საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა დღეს დი­ლით კი­ევს ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბით და დრო­ნე­ბით შე­უ­ტი­ეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სა­ქა­ლა­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მიმ­დი­ნა­რე თვე­ში დე­და­ქა­ლაქ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მე­სა­მე ბა­ლის­ტი­კუ­რი შე­ტე­ვაა.

“რუ­სებ­მა, ზე­დი­ზედ მე­სა­მედ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, KN-23 ტი­პის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს და ისევ, ჩვე­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა არ მის­ცეს მტერს მიზ­ნის მიღ­წე­ვი­სა და კი­ევ­ზე დარ­ტყმის სა­შუ­ა­ლე­ბა. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი დე­და­ქა­ლაქთან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას გა­ნად­გურ­და“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ დე­და­ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

ამას­თან, რუ­სებ­მა, თით­ქმის სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, დე­და­ქა­ლა­ქის­კენ დრო­ნე­ბი გა­უშ­ვეს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს ისე, რომ დრო­ნებ­მა კი­ე­ვამ­დე ვერ მი­აღ­წი­ეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სებ­მა კვლავ შე­უ­ტი­ეს კი­ევს - რა­კე­ტამ მა­ნევ­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა რამ­დე­ნი­მე ზო­ნა­ში, მაგ­რამ ის უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს.

კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ და­ინ­გრა 2 შე­ნო­ბა, და­ზი­ან­და16 სახ­ლი, 4 მან­ქა­ნია, ღო­ბე­ე­ბი და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არის.

ავტორი:

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში დედაქალაქზე განხორციელებული მესამე ბალისტიკური შეტევაა.

“რუსებმა, ზედიზედ მესამედ, დიდი ალბათობით, KN-23 ტიპის ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს და ისევ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა არ მისცეს მტერს მიზნის მიღწევისა და კიევზე დარტყმის საშუალება. წინასწარი მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტები დედაქალაქთან მიახლოებისას განადგურდა“, - აღნიშნავენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში.

ამასთან, რუსებმა, თითქმის სარაკეტო შეტევის პარალელურად, დედაქალაქისკენ დრონები გაუშვეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს ისე, რომ დრონებმა კიევამდე ვერ მიაღწიეს.

მოგვიანებით, რუსებმა კვლავ შეუტიეს კიევს - რაკეტამ მანევრირება მოახდინა რამდენიმე ზონაში, მაგრამ ის უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

კიევის პოლიციის დეპარტამენტი იტყობინება, რომ დაინგრა 2 შენობა, დაზიანდა16 სახლი, 4 მანქანია, ღობეები და ელექტროგადამცემი ხაზები. გარდაცვლილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.