სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარიშხალმა “დებიმ“ ფლორიდის სანაპიროზე 1 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გააფრქვია - შოკისმომგვრელი შემთხვევის დეტალები
ქარიშხალმა “დებიმ“ ფლორიდის სანაპიროზე 1 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გააფრქვია - შოკისმომგვრელი შემთხვევის დეტალები

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქა­რიშ­ხალ­მა “დე­ბიმ“, რო­მე­ლიც ყუ­რის სა­ნა­პი­როს თავს რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­ტყდა, ფლო­რი­დის “კი­ზის“ სა­ნა­პი­რო­ზე, 1 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­კა­ი­ნი გა­აფ­რქვია.

  • აშშ-ის სა­სა­ზღვრო პატ­რუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “დე­ბიმ“, რო­მე­ლიც 1-ლი კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი იყო და მისი სიმ­ძლავ­რე სა­ათ­ში 80 მილს აჭარ­ბებ­და, სა­ნა­პი­რო­ზე კო­კა­ი­ნის ორ ათე­ულ­ზე მეტი შეკ­ვრა გა­და­ი­ტა­ნა - თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წონა 70 ფუნ­ტი იყო.

“ქა­რიშ­ხალ­მა დე­ბიმ 25 შეკ­ვრა კო­კა­ი­ნი (70 ფუნ­ტი) გა­აფ­რქვია ფლო­რი­დის “კი­ზის“ სა­ნა­პი­რო­ზე“, - და­წე­რა აშშ-ს სა­სა­ზღვრო პატ­რუ­ლის უფ­როს­მა სა­მუ­ელ ბრიგს II-მ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ სა­ნა­პი­რო­ზე ერთ-ერ­თმა აგენ­ტმა 70 ფუნ­ტი­ა­ნი კო­კა­ი­ნის ტო­მა­რა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც ქა­რიშ­ხლის­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გახ­სნი­ლი იყო. მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია.

ფო­ტო­ე­ბიც თა­ვად ბრიგსმა გა­ა­ზი­ა­რა.

Nypost -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი სამ­ხრეთ ფლო­რი­დის პლა­ჟებ­ზე და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, საკ­მა­ოდ ხში­რია, რად­გან კონ­ტრა­ბან­დის­ტებს არა­ლე­გა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან აშშ-ის შტა­ტებ­ში ამ გზით გა­და­აქვთ.

  • მა­გა­ლი­თად, ივ­ნის­ში, ჩრდი­ლო­ეთ ფლო­რი­დის სა­ნა­პი­რო­ზე ზღვის კუს ბუ­დე­ე­ბის მო­სა­ძებ­ნად წა­სულ­მა მოგ­ზა­ურ­მა 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­კა­ი­ნის აგუ­რი იპო­ვა. ამ აღ­მო­ჩე­ნამ გა­ა­ოგ­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც.

ფლო­რი­დის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა რონ დე­სან­ტის­მა შტა­ტის 61 ოლ­ქში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან 274 000-ზე მეტ ოჯახს ქა­რიშ­ხლის შე­დე­გად ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.

“დე­ბის“ სულ მცი­რე ოთხი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ შო­რის 13 წლის ბიჭი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ქარიშხალმა “დებიმ“ ფლორიდის სანაპიროზე 1 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გააფრქვია - შოკისმომგვრელი შემთხვევის დეტალები

ქარიშხალმა “დებიმ“ ფლორიდის სანაპიროზე 1 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გააფრქვია - შოკისმომგვრელი შემთხვევის დეტალები

ოფიციალური პირების განცხადებით, ქარიშხალმა “დებიმ“, რომელიც ყურის სანაპიროს თავს რამდენიმე დღის წინ დაატყდა, ფლორიდის “კიზის“ სანაპიროზე, 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი გააფრქვია.

  • აშშ-ის სასაზღვრო პატრულის ინფორმაციით, “დებიმ“, რომელიც 1-ლი კატეგორიის ქარიშხალი იყო და მისი სიმძლავრე საათში 80 მილს აჭარბებდა, სანაპიროზე კოკაინის ორ ათეულზე მეტი შეკვრა გადაიტანა - თითოეული მათგანის წონა 70 ფუნტი იყო.

“ქარიშხალმა დებიმ 25 შეკვრა კოკაინი (70 ფუნტი) გააფრქვია ფლორიდის “კიზის“ სანაპიროზე“, - დაწერა აშშ-ს სასაზღვრო პატრულის უფროსმა სამუელ ბრიგს II-მ სოციალურ მედიაში.

აღნიშნულ სანაპიროზე ერთ-ერთმა აგენტმა 70 ფუნტიანი კოკაინის ტომარა აღმოაჩინა, რომელიც ქარიშხლისგან დაზიანებული და გახსნილი იყო. მათი ღირებულება 1 მილიონ დოლარზე მეტია.

ფოტოებიც თავად ბრიგსმა გააზიარა.

Nypost -ის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები სამხრეთ ფლორიდის პლაჟებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, საკმაოდ ხშირია, რადგან კონტრაბანდისტებს არალეგალური ნივთიერებები სამხრეთ ამერიკიდან აშშ-ის შტატებში ამ გზით გადააქვთ.

  • მაგალითად, ივნისში, ჩრდილოეთ ფლორიდის სანაპიროზე ზღვის კუს ბუდეების მოსაძებნად წასულმა მოგზაურმა 4 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინის აგური იპოვა. ამ აღმოჩენამ გააოგნა სამართალდამცავებიც.

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა შტატის 61 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან 274 000-ზე მეტ ოჯახს ქარიშხლის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

“დების“ სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 წლის ბიჭი.