Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაბიბმა პირადად მიიღო ზარები, ომის მხარდასაჭერ განცხადებას სთხოვდნენ, მაგრამ მან უგულებელყო" - როგორ და რატომ დასაჯა კრემლმა UFC-ის ჩემპიონი?
"ხაბიბმა პირადად მიიღო  ზარები, ომის მხარდასაჭერ განცხადებას სთხოვდნენ, მაგრამ მან უგულებელყო" - როგორ და რატომ დასაჯა კრემლმა UFC-ის ჩემპიონი?

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ UFC-ის ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნის, ხა­ბიბ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის სა­ჯა­რო კრი­ტი­კა შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის პო­ზი­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სულ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მე­დია "პრო­ექ­ტმა"სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და­წყე­ბის შემ­დეგ, ნურ­მა­გო­მე­დოვს და­უ­რე­კეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და სთხო­ვეს გა­მო­ეთ­ქვა მო­საზ­რე­ბა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ და ომის მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამის შე­სა­ხებ სპორ­ტსმენ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით ჰყვე­ბა.

  • წყა­როს ცნო­ბით, ნურ­მა­გო­მე­დოვ­მა პი­რა­დად მი­ი­ღო ზა­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­ტონ ვა­ი­ნო­სა და მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, სერ­გეი კი­რი­ენ­კოს­გან, მაგ­რამ სპორ­ტსმენ­მა მათი მი­მარ­თვე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო.

რო­გორც "პრო­ექ­ტის" ვი­დე­ო­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნურ­მა­გო­მე­დოვს არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა­ზე. მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ხა­ბი­ბი სა­ჯა­როდ ესა­უბ­რა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, დო­ნალდ ტრამპს და სა­ჯა­როდ სთხო­ვა მას "შე­ა­ჩე­როს ომი პა­ლეს­ტი­ნა­ში. "ამ სა­უ­ბარ­მა შე­საძ­ლოა კრემლში ხა­ბი­ბის მი­მართ და­მა­ტე­ბით უკმყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია", - ამ­ბობს ხა­ბიბ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტრამ­პა თქვა, რომ ხა­ბიბ­მა არა­სა­ჯა­როდ სთხო­ვა მას, რომ ასე­ვე მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა კონ­ფლიქ­ტი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის.

  • ტრამ­პთან სა­უბ­რის შემ­დეგ, ნურ­მა­გო­მე­დო­ვი კრემ­ლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭომ გა­აკ­რი­ტი­კა. საბ­ჭოს წევ­რმა მა­რი­ნა ახ­მე­დო­ვამ თქვა, რომ "ხა­ბიბს ახლა მხო­ლოდ პა­ლეს­ტი­ნა აინ­ტე­რე­სებს".

ნურ­მა­გო­მე­დოვ­ზე ზე­წო­ლის ელე­მენ­ტე­ბის და სა­ჯა­რო კრი­ტი­კის გარ­და, შე­საძ­ლოა, კრემლს სპორ­ტსმენ­თან ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზეც გა­უჩ­ნდა პრე­ტენ­ზი­ე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ნურ­მა­გო­მედ­ვის ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ პროკ­რემ­ლის­ტუ­რი არხი ტე­ლეგ­რამ­ზე - "ბაზა" აქ­ვეყ­ნებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი შე­მო­სავ­ლე­ბით რუ­სე­თის ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია და­ინ­ტე­რეს­და. გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ კი ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­ბიბს მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
2

შეეშვით მაგ კაცს... სასიკეთო არც გაუკეთებია და არც უთქვამს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თანამემამულეების მისამართით... და არც მოლოდინი უნდა ვიქონიოთ... დაალაგებს თავის საქმეებს და ისევ რუსეთის ფედერაციის გამორჩეული მოქალაქე იქნება. შეძლება პოლიტიკაშიც ვიხილოთ...

მათოსი
77

რავი რა,კალაძე და კობახიძე ლამის ჯვარზე გააკრეს ამასთან შეხვედრის გამო და აგერ პუტინი ებრძვის თურმე.უკვე ყველაფერი ნათლად ჩანს,ვინ ვის და როგორ ემსახურება. ნაცები რო რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთებს ასრულებენ ეგ ფაქტია,თემურა ალასანია ყავთ ბუნაგში. დიდი ყურადღება გვმართებს ერო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ხაბიბმა პირადად მიიღო ზარები, ომის მხარდასაჭერ განცხადებას სთხოვდნენ, მაგრამ მან უგულებელყო" - როგორ და რატომ დასაჯა კრემლმა UFC-ის ჩემპიონი?

"ხაბიბმა პირადად მიიღო  ზარები, ომის მხარდასაჭერ განცხადებას სთხოვდნენ, მაგრამ მან უგულებელყო" - როგორ და რატომ დასაჯა კრემლმა UFC-ის ჩემპიონი?

რუსეთის ოფიციალური პირების მიერ UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის საჯარო კრიტიკა შესაძლოა, უკრაინის ომთან დაკავშირებით მის პოზიციას უკავშირდებოდეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რუსულმა დამოუკიდებელმა მედია "პროექტმა" საგამოძიებო ვიდეო გამოაქვეყნა.

გამოძიების მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ნურმაგომედოვს დაურეკეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და სთხოვეს გამოეთქვა მოსაზრება რუსეთის სასარგებლოდ და ომის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა. ამის შესახებ სპორტსმენთან დაახლოებული წყარო ანონიმურობის დაცვის პირობით ჰყვება.

  • წყაროს ცნობით, ნურმაგომედოვმა პირადად მიიღო ზარები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანტონ ვაინოსა და მისი პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოსგან, მაგრამ სპორტსმენმა მათი მიმართვები უგულებელყო.

როგორც "პროექტის" ვიდეოშია აღნიშნული, ნურმაგომედოვს არასდროს გაუკეთებია კომენტარი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ხაბიბი საჯაროდ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს და საჯაროდ სთხოვა მას "შეაჩეროს ომი პალესტინაში. "ამ საუბარმა შესაძლოა კრემლში ხაბიბის მიმართ დამატებით უკმყოფილება გამოიწვია", - ამბობს ხაბიბთან დაახლოებული პირი.

მოგვიანებით, ტრამპა თქვა, რომ ხაბიბმა არასაჯაროდ სთხოვა მას, რომ ასევე მოეგვარებინა კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის.

  • ტრამპთან საუბრის შემდეგ, ნურმაგომედოვი კრემლის ადამიანის უფლებათა საბჭომ გააკრიტიკა. საბჭოს წევრმა მარინა ახმედოვამ თქვა, რომ "ხაბიბს ახლა მხოლოდ პალესტინა აინტერესებს".

ნურმაგომედოვზე ზეწოლის ელემენტების და საჯარო კრიტიკის გარდა, შესაძლოა, კრემლს სპორტსმენთან ფინანსურ საკითხებზეც გაუჩნდა პრეტენზიები. თავდაპირველად, ნურმაგომედვის ვალების შესახებ პროკრემლისტური არხი ტელეგრამზე - "ბაზა" აქვეყნებდა ინფორმაციას, მოგვიანებით კი მისი შემოსავლებით რუსეთის ფინანსური პოლიცია დაინტერესდა. გამოძიების შემდეგ კი ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ხაბიბს მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს.