სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილი იპოვეს? - ვინ არის უკრაინის მოქალაქე, რომლის დაკავების ორდერი გერმანიამ გასცა
"ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილი იპოვეს? - ვინ არის უკრაინის მოქალაქე, რომლის დაკავების ორდერი გერმანიამ გასცა

"ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის" აფეთ­ქე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მყვინ­თა­ვი პო­ლო­ნე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში გა­ემ­გზავ­რა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრესმდი­ვან­მა, ანა ადა­მი­აკ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • "მა­მა­კაც­მა პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში გა­დაკ­ვე­თა“, - გა­ნა­ცხა­და ანა ადა­მი­აკ­მა.

პო­ლო­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ საქ­მე­ზე გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი მი­ი­ღეს, თუმ­ცა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მის სა­ვა­რა­უ­დო სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას ვერ იპო­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, გერ­მა­ნულ­მა მე­დი­ამ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ ბალ­ტი­ის ზღვა­ში „ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის“ გაზ­სა­დენ­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი­დან თით­ქმის ორი წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, იენს რო­მელ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის, ვლა­დი­მერ ს.-ს და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი გას­ცა.

მე­დი­ის ცნო­ბით, რო­დე­საც პო­ლო­ნე­ლი ოფიც­რე­ბი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში მი­ვიდ­ნენ, ვლა­დი­მი­რი სახ­ლში არ იყო, მას უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ქვე­ყა­ნა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ის პო­ლო­ნეთ­ში პრუს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და უკ­რა­ი­ნე­ლი მყვინ­თა­ვე­ბის გუნ­დის წევ­რი იყო.

რა მოხ­და 2022 წელს?

"ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1“-სა და "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 2“-ის მილ­სა­დე­ნე­ბი­დან ბალ­ტი­ის ზღვა­ში, და­ნი­ი­სა და შვე­დე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში გა­ზის გა­ჟონ­ვა მოხ­და. მომ­ხდარს ორი­ვე ქვე­ყა­ნა იძი­ებ­და. აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტია.

ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "ჩრდი­ლო­ეთ ნა­კა­დის“ მილ­სა­დე­ნებ­ზე მომ­ხდა­რი გა­ჟონ­ვის ად­გი­ლის მახ­ლობ­ლად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გე­მე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN და­სავ­ლე­თის დაზ­ვერ­ვის ორ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წყა­რო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­ურ­კვე­ვე­ლია, ჰქონ­დათ თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი გე­მებს წყალ­ქვეშ აფეთ­ქე­ბებ­თან. დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ახ­ლოს მომ­ხდა­რის წინა დღე­ებ­ში რუ­სუ­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბიც შე­ნიშ­ნეს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და­ნი­ელ­მა სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი გე­მე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მოძ­რა­ო­ბენ რე­გი­ონ­ში და ხაზი გა­უს­ვა, რომ გე­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სუ­ლაც არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ და­ზი­ა­ნე­ბა რუ­სე­თის გა­მოწ­ვე­უ­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილი იპოვეს? - ვინ არის უკრაინის მოქალაქე, რომლის დაკავების ორდერი გერმანიამ გასცა

"ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილი იპოვეს? - ვინ არის უკრაინის მოქალაქე, რომლის დაკავების ორდერი გერმანიამ გასცა

"ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქებაში ეჭვმიტანილი მყვინთავი პოლონეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში გაემგზავრა, - ამის შესახებ პოლონეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ანა ადამიაკმა განაცხადა.

  • "მამაკაცმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი ივლისის დასაწყისში გადაკვეთა“, - განაცხადა ანა ადამიაკმა.

პოლონეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქმეზე გერმანული მხარის მიერ გაცემული დაკავების ორდერი მიიღეს, თუმცა ეჭვმიტანილი მის სავარაუდო საცხოვრებელ ადგილას ვერ იპოვეს.

შეგახსენებთ, დღეს, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა.

მედიის ცნობით, როდესაც პოლონელი ოფიცრები ივლისის დასაწყისში მივიდნენ, ვლადიმირი სახლში არ იყო, მას უკვე დატოვებული ჰქონდა ქვეყანა. ცნობილი ხდება, რომ ის პოლონეთში პრუსკოვში ცხოვრობდა და უკრაინელი მყვინთავების გუნდის წევრი იყო.

რა მოხდა 2022 წელს?

"ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებდა. აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა "ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს. ინფორმაციას CNN დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებდა.

ტელეკომპანიის წყაროების განმარტებით, გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშ აფეთქებებთან. დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს მომხდარის წინა დღეებში რუსული წყალქვეშა ნავებიც შენიშნეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოძრაობენ რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.

წაიკითხეთ ასევე: