მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ“ - პოლიციამ 3 პირი დააკავა
“ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ“ - პოლიციამ 3 პირი დააკავა

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 3 პირი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­ში დახ­მა­რე­ბის, ასე­ვე სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე სამი პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.ნ. და 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ბ.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გა­მო­ძალ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მათი და­ვა­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა დროს, მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის, ასე­ვე, ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მუ­ქა­რით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს სთხოვ­დნენ, ხოლო უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ და ქო­ნე­ბას უზი­ა­ნებ­დნენ.

ჩა­ტა­რე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.ბ., ტ.ნ. და რ.ბ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდარ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25 - 181-ე და 187-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

“ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ“ - პოლიციამ 3 პირი დააკავა

“ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ“ - პოლიციამ 3 პირი დააკავა

სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული ნ.ბ., 1993 წელს დაბადებული ტ.ნ. და 1998 წელს დაბადებული რ.ბ.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ.

დაკავებულები მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოქალაქეების დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ.

ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ბ., ტ.ნ. და რ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 - 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.