საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატარაქტისგან სრულად განკურნება ქირურგიული ჩარევით - ინტერვიუ ოფთალმოქირურგ მარიამ გოლოვაჩოვასთან
კატარაქტისგან სრულად განკურნება ქირურგიული ჩარევით - ინტერვიუ ოფთალმოქირურგ მარიამ გოლოვაჩოვასთან

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სიბრმა­ვის მი­ზეზ­თა­გან კა­ტა­რაქ­ტა პირ­ველ ად­გილ­ზეა და მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 94 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აქვს ეს და­ა­ვა­დე­ბა. კა­ტა­რაქ­ტა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თვა­ლის ტრავ­მამ, ზო­გი­ერ­თმა და­ა­ვა­დე­ბამ და მე­დი­კა­მენ­ტმა, თუმ­ცა კა­ტა­რაქ­ტა ძი­რი­თა­დად ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბა.

რო­გორ ჩნდე­ბა კა­ტა­რაქ­ტა, შე­საძ­ლოა თუ არა მისი პრე­ვენ­ცია და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი არ­სე­ბობს, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი, ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, მა­რი­ამ გო­ლო­ვა­ჩო­ვა სა­უბ­რობს:

· რა არის კა­ტა­რაქ­ტა და რა უწყობს ხელს მის გან­ვი­თა­რე­ბას? სა­ინ­ტე­რე­სოა, ძი­რი­თა­დად, რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მისი პრე­ვენ­ცია?

კა­ტა­რაქ­ტა არის თვა­ლის გამჭვირ­ვა­ლე ნა­წი­ლის, ბრო­ლის, ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი შემღვრე­ვა, რის გა­მოც ხდე­ბა თვალ­ში შე­მა­ვა­ლი სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბის შეღ­წე­ვის შე­ფერ­ხე­ბა და ისი­ნი ვე­ღარ ფო­კუ­სირ­დე­ბა ბა­დუ­რა­ზე, შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

კა­ტა­რაქ­ტა შე­საძ­ლოა იყოს სხვა­დას­ხვა ტი­პის, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად თან­და­ყო­ლილ და შე­ძე­ნილ ფორ­მე­ბად იყო­ფა.

შე­ძე­ნი­ლი კა­ტა­რაქ­ტა შე­საძ­ლოა ასო­ცი­რე­ბუ­ლი იყოს სხვა­დას­ხვა ზო­გად და­ა­ვა­დე­ბას­თან, მათ შო­რის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და ოპე­რა­ცი­ებ­თან, ხში­რია მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი (დი­ა­ბე­ტუ­რი კა­ტა­რაქ­ტა), დას­ხი­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი (ჭარ­ბი ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა), ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ტრავ­მუ­ლი, ასა­კობ­რი­ვი ანუ ხან­დაზ­მულ­თა კა­ტა­რაქ­ტა. ხან­დაზ­მულ­თა კა­ტა­რაქ­ტა ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა 60 წლის ზე­მოთ, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა.

ასა­კობ­რი­ვი კა­ტა­რაქ­ტის პრე­ვენ­ცია სამ­წუ­ხა­როდ არ არ­სე­ბობს. მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი გზით ხდე­ბა.

  • რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს კა­ტა­რაქ­ტას? რა არის მისი ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად ამო­ვიც­ნოთ?

დე­ტა­ლუ­რად რომ გან­ვმარ­ტოთ, კა­ტა­რაქ­ტა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა:

  • მხედ­ვე­ლო­ბის და­ბინ­დვა შორ და ახლო მან­ძილ­ზე;
  • ღა­მით მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა;
  • მგრძნო­ბე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბა შუქ­ზე;
  • გა­ნა­თე­ბის მო­მა­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა კი­თხვი­სას, თით­ქოს არ ყოფ­ნის გა­ნა­თე­ბა;
  • ჰა­ლო­ე­ბი სი­ნათ­ლის წყა­როს გარ­შე­მო;
  • სათ­ვა­ლის ან ლინ­ზის ხში­რი შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა;
  • ფე­რე­ბის სიმ­კვეთ­რის შეც­ვლა, მოყ­ვი­თა­ლო ფერ­ში აღ­ქმა;
  • მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბა;
  • ცენ­ტრა­ლუ­რი კა­ტა­რაქ­ტის დროს მზე­ში მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;
  • სა­კი­თხა­ვი სათ­ვა­ლის გა­რე­შე კი­თხვა 55 წლის ზე­მოთ, შორს მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

პა­ცი­ენ­ტმა ოფ­თალ­მო­ლოგს უნდა მი­მარ­თოს ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე.

  • რა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა კა­ტა­რაქ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში“?

კა­ტა­რაქ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სკრი­ნინ­გი, აღარ ვე­ლო­დე­ბით კა­ტა­რაქ­ტის ე.წ. „მომ­წი­ფე­ბას“, რად­გან დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა უფრო მარ­ტი­ვად იძ­ლე­ვა შე­დეგს რო­გორც ქი­რურ­გის­თვის, ისე პა­ცი­ენ­ტის­თვის. კა­ტა­რაქ­ტის ფა­კო­ე­მულ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა ნაკ­ლე­ბი ულტრაბ­გე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც ზო­გავს დროს და შე­სა­ბა­მი­სად, ქსო­ვი­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას და პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უფრო ხან­მოკ­ლეა.

კა­ტა­რაქ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის საკ­მა­რი­სია ნაპ­რა­ლო­ვა­ნი სა­ნა­თით პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და აპა­რა­ტუ­რა, რი­თაც აღ­ჭურ­ვი­ლია „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ტა­რაქ­ტის წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო კვლე­ვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს უმაღ­ლე­სი სი­ზუს­ტით გა­მოვ­თვა­ლოთ ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის დი­ოპტ­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და შე­დე­გად მი­ვი­ღოთ იდე­ა­ლუ­რი მხედ­ვე­ლო­ბა.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ბრო­ლის შერ­ჩე­ვა?

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის ხდე­ბა ბრო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შერ­ჩე­ვა, პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ბრო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მხედ­ვე­ლო­ბის ფო­კუ­სი­რე­ბა სხვა­დას­ხვა მან­ძილ­ზე. მათი მეშ­ვე­ო­ბით პა­ცი­ენტს არ ესა­ჭი­რო­ე­ბა სათ­ვა­ლე არ­ცერთ მან­ძილ­ზე: კი­თხვის­თვის, კომ­პი­უ­ტე­რის­თვის და შორს ხედ­ვის­თვის. პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ბრო­ლე­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი თან­და­ყო­ლი­ლი ას­ტიგ­მა­ტიზ­მის კო­რექ­ცია, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მი­ვი­ღოთ კა­ტა­რაქ­ტამ­დე არ­სე­ბულ­ზე უკე­თე­სი მხედ­ვე­ლო­ბა. რა თქმა უნდა, სა­უ­ბა­რია ისეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც პა­ცი­ენტს არ აღე­ნიშ­ნე­ბა სხვა თან­მხლე­ბი ოკუ­ლა­რუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი.

კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის ფონ­ზე, არის უმ­ტკივ­ნე­უ­ლო, გრძელ­დე­ბა 10-15 წუთი. პრო­ცე­დუ­რა - ფა­კო­ე­მულ­სი­ფი­კა­ცია სრულ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ულტრაბ­გე­რი­თი მო­წყო­ბი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რქო­ვა­ნა­ზე კეთ­დე­ბა 2 მმ-მდე ზო­მის გა­ნაკ­ვე­თი, რაც არ სა­ჭი­რო­ებს ნა­კე­რე­ბის და­დე­ბას.

  • რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა და­იც­ვას პა­ცი­ენ­ტმა კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ?

კა­ტა­რაქ­ტის პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მარ­ტი­ვია. პრო­ცე­დუ­რი­დან 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტმა აქ­ტი­უ­რი დატ­ვირ­თვი­სა და მტვრი­ან გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვოს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რე დღეს­ვე ადა­მი­ა­ნი უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს.

  • შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კა­ტა­რაქ­ტის­გან სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა?

კა­ტა­რაქ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა არის მხო­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­ცი­ენტს არ აღე­ნიშ­ნე­ბა სხვა ოკუ­ლა­რუ­ლი პა­თო­ლო­გია, შე­დე­გი - მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა თით­ქმის 97%-ია და ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის­გან სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­თარ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი კაფ­სუ­ლა­რუ­ლი გამჭვირ­ვა­ლე ჩან­თის შემღვრე­ვა, მე­ო­რა­დი კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა. მისი მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად ლა­ზე­რუ­ლი ქი­რურ­გი­ით, რო­მე­ლიც არის ხან­მოკ­ლე, მარ­ტი­ვი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­დუ­რა.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
2

მამაშვილი ორივენი საუკეთესო ექიმები არიან.დიდხან სიცოცხლე,ჯანმთელობა და უამრავი წარმატებები.

სვეტა
1

მარიამ სანდო ექიმია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

კატარაქტისგან სრულად განკურნება ქირურგიული ჩარევით - ინტერვიუ ოფთალმოქირურგ მარიამ გოლოვაჩოვასთან

კატარაქტისგან სრულად განკურნება ქირურგიული ჩარევით - ინტერვიუ ოფთალმოქირურგ მარიამ გოლოვაჩოვასთან

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სიბრმავის მიზეზთაგან კატარაქტა პირველ ადგილზეა და მსოფლიოში დაახლოებით 94 მილიონ ადამიანს აქვს ეს დაავადება. კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.

როგორ ჩნდება კატარაქტა, შესაძლოა თუ არა მისი პრევენცია და რამდენად ეფექტური მკურნალობის მეთოდები არსებობს, ამის შესახებ დეტალურად „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი, მარიამ გოლოვაჩოვა საუბრობს:

· რა არის კატარაქტა და რა უწყობს ხელს მის განვითარებას? საინტერესოა, ძირითადად, რა ასაკში ვლინდება და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?

კატარაქტა არის თვალის გამჭვირვალე ნაწილის, ბროლის, ნაწილობრივი ან სრული შემღვრევა, რის გამოც ხდება თვალში შემავალი სინათლის სხივების შეღწევის შეფერხება და ისინი ვეღარ ფოკუსირდება ბადურაზე, შედეგად ვითარდება მხედველობის დაქვეითება.

კატარაქტა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, თუმცა ძირითადად თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებად იყოფა.

შეძენილი კატარაქტა შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვადასხვა ზოგად დაავადებასთან, მათ შორის ოფთალმოლოგიურ დაავადებებთან და ოპერაციებთან, ხშირია მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული (დიაბეტური კატარაქტა), დასხივებით გამოწვეული (ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება), ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, ტრავმული, ასაკობრივი ანუ ხანდაზმულთა კატარაქტა. ხანდაზმულთა კატარაქტა ძირითადად ვლინდება 60 წლის ზემოთ, თუმცა ბოლო პერიოდში აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება.

ასაკობრივი კატარაქტის პრევენცია სამწუხაროდ არ არსებობს. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით ხდება.

  • რა სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას? რა არის მისი ადრეული ნიშნები, რითაც შეიძლება დროულად ამოვიცნოთ?

დეტალურად რომ განვმარტოთ, კატარაქტა შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • მხედველობის დაბინდვა შორ და ახლო მანძილზე;
  • ღამით მხედველობის გაუარესება;
  • მგრძნობელობის მომატება შუქზე;
  • განათების მომატების საჭიროება კითხვისას, თითქოს არ ყოფნის განათება;
  • ჰალოები სინათლის წყაროს გარშემო;
  • სათვალის ან ლინზის ხშირი შეცვლის საჭიროება;
  • ფერების სიმკვეთრის შეცვლა, მოყვითალო ფერში აღქმა;
  • მხედველობის გაორება;
  • ცენტრალური კატარაქტის დროს მზეში მხედველობის დაქვეითება, საღამოს საათებში გაუმჯობესება;
  • საკითხავი სათვალის გარეშე კითხვა 55 წლის ზემოთ, შორს მხედველობის გაუარესება.

პაციენტმა ოფთალმოლოგს უნდა მიმართოს ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

  • რა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება კატარაქტის დიაგნოსტირება და მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“?

კატარაქტის გამოსავლენად მნიშვნელოვანია სკრინინგი, აღარ ველოდებით კატარაქტის ე.წ. „მომწიფებას“, რადგან დროულად ჩატარებული ქირურგიული ჩარევა უფრო მარტივად იძლევა შედეგს როგორც ქირურგისთვის, ისე პაციენტისთვის. კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციისთვის საჭიროა ნაკლები ულტრაბგერის გამოყენება, რაც ზოგავს დროს და შესაბამისად, ქსოვილებზე ზემოქმედებას და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია უფრო ხანმოკლეა.

კატარაქტის დიაგნოსტიკისთვის საკმარისია ნაპრალოვანი სანათით პაციენტის გამოკვლევა. თანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა, რითაც აღჭურვილია „ნიუ ჰოსპიტალსი“, მნიშვნელოვანია კატარაქტის წინასაოპერაციო კვლევებისთვის, რომლებიც საშუალებას გვაძლევს უმაღლესი სიზუსტით გამოვთვალოთ ხელოვნური ბროლის დიოპტრიული მაჩვენებელი და შედეგად მივიღოთ იდეალური მხედველობა.

  • საინტერესოა, როგორ ხდება პაციენტისთვის ბროლის შერჩევა?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თითოეული პაციენტისთვის ხდება ბროლის ინდივიდუალური შერჩევა, პაციენტის მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით. პრემიუმ ხარისხის ბროლების საშუალებით შესაძლებელია მხედველობის ფოკუსირება სხვადასხვა მანძილზე. მათი მეშვეობით პაციენტს არ ესაჭიროება სათვალე არცერთ მანძილზე: კითხვისთვის, კომპიუტერისთვის და შორს ხედვისთვის. პრემიუმ ხარისხის ბროლებით ასევე შესაძლებელია არსებული თანდაყოლილი ასტიგმატიზმის კორექცია, რაც საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ კატარაქტამდე არსებულზე უკეთესი მხედველობა. რა თქმა უნდა, საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს არ აღენიშნება სხვა თანმხლები ოკულარული პათოლოგიები.

კატარაქტის ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, არის უმტკივნეულო, გრძელდება 10-15 წუთი. პროცედურა - ფაკოემულსიფიკაცია სრულდება თანამედროვე ულტრაბგერითი მოწყობილობის საშუალებით, რქოვანაზე კეთდება 2 მმ-მდე ზომის განაკვეთი, რაც არ საჭიროებს ნაკერების დადებას.

  • რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას პაციენტმა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ?

კატარაქტის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მარტივია. პროცედურიდან 2-3 კვირის განმავლობაში პაციენტმა აქტიური დატვირთვისა და მტვრიან გარემოში მოხვედრისგან თავი უნდა შეიკავოს. ფაქტობრივად, მეორე დღესვე ადამიანი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

  • შესაძლებელია თუ არა კატარაქტისგან სრული განკურნება?

კატარაქტის მკურნალობა არის მხოლოდ ქირურგიული, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აღენიშნება სხვა ოკულარული პათოლოგია, შედეგი - მხედველობის გაუმჯობესება თითქმის 97%-ია და ხდება დაავადებისგან სრული განკურნება. ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება არსებული კაფსულარული გამჭვირვალე ჩანთის შემღვრევა, მეორადი კატარაქტის განვითარება. მისი მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულად ლაზერული ქირურგიით, რომელიც არის ხანმოკლე, მარტივი და უმტკივნეულო პროცედურა.

R