პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1001 პრობლემა, რაც რემონტს ახლავს
1001 პრობლემა, რაც რემონტს ახლავს

რაც და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას შე­ვე­ჭი­დე და მარ­ტო გა­და­ვე­დი ქი­რით სა­ცხოვ­რებ­ლად, იმ წუ­თი­დან მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ გარ­კვე­უ­ლი და­ნა­ზო­გი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მქო­ნო­და სა­კუ­თა­რი სახ­ლი, დიდი ეზოთ, რო­მელ­საც სრუ­ლად ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­რე­მონ­ტებ­დი.ასეც ვიქ­ცე­ო­დი, ყო­ველ თვე, ხელ­ფა­სი­დან გარ­კვე­ულ თან­ხას გა­დავ­დებ­დი ხოლ­მე.დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი და­ნა­ზო­გი იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბიც ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სის­წრა­ფით მა­ტუ­ლობ­და და რაც უფრო მეტ თან­ხას ვაგ­რო­ვებ­დი, მით უფრო შორს მეჩ­ვე­ნე­ბო­და ჩემი ოც­ნე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში კი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტურ ვა­რი­ან­ტად სახ­ლის ნაც­ვლად ბი­ნის ყიდ­ვა მე­სა­ხე­ბო­და.და­ვი­წყე ძებ­ნა, ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ვებ-გვერ­დებს, ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი აგენ­ტებს, მე­პატ­რო­ნე­ებს, თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლი და და­მაბ­ნე­ვე­ლი ჩან­და, მაგ­რამ ნელ-ნელა გა­ვერ­კვიე.ბო­ლოს და ბო­ლოს კი, ვი­პო­ვე ბინა, რო­მე­ლიც ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში ნამ­დვი­ლად ჯდე­ბო­და, თუმ­ცა ბი­უ­ჯეტ­ში ნაკ­ლე­ბად.მარ­თა­ლია, ცოტა ხე­ლის შევ­ლე­ბა და კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტი სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მდე­ბა­რე­ო­ბაც კარ­გი ჰქონ­და, შიდა და­გეგ­მა­რე­ბაც, თან ის ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნა­თე­ლი სა­ძი­ნე­ბე­ლი და დიდი აი­ვა­ნიც ჰქონ­და, რაც ასე ძა­ლი­ან მინ­დო­და. თუმ­ცა, ცხად­ზე ცხა­დი იყო, რომ ჩემი დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა ამ ბი­ნის ყიდ­ვას არ ეყო­ფო­და, ამი­ტო­მაც მეც, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კურ­მა მო­ქა­ლა­ქემ, იპო­თე­კუ­რი სეს­ხის­თვის მი­ვა­შუ­რე ბანკს.აქ დამ­ჭირ­და 9 თა­ვი­ა­ნი გვე­ლე­შა­პის და­მარ­ცხე­ბა, უკ­ვდა­ვე­ბის წყალ­ზე წას­ვლა, მზე­თუ­ნა­ხა­ვის ციხე-კოშ­კი­დან დასხნა და ცხრა მთი­სა და ზღვის გა­დავ­ლა, ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დგომ, რო­გორც იქნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ვა­წე­რე და გა­სა­ღე­ბი ჩა­ვი­ბა­რე, აქ კი ისე­თი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა, თით­ქოს მთე­ლი მსოფ­ლიო და­ვი­პყა­რი.ენ­თუ­ზი­აზ­მით ვი­ყა­ვი სავ­სე. თვალ­წინ მედ­გა და ნა­თელ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბად ვხე­დავ­დი რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ეს სივ­რცე რამ­დე­ნი­მე დღე­ში.რო­გორ გახ­დე­ბო­და ეს ად­გი­ლი ჩვე­ნი სა­მე­გობ­როს თავ­შეყ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი, გო­ნე­ბა­ში დავ­გეგ­მე ყვე­ლა­ფე­რი, სად და­იდ­გმე­ბო­და ახა­ლი დი­ვა­ნი, სად ჩა­მო­ი­კი­დე­ბო­და ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­ხა­ტი, სად დავ­დგამ­დი მონ­სტე­რას და ჩემს დიდ, ბუთ­ქუ­ჩა მცე­ნა­რე­ებს.ამ წარ­მოდ­გე­ნებ­ში გარ­თულს კი ის ამ­ბა­ვი და­მე­მარ­თა, კაცი რომ ბჭობ­და და ღმერ­თი იცი­ნო­და.როცა მე­გო­ნა, რომ რე­მონ­ტის იდეა მხო­ლოდ კოს­მე­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და, რო­გო­რი­ცაა - კედ­ლე­ბი­დან ძვე­ლი შპა­ლე­რის ჩა­მოხ­სნა და შე­ღებ­ვა, ია­ტა­კის და ჭე­რის გა­ნახ­ლე­ბა, ახა­ლი ავე­ჯის შე­ძე­ნა - ამ ნა­წილ­ში ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მწა­რედ შევ­ცდი. ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი შპა­ლე­რის ჩა­მო­ხე­ვით და­ი­წყო, როცა პრო­ცეს­ში­მო­უ­ლოდ­ნე­ლი "ბედ­ნი­ე­რე­ბა’’ მეწ­ვია, ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩნდით მე და სვე­ლი, ობი­ა­ნი, ზო­გან დაბ­ზა­რუ­ლი კედ­ლე­ბი.ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მა - "ცო­ტა­თი შევ­ღე­ბავ და მორ­ჩა" - კრახს გა­ნიც­დი­და და აი, ამ წუ­თი­დან პრობ­ლე­მე­ბი დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით მი­ე­წყო ერ­თმა­ნეთს.მივ­ხვდი, რომ ჩემი ოც­ნე­ბა ნამ­დვილ გა­მოც­დად იქცა. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ დავ­ნე­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი, სა­კუ­თა­რი შრო­მით ნა­ყი­დი ბინა და მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას გავმკლა­ვე­ბო­დი.დავ­ჯე­ქი და ყვე­ლა პრობ­ლე­მა ჩა­მოვ­წე­რე, რაც აქამ­დე შემ­ხვდა. სია საკ­მა­ოდ გრძე­ლი გა­მო­ვი­და:

  1. აბა­ზა­ნის ია­ტა­კის შეც­ვლა
  2. კედ­ლე­ბი­დან ობის მო­შო­რე­ბა
  3. ჭე­რის შე­ღებ­ვა

პრობ­ლე­მე­ბის სიის და­ნახ­ვამ კი­დევ უფრო და­მა­ფიქ­რა - სა­ი­დან უნდა და­მე­წყო და რო­გორ მე­პო­ვა სან­დო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის მო­საგ­ვა­რებ­ლად? თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვე­უ­ლებ­რივ, მე­გობ­რებ­სა და ნაც­ნო­ბებს ვკი­თხე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე ნო­მე­რიც კი ჩა­ვი­წე­რე, მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს არ იყო საკ­მა­რი­სი - მჭირ­დე­ბო­და უფრო ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბის მე­ტად ეფექ­ტუ­რი გზა.ძებ­ნა ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ვაგ­რძე, თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ Google-ში ვწერ­დი "რე­მონ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თბი­ლის­ში" და "სან­ტექ­ნი­კო­სი", მაგ­რამ შე­დე­გე­ბი ქა­ო­სუ­რი და არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო. დრო დამ­ჭირ­და სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბის შე­სა­და­რებ­ლად.

სწო­რედ მა­შინ, როცა უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ძი­ე­ბა უშე­დე­გო იყო, წა­ვა­წყდი სა­იტს Servisebi.ge, თა­ვი­დან­ვე მო­მე­წო­ნა მარ­ტი­ვი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ინ­ტერ­ფე­ი­სით, შე­ვიყ­ვა­ნე ჩემი მო­თხოვ­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უკვე ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პრო­ფი­ლებს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა, რომ შე­მეძ­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც სხვა მომ­ხმა­რებ­ლებს ჰქონ­დათ და­ტო­ვე­ბუ­ლი, ეს გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. სა­ბო­ლო­ოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­ვარ­ჩიე და და­ვი­წყე ეტა­პობ­რი­ვად მათ­თან ჩა­მო­რეკ­ვა.

პირ­ვე­ლი, ვი­საც და­ვუ­კავ­შირ­დი, იყო სან­ტექ­ნი­კო­სი აბა­ზა­ნის ია­ტა­კის პრობ­ლე­მის­თვის. მან სწრა­ფად უპა­სუ­ხა ჩემს შე­კი­თხვებს და დე­ტა­ლუ­რად ამიხ­სნა, თუ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ და­მარ­წმუ­ნა, რომ სწორ არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებ­დი.კედ­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ზეც და­ვი­წუ­წუ­ნე და მი­თხრა, რომ ჰქონ­და მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც, არ­სე­ბობს კედ­ლის სო­კოს სა­წი­ნა­აღ­დე­გო სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რი, ვი­ყი­დი და წა­მო­ვი­ღე­ბო.ბო­ლოს, ჭე­რის პრობ­ლე­მის­თვის რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლისტს და­ვუ­კავ­შირ­დი. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ინ­ტე­რე­სა თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მით. პრობ­ლე­მის აღ­წე­რის შემ­დეგ, მან ჭე­რის შე­ღებ­ვის ნაც­ვლად, შე­მომ­თა­ვა­ზა გა­სა­ჭი­მი ჭე­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა.

"გა­სა­ჭი­მი ჭერი იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია თქვე­ნი სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის," - მი­თხრა მან, - "ის და­ფა­რავს ყვე­ლა არ­სე­ბულ დე­ფექტს და მოგ­ცემთ იდე­ა­ლუ­რად გლუვ ზე­და­პირს. თა­ნაც, მისი მონ­ტა­ჟი სწრა­ფია, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა’’ ორი­ვე სპე­ცი­ა­ლისტს ვთხო­ვე, თუ შე­ეძ­ლოთ მე­ო­რე დღეს­ვე მო­სუ­ლიყ­ვნენ და დი­ლი­დან­ვე შედ­გო­მოდ­ნენ საქ­მეს.დამ­თან­ხმდნენ და მე­ო­რე დი­ლით, პირ­ვე­ლად სან­ტექ­ნი­კო­სი გა­მო­ცხად­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, კვლავ ყუ­რა­დღე­ბით გა­მომ­კი­თხა ზო­გა­დი დე­ტა­ლე­ბი და აბა­ზა­ნის­კენ და­ვი­ძა­რით.აბა­ზა­ნა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, და­ი­წყო ია­ტა­კის გულ­დას­მით შე­მოწ­მე­ბა. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას კა­ფე­ლი ააძ­რო და ქვე­და ფე­ნას და­აკ­ვირ­და.

- მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია, ვიდ­რე ვე­ლო­დი,- თქვა მან თა­ვის ქნე­ვით, - "აქ მთე­ლი ია­ტა­კის რე­კონ­სტრუქ­ცი­აა სა­ჭი­რო. პრო­ცე­სებს ეტა­პობ­რი­ვად მიხ­სნი­და და თან დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და, რად­გან ამ პრობ­ლე­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი მთე­ლი სევ­და სა­ხე­ზე მქონ­და გა­მო­ხა­ტუ­ლი.

- ოჰ, ღმერ­თო, რამ­დენ ხანი დას­ჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს?

- და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 დღე, - მი­პა­სუ­ხა მან, - მაგ­რამ არ იდარ­დოთ, ყვე­ლა­ფერს ისე გა­ვა­კე­თებ, რომ სა­ნერ­ვი­უ­ლო კარ­გა ხანს აღარ გქონ­დეთ.

სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად კარ­ზე კა­კუ­ნის ხმა გა­ის­მა და ჭე­რის ხე­ლო­სა­ნიც შე­მო­უ­ერ­თდა ჩვენს დრა­მას. შე­მო­ვი­და თუ არა მა­შინ­ვე და­ი­წყო ჭე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მისი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბამ კი­დევ უფრო და­მა­ფიქ­რა.

- აბა, რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა? - ვკი­თხე შეშ­ფო­თე­ბულ­მა.

- რო­გორც ვი­ვა­რა­უ­დე, შე­ღებ­ვის ნაც­ვლად მარ­თლაც კარ­გი იქ­ნე­ბა გა­სა­ჭი­მი ჭე­რის მონ­ტა­ჟი, არ­სე­ბუ­ლი ბზა­რე­ბი და უთა­ნაბ­რო­ბე­ბი სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას ქმნის. გა­სა­ჭი­მი ჭერი კი ყვე­ლა­ფერს და­ფა­რავს და იდე­ა­ლუ­რად გლუვ ზე­და­პირს მოგ­ცემთ.თან მო­სავ­ლე­ლა­დაც ად­ვი­ლია და წყალ­გამ­ძლე, ვი­ნი­ცო­ბაა მე­ზო­ბელ­მა წყა­ლი ჩა­მო­გიშ­ვათ, მაგ მხრი­ვაც და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით.

უნდა ვა­ღი­ა­რო, შე­ღებ­ვის იდეა მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით მომ­წონ­და, რომ მე­გო­ნა უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი დაჯ­დე­ბო­და, თან არ მინ­დო­და რე­მონ­ტი უსას­რუ­ლოდ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვე­ძებ­დი ისეთ ვა­რი­ანტს, რომ­ლის მონ­ტა­ჟიც შე­და­რე­ბით სწრა­ფად მო­ხერ­ხდე­ბო­და.თან გამ­ძლეც იქ­ნე­ბო­და და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც მიმ­ზიდ­ვე­ლი.ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი ხე­ლოს­ნის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჭე­რის ვა­რი­ან­ტი ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ყუ­რე­ბო­და ური­გოდ, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვა გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ, მან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი და­უთ­მო ჭე­რის დე­ტა­ლურ შე­მოწ­მე­ბას, გა­ზო­მა ყვე­ლა კუ­თხე და კე­დე­ლი. შემ­დეგ და­ი­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლებ­ზეც შემ­დგომ­ში გა­სა­ჭი­მი ჭერი უნდა დე­მაგ­რე­ბი­ნა.პრო­ცე­სი აქ შე­ვა­წყვე­ტი­ნე, რად­გან სან­ტექ­ნი­კოსს უნდა გავ­ყო­ლო­დო მა­სა­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად, მეტ­ლახ აყ­რი­ლი აბა­ზა­ნა კი უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.ამი­ტომ, ჭე­რის გა­კე­თე­ბა მე­ო­რე დღის­თვის გა­დავ­დეთ.აქ დე­ტა­ლე­ბით, რომ თავი აღარ შე­გა­წყი­ნოთ, მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ ეს დღე სრუ­ლად აბა­ზა­ნის ია­ტაკს მი­ვუ­ძღვე­ნით, პა­რა­ლე­ლუ­რად, კედ­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ზეც ვი­ზურ­ნეთ, და­ვა­მუ­შა­ვეთ ანტი-სო­კო­ვა­ნი ხსნა­რით.მე­ო­რე დღეს დი­ლით ადრე გა­ვაგ­რძე­ლეთ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სან­ტექ­ნი­კოს­მა და­ას­რუ­ლა აბა­ზა­ნის ია­ტაკ­ზე მეტ­ლა­ხის და­გე­ბა. ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ფილა ზუს­ტად უნდა მორ­გე­ბო­და ად­გილს. თუმ­ცა, სა­ღა­მოს ია­ტა­კი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო და შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

წინა დღეს კედ­ლებ­ზე და­ტა­ნი­ლი ანტი-სო­კო­ვა­ნი ხსნა­რიც უკვე შემშრა­ლი­ყო და შე­სამ­ჩნე­ვი იყო პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი - ობი თით­ქოს უკვე ნაკ­ლე­ბად ჩან­და. თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლის­ტმა მირ­ჩია კი­დევ ერთხელ დაგ­ვე­ტა­ნა ხსნა­რი უკე­თე­სი შე­დე­გის­თვის.გა­და­ვე­დით კედ­ლე­ბის სა­ბო­ლოო და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. ანტი-სო­კო­ვა­ნი ხსნა­რის მე­ო­რედ და­ტა­ნის შემ­დეგ, კედ­ლე­ბი საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და. ობის კვა­ლი თით­ქმის აღარ ჩან­და და და­ვი­წყეთ კედ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა შე­ღებ­ვის­თვის.

გა­სა­ჭი­მი ჭე­რის მონ­ტა­ჟი კი ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი პრო­ცე­სი გახ­და. ხე­ლო­სან­მა მოს­ვლის­თა­ნა­ვე რა­ღაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა და და­ი­წყო ჭე­რის გა­ჭიმ­ვის პრო­ცე­სი, ვუ­ყუ­რებ­დი რო­გორ იჭი­მე­ბო­და და მაგრდე­ბო­და კრე­მის­ფე­რი, პრი­ა­ლა ზე­და­პი­რი ჩემს თავ­ზე და ნელ-ნელა რო­გორ იღებ­და ბინა ეს­თე­ტი­ურ სა­ხეს.მთე­ლი პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სა­ა­თი გაგ­რძელ­და. გა­სა­ჭი­მი ჭე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ოთახ­მა სრუ­ლი­ად ახა­ლი სახე მი­ი­ღო. კრე­მის­ფერ­მა, გლუვ­მა ზე­და­პირ­მა მთელ სივ­რცეს სი­ნათ­ლე და სი­ფარ­თო­ვე შე­მა­ტა.ამ ამ­ბე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის შემ­დეგ სრულ­ყო­ფი­ლად გად­მოვ­ბარ­გდი ჩემს სახ­ლში, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით და­ვას­რუ­ლე კედ­ლის შე­ღებ­ვის პრო­ცე­სი, ავე­ჯის შე­მო­ტა­ნა და სხვა წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლე­ბი.რე­მონ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბამ კი 2 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაკ­ვე­თი­ლი მას­წავ­ლა, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნის­თვის, ვინც მსგავს გა­მოწ­ვე­ვას წა­ა­წყდე­ბა:

  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოქ­ნი­ლო­ბა - მზად უნდა ვი­ყოთ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის და ახა­ლი იდე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად, რო­გორც ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს მოხ­და გა­სა­ჭი­მი ჭე­რის არ­ჩე­ვი­სას, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მა ყო­ველ­თვის არ არის სა­უ­კე­თე­სო.
  • გა­ით­ვა­ლის­წი­ნე სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი -იფიქ­რე, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე დას­რულ­დე­ბა, რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა გვეხ­მა­რე­ბა მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

და ბო­ლოს, რე­მონ­ტი არ არის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი სივ­რცის გა­ნახ­ლე­ბა - ეს არის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს ემო­ცი­ურ სიმ­ტკი­ცეს, ადაპ­ტა­ცი­ის უნარს, მუდ­მივ სწავ­ლას და გარ­კვე­ულ ეტა­პებ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას.

NS

ავტორი:

1001 პრობლემა, რაც რემონტს ახლავს

1001 პრობლემა, რაც რემონტს ახლავს

რაც დამოუკიდებელ ცხოვრებას შევეჭიდე და მარტო გადავედი ქირით საცხოვრებლად, იმ წუთიდან მიზნად დავისახე, რომ გარკვეული დანაზოგი გამეკეთებინა და მქონოდა საკუთარი სახლი, დიდი ეზოთ, რომელსაც სრულად ჩემი გემოვნებით გავარემონტებდი.ასეც ვიქცეოდი, ყოველ თვე, ხელფასიდან გარკვეულ თანხას გადავდებდი ხოლმე.დროთა განმავლობაში, ჩემი დანაზოგი იზრდებოდა, მაგრამ უძრავი ქონების ფასებიც ასტრონომიული სისწრაფით მატულობდა და რაც უფრო მეტ თანხას ვაგროვებდი, მით უფრო შორს მეჩვენებოდა ჩემი ოცნება.

არსებული ბიუჯეტის ფარგლებში კი ყველაზე რეალისტურ ვარიანტად სახლის ნაცვლად ბინის ყიდვა მესახებოდა.დავიწყე ძებნა, ვათვალიერებდი უძრავი ქონების ვებ-გვერდებს, ვუკავშირდებოდი აგენტებს, მეპატრონეებს, თავიდან ყველაფერი რთული და დამაბნეველი ჩანდა, მაგრამ ნელ-ნელა გავერკვიე.ბოლოს და ბოლოს კი, ვიპოვე ბინა, რომელიც ჩემს გემოვნებაში ნამდვილად ჯდებოდა, თუმცა ბიუჯეტში ნაკლებად.მართალია, ცოტა ხელის შევლება და კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა, მაგრამ მდებარეობაც კარგი ჰქონდა, შიდა დაგეგმარებაც, თან ის ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ნათელი საძინებელი და დიდი აივანიც ჰქონდა, რაც ასე ძალიან მინდოდა. თუმცა, ცხადზე ცხადი იყო, რომ ჩემი დაგროვილი თანხა ამ ბინის ყიდვას არ ეყოფოდა, ამიტომაც მეც, როგორც საქართველოს სტატისტიკურმა მოქალაქემ, იპოთეკური სესხისთვის მივაშურე ბანკს.აქ დამჭირდა 9 თავიანი გველეშაპის დამარცხება, უკვდავების წყალზე წასვლა, მზეთუნახავის ციხე-კოშკიდან დასხნა და ცხრა მთისა და ზღვის გადავლა, ამ პროცედურების შემდგომ, როგორც იქნა ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და გასაღები ჩავიბარე, აქ კი ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მთელი მსოფლიო დავიპყარი.ენთუზიაზმით ვიყავი სავსე. თვალწინ მედგა და ნათელ გამოსახულებად ვხედავდი როგორი იქნებოდა ეს სივრცე რამდენიმე დღეში.როგორ გახდებოდა ეს ადგილი ჩვენი სამეგობროს თავშეყრის გამორჩეული ადგილი, გონებაში დავგეგმე ყველაფერი, სად დაიდგმებოდა ახალი დივანი, სად ჩამოიკიდებოდა ჩემი საყვარელი ნახატი, სად დავდგამდი მონსტერას და ჩემს დიდ, ბუთქუჩა მცენარეებს.ამ წარმოდგენებში გართულს კი ის ამბავი დამემართა, კაცი რომ ბჭობდა და ღმერთი იცინოდა.როცა მეგონა, რომ რემონტის იდეა მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს შეეხებოდა, როგორიცაა - კედლებიდან ძველი შპალერის ჩამოხსნა და შეღებვა, იატაკის და ჭერის განახლება, ახალი ავეჯის შეძენა - ამ ნაწილში ძალიან, ძალიან მწარედ შევცდი. ყველაფერი ძველი შპალერის ჩამოხევით დაიწყო, როცა პროცესშიმოულოდნელი ,,ბედნიერება’’ მეწვია, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით მე და სველი, ობიანი, ზოგან დაბზარული კედლები.ჩემი თავდაპირველი გეგმა - "ცოტათი შევღებავ და მორჩა" - კრახს განიცდიდა და აი, ამ წუთიდან პრობლემები დომინოს პრინციპით მიეწყო ერთმანეთს.მივხვდი, რომ ჩემი ოცნება ნამდვილ გამოცდად იქცა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გადავწყვიტე, რომ არ დავნებებულიყავი. ეს იყო ჩემი პირველი, საკუთარი შრომით ნაყიდი ბინა და მზად ვიყავი, ყველა გამოწვევას გავმკლავებოდი.დავჯექი და ყველა პრობლემა ჩამოვწერე, რაც აქამდე შემხვდა. სია საკმაოდ გრძელი გამოვიდა:

  1. აბაზანის იატაკის შეცვლა
  2. კედლებიდან ობის მოშორება
  3. ჭერის შეღებვა

პრობლემების სიის დანახვამ კიდევ უფრო დამაფიქრა - საიდან უნდა დამეწყო და როგორ მეპოვა სანდო სპეციალისტები ამ ყველაფრის მოსაგვარებლად? თავდაპირველად, ჩვეულებრივ, მეგობრებსა და ნაცნობებს ვკითხე რეკომენდაციები. რამდენიმე ნომერიც კი ჩავიწერე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი - მჭირდებოდა უფრო ფართო არჩევანი და პროფესიონალების მოძიების მეტად ეფექტური გზა.ძებნა ინტერნეტში განვაგრძე, თავიდან უბრალოდ Google-ში ვწერდი "რემონტის სპეციალისტები თბილისში" და "სანტექნიკოსი", მაგრამ შედეგები ქაოსური და არაორგანიზებული იყო. დრო დამჭირდა სხვადასხვა საიტებზე მომსახურების ფასების შესადარებლად.

სწორედ მაშინ, როცა უკვე ვფიქრობდი, რომ ეს ძიება უშედეგო იყო, წავაწყდი საიტს Servisebi.ge, თავიდანვე მომეწონა მარტივი და მოხერხებული ინტერფეისით, შევიყვანე ჩემი მოთხოვნები და რამდენიმე წუთში უკვე ვათვალიერებდი სხვადასხვა სპეციალისტების პროფილებს.

განსაკუთრებით მომეწონა, რომ შემეძლო კომენტარების ნახვა, რომლებიც სხვა მომხმარებლებს ჰქონდათ დატოვებული, ეს გამოხმაურებები მეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში. საბოლოოდ რამდენიმე ადამიანი შევარჩიე და დავიწყე ეტაპობრივად მათთან ჩამორეკვა.

პირველი, ვისაც დავუკავშირდი, იყო სანტექნიკოსი აბაზანის იატაკის პრობლემისთვის. მან სწრაფად უპასუხა ჩემს შეკითხვებს და დეტალურად ამიხსნა, თუ რა სამუშაოები იქნებოდა საჭირო. მასთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი.კედლების პრობლემაზეც დავიწუწუნე და მითხრა, რომ ჰქონდა მსგავსი გამოცდილებაც, არსებობს კედლის სოკოს საწინააღდეგო სპეციალური ხსნარი, ვიყიდი და წამოვიღებო.ბოლოს, ჭერის პრობლემისთვის რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტს დავუკავშირდი. ერთ-ერთმა მათგანმა განსაკუთრებით დამაინტერესა თავისი ინოვაციური მიდგომით. პრობლემის აღწერის შემდეგ, მან ჭერის შეღებვის ნაცვლად, შემომთავაზა გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება.

"გასაჭიმი ჭერი იდეალური გამოსავალია თქვენი სიტუაციისთვის," - მითხრა მან, - "ის დაფარავს ყველა არსებულ დეფექტს და მოგცემთ იდეალურად გლუვ ზედაპირს. თანაც, მისი მონტაჟი სწრაფია, სულ რამდენიმე საათი დასჭირდება’’ ორივე სპეციალისტს ვთხოვე, თუ შეეძლოთ მეორე დღესვე მოსულიყვნენ და დილიდანვე შედგომოდნენ საქმეს.დამთანხმდნენ და მეორე დილით, პირველად სანტექნიკოსი გამოცხადდა დანიშნულების ადგილზე, კვლავ ყურადღებით გამომკითხა ზოგადი დეტალები და აბაზანისკენ დავიძარით.აბაზანაში შესვლისთანავე, დაიწყო იატაკის გულდასმით შემოწმება. რამდენიმე ადგილას კაფელი ააძრო და ქვედა ფენას დააკვირდა.

- მდგომარეობა უფრო სერიოზულია, ვიდრე ველოდი,- თქვა მან თავის ქნევით, - "აქ მთელი იატაკის რეკონსტრუქციაა საჭირო. პროცესებს ეტაპობრივად მიხსნიდა და თან დამშვიდებას ცდილობდა, რადგან ამ პრობლემით გამოწვეული მთელი სევდა სახეზე მქონდა გამოხატული.

- ოჰ, ღმერთო, რამდენ ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს?

- დაახლოებით 2-3 დღე, - მიპასუხა მან, - მაგრამ არ იდარდოთ, ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ სანერვიულო კარგა ხანს აღარ გქონდეთ.

საუბრის პარალელურად კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ჭერის ხელოსანიც შემოუერთდა ჩვენს დრამას. შემოვიდა თუ არა მაშინვე დაიწყო ჭერის დათვალიერება. მისი სახის გამომეტყველებამ კიდევ უფრო დამაფიქრა.

- აბა, როგორი მდგომარეობაა? - ვკითხე შეშფოთებულმა.

- როგორც ვივარაუდე, შეღებვის ნაცვლად მართლაც კარგი იქნება გასაჭიმი ჭერის მონტაჟი, არსებული ბზარები და უთანაბრობები სერიოზულ პრობლემას ქმნის. გასაჭიმი ჭერი კი ყველაფერს დაფარავს და იდეალურად გლუვ ზედაპირს მოგცემთ.თან მოსავლელადაც ადვილია და წყალგამძლე, ვინიცობაა მეზობელმა წყალი ჩამოგიშვათ, მაგ მხრივაც დაზღვეული იქნებით.

უნდა ვაღიარო, შეღებვის იდეა მხოლოდ იმ მიზეზით მომწონდა, რომ მეგონა უფრო ბიუჯეტური დაჯდებოდა, თან არ მინდოდა რემონტი უსასრულოდ გაგრძელებულიყო, ამიტომ ვეძებდი ისეთ ვარიანტს, რომლის მონტაჟიც შედარებით სწრაფად მოხერხდებოდა.თან გამძლეც იქნებოდა და ვიზუალურადაც მიმზიდველი.ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ხელოსნის მიერ შემოთავაზებული ჭერის ვარიანტი ნამდვილად არ გამოყურებოდა ურიგოდ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სპეციალისტის რჩევა გამეთვალისწინებინა. ჩემი თანხმობის შემდეგ, მან დაახლოებით ერთი საათი დაუთმო ჭერის დეტალურ შემოწმებას, გაზომა ყველა კუთხე და კედელი. შემდეგ დაიწყო სპეციალური პროფილების მომზადება, რომლებზეც შემდგომში გასაჭიმი ჭერი უნდა დემაგრებინა.პროცესი აქ შევაწყვეტინე, რადგან სანტექნიკოსს უნდა გავყოლოდო მასალების შესარჩევად, მეტლახ აყრილი აბაზანა კი უფრო პრიორიტეტულად მეჩვენებოდა, სირთულიდან გამომდინარე.ამიტომ, ჭერის გაკეთება მეორე დღისთვის გადავდეთ.აქ დეტალებით, რომ თავი აღარ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ეს დღე სრულად აბაზანის იატაკს მივუძღვენით, პარალელურად, კედლების პრობლემაზეც ვიზურნეთ, დავამუშავეთ ანტი-სოკოვანი ხსნარით.მეორე დღეს დილით ადრე გავაგრძელეთ სარემონტო სამუშაოები. სანტექნიკოსმა დაასრულა აბაზანის იატაკზე მეტლახის დაგება. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, რადგან თითოეული ფილა ზუსტად უნდა მორგებოდა ადგილს. თუმცა, საღამოს იატაკი უკვე დასრულებული იყო და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

წინა დღეს კედლებზე დატანილი ანტი-სოკოვანი ხსნარიც უკვე შემშრალიყო და შესამჩნევი იყო პირველი შედეგები - ობი თითქოს უკვე ნაკლებად ჩანდა. თუმცა, სპეციალისტმა მირჩია კიდევ ერთხელ დაგვეტანა ხსნარი უკეთესი შედეგისთვის.გადავედით კედლების საბოლოო დამუშავებაზე. ანტი-სოკოვანი ხსნარის მეორედ დატანის შემდეგ, კედლები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ობის კვალი თითქმის აღარ ჩანდა და დავიწყეთ კედლების მომზადება შეღებვისთვის.

გასაჭიმი ჭერის მონტაჟი კი ნამდვილად შთამბეჭდავი პროცესი გახდა. ხელოსანმა მოსვლისთანავე რაღაც სამუშაოები ჩაატარა და დაიწყო ჭერის გაჭიმვის პროცესი, ვუყურებდი როგორ იჭიმებოდა და მაგრდებოდა კრემისფერი, პრიალა ზედაპირი ჩემს თავზე და ნელ-ნელა როგორ იღებდა ბინა ესთეტიურ სახეს.მთელი პროცესი დაახლოებით 4-5 საათი გაგრძელდა. გასაჭიმი ჭერის დასრულების შემდეგ, ოთახმა სრულიად ახალი სახე მიიღო. კრემისფერმა, გლუვმა ზედაპირმა მთელ სივრცეს სინათლე და სიფართოვე შემატა.ამ ამბებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ სრულყოფილად გადმოვბარგდი ჩემს სახლში, საკუთარი ძალებით დავასრულე კედლის შეღებვის პროცესი, ავეჯის შემოტანა და სხვა წვრილმანი დეტალები.რემონტის გამოცდილებამ კი 2 მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა, რომელიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ნებისმიერი თქვენგანისთვის, ვინც მსგავს გამოწვევას წააწყდება:

  • მნიშვნელოვანია მოქნილობა - მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის და ახალი იდეების მისაღებად, როგორც ჩემს შემთხვევაში ეს მოხდა გასაჭიმი ჭერის არჩევისას, რადგან თავდაპირველი გეგმა ყოველთვის არ არის საუკეთესო.
  • გაითვალისწინე საბოლოო მიზანი -იფიქრე, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩაფიქრებული გქონდა, მიუხედავად სირთულეებისა, საბოლოო შედეგზე ფოკუსირება გვეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში.

და ბოლოს, რემონტი არ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცის განახლება - ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ემოციურ სიმტკიცეს, ადაპტაციის უნარს, მუდმივ სწავლას და გარკვეულ ეტაპებზე პროფესიონალების ჩართულობას.

NS