მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წელია, რაც ეტლში მყავს" - თეონა კონტრიძე მეუღლის დაავადებაზე, რომელსაც 5 წელია ებრძვის: მომღერალი რთულ პერიოდზე პირველად ალაპარაკდა
"ერთი წელია, რაც ეტლში მყავს" - თეონა კონტრიძე მეუღლის დაავადებაზე, რომელსაც 5 წელია ებრძვის: მომღერალი რთულ პერიოდზე პირველად ალაპარაკდა

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძის ქმა­რი ავად არის. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. კონ­ტრი­ძის ქმარს ხუთი წლის წინ გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

ნი­კო­ლაი კლო­პოვ­მა და თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქორ­წი­ნეს. მას შემ­დეგ კონ­ტრი­ძე-კლო­პო­ვას წყვი­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ და ბედ­ნი­ერ ოჯა­ხად ით­ვლე­ბი­ან. ახ­ლა­ხანს თე­ო­ნამ საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს ქორ­წი­ნე­ბი­დან 16 წელი მი­უ­ლო­ცა და პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც წყვი­ლი 5 წე­ლია ებ­რძვის.

ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი ღიად წერს. ნი­კო­ლა­ის ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. გა­სუ­ლი წლი­დან მა­მა­კა­ცი ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა, მაგ­რამ არც ის და არც მომ­ღე­რა­ლი არ და­ნე­ბე­ბუ­ლან. წყვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს ერ­თად გა­და­ლა­ხავს.

"08.08.08 - თბი­ლის­ში დავ­ქორ­წინ­დით. დღე იყო დრა­მა­ტუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დით ბედ­ნი­ე­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ერთი წე­ლია რაც ეტ­ლში მყავს, მაგ­რამ ჩვენ, ისე­ვე რო­გორც 16 წლის წინ, ღირ­სე­უ­ლად ვუმკლავ­დე­ბით ჩვენს დრა­მას და ყო­ველ­დღე ვცდი­ლობთ, ღმერ­თის მად­ლი­ე­რი ვი­ყოთ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან მოგ­ვცა: შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი. სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც გვიყ­ვარს, ბევ­რი სი­ცი­ლი, მუ­სი­კა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა მა­შინ, იმარ­ჯვებს ახლა და ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს! კოლი, შენ ხარ ჩემი მთა­ვა­რი სა­გან­ძუ­რი, ჯო­კე­რი, ბრი­ლი­ან­ტი“, - წერს 47 წლის მომ­ღე­რა­ლი.

თე­ო­ნა პოსტთან ერ­თად მე­უღ­ლეს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ის ეტ­ლში ზის. ნი­კო­ლაი იღი­მე­ბა და ჟეს­ტით აჩ­ვე­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მომ­ღე­რა­ლი იქვე დგას და ნა­ზად ეხუ­ტე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს.

წყვი­ლი სა­ერ­თო შვილს, გი­ორ­გის ზრდის. თე­ო­ნას ასე­ვე ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, რუს მომ­ღე­რალ იური ტი­ტო­ვის­გან. ტი­ტოვს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გო­გო­ნას გაზ­რდა­ში, ამი­ტომ 11 წლამ­დე ის კლო­პოვს მა­მად თვლი­და.

"რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ მარ­ტო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა და უპატ­რო­ნო იდი­ო­ტი გავ­ხდი! 20 წლის ბიჭს იუ­რას შე­ეძ­ლო რა­ი­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნა და მერე გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა, მაგ­რამ მე მის ზარს ვე­ლო­დე­ბო­დი“, - აღი­ა­რა თე­ო­ნამ.

"ერთ დღეს მი­ვე­დი სახ­ლში, დავ­ჯე­ქი და კარ­გად ვი­ტი­რე. მივ­ხვდი, რომ მჭირ­დე­ბო­და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა. ახლა ათას­ჯერ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იუ­რას ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის. შენი წყა­ლო­ბით, იუ­რო­ჩკა, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე. ერთხე­ლაც რომ და­მირ­ე­კო და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დო, გა­მი­ხარ­დე­ბა. არ ვიმ­სა­ხუ­რებ ამას?" - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ო­ნა.

წა­ი­კი­თხე ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ერთი წელია, რაც ეტლში მყავს" - თეონა კონტრიძე მეუღლის დაავადებაზე, რომელსაც 5 წელია ებრძვის: მომღერალი რთულ პერიოდზე პირველად ალაპარაკდა

"ერთი წელია, რაც ეტლში მყავს" - თეონა კონტრიძე მეუღლის დაავადებაზე, რომელსაც 5 წელია ებრძვის: მომღერალი რთულ პერიოდზე პირველად ალაპარაკდა

თეონა კონტრიძის ქმარი ავად არის. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. კონტრიძის ქმარს ხუთი წლის წინ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.

ნიკოლაი კლოპოვმა და თეონა კონტრიძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლებიან. ახლახანს თეონამ საყვარელ მამაკაცს ქორწინებიდან 16 წელი მიულოცა და პირველად ისაუბრა დაავადებაზე, რომელსაც წყვილი 5 წელია ებრძვის.

ოჯახური საიდუმლოს შესახებ მომღერალი ღიად წერს. ნიკოლაის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. გასული წლიდან მამაკაცი ეტლს მიეჯაჭვა, მაგრამ არც ის და არც მომღერალი არ დანებებულან. წყვილი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულეს ერთად გადალახავს.

"08.08.08 - თბილისში დავქორწინდით. დღე იყო დრამატული და ძალიან რთული, მაგრამ ვცდილობდით ბედნიერები ვყოფილიყავით. ხუთი წლის წინ ჩემს პრინცს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ერთი წელია რაც ეტლში მყავს, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც 16 წლის წინ, ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენს დრამას და ყოველდღე ვცდილობთ, ღმერთის მადლიერი ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა: შესანიშნავი შვილები, ძალიან კარგი მეგობრები, ოჯახი. სამუშაო, რომელიც გვიყვარს, ბევრი სიცილი, მუსიკა და მოგზაურობა.

ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა მაშინ, იმარჯვებს ახლა და ყოველთვის გაიმარჯვებს! კოლი, შენ ხარ ჩემი მთავარი საგანძური, ჯოკერი, ბრილიანტი“, - წერს 47 წლის მომღერალი.

თეონა პოსტთან ერთად მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ეტლში ზის. ნიკოლაი იღიმება და ჟესტით აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგადაა. მომღერალი იქვე დგას და ნაზად ეხუტება საყვარელ ადამიანს.

წყვილი საერთო შვილს, გიორგის ზრდის. თეონას ასევე ჰყავს ქალიშვილი, რუს მომღერალ იური ტიტოვისგან. ტიტოვს არ მიუღია მონაწილეობა გოგონას გაზრდაში, ამიტომ 11 წლამდე ის კლოპოვს მამად თვლიდა.

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარტოსული ვიყავი. ქალიშვილი შემეძინა და უპატრონო იდიოტი გავხდი! 20 წლის ბიჭს იურას შეეძლო რაიმე გაეკეთებინა და მერე გაემართლებინა, მაგრამ მე მის ზარს ველოდებოდი“, - აღიარა თეონამ.

"ერთ დღეს მივედი სახლში, დავჯექი და კარგად ვიტირე. მივხვდი, რომ მჭირდებოდა კრიზისიდან გამოსვლა. ახლა ათასჯერ მინდა მადლობა გადავუხადო იურას ჩემი ქალიშვილისთვის. შენი წყალობით, იუროჩკა, რთული პერიოდი გამოვიარე. ერთხელაც რომ დამირეკო და მადლობა გადამიხადო, გამიხარდება. არ ვიმსახურებ ამას?" - ამბობდა მოგვიანებით თეონა.

წაიკითხე ასევე: