საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ" - გია ხუხაშვილი
"ივანიშვილმა ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ" - გია ხუხაშვილი

"[ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა] ღმერ­თსაც კი "გა­და­უ­ჯოკ­რა“, მე­სა­მედ მო­ვი­და, ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ცხოვ­რე­ბით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, - ასე შე­ა­ფა­სა პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ტი­კოს­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიის ოცე­უ­ლი.

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სია "კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სუს­ტია" და მმარ­თვე­ლი გუნ­დი "ორი კინ­კი­ლა სპორ­ტსმე­ნის იმედ­ზეა“.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ ნომ­რად და­სა­ხე­ლე­ბას აქვს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა ისაა, რომ მას არ აქვს რე­ა­ლუ­რად არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი. შე­სა­ბა­მი­სად, მას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს ვინ­მეს­თან კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოქ­მე­დე­ბე­ბის სრუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნი ჰქონ­დეს. მას შე­იძ­ლე­ბა მო­უ­წი­ოს ორი ირაკ­ლის ჩა­რე­ცხვა და ეს იყოს ერთ-ერთი პი­რო­ბა პოსტსა­არ­ჩევ­ნოდ კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის. პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მას ხელ-ფეხი გახ­სნი­ლი უნდა ჰქონ­დეს. მას უნდა ჰქონ­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის კომ­ფორ­ტი. პირ­ველ ნომ­რად სხვა თუ და­სა­ხელ­დე­ბო­და, ბუ­ნებ­რი­ვია,

მა­ნევ­რს მო­უკ­ლავ­და, იმი­ტომ რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ან კო­ბა­ხი­ძეს­თან ან ღა­რი­ბაშ­ვილ­თან გა­მარ­თავ­და. ეს არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა. გარ­და ამი­სა, მას ეს­მის, რომ სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი და გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­კუ­თა­რი რო­ლის სრულ ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენს, იმი­ტომ, რომ სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი შფოთვე­ბი აქვს. ეს ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნაა, რო­მე­ლიც ასე­ვე სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ა­ცაა, მე­სა­მედ მოს­ვლის ის­ტო­რია. პრინ­ციპ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ღმერ­თსაც კი "გა­და­უ­ჯოკ­რა", მე­სა­მედ მო­ვი­და. ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, ეს არ არის მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი ქმე­დე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ მას პრე­ტენ­ზია იმუ­ნი­ტე­ტის შე­სა­ძე­ნად, სა­მო­მავ­ლოდ უფრო პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე ექ­ნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი და მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლია - გაძ­ლევს იმუ­ნი­ტეტს და სუ­ლაც არ არის ვალ­დე­ბუ­ლი კა­ბი­ნეტ­ში იჯ­დეს და 24 სა­ა­თი იმუ­შა­ოს. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი ცხოვ­რე­ბით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სიას, სია კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სუს­ტია. გა­სა­გე­ბია, რომ მას სჭირ­დე­ბა ღი­ლაკ­ზე თი­თის დამ­ჭე­რე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არა­ვის რომ არ გა­აჩ­ნია, მარ­ტი­ვად იკი­თხე­ბა. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ცნო­ბად სა­ხე­ებს მა­ინც არ­ჩევ­დნენ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან დაკ­ნინ­და ამ მხრივ, არა­ვინ და­ე­თან­ხმა და ორი კინ­კი­ლა სპორ­ტსმე­ნის იმედ­ზე დარ­ჩნენ. შე­სა­ბა­მი­სად, სია ძა­ლი­ან სუს­ტია. გარ­და ამი­სა, რა­ტომ 20-კა­ცი­ა­ნი სია, მათ ხომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე აქვთ პრე­ტენ­ზია?! რა­ტომ არაა 50-კა­ცი­ა­ნი? ეს მე­ტყვე­ლებს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი იმე­დი იმის, რომ გრძე­ლი სიით შევ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში თვი­თო­ნაც არ აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა. სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ამას­თან, სი­ა­ში არი­ან მოქ­მე­დი ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტსმე­ნე­ბი, ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

ავტორი:

"ივანიშვილმა ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ" - გია ხუხაშვილი

"ივანიშვილმა ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ" - გია ხუხაშვილი

"[ბიძინა ივანიშვილმა] ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, - ასე შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, "ქართული ოცნების“ სიის ოცეული.

  • როგორც მან აღნიშნა, სია "კატასტროფულად სუსტია" და მმართველი გუნდი "ორი კინკილა სპორტსმენის იმედზეა“.

"ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელებას აქვს რაციონალური და ირაციონალური ახსნა. რაციონალური ახსნა ისაა, რომ მას არ აქვს რეალურად არჩევნებში გამარჯვების იმედი. შესაბამისად, მას შეიძლება მოუწიოს ვინმესთან კოალიციის შექმნა და აქედან გამომდინარე, ამ მოლაპარაკებებში მისთვის მნიშვნელოვანია მოქმედებების სრული დიაპაზონი ჰქონდეს. მას შეიძლება მოუწიოს ორი ირაკლის ჩარეცხვა და ეს იყოს ერთ-ერთი პირობა პოსტსაარჩევნოდ კოალიციის შექმნის. პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობაში მას ხელ-ფეხი გახსნილი უნდა ჰქონდეს. მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების კომფორტი. პირველ ნომრად სხვა თუ დასახელდებოდა, ბუნებრივია,

მანევრს მოუკლავდა, იმიტომ რომ ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელიც მოლაპარაკებებს ან კობახიძესთან ან ღარიბაშვილთან გამართავდა. ეს არის რაციონალური ახსნა. გარდა ამისა, მას ესმის, რომ სჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი და გარკვეულწილად საკუთარი როლის სრულ ლეგალიზაციას ახდენს, იმიტომ, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გარკვეული შფოთვები აქვს. ეს ირაციონალური ახსნაა, რომელიც ასევე სევდიანი ისტორიაცაა, მესამედ მოსვლის ისტორია. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა", მესამედ მოვიდა. ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს არ არის მისთვის კომფორტული ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მას პრეტენზია იმუნიტეტის შესაძენად, სამომავლოდ უფრო პრეზიდენტობაზე ექნება. პრეზიდენტის სტატუსი და მისი კონსტიტუციური ფორმატი მისთვის კომფორტულია - გაძლევს იმუნიტეტს და სულაც არ არის ვალდებული კაბინეტში იჯდეს და 24 საათი იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული.

რაც შეეხება სიას, სია კატასტროფულად სუსტია. გასაგებია, რომ მას სჭირდება ღილაკზე თითის დამჭერები. პოლიტიკური ნება არავის რომ არ გააჩნია, მარტივად იკითხება. პრობლემა ისაა, რომ ცნობად სახეებს მაინც არჩევდნენ სხვადასხვა სფეროდან, როგორც ჩანს, ძალიან დაკნინდა ამ მხრივ, არავინ დაეთანხმა და ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ. შესაბამისად, სია ძალიან სუსტია. გარდა ამისა, რატომ 20-კაციანი სია, მათ ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე აქვთ პრეტენზია?! რატომ არაა 50-კაციანი? ეს მეტყველებს, რომ მაინცდამაინც დიდი იმედი იმის, რომ გრძელი სიით შევლენ პარლამენტში თვითონაც არ აქვთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო სიის პირველი ოცეული დაასახელა. სიის პირველი ნომერი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამასთან, სიაში არიან მოქმედი ოლიმპიური სპორტსმენები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"