საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია..." - აცხადებს სერბეთის ვიცე-პრემიერი, რომელიც აშშ-მა ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობისთვის, 2023 წელს დაასანქცირა
"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია..." - აცხადებს სერბეთის ვიცე-პრემიერი, რომელიც აშშ-მა ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობისთვის, 2023 წელს დაასანქცირა

ევ­რო­კავ­ში­რის უმე­ტე­სო­ბას და ნატო-ში ყვე­ლას სურს რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა, მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად, მათ არ აინ­ტე­რე­სებთ მშვი­დო­ბა, მაგ­რამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მფლო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ბრძო­ლის ველ­ზე მისი და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სერ­ბე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ალექ­სან­დრ ვუ­ლინ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მე მინ­და მშვი­დო­ბა, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის უმე­ტე­სო­ბას და მთელ ნატო-ს სურს რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა მსხვერ­პლს მო­ი­თხოვს ეს. მათ არ აინ­ტე­რე­სებთ მშვი­დო­ბა. ბირ­თვუ­ლი მსოფ­ლიო ძა­ლის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს ეხე­ბა აშშ-საც, ჩი­ნეთ­საც და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­საც. მა­შინ რა­ტომ უნდა გა­ჩაღ­დეს კონ­ფლიქ­ტი მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს ბირ­თვულ ძა­ლას­თან, იმის­თვის, რომ ის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე მი­ვი­დეს?“- აღ­ნიშ­ნა ვუ­ლინ­მა.

იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში სერ­ბე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბრიკ­სი" (BRICS), რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ას, რუ­სეთს, ინ­დო­ეთს, ჩი­ნეთ­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კას აერ­თი­ა­ნებს, სერ­ბე­თის­თვის არის შან­სი და ევ­რო­კავ­ში­რის რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რად­გან ის არა­ფერს მო­ი­თხოვს სერ­ბე­თის­გან.

"ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არა­ფერს მო­ი­თხოვს სერ­ბე­თის­გან და შე­უძ­ლია იმა­ზე მე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა, ვიდ­რე ჩვენ ვი­თხოვთ. ევ­რო­კავ­ში­რი კი ჩვენ­გან ყვე­ლა­ფერს ითხოვს, მაგ­რამ უკვე აღარ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რას გვთა­ვა­ზობს. "ბრიკ­სი" არის ჩვე­ნი შან­სი და რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ მხარს ვუ­ჭერ, რომ სერ­ბეთ­მა კარ­გად გა­ნი­ხი­ლოს "ბრიკ­სის" ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევრ ქვეყ­ნებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ვუ­ლინ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აშშ-მა ვუ­ლინს 2023 წელს, სერ­ბე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

ვუ­ლი­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სერ­ბე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რია, 2017-2020 წლებ­ში სერ­ბე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და, 2020-2022 წლებ­ში კი სერ­ბე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო.

ვა­შინგტო­ნის ცნო­ბით, სერბ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა სერბ ია­რა­ღით მო­ვაჭ­რე სლო­ბო­დან ტე­ში­ჩემ­თან და მას სერ­ბე­თის სა­ზღვარ­ზე ია­რა­ღის გა­და­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

"ალექ­სან­დრ ვუ­ლი­ნი ჩა­რე­უ­ლი იყო ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში, ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ უკა­ნო­ნო ოპე­რა­ცი­ებ­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს იმ­ჟა­მად აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტში.

2022 წელს, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ ალექ­სან­დრ ვუ­ლინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სერ­ბე­თი "ან­ტი­რუ­სულ ის­ტე­რი­ა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია..." - აცხადებს სერბეთის ვიცე-პრემიერი, რომელიც აშშ-მა ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობისთვის, 2023 წელს დაასანქცირა

"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია..." - აცხადებს სერბეთის ვიცე-პრემიერი, რომელიც აშშ-მა ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობისთვის, 2023 წელს დაასანქცირა

ევროკავშირის უმეტესობას და ნატო-ში ყველას სურს რუსეთის დამარცხება, მსხვერპლის მიუხედავად, მათ არ აინტერესებთ მშვიდობა, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არის ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფო და ბრძოლის ველზე მისი დამარცხება შეუძლებელია, - ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე მინდა მშვიდობა, მაგრამ ევროკავშირის უმეტესობას და მთელ ნატო-ს სურს რუსეთის დამარცხება, მიუხედავად იმისა, თუ რა მსხვერპლს მოითხოვს ეს. მათ არ აინტერესებთ მშვიდობა. ბირთვული მსოფლიო ძალის დამარცხება შეუძლებელია. ეს ეხება აშშ-საც, ჩინეთსაც და რუსეთის ფედერაციასაც. მაშინ რატომ უნდა გაჩაღდეს კონფლიქტი მსოფლიოში უდიდეს ბირთვულ ძალასთან, იმისთვის, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს?“- აღნიშნა ვულინმა.

იმავე ინტერვიუში სერბეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია "ბრიკსი" (BRICS), რომელიც ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, სერბეთისთვის არის შანსი და ევროკავშირის რეალური ალტერნატივა, რადგან ის არაფერს მოითხოვს სერბეთისგან.

"ეს ორგანიზაცია არაფერს მოითხოვს სერბეთისგან და შეუძლია იმაზე მეტის შეთავაზება, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ. ევროკავშირი კი ჩვენგან ყველაფერს ითხოვს, მაგრამ უკვე აღარ ვარ დარწმუნებული რას გვთავაზობს. "ბრიკსი" არის ჩვენი შანსი და რეალური ალტერნატივა. ძალიან მკაფიოდ მხარს ვუჭერ, რომ სერბეთმა კარგად განიხილოს "ბრიკსის" ყველა შესაძლებლობა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლოს“, - განაცხადა ვულინმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ვულინს 2023 წელს, სერბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას სანქციები დაუწესა.

ვულინი, რომელიც ამჟამად სერბეთის ვიცე-პრემიერია, 2017-2020 წლებში სერბეთის თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა, 2020-2022 წლებში კი სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ვაშინგტონის ცნობით, სერბ მაღალჩინოსანს ჰქონდა ურთიერთობა სერბ იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტეშიჩემთან და მას სერბეთის საზღვარზე იარაღის გადატანაში ეხმარებოდა.

"ალექსანდრ ვულინი ჩარეული იყო ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ უკანონო ოპერაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, - განაცხადეს იმჟამად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალექსანდრ ვულინმა განაცხადა, რომ სერბეთი "ანტირუსულ ისტერიაში“ მონაწილეობას არ მიიღებდა.