საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვინო, ქალები... და სისხლის ზღვა, ანუ სიმართლე ნერონის გასართობ სასახლეზე
ღვინო, ქალები... და სისხლის ზღვა, ანუ სიმართლე ნერონის გასართობ სასახლეზე

ცნო­ბებს რო­მის იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის ორ­გი­ებ­სა და სა­სახ­ლე­ზე, სა­დაც იგი ამ ორ­გი­ებს აწყობ­და, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ვიდ­რე რომ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი სა­სახ­ლის ნან­გრე­ვებს არ მი­აკ­ვლი­ეს.

სწო­რედ ამ სა­სახ­ლე­ში იმ­პე­რა­ტო­რი თა­ვის სტუმ­რებს "არ­თობ­და" ისე­თი სა­ნა­ხა­ო­ბით, რო­გო­რიც ქრის­ტი­ა­ნე­ბის ცო­ცხლად დაწ­ვაა. მო­მაკ­ვდავ­თა გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბის ცეკ­ვას ერ­წყმო­და, - წერ­და ამ აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ თა­ვის დრო­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი Daily Mail-ი.

გა­სარ­თო­ბი დარ­ბა­ზი მდე­ბა­რე­ობ­და ე.წ. ოქ­როს სახ­ლში. ის­ტო­რი­კო­სი გაი სვე­ტო­ნი წერს, რომ სა­სა­დი­ლო­ე­ბი სპი­ლოს ძვლით იყო მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი. პა­ნე­ლე­ბის გა­და­წე­ვის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სტუმ­რე­ბის­თვის ყვა­ვი­ლე­ბის ფეხ­ქვეშ გა­ფე­ნა ან სუ­ნა­მოს დაფ­რქვე­ვა. მთა­ვა­რი დარ­ბა­ზი მრგვა­ლი ფორ­მი­სა იყო და ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბის მსგავ­სად, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­წყვეტ­ლად ბრუ­ნავ­და.

ასე­თი კონ­სტრუქ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­კო­სე­ბი­დან ბევ­რს არ სჯე­რო­და, მაგ­რამ პა­ლა­ტი­ნის ბორ­ცვზე "ოქ­როს სახ­ლის" გა­თხრე­ბი­სას მი­აკ­ვლი­ეს მრგვალ კე­დელს, ქვე­ბის ოთხმეტ­რი­ან კო­ლო­ნა­სა და ქვის რამ­დე­ნი­მე უზარ­მა­ზარ ბურთს, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლოა მოძ­რა­ვი ია­ტა­კი ყო­ფი­ლი­ყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მრგვა­ლი დარ­ბა­ზის დი­ა­მეტ­რიც 15 მეტრზე მეტი იყო. სპე­ცი­ა­ლის­ტთა ნა­წი­ლის ვა­რა­უ­დით, ქვის ბურ­თებს წყლის ჭავ­ლით ატ­რი­ა­ლებ­დნენ. სხვა ვერ­სი­ით, ამას მო­ნე­ბი აკე­თებ­დნენ.

ეს დარ­ბა­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნე­რო­ნის მრა­ვა­ლი ორ­გი­ი­სა და სა­დის­ტუ­რი ქმე­დე­ბის მომსწრე გამ­ხდა­რა. სის­ხლის­მსმე­ლი და მო­ღა­ლა­ტე ხა­სი­ა­თი ნე­რონს მემ­კვიდ­რე­ო­ბით დე­დის, აგ­რი­პი­ნას­გან ერგო, რო­მელ­მაც გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ორი­ვე ქმა­რი მოკ­ლა. ერთ-ერთი იმ­პე­რა­ტო­რი კლავ­დი­უ­სი იყო და ასე გა­უ­თა­ვი­სუფ­ლა გზა ნე­რონს ტახ­ტის­კენ.

ნე­რონ­მა მო­წამ­ლა ნა­ხე­ვარძმა, შემ­დეგ კი დედა მო­აკ­ვლე­ვი­ნა, იმ მი­ზე­ზით, რომ საქ­მე­ებ­ში მუდ­მი­ვი ჩა­რე­ვით თავი მო­ა­ბეზ­რა.

ნე­რო­ნის სი­სას­ტი­კეს ემსხვერ­პლა მისი პირ­ვე­ლი ცო­ლიც. იმ­პე­რა­ტორ­მა მას თავი მოკ­ვე­თა და თა­ვის საყ­ვა­რელს, პო­პე­ას სა­ჩუქ­რად გა­უგ­ზავ­ნა. თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი არც პო­პე­ას­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა. ფეხ­მძი­მე ქალი სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა იმ მი­ზე­ზით, რომ ცხე­ნო­სან­თა შე­ჯიბ­რე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ნე­რონ­მა გა­დაწ­ვა რომი, რომ "ოქ­როს სახ­ლის" მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ად­გი­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. მის შე­სას­ვლელ­თან 36,5 მეტ­რის სი­მაღ­ლის ნე­რო­ნის ოქ­როს ქან­და­კე­ბა და­იდ­გა. ბა­ღებ­ში კი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და­სე­ირ­ნობ­დნენ.

მბრუ­ნავ დარ­ბაზ­ში სტუმ­რებს ფარ­შე­ვან­გი­სა და გე­დის ხორ­ცით უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ.

ნე­რო­ნი თავს ნი­ჭი­ერ მუ­სი­კო­სად და პო­ე­ტად მი­იჩ­ნევ­და. როცა ის თე­ატ­რში გა­მო­დი­ო­და, კარს კე­ტავ­დნენ, რომ წარ­მოდ­გე­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ბა­ზი არა­ვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იგი­ვე ხდე­ბო­და მბრუ­ნავ დარ­ბაზ­შიც: ვიდ­რე ნე­რო­ნი ბრძა­ნე­ბას არ გას­ცემ­და, დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა არა­ვის შე­ეძ­ლო. "ოქ­როს სახ­ლის" მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე რო­მა­ე­ლე­ბი აჯანყდნენ და ნე­რო­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თავი მო­ეკ­ლა.

სა­სახ­ლე გა­ძარ­ცვეს და და­ან­გრი­ეს. მის ნან­გრე­ვებს პირ­ვე­ლად XV სა­უ­კუ­ნე­ში მი­აკ­ვლი­ეს.

  • ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი ”ის­ტო­რი­ა­ნი”
ავტორი:

ღვინო, ქალები... და სისხლის ზღვა, ანუ სიმართლე ნერონის გასართობ სასახლეზე

ღვინო, ქალები... და სისხლის ზღვა, ანუ სიმართლე ნერონის გასართობ სასახლეზე

ცნობებს რომის იმპერატორ ნერონის ორგიებსა და სასახლეზე, სადაც იგი ამ ორგიებს აწყობდა, გადაჭარბებულად მიიჩნევდნენ, ვიდრე რომში ლეგენდარული სასახლის ნანგრევებს არ მიაკვლიეს.

სწორედ ამ სასახლეში იმპერატორი თავის სტუმრებს "ართობდა" ისეთი სანახაობით, როგორიც ქრისტიანების ცოცხლად დაწვაა. მომაკვდავთა განწირული კივილი ნახევრად შიშველი ქალების ცეკვას ერწყმოდა, - წერდა ამ აღმოჩენის შესახებ თავის დროზე ბრიტანული Daily Mail-ი.

გასართობი დარბაზი მდებარეობდა ე.წ. ოქროს სახლში. ისტორიკოსი გაი სვეტონი წერს, რომ სასადილოები სპილოს ძვლით იყო მოჩუქურთმებული. პანელების გადაწევის შემდეგ შესაძლებელი იყო სტუმრებისთვის ყვავილების ფეხქვეშ გაფენა ან სუნამოს დაფრქვევა. მთავარი დარბაზი მრგვალი ფორმისა იყო და ციური სხეულების მსგავსად, 24 საათის განმავლობაში შეუწყვეტლად ბრუნავდა.

ასეთი კონსტრუქციის არსებობის ისტორიკოსებიდან ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ პალატინის ბორცვზე "ოქროს სახლის" გათხრებისას მიაკვლიეს მრგვალ კედელს, ქვების ოთხმეტრიან კოლონასა და ქვის რამდენიმე უზარმაზარ ბურთს, რომელზეც შესაძლოა მოძრავი იატაკი ყოფილიყო განთავსებული. მრგვალი დარბაზის დიამეტრიც 15 მეტრზე მეტი იყო. სპეციალისტთა ნაწილის ვარაუდით, ქვის ბურთებს წყლის ჭავლით ატრიალებდნენ. სხვა ვერსიით, ამას მონები აკეთებდნენ.

ეს დარბაზი, სავარაუდოდ, ნერონის მრავალი ორგიისა და სადისტური ქმედების მომსწრე გამხდარა. სისხლისმსმელი და მოღალატე ხასიათი ნერონს მემკვიდრეობით დედის, აგრიპინასგან ერგო, რომელმაც გადმოცემის თანახმად, ორივე ქმარი მოკლა. ერთ-ერთი იმპერატორი კლავდიუსი იყო და ასე გაუთავისუფლა გზა ნერონს ტახტისკენ.

ნერონმა მოწამლა ნახევარძმა, შემდეგ კი დედა მოაკვლევინა, იმ მიზეზით, რომ საქმეებში მუდმივი ჩარევით თავი მოაბეზრა.

ნერონის სისასტიკეს ემსხვერპლა მისი პირველი ცოლიც. იმპერატორმა მას თავი მოკვეთა და თავის საყვარელს, პოპეას საჩუქრად გაუგზავნა. თუმცა ხანგრძლივი არც პოპეასთან მისი ურთიერთობა აღმოჩნდა. ფეხმძიმე ქალი სასიკვდილოდ სცემა იმ მიზეზით, რომ ცხენოსანთა შეჯიბრებიდან დაბრუნება დააგვიანა.

გადმოცემის თანახმად, ნერონმა გადაწვა რომი, რომ "ოქროს სახლის" მშენებლობისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. მის შესასვლელთან 36,5 მეტრის სიმაღლის ნერონის ოქროს ქანდაკება დაიდგა. ბაღებში კი ეგზოტიკური ცხოველები დასეირნობდნენ.

მბრუნავ დარბაზში სტუმრებს ფარშევანგისა და გედის ხორცით უმასპინძლდებოდნენ.

ნერონი თავს ნიჭიერ მუსიკოსად და პოეტად მიიჩნევდა. როცა ის თეატრში გამოდიოდა, კარს კეტავდნენ, რომ წარმოდგენის დასრულებამდე დარბაზი არავის დაეტოვებინა. იგივე ხდებოდა მბრუნავ დარბაზშიც: ვიდრე ნერონი ბრძანებას არ გასცემდა, დარბაზის დატოვება არავის შეეძლო. "ოქროს სახლის" მშენებლობის დასრულებიდან მალევე რომაელები აჯანყდნენ და ნერონი იძულებული გახდა, თავი მოეკლა.

სასახლე გაძარცვეს და დაანგრიეს. მის ნანგრევებს პირველად XV საუკუნეში მიაკვლიეს.

  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”