სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
51 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა
51 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში, 29 ივ­ლისს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტის დროს მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი 51 წლის რე­ვაზ მი­ხა­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­ხა­ნაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­დან კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში მომ­ხდარ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ ორ პირს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი - დე­მეტ­რე რე­ვა­ზაშ­ვი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რი იყო, ბრალ­დე­ბა 9 აგ­ვის­ტოს და­უმ­ძი­მა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი­ვე მათ­განს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად, გან­ზრახ მძი­მე, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 13 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

51 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა

51 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, 29 ივლისს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მძიმედ დაშავებული 51 წლის რევაზ მიხანაშვილი გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მიხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კლინიკაში შეყვანიდან კრიტიკულად მძიმე იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი - დემეტრე რევაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო, ბრალდება 9 აგვისტოს დაუმძიმა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: