მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს..."  - გიორგი ზვიადაძე
"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს..."  - გიორგი ზვიადაძე

პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ძა­ლი­ან კარ­გად აქვს შეს­წავ­ლი­ლი პრაქ­ტი­კა, რაც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს და "ეს გარ­კვე­ულ რის­კებს შე­ი­ცავს“.

მი­სი­ვე თქმით, ეკ­ლე­სი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­დე­ლი ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს ისე, რო­გორც არის.

"ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცია ჰქონ­დეს. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, მო­სახ­ლე­ო­ბა. სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ხით არ­სე­ბობს, არის უნი­კა­ლუ­რი და ეს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ დგას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის დახ­მა­რე­ბას და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტის, რო­ლის კი­დევ უფრო გაზ­რდას, რა თქმა უნდა, მად­ლი­ე­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მღვდელმთა­ვარ­თა და სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის მიერ, მაგ­რამ ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მიერ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ცხა­დე­ბუ­ლი ის პო­ზი­ცი­აა, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბის არის უნი­კა­ლუ­რი, რაც სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ამა­ვე დროს, მის თა­ვი­სუფ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II, რო­მელ­საც აქვს გა­ნუ­ზო­მე­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა ამ ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად თვლის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ლე­სი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, არის ძა­ლი­ან ბევ­რი რის­კი. შე­იძ­ლე­ბა დღეს არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით ასე არ იყოს, მაგ­რამ ზო­გა­დად ეს გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი გარ­კვე­ულ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას ძა­ლი­ან კარ­გად აქვს შეს­წავ­ლი­ლი ის პრაქ­ტი­კა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ლე­სი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს, ეს გარ­კვე­ულ რის­კებს შე­ი­ცავს. ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­დე­ლი ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბი­სა უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს ისე, რო­გორც არის.

ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი ის არის, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა… დღეს ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პრობ­ლე­მა არ გვაქვს და უაღ­რე­სად ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას შო­რის არის, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში რო­გორ იქ­ნე­ბა, ეს ძა­ლი­ან დიდ რის­კებს შე­ი­ცავს. სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა, იმ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ ის სა­ხელ­მწი­ფოს გავ­ლე­ნას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს“, - გა­ნა­ცხა­და მამა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას სთა­ვა­ზობს. მისი თქმით, ამ სა­კი­თხზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან შეხ­ვედ­რა სპონ­ტა­ნუ­რად და­ი­გეგ­მა.

ავტორი:

"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს..."  - გიორგი ზვიადაძე

"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს..."  - გიორგი ზვიადაძე

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და "ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს“.

მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.

"ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიას ყველა საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გარკვეული პოზიცია ჰქონდეს. საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მოსახლეობა. სამართლებრივი მოდელი, რომელიც კონსტიტუციური ხელშეკრულების სახით არსებობს, არის უნიკალური და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დახმარებას და მისი ავტორიტეტის, როლის კიდევ უფრო გაზრდას, რა თქმა უნდა, მადლიერებას იმსახურებს. ეს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა საქართველოს მართლმადიდებელი მღვდელმთავართა და სხდომაში მონაწილე ყველა პირის მიერ, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული ის პოზიციაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის არის უნიკალური, რაც სრულ თავისუფლებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსგან, ამავე დროს, მის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, რომელსაც აქვს განუზომელი დამსახურება ამ ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის წინაშე, ერთმნიშვნელოვნად თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. შეიძლება დღეს არსებულ ხელისუფლებასთან მიმართებით ასე არ იყოს, მაგრამ ზოგადად ეს გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას.

საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადებას გულისხმობს, ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.

ყველაზე დიდი რისკი ის არის, როგორ გამოიყენებს რომელიმე ხელისუფლება… დღეს ჩვენ ხელისუფლებასთან პრობლემა არ გვაქვს და უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადება, იმ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ის სახელმწიფოს გავლენას დაექვემდებაროს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა.