პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა სცენაზე გარდაიცვალა: "გული მღერის, სული მღერის" - ეს იყო მისი ბოლო ნამღერი" - ლეგენდარული კომპოზიტორის ბავშვობა და ოჯახის ტრაგედია: გოგი ცაბაძეს შვილი იხსენებს
"მამა სცენაზე გარდაიცვალა: "გული მღერის, სული მღერის" - ეს იყო მისი ბოლო ნამღერი" - ლეგენდარული კომპოზიტორის ბავშვობა და ოჯახის ტრაგედია: გოგი ცაბაძეს შვილი იხსენებს

ლე­გენ­და­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის გოგი ცა­ბა­ძის 100 წლის იუ­ბი­ლე 24 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში და­ი­წყე­ბა. კონ­ცერ­ტე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ქუ­თა­ის­სა და თე­ლავ­შიც. სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ე­ბის დას­კვნი­თი ნა­წი­ლი კი 18 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში შედ­გე­ბა.

  • დიდი კომ­პო­ზი­ტო­რი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა - “გოგი ცა­ბა­ძის ფეს­ტი­ვა­ლი“ უწო­დეს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ არის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და რო­მელ­ზეც მუ­სი­კო­სი და­ვით მა­ზა­ნაშ­ვი­ლი და თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძე მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი.

“შემ­დეგ კი, 30 ნო­ემ­ბერს დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ კონ­ცერ­ტი გორ­ში ჩა­ვა­ტა­როთ, რაც ფეს­ტი­ვა­ლის გა­მო­სა­თხო­ვა­რი სა­ღა­მო იქ­ნე­ბა... ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მი­ვან­დე, რომ­ლებ­საც თა­ვი­ან­თი კონ­ცეფ­ცია აქვთ. ორი­ვე ნი­ჭი­ე­რი კა­ცია,“ - გვე­უბ­ნე­ბა გოგი ცა­ბა­ძის შვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი კახა ცა­ბა­ძე.

Ambebi.ge -მ მას­თან მა­მის 100 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა.

გა­ვიხ­სე­ნეთ გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მუ­სი­კით ქარ­თუ­ლი ესტრა­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. გოგი ცა­ბა­ძის მუ­სი­კა ხომ მარ­თლაც უკ­ვდა­ვია.

კახა ცა­ბა­ძე:

- ალ­ბათ ყვე­ლა ბიჭი ოც­ნე­ბობს, რომ მა­მას ჰგავ­დეს, რად­გან მამა, ღმერ­თად ჰყავთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი... ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იქ, იმ ოთახ­ში ყოფ­ნა, როცა ჩვენ­თან “ორე­რა“ მო­დი­ო­და და მამა მათ­თან მუ­შა­ობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში რო­ი­ა­ლის ქვე­მოთ ვი­ყა­ვი შემ­ძვრა­ლი და მათი ჰან­გე­ბის ფონ­ზე კედ­ლებ­ზე ვხა­ტავ­დი... ახლა ვხვდე­ბი, თურ­მე მა­მა­ჩემს ხელს რო­გორ ვუშ­ლი­დი...

ჩვენ­თან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და, მათ შო­რის პეტ­რე გრუ­ზინ­სკი. სა­ო­ცა­რი ჩი­ბუ­ხი ჰქონ­და, მისი სურ­ნე­ლო­ვა­ნი თამ­ბა­ქოს სუნი ახლა კი მახ­სოვს. სკო­ლი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, სახ­ლში შე­სუ­ლი, თუ იმ თამ­ბა­ქოს სურ­ნელს შე­ვიგ­რძნობ­დი, ვხვდე­ბო­დი, რომ ბა­ტო­ნი პეტ­რე იყო მო­სუ­ლი. ესე­ნი ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ...

მამა ფი­ლარ­მო­ნი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, სა­დაც ხში­რად დავ­ყავ­დი. იქ რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ოდ­ნენ ან­სამ­ბლე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, რაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და... იმ გა­რე­მო­სა და ატ­მოს­ფე­რო­ში ვიზ­რდე­ბო­დი, რა­მაც ალ­ბათ სა­მო­მავ­ლოდ ჩემი პრო­ფე­სი­აც გან­სა­ზღვრა...

  • კომ­პო­ზი­ტო­რი შინ

- ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარ­და. არა­სო­დეს გე­ტყო­და, რა იყო კარ­გი და რა - ცუდი. თა­ვი­სი ცხოვ­რებს წე­სით, მა­გა­ლი­თით გაჩ­ვე­ნებ­და, რო­გორ უნდა გე­ცხოვ­რა. დღემ­დე მაგ მა­გა­ლი­თე­ბით ვცდი­ლობ, ვი­ცხოვ­რო... თბი­ლი კაცი იყო, უც­ნა­უ­რი, ბავ­შვუ­რი, მი­ა­მი­ტი - ყვე­ლაფ­რის სჯე­რო­და, ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც არ უნდა გეთ­ქვა, ყვე­ლა­ფერს და­გი­ჯე­რებ­და, ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ადა­მი­ანს ტყუ­ი­ლი რო­გორ უნდა ეთ­ქვა. რომ შე­მოგ­ხე­დავ­და, არ არ­სე­ბობ­და, მის­თვის სი­მარ­თლის გარ­და სხვა რამ გეთ­ქვა. შენც არას­დროს ატყუ­ებ­დი.

  • გო­გო­ლის ქუჩა, კარო და გოგი

- ბავ­შვო­ბა­ში გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი ოქ­როს უბა­ნი... მე­ზო­ბე­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, გო­გიმ რა იცის სიმ­ღე­რა, გაბო (გაბ­რი­ე­ლი) რომ გი­ტა­რას აი­ღებ­და, ანუ ბა­ბუ­ა­ჩემს გუ­ლის­ხმობ­და, სიმ­ღე­რა ის იყოო. გაბო ლექ­სებ­საც წერ­და, მისი ლექ­სე­ბი მაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. რო­გორც ჩანს, ბა­ბუ­ამ ნო­ტე­ბი არ იცო­და, თუმ­ცა რა­ღაც სტრო­ფებს ამ­ღე­რებ­და...

მა­მამ ფე­ხის ტრავ­მის გამო მუ­სი­კა­ზე სი­ა­რუ­ლი გვი­ან და­ი­წყო. თურ­მე ბე­ბი­ა­ჩემს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, როცა მა­მა­ჩემ­მა სთხო­ვა, პი­ა­ნი­ნო მი­ყი­დე­თო... მა­შინ გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე, ოქ­როს უბან­ში ნო­ტე­ბით სი­ა­რუ­ლი ცოტა უჩ­ვე­უ­ლო იყო. ამი­ტომ მა­მა­ჩე­მი ნო­ტებს პე­რან­გის შიგ­ნით მა­ლავ­და... იქვე ვი­ღაც მა­ლა­კა­ნი კარო ყო­ფი­ლა, უბ­ნის ერთ-ერთი ყოჩი, მა­მა­ზე უფ­რო­სი. ერთხელ გოგი უბან­ში მო­დი­ო­და, იქვე ბი­ჭე­ბი მდგა­რან. მამა იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე, - კა­რომ ხელი მო­მარ­ტყა, მუ­სი­კა­ზე და­დი­ხა­რო? - კი, დავ­დი­ვა­რო, - უთ­ქვამს გო­გის. წამო, აბა, და­უ­კა­რიო. ვი­ღა­ცას­თან სახ­ლში შე­უყ­ვა­ნია. “ბლატ­ნოი“ სიმ­ღე­რე­ბის დაკ­ვრა და­ვი­წყეო. ეგ არ მინ­და, იქ რას სწავ­ლობ და რა მუ­სი­კა­საც წერ, ის და­უ­კა­რიო. ამა­საც და­უკ­რავს. კარ­გიო, - და ისევ ბირ­ჟა­ზე წა­მო­უყ­ვა­ნია. ამან მუ­სი­კა­ზე უნდა ია­როს და თუ ვინ­მეს არ მო­ე­წო­ნე­ბა, ჩემ­თან მო­ვი­დეს, პა­სუხს მე გავ­ცე­მო - იქ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია.

  • გოგი ცა­ბა­ძის ქუჩა

- ქუ­ჩის­თვის მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი რომ დად­გა - დე­და­ჩემს ჰკი­თხეს, გო­გო­ლის ქუ­ჩას რომ და­ვარ­ქვათ, რა აზ­რის ხარ­თო? რას ამ­ბობთ, გო­გის თა­ვი­სი ქუჩა ისე უყ­ვარ­და და მა­გით ისე ამა­ყობ­და, თბი­ლის­ში მის მოს­პო­ბას ხელს რო­გორ შე­ვუ­წყობ - ამ ქუ­ჩის მი­მართ ასეთ სიყ­ვა­რულს რო­გორ და­ვან­გრე­ვო?! მერე ტელ­მა­ნის ქუ­ჩას (ყო­ფი­ლი მუს­კო­მე­დი­ის თე­ატრსა და მუშ­თა­ი­დის ბაღს შო­რის. “დი­ნა­მოს“ სტა­დი­ო­ნიც იქ­ვეა) გა­და­არ­ქვეს სა­ხე­ლი და გოგი ცა­ბა­ძის სა­ხე­ლი უწო­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმით გა­ა­მარ­თლეს, მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რიც იქ­ვეა, ფეხ­ბურ­თი უყ­ვარ­და და მისი უბა­ნიც ახ­ლო­სა­აო.

  • ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რომ ჩა­ა­ბა­რა, მა­შინ ასე­თი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობ­და - მუ­სი­კო­სე­ბის და მსა­ხი­ო­ბე­ბის ბრი­გა­დე­ბი იქ­მნე­ბო­და და რე­გი­ო­ნებ­ში სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნე­ებ­ში და­დი­ოდ­ნენ. მა­მაც იმ ჯგუფ­ში იყო, სა­დაც მერი შილ­დე­ლი, აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი და დიდი კო­რი­ფე­ე­ბი იყ­ვნენ... იმ გას­ტრო­ლე­ბის გამო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გაც­დე­ნე­ბი და­უგ­როვ­და. კომ­პო­ზი­ცი­ას იონა ტუს­კია ას­წავ­ლი­და, რო­მელ­საც და­უ­ბა­რე­ბია. უნდა აირ­ჩიო,- ან კონ­ცერ­ტე­ბი, ან კონ­სერ­ვა­ტო­რი­აო... მა­მას და 24 წლის ასაკ­ში ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი. 2 ძმა ფრონტზე და­ე­ღუ­პა და მარ­ტო იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ბა­ბუ­ა­ჩე­მი 1937 წელს და­ი­ჭი­რეს, ბე­ბი­ა­ჩე­მი მო­ღა­ლა­ტის მე­უღ­ლედ გა­მო­ა­ცხა­დეს და მუ­შა­ობ­და აუკ­რძა­ლეს. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ოჯა­ხის შვილს სხვა გაზა არ ჰონ­და, კონ­ცერ­ტე­ბი აირ­ჩია. ტუს­კი­ას­თვის კი უპა­სუ­ხია - ოჯახ­ში დე­და­ჩემს მე ვარ­ჩენ, რად­გან მუ­შა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქ­ვსო. მოკ­ლედ, პე­და­გო­გის რჩე­ვით აკა­დე­მი­უ­რი აუ­ღია და რა­ღაც ეტაპ­ზე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­დან წა­მო­ვი­და...

  • კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მიბ­რუ­ნე­ბა

- დე­და­ჩე­მი - თა­მარ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ცო­ლად რომ შე­ირ­თო, ცხოვ­რე­ბა უკვე სხვაგ­ვა­რად წა­ვი­და. ექიმ­მა დე­და­ჩემ­მა სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­უღ­ლეს და­უთ­მო. დე­და­ჩე­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­მა­ჩე­მი ის გოგი ცა­ბა­ძე არ იქ­ნე­ბო­და... მოკ­ლედ, კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ო­ჯა­ხე­ბის მერე და­ამ­თავ­რა. ხუმ­რობ­და ხოლ­მე - ვის­თან ერ­თა­დაც ვსწავ­ლობ­დი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მიბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უკვე ისი­ნი მას­წავ­ლიდ­ნე­ნო.

იმ ბრი­გა­დებ­ში მუ­შა­ო­ბაც იღ­ბა­ლი იყო, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ალ­ბათ მე­ტად კლა­სი­კის­კენ წა­ვი­დო­და, ასე კი უფრო ესტრა­დამ შე­ი­ყო­ლია. ამას­თან, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბით, კონ­ცერ­ტე­ბით, გას­ტრო­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. ქარ­თულ სულს მე­ტად ეზი­ა­რა და გა­ეც­ნო.

  • „ორე­რას“ პო­პუ­ლა­რო­ბა ცა­ბა­ძის მუ­სი­კამ გან­სა­ზღვრა

- თე­მურ და­ვი­თა­ი­ამ “ორე­რას“ წევ­რმა რამ­დე­ნი­მე ჩა­ნა­წე­რი მო­მი­ტა­ნა. მო­გო­ნე­ბე­ბი და­უ­წე­რია და შენც გქონ­დეს, ეს ამ­ბე­ბი არ გე­ცო­დი­ნე­ბაო. თა­ვი­დან “ორე­რა“ უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში შე­იქ­მნა. მათი კვარ­ტე­ტი შემ­დეგ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, ამის­თვის კი გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა დას­ჭირ­დათ. მათ მოს­მე­ნას ეს­წრე­ბო­და მიმ­ღე­ბი კო­მი­სია - ფი­ლარ­მო­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი და გოგი - მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი. თურ­მე კო­მი­სი­ამ კვარ­ტე­ტი და­ი­წუ­ნა. გო­გის უთ­ქვამს, მო­მე­ცით ეს ბი­ჭე­ბი და “მე ამის­გან გა­ვა­კე­თე­ბო“ - იმ ფილ­მის ფრა­ზი­სა არ იყო. ეტყო­ბა, მერე “ორე­რა­ზე“ იმი­ტომ ჰქონ­და ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი “მზრუნ­ვე­ლო­ბა,“ ყვე­ლა მის სიმ­ღე­რას თით­ქმის ისი­ნი ას­რუ­ლებ­დნენ.

  • „მე­ფა­ი­ტო­ნე“

- ბუბა კი­კა­ბი­ძეს და ნანი ბრეგ­ვა­ძე­საც სიმ­რე­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რად უწერ­და. ყვე­ლა­ფერს პირ­და­პირ წერ­ტილ­ში სვამ­და, რად­გან ზუს­ტად მათ­თვის ქმნი­და, მათ ხა­სი­ათს, დი­ა­პა­ზონს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ეს სიმ­ღე­რებ­შიც ჩანს. მახ­სოვს, “მე­ფა­ი­ტო­ნის“ ტექ­სტი ბუ­ბამ მო­ი­ტა­ნა. მო­რის ფო­ცხიშ­ვილ­მა და­წე­რაო, მა­მამ რომ მო­ის­მი­ნა, 20 კუპ­ლე­ტი იყო, დაჯ­და, ერთი ამო­სუნ­თქვით და­წე­რა მუ­სი­კა და თან ყვე­ლა სტრო­ფი იმ­ღე­რა... სხვა სიმ­ღე­რებ­ზე ასე­თი რამ არ მახ­სოვს... არის სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ღერ­ლე­ბის ხმას­თან ერ­თად რჩე­ბა ხალ­ხში. “მე­ფა­ი­ტო­ნე“ სწო­რედ ბუ­ბას ხმით და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი სიმ­ღე­რაა და დი­დად არც მახ­სოვს, ის ვინ­მე სხვას შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

  • სიმ­ღე­რით სცე­ნა­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბა

- 60 წლის რომ შეს­რულ­და, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო ჰქონ­და, მაგ­რამ გორ­ში რა­ღაც ვერ შედ­გა. სა­მა­გი­ე­როდ, 62 წლის რომ ხდე­ბო­და, გორ­ში კონ­ცერ­ტი და­ი­გეგ­მა... უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი, მე­ზობ­ლი, ნა­თე­სა­ვი წა­ვი­და, ჩემ­მა ძმამ ვი­დეო კა­მე­რა ითხო­ვა, რომ სა­ღა­მო გა­და­ე­ღო. ესეც ხომ რა­ღაც ისე­თი ამ­ბა­ვია... და მა­მამ 1986 წლის 30 ნო­ემ­ბერს, მაგ დღეს 62 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე...

სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მე­უბ­ნე­ბი­ან, რა კარ­გია, სიმ­ღე­რით გარ­დაც­ვა­ლე­ბაო. არა­და, სიმ­ღე­რის დროს შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გარ­და­იც­ვა­ლოს. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის უფ­როა, იმ ცხოვ­რე­ბით ნა­ცხოვ­რე­ბი კაცი, ამ ქვეყ­ნი­დან სიმ­ღე­რით რომ მი­დის და სცე­ნა­ზე ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს. “გული მღე­რის, სული მღე­რის, თქვე­ნი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“ - ეს იყო მისი ბოლო ნამ­ღე­რი, რაც მარ­თლა სა­ოც­რე­ბაა, გა­საკ­ვი­რიც და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის დიდი მა­გა­ლი­თიც...

  • დედა და მამა

- რო­გორც გი­თხა­რით, დე­და­ჩემ­მა თავი გა­და­დო ოჯა­ხის­თვის. მა­მა­ჩემს ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფე­რი ეხე­ბო­და. ჩვე­ნი მომ­ვლე­ლი და აღ­მზრდე­ლი დე­და­ჩე­მი იყო. მა­მას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­და... ჩემი ძმა ჰყვე­ბა ხოლ­მე - ერთხელ მა­მამ ფან­ჯა­რას­თან მი­მიყ­ვა­ნა და მე­უბ­ნე­ბა, - გოგ­ლა, ამ­დე­ნი წე­ლია, გაკ­ვირ­დე­ბი, სახ­ლი­დან რომ გა­დი­ხარ, სულ მარ­ცხნივ მი­დი­ხარ, სად და­დი­ხა­რო? მამა, სკო­ლა მაქ­ვსო იქი­თო. აა, სკო­ლა? მა­შინ არა უშავს...

მი­უ­ხე­და­ვად მისი ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო, თა­ვის ქე­ი­ფით, მე­გობ­რე­ბის სტუმ­რო­ბით ჩვენ­თან თუ სხვას­თან. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად დი­ლას რომ არ ემუ­შა­ვა, არ არ­სე­ბობ­და. ჩვენ ვი­ცო­დით, როცა მუ­შა­ობ­და და ვცდი­ლობ­დით, ხელი არ შეგ­ვე­შა­ლა.

  • მა­მის შე­ფა­სე­ბა

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში როცა ვა­ბა­რებ­დი, მა­მა­ჩე­მი ქა­ლა­ქი­დან წა­ვი­და, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა... მა­შინ კომ­პო­ზი­ცი­ას ას­წავ­ლიდ­ნენ: ან­დრია ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, ალე­კო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ალექ­სან­დრე შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი, სულ­ხან ნა­სი­ძე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, და­ვით თო­რა­ძე... მახ­სოვს, პრო­რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე შა­ვერ­ზაშ­ვილ­მა და­უ­რე­კა, - გოგი, კა­ხამ და­წე­როს გან­ცხა­დე­ბა, ვის­თან უნდა სწავ­ლის და­წყე­ბაო. შენ ის კაცი გგო­ნი­ვარ, ჩემს შვილს გან­ცხა­დე­ბა და­ვა­წე­რი­ნო ერთ-ერ­თზე და და­ნარ­ჩე­ნებს ვა­წყე­ნი­ნოო? ვის­თა­ნაც გინ­დათ, იმას­თან იყოს, ჩემ­თვის ყვე­ლა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი­აო. ასე მოვ­ხვდი ან­დრია ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს­თან...

რო­დე­საც ჩემს კლა­სი­კურ ნა­მუ­შევ­რებს ვაჩ­ვე­ნებ­დი, კაცო, მე რას მაჩ­ვე­ნებ, მთე­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ბა­ლან­ჩი­ვა­ძის გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან და იმას ჰკი­თხეო... კონ­სერ­ვა­ტო­რია ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და და “კონ­ცერ­ტო გრო­სო“ დავ­წე­რე. მერე მის ჩა­სა­წე­რად “მე­ლო­დი­ა­ში“ ვმუ­შა­ობ­დით, - რეზო ტა­კი­ძე დი­რი­ჟო­რობ­და. მა­მა­ჩე­მი მო­ვი­და, ბა­ტონ რე­ზოს და ორ­კესტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­მი­ნა და ადრე წა­ვი­და... იქი­დან მშობ­ლებ­თან გა­ვი­ა­რე. დედა დამ­ხვდა, მა­მა­ჩე­მიც მალე მო­ვი­და. დე­დამ ჰკი­თხა - იყა­ვი “მე­ლო­დი­ა­ში“? კი, ყვე­ლა ვნა­ხეო. რო­გო­რი მუ­სი­კა აქვს კა­ხა­სო, - დე­და­ჩემს გო­გის აზრი აინ­ტე­რე­სებ­და. რო­გო­რიც არის, ისე­თი მუ­სი­კა აქ­ვსო, - ეს თქვა და მარ­ცხნივ წა­ვი­და, დე­და­ჩე­მი - მარ­ჯვნივ... წლე­ბის მერე ვნა­ნობ, რა­ტომ არ ვკი­თხე, - რას გუ­ლის­ხმობ­და... თუმ­ცა ჩემ­თვის იმა­საც ვფიქ­რობ, ხე­ლო­ვა­ნის­თვის ყვე­ლა დიდი შე­ფა­სე­ბა ხომ ისაა, რო­გო­რიც ხარ, ისე­თი მუ­სი­კა რომ გაქვს?! ალ­ბათ ეს, მისი მხრი­დან, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა იყო.

1-ელ მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვას­წავ­ლი­დი, ერთხე­ლაც ლექ­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი და დი­რექ­ტო­რი მე­ძა­ხის, - ჩა­მო­დი, ჩა­მო­დი, მა­მა­შე­ნის ინ­ტერ­ვი­უა ტე­ლე­ვი­ზორ­შიო. ჩა­მო­ვე­დი, რომ მგო­ნია, და­პყრო­ბი­ლი მაქვს მთე­ლი ქვე­ყა­ნა - ამ დროს მა­მა­ჩემს ეკი­თხე­ბი­ან, თქვენ შვილ­ზე რას იტყვით, რო­გო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი­აო? ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ, - ასე ერთი სი­ტყვით უპა­სუ­ხა... მის­გან და არც ან­დრი­ას­გან შე­ქე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ...

  • და­ბა­დე­ბის დღეს სო­ხუმ­ში იხ­დი­და

- მისი და­ბა­დე­ბის დღე რად­გან აგ­ვის­ტო­ში იყო, მაგ დროს ყო­ველ­თვის და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვით ხოლ­მე. მუდ­მი­ვად სო­ხუმ­ში, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სახ­ლში ვის­ვე­ნებ­დით. იქ იყ­ვნენ მა­მას კო­ლე­გე­ბი მე­უღ­ლე­ე­ბით, შვი­ლე­ბით - ყვე­ლა ერთ დიდ ოჯა­ხად ვი­ყა­ვით და იქ აღ­ვნიშ­ნავ­დით ხოლ­მე... მა­შინ ბო­რის ად­ლე­ი­ბა იყო აფხა­ზეთს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­მჯდო­მა­რე და ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებს დიდ პა­ტივს სცემ­და. უმე­ტე­სად ის უხ­დი­და მა­მას და­ბა­დე­ბის დღეს. აფხა­ზე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და... იმე­დი მაქვს, აფხა­ზე­თი დაბ­რუნ­დე­ბა. ისე, სულ ვამ­ბობ, მა­მა­ჩე­მი კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს და­ი­ბა­და და გარ­და­იც­ვა­ლა. და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს არ მოს­წრე­ბია, თუმ­ცა მისი შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი გუ­ლით უმ­ღე­რო­და...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მამა სცენაზე გარდაიცვალა: "გული მღერის, სული მღერის" - ეს იყო მისი ბოლო ნამღერი" - ლეგენდარული კომპოზიტორის ბავშვობა და ოჯახის ტრაგედია: გოგი ცაბაძეს შვილი იხსენებს

"მამა სცენაზე გარდაიცვალა: "გული მღერის, სული მღერის" - ეს იყო მისი ბოლო ნამღერი" - ლეგენდარული კომპოზიტორის ბავშვობა და ოჯახის ტრაგედია: გოგი ცაბაძეს შვილი იხსენებს

ლეგენდარული კომპოზიტორის გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე 24 აგვისტოს ბათუმში დაიწყება. კონცერტები ჩატარდება ქუთაისსა და თელავშიც. საიუბილეო საღამოების დასკვნითი ნაწილი კი 18 სექტემბერს თბილისში შედგება.

  • დიდი კომპოზიტორისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზატორებმა - “გოგი ცაბაძის ფესტივალი“ უწოდეს, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ არის მოფიქრებული და რომელზეც მუსიკოსი დავით მაზანაშვილი და თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე მუშაობენ.

როგორც ამბობენ, ყველა ქალაქში სხვადასხვა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები.

“შემდეგ კი, 30 ნოემბერს დიდი სურვილი მაქვს, რომ კონცერტი გორში ჩავატაროთ, რაც ფესტივალის გამოსათხოვარი საღამო იქნება... ამ შემთხვევაში ყველაფერი ორგანიზატორებს მივანდე, რომლებსაც თავიანთი კონცეფცია აქვთ. ორივე ნიჭიერი კაცია,“ - გვეუბნება გოგი ცაბაძის შვილი, კომპოზიტორი კახა ცაბაძე.

Ambebi.ge -მ მასთან მამის 100 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

გავიხსენეთ გენიალური კომპოზიტორი, ადამიანი, რომელმაც თავისი განუმეორებელი მუსიკით ქართული ესტრადის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოგი ცაბაძის მუსიკა ხომ მართლაც უკვდავია.

კახა ცაბაძე:

- ალბათ ყველა ბიჭი ოცნებობს, რომ მამას ჰგავდეს, რადგან მამა, ღმერთად ჰყავთ წარმოდგენილი... ძალიან მიყვარდა იქ, იმ ოთახში ყოფნა, როცა ჩვენთან “ორერა“ მოდიოდა და მამა მათთან მუშაობდა. იმ პერიოდში როიალის ქვემოთ ვიყავი შემძვრალი და მათი ჰანგების ფონზე კედლებზე ვხატავდი... ახლა ვხვდები, თურმე მამაჩემს ხელს როგორ ვუშლიდი...

ჩვენთან ბევრი საინტერესო ადამიანი მოდიოდა, მათ შორის პეტრე გრუზინსკი. საოცარი ჩიბუხი ჰქონდა, მისი სურნელოვანი თამბაქოს სუნი ახლა კი მახსოვს. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, სახლში შესული, თუ იმ თამბაქოს სურნელს შევიგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ბატონი პეტრე იყო მოსული. ესენი ჩემი სათაყვანებელი ადამიანები იყვნენ...

მამა ფილარმონიის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო, სადაც ხშირად დავყავდი. იქ რეპეტიციებს გადიოდნენ ანსამბლები, მომღერლები, რაც ძალიან მომწონდა... იმ გარემოსა და ატმოსფეროში ვიზრდებოდი, რამაც ალბათ სამომავლოდ ჩემი პროფესიაც განსაზღვრა...

  • კომპოზიტორი შინ

- ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. არასოდეს გეტყოდა, რა იყო კარგი და რა - ცუდი. თავისი ცხოვრებს წესით, მაგალითით გაჩვენებდა, როგორ უნდა გეცხოვრა. დღემდე მაგ მაგალითებით ვცდილობ, ვიცხოვრო... თბილი კაცი იყო, უცნაური, ბავშვური, მიამიტი - ყველაფრის სჯეროდა, ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა გეთქვა, ყველაფერს დაგიჯერებდა, ვერ წარმოედგინა, ადამიანს ტყუილი როგორ უნდა ეთქვა. რომ შემოგხედავდა, არ არსებობდა, მისთვის სიმართლის გარდა სხვა რამ გეთქვა. შენც არასდროს ატყუებდი.

  • გოგოლის ქუჩა, კარო და გოგი

- ბავშვობაში გოგოლის ქუჩაზე ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა თავისი ოქროს უბანი... მეზობელი ჰყავდა, რომელიც ამბობდა, გოგიმ რა იცის სიმღერა, გაბო (გაბრიელი) რომ გიტარას აიღებდა, ანუ ბაბუაჩემს გულისხმობდა, სიმღერა ის იყოო. გაბო ლექსებსაც წერდა, მისი ლექსები მაქვს შემორჩენილი. როგორც ჩანს, ბაბუამ ნოტები არ იცოდა, თუმცა რაღაც სტროფებს ამღერებდა...

მამამ ფეხის ტრავმის გამო მუსიკაზე სიარული გვიან დაიწყო. თურმე ბებიაჩემს ძალიან გაუკვირდა, როცა მამაჩემმა სთხოვა, პიანინო მიყიდეთო... მაშინ გოგოლის ქუჩაზე, ოქროს უბანში ნოტებით სიარული ცოტა უჩვეულო იყო. ამიტომ მამაჩემი ნოტებს პერანგის შიგნით მალავდა... იქვე ვიღაც მალაკანი კარო ყოფილა, უბნის ერთ-ერთი ყოჩი, მამაზე უფროსი. ერთხელ გოგი უბანში მოდიოდა, იქვე ბიჭები მდგარან. მამა იხსენებდა ხოლმე, - კარომ ხელი მომარტყა, მუსიკაზე დადიხარო? - კი, დავდივარო, - უთქვამს გოგის. წამო, აბა, დაუკარიო. ვიღაცასთან სახლში შეუყვანია. “ბლატნოი“ სიმღერების დაკვრა დავიწყეო. ეგ არ მინდა, იქ რას სწავლობ და რა მუსიკასაც წერ, ის დაუკარიო. ამასაც დაუკრავს. კარგიო, - და ისევ ბირჟაზე წამოუყვანია. ამან მუსიკაზე უნდა იაროს და თუ ვინმეს არ მოეწონება, ჩემთან მოვიდეს, პასუხს მე გავცემო - იქ გამოუცხადებია.

  • გოგი ცაბაძის ქუჩა

- ქუჩისთვის მამაჩემის სახელის მინიჭების საკითხი რომ დადგა - დედაჩემს ჰკითხეს, გოგოლის ქუჩას რომ დავარქვათ, რა აზრის ხართო? რას ამბობთ, გოგის თავისი ქუჩა ისე უყვარდა და მაგით ისე ამაყობდა, თბილისში მის მოსპობას ხელს როგორ შევუწყობ - ამ ქუჩის მიმართ ასეთ სიყვარულს როგორ დავანგრევო?! მერე ტელმანის ქუჩას (ყოფილი მუსკომედიის თეატრსა და მუშთაიდის ბაღს შორის. “დინამოს“ სტადიონიც იქვეა) გადაარქვეს სახელი და გოგი ცაბაძის სახელი უწოდეს. ეს ყველაფერი იმით გაამართლეს, მუსკომედიის თეატრიც იქვეა, ფეხბურთი უყვარდა და მისი უბანიც ახლოსააო.

  • ოჯახის ტრაგიკული ამბავი

- კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, მაშინ ასეთი ტრადიცია არსებობდა - მუსიკოსების და მსახიობების ბრიგადები იქმნებოდა და რეგიონებში საგასტროლო ტურნეებში დადიოდნენ. მამაც იმ ჯგუფში იყო, სადაც მერი შილდელი, აკაკი კვანტალიანი და დიდი კორიფეები იყვნენ... იმ გასტროლების გამო კონსერვატორიაში გაცდენები დაუგროვდა. კომპოზიციას იონა ტუსკია ასწავლიდა, რომელსაც დაუბარებია. უნდა აირჩიო,- ან კონცერტები, ან კონსერვატორიაო... მამას და 24 წლის ასაკში ჰყავდა გარდაცვლილი. 2 ძმა ფრონტზე დაეღუპა და მარტო იყო დარჩენილი. ბაბუაჩემი 1937 წელს დაიჭირეს, ბებიაჩემი მოღალატის მეუღლედ გამოაცხადეს და მუშაობდა აუკრძალეს. რეპრესირებული და ტრაგიკული ოჯახის შვილს სხვა გაზა არ ჰონდა, კონცერტები აირჩია. ტუსკიასთვის კი უპასუხია - ოჯახში დედაჩემს მე ვარჩენ, რადგან მუშაობა აკრძალული აქვსო. მოკლედ, პედაგოგის რჩევით აკადემიური აუღია და რაღაც ეტაპზე კონსერვატორიიდან წამოვიდა...

  • კონსერვატორიაში მიბრუნება

- დედაჩემი - თამარ მაჭავარიანი ცოლად რომ შეირთო, ცხოვრება უკვე სხვაგვარად წავიდა. ექიმმა დედაჩემმა სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება მეუღლეს დაუთმო. დედაჩემი რომ არ ყოფილიყო, მამაჩემი ის გოგი ცაბაძე არ იქნებოდა... მოკლედ, კონსერვატორია დაოჯახების მერე დაამთავრა. ხუმრობდა ხოლმე - ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, კონსერვატორიაში მიბრუნების შემდეგ უკვე ისინი მასწავლიდნენო.

იმ ბრიგადებში მუშაობაც იღბალი იყო, კონსერვატორიაში ალბათ მეტად კლასიკისკენ წავიდოდა, ასე კი უფრო ესტრადამ შეიყოლია. ამასთან, ხალხთან ურთიერთობით, კონცერტებით, გასტროლებით დიდი გამოცდილება მიიღო. ქართულ სულს მეტად ეზიარა და გაეცნო.

  • „ორერას“ პოპულარობა ცაბაძის მუსიკამ განსაზღვრა

- თემურ დავითაიამ “ორერას“ წევრმა რამდენიმე ჩანაწერი მომიტანა. მოგონებები დაუწერია და შენც გქონდეს, ეს ამბები არ გეცოდინებაო. თავიდან “ორერა“ უცხო ენების ინსტიტუტში შეიქმნა. მათი კვარტეტი შემდეგ ფილარმონიაში გადავიდა, ამისთვის კი გარკვეული გამოცდის ჩაბარება დასჭირდათ. მათ მოსმენას ესწრებოდა მიმღები კომისია - ფილარმონიის დირექტორი, მთავარი რეჟისორი და გოგი - მუსიკალური ხელმძღვანელი. თურმე კომისიამ კვარტეტი დაიწუნა. გოგის უთქვამს, მომეცით ეს ბიჭები და “მე ამისგან გავაკეთებო“ - იმ ფილმის ფრაზისა არ იყო. ეტყობა, მერე “ორერაზე“ იმიტომ ჰქონდა ისეთი განსაკუთრებული “მზრუნველობა,“ ყველა მის სიმღერას თითქმის ისინი ასრულებდნენ.

  • „მეფაიტონე“

- ბუბა კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძესაც სიმრერებს სპეციალურად უწერდა. ყველაფერს პირდაპირ წერტილში სვამდა, რადგან ზუსტად მათთვის ქმნიდა, მათ ხასიათს, დიაპაზონს ითვალისწინებდა, ეს სიმღერებშიც ჩანს. მახსოვს, “მეფაიტონის“ ტექსტი ბუბამ მოიტანა. მორის ფოცხიშვილმა დაწერაო, მამამ რომ მოისმინა, 20 კუპლეტი იყო, დაჯდა, ერთი ამოსუნთქვით დაწერა მუსიკა და თან ყველა სტროფი იმღერა... სხვა სიმღერებზე ასეთი რამ არ მახსოვს... არის სიმღერები, რომლებიც მომღერლების ხმასთან ერთად რჩება ხალხში. “მეფაიტონე“ სწორედ ბუბას ხმით დამახსოვრებული სიმღერაა და დიდად არც მახსოვს, ის ვინმე სხვას შეესრულებინა.

  • სიმღერით სცენაზე გარდაცვალება

- 60 წლის რომ შესრულდა, სხვადასხვა ქალაქში საიუბილეო საღამო ჰქონდა, მაგრამ გორში რაღაც ვერ შედგა. სამაგიეროდ, 62 წლის რომ ხდებოდა, გორში კონცერტი დაიგეგმა... უამრავი ახლობელი, მეგობარი, მეზობლი, ნათესავი წავიდა, ჩემმა ძმამ ვიდეო კამერა ითხოვა, რომ საღამო გადაეღო. ესეც ხომ რაღაც ისეთი ამბავია... და მამამ 1986 წლის 30 ნოემბერს, მაგ დღეს 62 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე...

სცენაზე გარდაიცვალა. მეუბნებიან, რა კარგია, სიმღერით გარდაცვალებაო. არადა, სიმღერის დროს შეიძლება ნებისმიერი გარდაიცვალოს. აქ მნიშვნელოვანი ის უფროა, იმ ცხოვრებით ნაცხოვრები კაცი, ამ ქვეყნიდან სიმღერით რომ მიდის და სცენაზე ასრულებს სიცოცხლეს. “გული მღერის, სული მღერის, თქვენი მრავალჟამიერი“ - ეს იყო მისი ბოლო ნამღერი, რაც მართლა საოცრებაა, გასაკვირიც და მომავალი თაობისთვის დიდი მაგალითიც...

  • დედა და მამა

- როგორც გითხარით, დედაჩემმა თავი გადადო ოჯახისთვის. მამაჩემს ფაქტობრივად არაფერი ეხებოდა. ჩვენი მომვლელი და აღმზრდელი დედაჩემი იყო. მამას შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდა... ჩემი ძმა ჰყვება ხოლმე - ერთხელ მამამ ფანჯარასთან მიმიყვანა და მეუბნება, - გოგლა, ამდენი წელია, გაკვირდები, სახლიდან რომ გადიხარ, სულ მარცხნივ მიდიხარ, სად დადიხარო? მამა, სკოლა მაქვსო იქითო. აა, სკოლა? მაშინ არა უშავს...

მიუხედავად მისი ბოჰემური ცხოვრებისა, ნამდვილი ქართველი მამაკაცი იყო, თავის ქეიფით, მეგობრების სტუმრობით ჩვენთან თუ სხვასთან. ამ ყველაფრის პარალელურად დილას რომ არ ემუშავა, არ არსებობდა. ჩვენ ვიცოდით, როცა მუშაობდა და ვცდილობდით, ხელი არ შეგვეშალა.

  • მამის შეფასება

- კონსერვატორიაში როცა ვაბარებდი, მამაჩემი ქალაქიდან წავიდა, რომ არ ენერვიულა... მაშინ კომპოზიციას ასწავლიდნენ: ანდრია ბალანჩივაძე, ალეკო მაჭავარიანი, ალექსანდრე შავერზაშვილი, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, დავით თორაძე... მახსოვს, პრორექტორმა ალექსანდრე შავერზაშვილმა დაურეკა, - გოგი, კახამ დაწეროს განცხადება, ვისთან უნდა სწავლის დაწყებაო. შენ ის კაცი გგონივარ, ჩემს შვილს განცხადება დავაწერინო ერთ-ერთზე და დანარჩენებს ვაწყენინოო? ვისთანაც გინდათ, იმასთან იყოს, ჩემთვის ყველა ძალიან ძვირფასიაო. ასე მოვხვდი ანდრია ბალანჩივაძესთან...

როდესაც ჩემს კლასიკურ ნამუშევრებს ვაჩვენებდი, კაცო, მე რას მაჩვენებ, მთელი ქართველი კომპოზიტორები ბალანჩივაძის გაზრდილები არიან და იმას ჰკითხეო... კონსერვატორია ახალი დამთავრებული მქონდა და “კონცერტო გროსო“ დავწერე. მერე მის ჩასაწერად “მელოდიაში“ ვმუშაობდით, - რეზო ტაკიძე დირიჟორობდა. მამაჩემი მოვიდა, ბატონ რეზოს და ორკესტრს მადლობა გადაუხადა, ყველაფერი მოისმინა და ადრე წავიდა... იქიდან მშობლებთან გავიარე. დედა დამხვდა, მამაჩემიც მალე მოვიდა. დედამ ჰკითხა - იყავი “მელოდიაში“? კი, ყველა ვნახეო. როგორი მუსიკა აქვს კახასო, - დედაჩემს გოგის აზრი აინტერესებდა. როგორიც არის, ისეთი მუსიკა აქვსო, - ეს თქვა და მარცხნივ წავიდა, დედაჩემი - მარჯვნივ... წლების მერე ვნანობ, რატომ არ ვკითხე, - რას გულისხმობდა... თუმცა ჩემთვის იმასაც ვფიქრობ, ხელოვანისთვის ყველა დიდი შეფასება ხომ ისაა, როგორიც ხარ, ისეთი მუსიკა რომ გაქვს?! ალბათ ეს, მისი მხრიდან, დადებითი შეფასება იყო.

1-ელ მუსიკალურ სასწავლებელში ვასწავლიდი, ერთხელაც ლექციაზე ვიყავი და დირექტორი მეძახის, - ჩამოდი, ჩამოდი, მამაშენის ინტერვიუა ტელევიზორშიო. ჩამოვედი, რომ მგონია, დაპყრობილი მაქვს მთელი ქვეყანა - ამ დროს მამაჩემს ეკითხებიან, თქვენ შვილზე რას იტყვით, როგორი კომპოზიტორიაო? ვნახოთ, ვნახოთ, - ასე ერთი სიტყვით უპასუხა... მისგან და არც ანდრიასგან შექებით განებივრებული არ ვყოფილვარ...

  • დაბადების დღეს სოხუმში იხდიდა

- მისი დაბადების დღე რადგან აგვისტოში იყო, მაგ დროს ყოველთვის დასასვენებლად ვიყავით ხოლმე. მუდმივად სოხუმში, კომპოზიტორების სახლში ვისვენებდით. იქ იყვნენ მამას კოლეგები მეუღლეებით, შვილებით - ყველა ერთ დიდ ოჯახად ვიყავით და იქ აღვნიშნავდით ხოლმე... მაშინ ბორის ადლეიბა იყო აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე და ქართველ კომპოზიტორებს დიდ პატივს სცემდა. უმეტესად ის უხდიდა მამას დაბადების დღეს. აფხაზებიც მოდიოდნენ. ასეთი ურთიერთობა გვქონდა... იმედი მაქვს, აფხაზეთი დაბრუნდება. ისე, სულ ვამბობ, მამაჩემი კომუნისტების დროს დაიბადა და გარდაიცვალა. დამოუკიდებელ საქართველოს არ მოსწრებია, თუმცა მისი შემოქმედებით საქართველოს მთელი გულით უმღეროდა...