სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...როკო - ქრისტე, წმინდანი, თავადი მიშკინი და ყველაფერი იყო ალენ დელონი" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი ფრანგ მსახიობზე
"...როკო - ქრისტე, წმინდანი, თავადი მიშკინი და ყველაფერი იყო ალენ დელონი" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი ფრანგ მსახიობზე

ფი­ლო­ლო­გი და პო­ლი­ტი­კო­სი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბის, ალენ დე­ლო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­მელ­მა წიგნ­მა მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნაო და მეც ვუ­პა­სუ­ხებ. ასეთ დროს ფი­გუ­რი­რებს "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, "ძმე­ბი კა­რა­მა­ზო­ვე­ბი“, "ილი­ა­და“... მაგ­რამ კი­თხვა რომ უფრო ზო­გა­დი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე უფრო ხე­ლოვ­ნე­ბამ რითი მო­ახ­დი­ნა თქვენ­ზე გავ­ლე­ნაო, ჩემი პა­სუ­ხი სრუ­ლი­ად სხვა იქ­ნე­ბო­და. ჩემ­ზე მთა­ვა­რი გავ­ლე­ნა წიგნს არ მო­უხ­დე­ნია. ჩემ­ზე მთა­ვა­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კი­ნომ და ამ კი­ნო­ში ერ­თბა­შად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა. კი­ნოს ერ­ქვა "როკო და მისი ძმე­ბი“, იგი 1960 წელს გა­და­ი­ღო ლუ­კი­ნო ვი­კონ­ტიმ, მუ­სი­კა და­წე­რა ნინო რო­ტამ, მთა­ვა­რი რო­ლე­ბი შე­ას­რუ­ლეს ანი ჟი­რარ­დომ და რე­ნა­ტო სალ­ვა­ტო­რიმ, ხოლო როკო - ქრის­ტე, წმინ­და­ნი, თა­ვა­დი მიშ­კი­ნი და ყვე­ლა­ფე­რი იყო ალენ დე­ლო­ნი.

შემ­დეგ­ში გა­ვი­გე, რომ თო­მას მა­ნის "იო­სებ­სა და მის ძმებ­სა“ და იტა­ლი­ელ პო­ეტს, როკო სკო­ტე­ლა­როს "შე­უქ­მნი­ათ“ ეს სა­თა­უ­რი ვის­კონ­ტის თავ­ში; რა თქმა უნდა, დოს­ტო­ევ­სკი­სა და ჯო­ვა­ნი ტეს­ტო­რი­საც თა­ვი­სი როლი ჰქო­ნი­ათ...

პირ­ვე­ლად რო­დის ვნა­ხე, არ ვიცი. საბ­ჭო­თა ეკ­რან­ზე 1960 წელსვე იყო თუ 1961-ში, არ მახ­სოვს. მაგ­რამ ვიცი, რომ ბევ­რჯერ მაქვს ნა­ნა­ხი. არ ვიცი, რო­დის, მაგ­რამ ერთხე­ლაც ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და რწმე­ნა, რომ სა­ნამ ხუთი ადა­მი­ა­ნი: რე­ჟი­სო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, სი­მო­ნე, ნა­დია და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, როკო ცო­ცხლე­ბი არი­ან (რო­ლებ­სა და მსა­ხი­ო­ბებს რომ ვა­ი­გი­ვებ­დი, ესე იგი, ჯე­რაც ბავ­შვი ვი­ყა­ვი), მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ანუ, პო­ტე­რი­ა­ნას მი­ხედ­ვით, ჰორკრუქ­სე­ბი შე­მიქ­მნია.

ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტი წა­ვი­და 1976 წელს, ნინო როტა - 1979-ში, რე­ნა­ტო სალ­ვა­ტო­რი - 1988-ში, ანი ჟი­რარ­დო -2011-ში, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი რჩე­ბო­და როკო - ალენ დე­ლო­ნი. დღემ­დე.

ალენ დე­ლო­ნი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნი იყო, ზო­გის­თვის ასე­თა­დაც დარ­ჩა. ჩემ­თვის ის ბევ­რად, გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო.

1998 წელს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რად და­ვი­ნიშ­ნე. მძი­მე დრო იყო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის. დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თე კულ­ტუ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებს. თით­ქმის ყვე­ლა დაგ­ვეხ­მა­რა, ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თის გარ­და. ყვე­ლა­ზე უფრო დაგ­ვეხ­მა­რა საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო, ამ ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. მე ვი­ჯე­ქი რი­შე­ლი­ეს ქუ­ჩა­ზე, საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში და ჩემი კო­ლე­გა ჟან-პი­ე­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის მარ­თვას მას­წავ­ლი­და. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ შე­მომ­თა­ვა­ზა, სია წარ­მოგ­ვიდ­გი­ნე და ვი­საც გინ­და, შე­გახ­ვედ­რებ­თო. სია წარ­ვად­გი­ნე: სოფი მარ­სო, ანი ჟი­რარ­დო და ა.შ.ალენ დე­ლო­ნი ჩემს სი­ა­ში არ ყო­ფი­ლა. ვერ იქ­ნე­ბო­და. ის ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ან­ზე მეტი იყო ყო­ველ­თვის.

Requiescat in pace".

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, მსა­ხი­ო­ბი, სცე­ნა­რის­ტი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ალენ დე­ლო­ნი 88 წლის ასაკ­ში 18 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"...როკო - ქრისტე, წმინდანი, თავადი მიშკინი და ყველაფერი იყო ალენ დელონი" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი ფრანგ მსახიობზე

"...როკო - ქრისტე, წმინდანი, თავადი მიშკინი და ყველაფერი იყო ალენ დელონი" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი ფრანგ მსახიობზე

ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი ცნობილი ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

"ხშირად მეკითხებიან, რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენაო და მეც ვუპასუხებ. ასეთ დროს ფიგურირებს "ვეფხისტყაოსანი“, "ძმები კარამაზოვები“, "ილიადა“... მაგრამ კითხვა რომ უფრო ზოგადი ყოფილიყო, ყველაზე უფრო ხელოვნებამ რითი მოახდინა თქვენზე გავლენაო, ჩემი პასუხი სრულიად სხვა იქნებოდა. ჩემზე მთავარი გავლენა წიგნს არ მოუხდენია. ჩემზე მთავარი გავლენა მოახდინა კინომ და ამ კინოში ერთბაშად რამდენიმე ადამიანმა. კინოს ერქვა "როკო და მისი ძმები“, იგი 1960 წელს გადაიღო ლუკინო ვიკონტიმ, მუსიკა დაწერა ნინო როტამ, მთავარი როლები შეასრულეს ანი ჟირარდომ და რენატო სალვატორიმ, ხოლო როკო - ქრისტე, წმინდანი, თავადი მიშკინი და ყველაფერი იყო ალენ დელონი.

შემდეგში გავიგე, რომ თომას მანის "იოსებსა და მის ძმებსა“ და იტალიელ პოეტს, როკო სკოტელაროს "შეუქმნიათ“ ეს სათაური ვისკონტის თავში; რა თქმა უნდა, დოსტოევსკისა და ჯოვანი ტესტორისაც თავისი როლი ჰქონიათ...

პირველად როდის ვნახე, არ ვიცი. საბჭოთა ეკრანზე 1960 წელსვე იყო თუ 1961-ში, არ მახსოვს. მაგრამ ვიცი, რომ ბევრჯერ მაქვს ნანახი. არ ვიცი, როდის, მაგრამ ერთხელაც ჩამომიყალიბდა რწმენა, რომ სანამ ხუთი ადამიანი: რეჟისორი, კომპოზიტორი, სიმონე, ნადია და, უპირველეს ყოვლისა, როკო ცოცხლები არიან (როლებსა და მსახიობებს რომ ვაიგივებდი, ესე იგი, ჯერაც ბავშვი ვიყავი), მანამდე ყველაფერი კარგად იქნება. ანუ, პოტერიანას მიხედვით, ჰორკრუქსები შემიქმნია.

ლუკინო ვისკონტი წავიდა 1976 წელს, ნინო როტა - 1979-ში, რენატო სალვატორი - 1988-ში, ანი ჟირარდო -2011-ში, მაგრამ ცოცხალი რჩებოდა როკო - ალენ დელონი. დღემდე.

ალენ დელონი სილამაზის ეტალონი იყო, ზოგისთვის ასეთადაც დარჩა. ჩემთვის ის ბევრად, გაცილებით მეტი იყო.

1998 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დავინიშნე. მძიმე დრო იყო ბიბლიოთეკებისთვის. დახმარებისთვის მივმართე კულტურული ქვეყნების საელჩოებს. თითქმის ყველა დაგვეხმარა, ბუნებრივია, რუსეთის გარდა. ყველაზე უფრო დაგვეხმარა საფრანგეთის საელჩო, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის სამინისტრო. მე ვიჯექი რიშელიეს ქუჩაზე, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კაბინეტში და ჩემი კოლეგა ჟან-პიერი ბიბლიოთეკის მართვას მასწავლიდა. კულტურის სამინისტრომ შემომთავაზა, სია წარმოგვიდგინე და ვისაც გინდა, შეგახვედრებთო. სია წარვადგინე: სოფი მარსო, ანი ჟირარდო და ა.შ.ალენ დელონი ჩემს სიაში არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. ის ჩემთვის ჩვეულებრივ ადამიანზე მეტი იყო ყოველთვის.

Requiescat in pace".

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი ალენ დელონი 88 წლის ასაკში 18 აგვისტოს გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: