით, მათ რუ­სეთ­თან საქ­მის და­ჭე­რა არ უნ­დათ, არა­ნა­ი­რი ფორ­მით.

ამას­თან­ვე, სე­ნა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან.

" 2012 წლი­დან შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დით და არ გვეს­მო­და. ვხე­დავთ უკუს­ვლას, რე­ა­ლუ­რად, არ გვეს­მის. თქვე­ნი ქვე­ყა­ნა 4 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე ნაკ­ლე­ბია, ისე ჩანს, თით­ქოს, მი­ნი­მუმ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოძ­რა­ო­ბაა, რო­მე­ლიც წარ­სულ რუ­სულ მმარ­თვე­ლო­ბას და რუ­სულ რეპ­რე­სი­ებს ადი­დებს. უბ­რა­ლოდ არ გვეს­მის ეს. თქვენ მი­ი­ღეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის­გან და რა­ტომ უნდა მი­ე­ქა­ნე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა უკან? ვუ­ყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს და ბალ­ტი­ის სამ ქვე­ყა­ნას, ვა­და­რებთ. ეს პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბია. გე­ტყვით - ეს ხალ­ხი ხში­რად მო­დის ჩვენ­თან, ერ­თი­ა­ნე­ბი არი­ან, მყა­რად არი­ან, არ ეში­ნი­ათ, სურთ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა, რუ­სეთ­თან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი საქ­მე არ უნ­დათ, რომ ჰქონ­დეთ, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით.

და მა­ინც, არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც შეჭ­რით “ეწ­ვია” რუ­სე­თი, აიღო მისი ორი ტე­რი­ტო­რია, პი­რო­ბა დადო, რომ წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ჯე­რაც აგ­რძე­ლებს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. იმას ვამ­ბობ, რომ შეშ­ლი­ლე­ბის ჯგუ­ფი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტომ უნდა იყოს ხალ­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რომ­ლებ­საც, რო­გორც ჩანს, უკან კო­მუ­ნის­ტურ, სო­ცი­ა­ლის­ტურ ცხოვ­რე­ბის წეს­ში სურს დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთს ჰქონ­და.

გე­ტყვით, რომ მო­მა­ვალ თვე­ში არ­ჩევ­ნებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით.

თუ სი­მარ­თლეა ქარ­თველ ხალ­ხზე და მათ სურ­ვი­ლებ­ზე რა­საც ამ­ბობთ, მა­შინ მათ ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­რონ და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღონ მო­მა­ვა­ლი”, - გა­ნა­ცხა­და რიშ­მა.

  • "ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც კო­ბა­ხი­ძეს ჩვენ­თან ჰქონ­და იყო ის, რომ აშშ-ს შე­ე­წყვე­ტა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა..."

"ფაქ­ტი, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა მზად არის აშშ-სთან პარტნი­ო­რო­ბის 30-ზე მეტი წელი მო­ის­რო­ლოს, რათა რუ­სე­თის სამ­სა­ხუ­რი გა­აგ­რძე­ლოს, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­გე­ბია", - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა ჯინ ჰა­შინ­მა (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე .

მან გა­იხ­სე­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა, სა­დაც მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა იყო, რომ აშშ-ს შე­ე­წყვე­ტა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. შა­ჰი­ნის თქმით, ეს­მის, პრე­მი­ერ-მი­ნისტს აქვს შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ "ოთახ­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ იყო და ყვე­ლამ გა­ი­გო“.

“შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც [სა­ქარ­თვე­ლოს] პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გვქონ­და, აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბოლო დრო­ის რეგ­რე­სის სა­კი­თხი წა­მოვ­წი­ეთ, რა­ზეც “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ იმოქ­მე­და. მო­ვუ­წო­დეთ მას, რომ და­ფიქ­რდეს გზებ­ზე, რი­თაც მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხილ­ვა შეგ­ვეძ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც თან­ხმედ­რა­ში იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებ­თან და უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს.

ნამ­დვი­ლად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან, ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც მას ჩვენ­თან ჰქონ­და იყო ის, რომ აშშ-ს შე­ე­წყვე­ტა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც კონ­გრეს­მენ­მა ტერ­ნერ­მა ახ­სნა - დე­მოკ­რა­ტი­ა­ში ჩვენ ყვე­ლა ვა­ღი­ა­რებთ, რომ შე­გიძ­ლია, კრი­ტი­კუ­ლი იყო თუ პო­ლი­ტი­კას არ ეთან­ხმე­ბი.

მეს­მის, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აქვს ამ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი ოთახ­ში, ყვე­ლამ გა­ვი­გეთ რა თქვა და მე­ტად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტია მო­მა­ვალ­ში არ აღი­ა­რებს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც მათ არ ეთან­ხმე­ბი­ან.

ასე რომ, რო­გორც სე­ნა­ტორ­მა რიშ­მა თქვა, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი 30 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, მხარს უჭერ­და მის დე­მოკ­რა­ტი­ას, თვით­გა­მორ­კვე­ვას, უსაფრ­თხო­ე­ბას და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეყ­რდნო­ბო­და. ის ფაქ­ტი, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა მზად არის ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­რო­ლოს, რათა რუ­სე­თის სამ­სა­ხუ­რი გა­აგ­რძე­ლოს, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­გე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% ჯერ კი­დევ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ”, - გა­ნა­ცხა­და შა­ჰინ­მა.

ავტორი:

განხილვა სენატში: ეკა გიგაურის მოხსენება და სენატორების უმწვავესი შეფასებები - "...იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვნენ"

განხილვა სენატში: ეკა გიგაურის მოხსენება და სენატორების უმწვავესი შეფასებები - "...იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვნენ"

2024 წლის 12 სექტემბერს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს "აგენტების კანონზე“ ისაუბრეს.

მოსმენა, სახელწოდებით, "არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყო.

ჰონგ-კონგში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასამთავრობოებისადმი მტრულად განწყობილ კანონებთან ერთად, სენატში საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.

საქართველოს შესახებ მომხსენებელი იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე "გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს.

  • "თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა..."

გიგაურის თქმით, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

"მე ეკა გიგაური ვარ, ვხელმძღვანელობ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კორუფციის თემებზე მუშაობს. მოგიყვებით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მტრულად განწყობილ კანონმდებლობაზე და გაგიზიარებთ ჩემი, როგორც უფლებადამცველის პირად გამოცდილებას სახელისუფლებო თავდასხმებთან დაკავშირებით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების შემოღების ტენდენცია საგანგაშოა. პირველად ეს კანონები რუსეთში პუტინის რეჟიმმა დანერგა, რასაც შედეგად კონსოლიდირებული ავტოკრატია მოჰყვა. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას - ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ, თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას.

ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად კი ორი მთავარი ელემენტია აუცილებელი:

აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად; და მეორე, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვაში გვეხმარებოდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელი საქმე, ამერიკამ უნდა გააკეთოს. არა და არა! საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად, თავისუფლებას კი ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ხალხმა, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო, ზუსტად იცის, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი!

იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს - რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს - მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

საქართველოში "რუსულ კანონს“ სახალხო მღელვარება მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის.

თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს.

რუსეთში აპრობირებული ავტოკრატიული მიზნები მარტივია: კრიტიკული ხმების ჩახშობა, სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვა და თავისუფალი მედიის გაქრობა. ამ მიზნების მიღწევისთვის კი კანონიერების ცრუ ფასადით შენიღბული ანტი-არასამთავრობო კანონმდებლობა ძალიან მოხერხებული იარაღია.

საქართველოში ეს პროცესი სამ ეტაპად წარიმართა:

პირველი ფაზა: რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადება

ყველაფერი სამოქალაქო საზოგადოების, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიური კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით დაიწყო. სხვა კოლეგებთან ერთად, მე და ჩემი ოჯახის წევრებიც გავხდით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე.

მეორე ფაზა: კანონის მიღება საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად - სახალხო მღელვარების, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს. ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე "გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს. ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

მესამე ფაზა: რუსული კანონის აღსრულება

ახლა, ამ საუბრის პარალელურად, საქართველოში კანონის აღსრულების მესამე ფაზაა დაწყებული. კანონის რეპრესიული ზომები მოიცავს:

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის "უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებას. ქართველებისთვის ეს ტერმინი დამამცირებელია და საბჭოთა რეპრესიებთანაა ასოცირებული.

მძიმე ფულადი ჯარიმების დაწესებას და ქონების დაყადაღებას მათთვის, ვინც უარს ამბობს "აგენტად“ დარეგისტრირებაზე ან არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას.

პირადი ხასიათის მგრძნობიარე ინფორმაციის გამოთხოვას, რაზეც უარი ასევე ჯარიმებს ან აქტივების გაყინვას იწვევს.

საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ!

ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; "მეგობარი აქტისა“ და "ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია.

ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება - მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე. ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად!

მოხარული ვარ, ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ ქართველი ხალხისადმი ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტური,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა მოსმენაზე.

  • "ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში"

"გასაოცარია, მაგრამ "უცხოური გავლენის“ კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს - დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვნენ", - განაცხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა.

როგორც მან აღნიშნა, შემაშფოთებელია, რომ ქვეყნები სამართლებრივ სისტემებს ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ.

“უკანასკნელ წლებში სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებსაც უფრო მეტად დემოკრატიულად ან ნაწილობრივ თავისუფლად მივიჩნევთ, მიმართავენ ასეთ კანონებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტს. ძალიან შესაშფოთებელია, რომ დემოკრატიები საქართველოდან ინდოეთამდე, თურქეთადმდე თავიანთ სამართლებრივ სისტემებს იყენებენ ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკა ნათელი წერტილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამ აპრილში მასობრივი ქუჩის პროტესტების მიუხედავად, მთავრობამ “უცხოური გავლენის რეგისტრაციის” კანონი მიიღო, რომელიც ძალაში ამ შემოდგომაზე შედის.

გასაოცარია, მაგრამ ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს - დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაყვებოდნენ. ეს [კანონი] საშუალებას აძლევს მთავრობას სამიზნეში ამოიღოს არაკომერციული [ორგანიზაციები] და აქტივისტები. ეს სამოქალაქო საზოგადოების მთავრობასთან თანხვედრაში არმყოფი ხმების დაშინების და, საბოლოო ჯამში, დახურვის იძულების მცდელობაა.

მმართველ “ქართული ოცნების” პარტიაში კანონის სპონსორები ძალიან ნათლად ამბობდნენ თავიანთ ზრახვებს, სამოქალაქო საზოგადოების თუ რომელ აქტორებს მიიჩნევდნენ მტრებად.

კონგრესს და კონკრეტულად ამ კომიტეტს პასუხისმგებლობა აქვს, რომ გაბედული საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგას, რათა პირდაპირ შეეწინააღმდეგოს ამ კანონების გამოყენებას და მხარი დაუჭიროს მამაც აქტივისტებს, რომლებიც დემოკრატიის ერთგულნი არიან”, - განაცხადა კარდინმა.

  • "ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი..."

"ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი", - ეს კი სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა, როდესაც მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.

სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ "კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება“.

მან მაგალითად მოიყვანა ბალტიის ქვეყნები, სადაც სენატორის თქმით, მათ რუსეთთან საქმის დაჭერა არ უნდათ, არანაირი ფორმით.

ამასთანვე, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან.

" 2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან? ვუყურებთ საქართველოს და ბალტიის სამ ქვეყანას, ვადარებთ. ეს პატარა ქვეყნებია. გეტყვით - ეს ხალხი ხშირად მოდის ჩვენთან, ერთიანები არიან, მყარად არიან, არ ეშინიათ, სურთ ჩვენი დახმარება, რუსეთთან საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, ნებისმიერი ფორმით.

და მაინც, არის საქართველო, რომელსაც შეჭრით “ეწვია” რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა.

გეტყვით, რომ მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით.

თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, - განაცხადა რიშმა.

  • "ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც კობახიძეს ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება..."

"ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია", - განაცხადა სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე .

მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. შაჰინის თქმით, ესმის, პრემიერ-მინისტს აქვს შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ "ოთახში ერთადერთი ადამიანი არ იყო და ყველამ გაიგო“.

“შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. როგორც კონგრესმენმა ტერნერმა ახსნა - დემოკრატიაში ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ შეგიძლია, კრიტიკული იყო თუ პოლიტიკას არ ეთანხმები.

მესმის, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი არ ვიყავი ოთახში, ყველამ გავიგეთ რა თქვა და მეტად იმედგაცრუებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” პარტია მომავალში არ აღიარებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან.

ასე რომ, როგორც სენატორმა რიშმა თქვა, აშშ საქართველოს პარტნიორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, მხარს უჭერდა მის დემოკრატიას, თვითგამორკვევას, უსაფრთხოებას და ეს ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეყრდნობოდა. ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის ეს ყველაფერი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, - განაცხადა შაჰინმა.