მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც კი იკადრეს ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს, - აპარატიდან უნდა გამორთონო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ: რას აცხადებს "გორმედი'"?
"არც კი იკადრეს ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს, - აპარატიდან უნდა გამორთონო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ: რას აცხადებს "გორმედი'"?

გო­რის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ქალი და­ი­ღუ­პა - უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა “გორ­მედ­ში”, 2 კვი­რის წინ მოხ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, და­ღუ­პუ­ლია 30 წლის მაგ­და ბა­ლი­აშ­ვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს გა­მო­ძი­ე­ბა ად­გენს, მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოც. და­ღუ­პუ­ლის ოჯახს პრე­ტენ­ზი­ე­ბი მე­დი­კო­სე­ბის მი­მართ აქვთ და მძი­მე შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მათ აკის­რე­ბენ.

ამის თა­ო­ბა­ზე ისი­ნი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რო­ბენ:

"ჩა­მო­ვი­და ექთა­ნი და გვი­თხრა, წა­მობ­რძან­დით მე­უღ­ლე და დედა, რომ თქვე­ნი შვი­ლი ნა­ხო­თო. წა­ვე­დით პა­ლა­ტა­ში, ჩემი შვი­ლი კარ­გად იმ­ყო­ფე­ბო­და, ნორ­მა­ლუ­რად შეგ­ვხვდა. სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი რომ მო­ვი­და, ექიმ­მა შე­ა­მოწ­მა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო, გა­და­ა­ბა­რა მო­რი­გე ექიმს და წა­ვი­და სახ­ლში. 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­იქ­მნა ცუ­დად. ელექტრო­შო­კი გა­მო­ი­ყე­ნეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გა­უ­ჩერ­დაო...

არა­ფე­რი არ უთ­ქვი­ათ, ვერ გა­ი­გეს თვი­თო­ნაც. ბავ­შვი უკვე სის­ხლის­გან იყო დაც­ლი­ლი. სის­ხლს რომ უღებ­დნენ, ვე­ნას ვე­ღარ პო­უ­ლობ­დნენ", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

გარ­დაც­ვლილს, ახალ­შო­ბი­ლის გარ­და, 4 წლის შვი­ლი დარ­ჩა.

"კლი­ნი­კამ გვი­თხრა თა­ვი­დან, თრომ­ბი არი­სო, მერე არ აღ­მოჩ­ნდა თრომ­ბი, ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა­აო, კუ­ჭის წყლუ­ლი ხო არ ჰქონ­დაო. მე ვუ­თხა­რი, კუჭი არ სტკი­ე­ბია-მეთ­ქი. არც კი იკად­რეს გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეთ­ქვათ, რომ პა­ცი­ენ­ტი და­ე­ღუ­პათ. პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მიგ­ზავ­ნეს და იმან მი­თხრა, - აპა­რა­ტი­დან უნდა გა­მორ­თონ, აზრი აღარ აქ­ვსო... 4 წლის გოგო დამ­რჩა და 15 დღის ბიჭი... ვეც­დე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად, რომ გა­ირ­კვეს მი­ზე­ზი, რა და­ე­მარ­თა ჩემს მე­უღ­ლეს... ამ საქ­მეს გმო­უ­ძი­ე­ბელს არ დავ­ტო­ვებ", - ამ­ბობს და­ღუ­პუ­ლი ქა­ლის მე­უღ­ლე, ამი­რან გო­გი­ნაშ­ვი­ლი.

მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს "გორ­მე­დის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ პა­ცი­ენ­ტი სამ­შო­ბი­ა­რო ცენ­ტრში და­წყე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თა, რის შემ­დე­გაც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რა დრო­საც და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა.

კლი­ნი­კა აღ­ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენ­ტთან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია წინა პრობ­ლე­მუ­რი მშო­ბი­ა­რო­ბე­ბიც. მა­თი­ვე ცნო­ბით, ნა­ყო­ფი გა­დარ­ჩა და მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გორ­მედ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბი­ან, რო­მელ­საც გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ნა­ყო­ფე გზე­ბის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახ­და.

"გორ­მედ­ში” მშო­ბი­ა­რე პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. პა­ცი­ენ­ტი "გორ­მე­დის" სამ­შო­ბი­ა­რო ცენ­ტრში შე­იყ­ვა­ნეს და­წყე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბით.

მშო­ბი­ა­რეს აღე­ნიშ­ნე­ბო­და პრეკ­ლამ­ფსია და ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­კე­ის­რო კვე­თა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პა­ცი­ენ­ტთან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია წინა პრობ­ლე­მუ­რი მშო­ბი­ა­რო­ბე­ბიც.

სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნი­ლია ნა­ყო­ფი; ნა­ყო­ფის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. (ბავ­შვი გა­დაყ­ვა­ნილ იქნა შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში.)

ვი­ნა­ი­დან სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, მას ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცია, რომ­ლის დრო­საც და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა და არა­ნა­ი­რი ხარ­ვე­ზი არ გა­მოვ­ლინ­და.

ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა ელო­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჯა­რო­ებს და ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი, ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

გორ­მე­დის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ვა­რა­უ­დით პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ნა­ყო­ფე გზე­ბის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახ­და.

"გორ­მე­დის” სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

სამ­წუ­ხა­როდ, კლი­ნი­კას და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა არ შე­უძ­ლია, რად­გან პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს პა­ცი­ენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას", - ნათ­ქვა­მია კლი­ნი­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-მ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პო­ლი­ცი­ამ უკვე გა­მო­კი­თხა.

მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოც.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არც კი იკადრეს ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს, - აპარატიდან უნდა გამორთონო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ: რას აცხადებს "გორმედი'"?

"არც კი იკადრეს ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს, - აპარატიდან უნდა გამორთონო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ: რას აცხადებს "გორმედი'"?

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - უბედური შემთხვევა კლინიკა “გორმედში”, 2 კვირის წინ მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება, დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი. გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.

ამის თაობაზე ისინი "მთავარ არხთან" საუბრობენ:

"ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდაო...

არაფერი არ უთქვიათ, ვერ გაიგეს თვითონაც. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ, ვენას ვეღარ პოულობდნენ", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილს, ახალშობილის გარდა, 4 წლის შვილი დარჩა.

"კლინიკამ გვითხრა თავიდან, თრომბი არისო, მერე არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხო არ ჰქონდაო. მე ვუთხარი, კუჭი არ სტკიებია-მეთქი. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, - აპარატიდან უნდა გამორთონ, აზრი აღარ აქვსო... 4 წლის გოგო დამრჩა და 15 დღის ბიჭი... ვეცდები ყველანაირად, რომ გაირკვეს მიზეზი, რა დაემართა ჩემს მეუღლეს... ამ საქმეს გმოუძიებელს არ დავტოვებ", - ამბობს დაღუპული ქალის მეუღლე, ამირან გოგინაშვილი.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს "გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური, რომელშიც ნათქვამია, რომ პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რა დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.

კლინიკა აღნიშნავს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. მათივე ცნობით, ნაყოფი გადარჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გორმედში ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელსაც გაასაჯაროებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

"გორმედში” მშობიარე პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ. პაციენტი "გორმედის" სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით.

მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც.

საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი; ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი გადაყვანილ იქნა შესაბამის კლინიკაში.)

ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა.

ამ ეტაპზე კლინიკა ელოდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გაასაჯაროებს და ექნება შესაბამისი, ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

გორმედის სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა.

"გორმედის” სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სამწუხაროდ, კლინიკას დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვას", - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

შსს-მ მომხდარის გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციამ უკვე გამოკითხა.

მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოც.