პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განადგურებულია რუსული ხიდი, რომელსაც კრემლი ჯარისკაცების მოსამარაგებლად იყენებდა: დაიღუპნენ მოხალისეები - უკრაინის წინსვლა გრძელდება
განადგურებულია რუსული ხიდი, რომელსაც კრემლი ჯარისკაცების მოსამარაგებლად იყენებდა: დაიღუპნენ მოხალისეები - უკრაინის წინსვლა გრძელდება

უკ­რა­ი­ნამ კურსკის ოლ­ქში მდე­ბა­რე ხიდი და­სავ­ლუ­რი რა­კე­ტე­ბით და­ბომ­ბა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

"პირ­ვე­ლად, კურსკის ოლქს ცე­ცხლი და­სავ­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის სა­რა­კე­ტო გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რე­ბის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კუ­ლი HIMARS-ებით გა­უხ­სნეს“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

  • მი­სი­ვე თქმით, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას ცდი­ლობ­დნენ.

"თავ­დას­ხმის შე­დე­გად, გლუშ­კო­ვოს რა­ი­ონ­ში, მდი­ნა­რე სე­ი­მის ხიდი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ევა­კუ­ი­რე­ბულ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, და­ი­ღუპ­ნენ“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა.

ხიდს კრემ­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­სა­მა­რა­გებ­ლად იყე­ნებ­და. პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, კურსკში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის პო­ზი­ცია ძლი­ერ­დე­ბა. მან ამ ყვე­ლა­ფერს გაც­ვლის ფონ­დი უწო­და, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ისი­ნი და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის ფონ­ზე, კი­ე­ვი ამ­ტკი­ცებს რომ რუ­სე­თის ოკუ­პა­ცია არ სურს. მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთ­ში შეჭ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის "უკ­რა­ი­ნის პი­რო­ბე­ბით" და­წყე­ბაა.

ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორ­შა­ბა­თი­დან ხუთი სოფ­ლის ევა­კუ­ა­ცი­ას აპი­რე­ბენ. რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, დე­ნის პუ­ში­ლი­ნის თქმით, ქა­ლა­ქი პა­რას­კე­ვის შუ­ა­დღი­დან და­ბომბვის ქვე­შაა.

ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ დო­ნეც­კის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა და ხუთი და­შავ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

განადგურებულია რუსული ხიდი, რომელსაც კრემლი ჯარისკაცების მოსამარაგებლად იყენებდა: დაიღუპნენ მოხალისეები - უკრაინის წინსვლა გრძელდება

განადგურებულია რუსული ხიდი, რომელსაც კრემლი ჯარისკაცების მოსამარაგებლად იყენებდა: დაიღუპნენ მოხალისეები - უკრაინის წინსვლა გრძელდება

უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"პირველად, კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს“, - განაცხადა ზახაროვამ.

  • მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ.

"თავდასხმის შედეგად, გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის ხიდი მთლიანად განადგურდა და მოხალისეები, რომლებიც ევაკუირებულ მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდნენ, დაიღუპნენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ხიდს კრემლი რუსი ჯარისკაცების მოსამარაგებლად იყენებდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკში უკრაინელების პოზიცია ძლიერდება. მან ამ ყველაფერს გაცვლის ფონდი უწოდა, რაც გულისხმობს, რომ ისინი დაკავებულ ტერიტორიებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენებენ.

უკრაინის ტერიტორიული მიღწევების ფონზე, კიევი ამტკიცებს რომ რუსეთის ოკუპაცია არ სურს. მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთში შეჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოლაპარაკების "უკრაინის პირობებით" დაწყებაა.

ბელგოროდის რეგიონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორშაბათიდან ხუთი სოფლის ევაკუაციას აპირებენ. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გუბერნატორის, დენის პუშილინის თქმით, ქალაქი პარასკევის შუადღიდან დაბომბვის ქვეშაა.

ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი“ დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

წყარო