საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში "ქართული ღვინის ფესტივალი 2024" გაიმართება
თბილისში "ქართული ღვინის ფესტივალი 2024" გაიმართება

ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა - მიმ­დი­ნა­რე წლის 12 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სი „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს“ უმას­პინ­ძლებს. ღო­ნის­ძი­ე­ბა სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ოპ­რო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი.

სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი, ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა სო­მე­ლი­ეს­თან. 2024 წლის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბი­თაც, რო­მელ­თა ნა­წილ­საც სტუმ­რე­ბი ად­გილ­ზე შე­ი­ტყო­ბენ. მათ შო­რის იქ­ნე­ბა გა­თა­მა­შე­ბაც და მას­ში ჩარ­თვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა. რო­გორც „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი და ღო­ნის­ძი­ე­ბის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე გან­მარ­ტავს, რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ისე სტუმ­რე­ბი ფეს­ტი­ვალ­ზე დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რე­ბენ, აღ­მო­ა­ჩე­ნენ სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბულ ღვი­ნოს, და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ უგემ­რი­ე­ლეს ნუგ­ბარს და ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბით დატ­კბე­ბი­ან:

„ყო­ველ­წლი­უ­რად ვცდი­ლობთ სი­ახ­ლე­ე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ებს ასე­ვე მო­სულ სტუმ­რებს. ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ყო­ველ­თვის აღ­მო­ა­ჩენთ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულს, რაც ჩვე­ნი ერთ-ერთი ნი­შაა. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს პირ­ვე­ლად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბრო­წე­უ­ლის ღვი­ნო, რო­მელ­მაც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ასე­ვე, პირ­ვე­ლად მო­ე­წყო სო­მე­ლი­ეს მას­ტერკლა­სი, რო­მელ­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ჰქონ­და. ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ სო­მე­ლი­ეს­თან შეხ­ვედ­რა ჩვენს წლე­ვან­დელ პროგ­რა­მა­შიც იქ­ნე­ბა, ოღონდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით“, - გან­მარ­ტა მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ღვი­ნი­სა თუ სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლებ­თან და ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლებ­თან თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი კვლა­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს:

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის იმარ­თე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ის ყო­ველ­წლი­უ­რად თბი­ლის­ში, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ტარ­დე­ბა, ტუ­რის­ტებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, სტუმ­რე­ბის 70% სწო­რედ ისი­ნი არი­ან. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 50-60 კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბას და ვიწ­ვევთ რო­გორც მე­წარ­მე­ებს, ისე ფოლკ­ლო­რულ ჯგუ­ფებ­სა და ან­სამ­ბლებს, ჩა­ერ­თონ შე­მოდ­გო­მის მთა­ვარ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

ბიზ­ნე­სის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ისიც, რომ წელს ვთა­ნამ­შრომ­ლობთ რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლე­ბიც ტუ­რის ფარ­გლებ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბად მო­იყ­ვა­ნენ ტუ­რის­ტებ­საც. გარ­და ამი­სა, ფეს­ტი­ვა­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია იმი­სათ­ვის, რომ ბიზ­ნეს­მა სწო­რი კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­როს მა­გა­ლი­თად პო­ლიგ­რა­ფი­ულ კომ­პა­ნი­ებ­თან, ღვი­ნის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა თუ პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­თან. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს მსხვი­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ღვი­ნის ეტი­კე­ტე­ბის დი­ზა­ი­ნი­სა და ბეჭდ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკონ­კუ­რენ­ტოა სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე. ასე­ვე, წელს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უ­წევს პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი­თა თუ იმ­პორ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მე­წარ­მე­ებს“, - გან­მარ­ტა მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს“ ყო­ველ­თვის კარ­გი მე­დია მხარ­და­ჭე­რა აქვს, პრო­მო­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ეს ბიზ­ნე­სის­თვის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ, შე­ავ­სონ რე­გის­ტრა­ცი­ის ფორ­მა და ჩა­ერ­თონ სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

R

ავტორი:

თბილისში "ქართული ღვინის ფესტივალი 2024" გაიმართება

თბილისში "ქართული ღვინის ფესტივალი 2024" გაიმართება

ტრადიცია გრძელდება - მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს თბილისი „ქართული ღვინის ფესტივალს“ უმასპინძლებს. ღონისძიება სიონის ქუჩაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები.

სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სომელიესთან. 2024 წლის ღვინის ფესტივალი გამორჩეული იქნება სიახლეებითაც, რომელთა ნაწილსაც სტუმრები ადგილზე შეიტყობენ. მათ შორის იქნება გათამაშებაც და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი და ღონისძიების თანაორგანიზატორი მარიამ გიორგაძე განმარტავს, როგორც მონაწილეები, ისე სტუმრები ფესტივალზე დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, აღმოაჩენენ სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს, დააგემოვნებენ უგემრიელეს ნუგბარს და ქართული ჰანგებით დატკბებიან:

„ყოველწლიურად ვცდილობთ სიახლეები შევთავაზოთ როგორც მონაწილეებს ასევე მოსულ სტუმრებს. ღვინის ფესტივალზე ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც განსხვავებულს, რაც ჩვენი ერთ-ერთი ნიშაა. მაგალითად, გასულ წელს პირველად იყო წარმოდგენილი ბროწეულის ღვინო, რომელმაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

ასევე, პირველად მოეწყო სომელიეს მასტერკლასი, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ სომელიესთან შეხვედრა ჩვენს წლევანდელ პროგრამაშიც იქნება, ოღონდ განსხვავებული ფორმატით“, - განმარტა მარიამ გიორგაძემ.

აღსანიშნავია, რომ ღვინისა თუ სხვა ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებთან და ფოლკლორულ ანსამბლებთან თუ ინდივიდუალურ შემსრულებლებთან მოლაპარაკებების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს:

„ქართული ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იმართება. იმის გათვალისწინებით, რომ ის ყოველწლიურად თბილისში, სიონის ქუჩაზე ტარდება, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი დაკვირვებით, სტუმრების 70% სწორედ ისინი არიან. ფესტივალში მონაწილეობა 50-60 კომპანიას შეუძლია. ჩვენ ვაგრძელებთ განაცხადების მიღებას და ვიწვევთ როგორც მეწარმეებს, ისე ფოლკლორულ ჯგუფებსა და ანსამბლებს, ჩაერთონ შემოდგომის მთავარ ღონისძიებაში.

ბიზნესისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ წელს ვთანამშრომლობთ რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან, რომლებიც ტურის ფარგლებში ფესტივალზე დასასწრებად მოიყვანენ ტურისტებსაც. გარდა ამისა, ფესტივალი ძალიან კარგი ადგილია იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი კონტაქტები დაამყაროს მაგალითად პოლიგრაფიულ კომპანიებთან, ღვინის აქსესუარებისა თუ პროდუქტის შეფუთვების მწარმოებლებთან. ფესტივალში მონაწილეობას იღებს მსხვილი სარეკლამო კომპანია, რომელიც ღვინის ეტიკეტების დიზაინისა და ბეჭდვის მიმართულებით უკონკურენტოა საქართველოს ბაზარზე. ასევე, წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კონსულტაციას გაუწევს პროდუქციის ექსპორტითა თუ იმპორტით დაინტერესებულ მეწარმეებს“, - განმარტა მარიამ გიორგაძემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ღვინის ფესტივალს“ ყოველთვის კარგი მედია მხარდაჭერა აქვს, პრომოციის თვალსაზრისით ეს ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. ფესტივალში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს შეუძლიათ, შეავსონ რეგისტრაციის ფორმა და ჩაერთონ სეზონის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში.

R