პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული, რომელზეც არასოდეს უსაუბრია (ფოტოები)
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული, რომელზეც არასოდეს უსაუბრია (ფოტოები)

ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე და­ო­ჯახ­და. მა­რი­ამ­მა ივ­ნის­ში "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე უც­ნობ ახალ­გაზ­რდას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭე­დი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვინ გახ­და მა­რი­ა­მის მე­უღ­ლე, ამ თე­მა­ზე არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, მა­რი­ა­მის რჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის უფ­რო­სი ვაჟი, 26 წლის გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია. წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, რომ წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობს.

გი­ორ­გის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ იძებ­ნე­ბა. მის ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი დედა პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ვეყ­ნებს და დღე­სას­წა­უ­ლებს ულო­ცავს.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს ორი ვაჟი - გი­ორ­გი და ნი­კო­ლო­ზი ჰყავს, რომ­ლე­ბიც 1997-1998 წლებ­ში შე­ე­ძი­ნა. მე­უღ­ლე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. მას­ზე ხერ­ხე­უ­ლი­ძეს არა­სო­დეს უსა­უბ­რია. თუმ­ცა ერთ-ერთ პოს­ტში ეკამ შვი­ლებ­თან და ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძეს, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობს. პო­პუ­ლა­რუ­ლი დე­დის შვი­ლი ხში­რად ექ­ცე­ო­და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

წლე­ბის შემ­დეგ კი, ზრდას­რულ ასაკ­ში თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ აქ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და, ასე­ვე იყო სხვა­დას­ხვა ახალ­გაზ­რუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რი, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კა­ში ბედი არა­სო­დეს უც­დია. მა­რი­ა­მი ამ­ჟა­მად Coca-Cola Bottlers Georgia-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში მი­ი­ღო, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს:

- რო­დე­საც ნა­ნუ­კა და ერეკ­ლე და­შორ­დნენ, ისე და­ემ­თხვა, რომ ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ ჩა­ვა­ბა­რე. ნა­ნუ­კას, რაც შე­მეძ­ლო, გვერ­დში ვე­დე­ქი, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მას ყო­ველ­თვის ვუს­მენ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც მშო­ბე­ლი რა­ღა­ცას გა­ნიც­დის. ბავ­შვო­ბა­ში გგო­ნია, რომ ის სუ­პერ­გმი­რია და ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­დავ, ცუ­დად არის, ხვდე­ბი, რომ ზუს­ტად იგი­ვე­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ყვე­ლა სხვა. მაგ დროს მივ­ხვდი, რომ დე­და­ჩე­მი მხო­ლოდ სუ­პერ­გმი­რი არ იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მო­აგ­ვა­რებ­და.

"ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას, და­მე­წყო პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი და მძი­მე დეპ­რე­სია. იქამ­დე წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რომ ასე­თი რამე არ­სე­ბობ­და, და­გუგვლი­საც კი მე­ში­ნო­და, მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი. თან ვე­რა­ვის ვუყ­ვე­ბო­დი და მთე­ლი ეს ენერ­გია სწავ­ლა­ში გა­და­ვი­ტა­ნე... დიდი ხანი ვცდი­ლობ­დი, ამ შეგ­რძნე­ბე­ბის და­ვი­წყე­ბას.

სა­კუ­თარ თავს შო­რი­დან ვუს­მენ­დი. ერთ-ერთი მძი­მე ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­მე­წყო ჭინჭრის ცი­ე­ბა, წო­ნა­ში 20 კილო მო­ვი­მა­ტე, შე­შუ­პე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვე­ღარ ვმოძ­რა­ობ­დი. მახ­სოვს, პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი და აი, მანდ ამო­მას­ხა, ვე­ღარ ვმა­ლავ­დი და ბო­ლომ­დე და­ვი­შა­ლე და გავ­ნად­გურ­დი. შემ­დეგ ვი­ა­რე ფსი­ქო­ლო­გებ­თა­ნაც და ფსი­ქი­ატ­რებ­თან. რო­გორ გა­დავ­ლა­ხე? - ბო­ლომ­დე არ და­მი­მარ­ცხე­ბია, ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ის იყო, რომ ამ ყვე­ლაფ­რის აღარ მე­ში­ნო­და, შემ­დეგ უკვე სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა და­ვი­წყე..."

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული, რომელზეც არასოდეს უსაუბრია (ფოტოები)

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული, რომელზეც არასოდეს უსაუბრია (ფოტოები)

ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე დაოჯახდა. მარიამმა ივნისში "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე უცნობ ახალგაზრდასთან გადაღებული ფოტოები და ქორწინების ბეჭედი გამოაქვეყნა. ვინ გახდა მარიამის მეუღლე, ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მარიამის რჩეული პოლიტიკოსის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია. წყარო გვეუბნება, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს.

გიორგის სოციალურ ქსელში არ იძებნება. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დედა პერიოდულად აქვეყნებს და დღესასწაულებს ულოცავს.

ეკა ხერხეულიძეს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკოლოზი ჰყავს, რომლებიც 1997-1998 წლებში შეეძინა. მეუღლე დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასზე ხერხეულიძეს არასოდეს უსაუბრია. თუმცა ერთ-ერთ პოსტში ეკამ შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

რაც შეეხება მარიამ გეგუჩაძეს, მას საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. პოპულარული დედის შვილი ხშირად ექცეოდა მედიის ყურადღების ცენტრში.

წლების შემდეგ კი, ზრდასრულ ასაკში თითქმის ყველა პოლიტიკურ აქციას ესწრებოდა, ასევე იყო სხვადასხვა ახალგაზრული გაერთიანების წევრი, თუმცა პოლიტიკაში ბედი არასოდეს უცდია. მარიამი ამჟამად Coca-Cola Bottlers Georgia-ს თანამშრომელია.

განათლება უცხოეთში მიიღო, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

- როდესაც ნანუკა და ერეკლე დაშორდნენ, ისე დაემთხვა, რომ ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და იქ ჩავაბარე. ნანუკას, რაც შემეძლო, გვერდში ვედექი, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება რაღაცები სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ მას ყოველთვის ვუსმენდი. ძალიან ძნელია, როდესაც მშობელი რაღაცას განიცდის. ბავშვობაში გგონია, რომ ის სუპერგმირია და ყველაფერი შეუძლია, მაგრამ როდესაც ხედავ, ცუდად არის, ხვდები, რომ ზუსტად იგივენაირი ადამიანია, როგორც ყველა სხვა. მაგ დროს მივხვდი, რომ დედაჩემი მხოლოდ სუპერგმირი არ იყო, რომელიც ყველაფერს მოაგვარებდა.

"ამერიკაში ყოფნისას, დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. იქამდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი რამე არსებობდა, დაგუგვლისაც კი მეშინოდა, მაშინ 17 წლის ვიყავი. თან ვერავის ვუყვებოდი და მთელი ეს ენერგია სწავლაში გადავიტანე... დიდი ხანი ვცდილობდი, ამ შეგრძნებების დავიწყებას.

საკუთარ თავს შორიდან ვუსმენდი. ერთ-ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება, წონაში 20 კილო მოვიმატე, შეშუპებული ვიყავი, ვეღარ ვმოძრაობდი. მახსოვს, პარიზში გარდაიცვალა ჩემი მეგობარი და აი, მანდ ამომასხა, ვეღარ ვმალავდი და ბოლომდე დავიშალე და გავნადგურდი. შემდეგ ვიარე ფსიქოლოგებთანაც და ფსიქიატრებთან. როგორ გადავლახე? - ბოლომდე არ დამიმარცხებია, ჩემი პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ ამ ყველაფრის აღარ მეშინოდა, შემდეგ უკვე საკუთარი თავის მართვა დავიწყე..."

წაიკითხეთ ასევე: