საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, ყაველაშვილია, რომელმაც რეკორდი დაამყარა გინებაში" - გოცირიძე
"გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, ყაველაშვილია, რომელმაც რეკორდი დაამყარა გინებაში" - გოცირიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის ნა­წი­ლი გამ­ლა­მა­ზებ­ლე­ბი არი­ან ნაძ­ვის ხეზე, რო­მე­ლიც მა­ხინ­ჯია, დაგ­რე­ხი­ლი ტო­ტე­ბით, ბრჭყვი­ა­ლა, ლა­მაზ-ლა­მა­ზი სა­თა­მა­შო­ე­ბი რომ ჩა­მო­კი­დო. გი­ნა­ხავთ რო­მე­ლი­მე სპორ­ტსმე­ნის გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან? ერ­თა­დერ­თი, ვინც თავი გა­მო­ი­ჩი­ნა, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო გი­ნე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­არ­ჩევ­ნო სიის პირ­ველ ოცე­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

სიის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი კი, რო­გორც გო­ცი­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც “ქვე­ყა­ნას უღა­ლა­ტეს”.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სია შედ­გე­ბა სამი ნა­წი­ლის­გან: რე­გი­ო­ნებ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი, ფუ­ლი­ა­ნი, ბო­ბო­ლა ფე­ო­და­ლე­ბი, რო­მელ­თაც მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის აღ­დგე­ნა უნ­დათ შე­მოვ­ლი­თი ფორ­მით; პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი: აქ არის ნა­წი­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მელ­თაც უღა­ლა­ტეს ქვე­ყა­ნას, მი­ი­ღეს “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი”, ფაქ­ტობ­რი­ვად ზურ­გი აქ­ცი­ეს ევ­რო­კავ­შირს; მათი მათი მე­ო­რე ნა­წი­ლი კი გამ­ლა­მა­ზებ­ლე­ბი არი­ან ნაძ­ვის ხეზე, რო­მე­ლიც მა­ხინ­ჯია, დაგ­რე­ხი­ლი ტო­ტე­ბით, ბრჭყვი­ა­ლა, ლა­მაზ-ლა­მა­ზი სა­თა­მა­შო­ე­ბი რომ ჩა­მო­კი­დო. პარ­ლა­მენ­ტში ამ ადა­მი­ა­ნე­ბის როლი იქ­ნე­ბა კენ­ჭის ყრის ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რა. სტა­ტის­ტე­ბის როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ, ისე­ვე რო­გორც ის სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს პარ­ლა­მენ­ტში არი­ან. გი­ნა­ხავთ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ან კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან? ან სხვა რო­მე­ლი­მე სპორ­ტსმე­ნის? მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ კა­ნონპ­რო­ექტს ყვე­ლამ ხმა მის­ცა. ერ­თა­დერ­თი, ვინც ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო, გა­მო­დის და თავი გა­მო­უ­ჩე­ნია, ეს არის ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო გი­ნე­ბა­ში. კაკო ბო­ბი­ხი­ძე­საც კი “გა­და­უ­ჯოკ­რა”. კაკო ბო­ბო­ხი­ძე­საც კი აჯო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო გი­ნე­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, გო­ცი­რი­ძემ სხვა სა­კი­თხებ­ზეც ისა­უბ­რა და უპა­სუ­ხა კი­თხვას სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ და­გეგ­მილ გან­ხილ­ვა­ზე. მისი თქმით, რო­გორც სე­ნა­ტი­დან, ისე კონ­გრე­სი­დან, “ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და ზუს­ტი” გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა.

“ძა­ლი­ან ნა­თე­ლი, ზუს­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, რო­გორც სე­ნა­ტი­დან, ისე კონ­გრე­სი­დან. ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან; მთავ­რო­ბი­დან, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან - მათი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბაც იყო გუ­შინ, რომ მათი სა­ხელ­მწი­ფო, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, არ მი­ა­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას რუ­სე­თის პი­რის­პირ და არ მის­ცემს უფ­ლე­ბას ამ მა­რი­ო­ნე­ტულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­უხ­ვი­ოს მის ის­ტო­რი­ულ არ­ჩე­ვანს. ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რის აქტი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­ზღვევს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­ტი­და­სავ­ლურ კურსს და ქვეყ­ნის რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას. თუ ამის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რისი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, მა­შინ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რებს უმ­ძი­მე­სი სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბათ. ამას მოჰ­ყვე­ბა ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცია, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” რომც წა­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, რაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მოხ­დე­ბა, სან­ქცი­ე­ბი და უკვე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, არ ას­ცდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, ყაველაშვილია, რომელმაც რეკორდი დაამყარა გინებაში" - გოცირიძე

"გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, ყაველაშვილია, რომელმაც რეკორდი დაამყარა გინებაში" - გოცირიძე

"ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეულის ნაწილი გამლამაზებლები არიან ნაძვის ხეზე, რომელიც მახინჯია, დაგრეხილი ტოტებით, ბრჭყვიალა, ლამაზ-ლამაზი სათამაშოები რომ ჩამოკიდო. გინახავთ რომელიმე სპორტსმენის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ერთადერთი, ვინც თავი გამოიჩინა, ყაველაშვილია, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა საპარლამენტო გინებაში, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სიის კიდევ ერთი ნაწილი კი, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ის ადამიანები არიან, ვინც “ქვეყანას უღალატეს”.

"ქართული ოცნების” სია შედგება სამი ნაწილისგან: რეგიონებზე მიმაგრებული, ფულიანი, ბობოლა ფეოდალები, რომელთაც მაჟორიტარული სისტემის აღდგენა უნდათ შემოვლითი ფორმით; პირველი ოცეული: აქ არის ნაწილი იმ ადამიანებისა, რომელთაც უღალატეს ქვეყანას, მიიღეს “რუსული კანონი”, ფაქტობრივად ზურგი აქციეს ევროკავშირს; მათი მათი მეორე ნაწილი კი გამლამაზებლები არიან ნაძვის ხეზე, რომელიც მახინჯია, დაგრეხილი ტოტებით, ბრჭყვიალა, ლამაზ-ლამაზი სათამაშოები რომ ჩამოკიდო. პარლამენტში ამ ადამიანების როლი იქნება კენჭის ყრის ღილაკზე თითის დაჭერა. სტატისტების როლს შეასრულებენ, ისევე როგორც ის სპორტსმენები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. გინახავთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის ტრიბუნიდან? ან სხვა რომელიმე სპორტსმენის? მაგრამ სამწუხაროდ, მოღალატეობრივ კანონპროექტს ყველამ ხმა მისცა. ერთადერთი, ვინც ყოფილი სპორტსმენი იყო, გამოდის და თავი გამოუჩენია, ეს არის ყაველაშვილი, რომელმაც გინესის რეკორდი დაამყარა საპარლამენტო გინებაში. კაკო ბობიხიძესაც კი “გადაუჯოკრა”. კაკო ბობოხიძესაც კი აჯობა საპარლამენტო გინებაში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძემ სხვა საკითხებზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას სენატში საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვაზე. მისი თქმით, როგორც სენატიდან, ისე კონგრესიდან, “ძალიან ნათელი და ზუსტი” განცხადებები კეთდება.

“ძალიან ნათელი, ზუსტი განცხადებები კეთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორც სენატიდან, ისე კონგრესიდან. ასევე აღმასრულებელი სტრუქტურებიდან; მთავრობიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან - მათი წარმომადგენლის განცხადებაც იყო გუშინ, რომ მათი სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირი, არ მიატოვებს საქართველოს მოსახლეობას რუსეთის პირისპირ და არ მისცემს უფლებას ამ მარიონეტულ ხელისუფლებას, რომ საქართველომ გადაუხვიოს მის ისტორიულ არჩევანს. ქვეყნის მხარდაჭერის აქტი იქნება მიღებული, რომელიც ფაქტობრივად, დააზღვევს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ კურსს და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას. თუ ამის მცდელობა იქნება, რისი ყველაზე დიდი გამოხატულება იქნება არჩევნების გაყალბება, მაშინ “ქართული ოცნების” ლიდერებს უმძიმესი სანქციები დაეკისრებათ. ამას მოჰყვება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია, მათ შორის ფინანსური კუთხით. “ქართული ოცნება” რომც წავიდეს ხელისუფლებიდან, რაც, დიდი ალბათობით, მოხდება, სანქციები და უკვე ჩადენილი დანაშაულების გამო დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არ ასცდება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.