პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ სეზონურ დიარეას
როგორ ვებრძოლოთ სეზონურ დიარეას

ზა­ფხუ­ლი ზღვას, მთას, სუფ­თა ჰა­ერს, კარგ მა­დას და ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ცდი­ლობს მცხუნ­ვა­რე დღე­ებს თავი აგა­რა­კებ­ზე გას­ვლით და­აღ­წი­ოს, ნა­წი­ლი სრულ გან­ტვირ­თვას ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ამ­ჯო­ბი­ნებს, ზო­გი­ერ­თი კი სა­მოგ­ზა­უ­როდ წლის სწო­რედ ამ პე­რი­ოდს ირ­ჩევს. უდა­ვოა, რომ წე­ლი­წა­დის ეს სე­ზო­ნი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია, თუმ­ცა, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლიც გახ­ლავთ. ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის რის­კებ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბია. ეს სწო­რედ ის სე­ზო­ნია, როცა ყვე­ლა­ზე ხში­რად, შე­საძ­ლოა შეგ­ვა­წუ­ხოს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის დარ­ღე­ვე­ვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა სხვა­დას­ხვა ჩი­ვილ­მა, ისეთ­მა, რო­გო­რი­ცაა: დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა, მე­ტე­ო­რიზ­მი (შე­ბე­რი­ლო­ბა), ტკი­ვი­ლი და დის­კომ­ფორ­ტი მუც­ლის არე­ში და სხვა.

მზი­ან დღე­ებ­ში საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის გახ­ში­რე­ბას თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი აქვს. სით­ბო და გა­რე­მოს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ქმნის ყვე­ლა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის, მათ შო­რის, ბაქ­ტე­რი­ე­ბის, ვირუ­სე­ბი­სა და პა­რა­ზი­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხში­რად დი­ა­რე­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზად გვევ­ლი­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, გა­რე­მოს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა, ვი­ნა­ი­დან სი­ცხე­ში ლპო­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ესეც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზა­ფხულ­ში, წლის ყვე­ლა სხვა სე­ზო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო მეტ ხილ­სა და ბოსტნე­ულს – უჯრე­დი­სით მდი­დარ პრო­დუქ­ტებს მი­ვირ­თმევთ, რაც ნაწ­ლა­ვე­ბის პე­რის­ტალ­ტი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ხელს უწყობს. სწო­რედ ამ ფაქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, ზა­ფხულ­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბის, კერ­ძოდ კი – დი­ა­რე­ის სიხ­ში­რის ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს.

დი­ა­რეა, იგი­ვე ფა­ღა­რა­თი, ეს არის გახ­ში­რე­ბუ­ლი დე­ფე­კა­ცია (სამი მეტ­ჯერ) სი­თხის შემ­ცვე­ლი ან წყლი­სებ­რი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით. დი­ა­რე­ის დროს სხე­უ­ლი კარ­გავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­სა და მი­ნე­რა­ლებს (ნატ­რი­უ­მი, კა­ლი­უ­მი, ქლო­რი და სხვა). ამ დროს ირ­ღვე­ვა ე.წ. წყალ-მა­რი­ლო­ვა­ნი ბა­ლან­სი და ორ­გა­ნიზ­მი გა­უ­წყლო­ე­ბის, ანუ დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა. გარ­და ამი­სა, ფა­ღა­რა­თის დროს იც­ვლე­ბა ნაწ­ლა­ვუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ტა, მცირ­დე­ბა ე.წ. „მე­გო­ბა­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბის“ რა­ო­დე­ნო­ბა, რაც თა­ვის მხრივ, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი დი­ა­რე­ის გან­ვი­თა­რე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რია. დი­ა­რეა, რო­გორც წესი, არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ჩვე­უ­ლებ­რივ, 3-5 დღე­ში გა­ივ­ლის, თუმ­ცა, ის სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მას თან ახ­ლდეს, უსი­ა­მოვ­ნო და ყუ­რადსა­ღე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ხან­დაზ­მუ­ლებ­ში და ბავ­შვებ­ში, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან გა­უ­წყლო­ე­ბის მი­მართ. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სი­თხის შე­კა­ვე­ბის უნა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, სი­თხის მა­რა­გიც, ხოლო ბავ­შვებ­ში, მათი ანა­ტო­მი­ურ-ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი უფრო სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტომ, ამ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში გა­უ­წყლო­ე­ბის პრე­ვენ­ცია და დრო­უ­ლი მარ­თვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მცი­რე ასა­კის ბავ­შვის მშო­ბელ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს ექიმს, თუკი შე­ამ­ჩნევს, რომ ბავ­შვი მი­ვარ­დნი­ლი და ადი­ნა­მი­უ­რია, უც­რემ­ლოდ ტი­რის, 3 სა­ა­თი და მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ სა­ჭი­რო­ებს სა­ფე­ნის შეც­ვლას, პი­რის ღრუს ლორ­წო­ვა­ნი გა­მომშრა­ლია. ყვე­ლა ეს სიმპტო­მი სი­თხის დე­ფი­ციტ­ზე მე­ტყვე­ლებს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

დი­ა­რე­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. სიფრ­თხი­ლით უნდა მი­ვუდ­გეთ საკ­ვებს, გულ­დას­მით გავ­რე­ცხოთ ის და თერ­მუ­ლად სწო­რად და­ვა­მუ­შა­ოთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მი­ვი­ღოთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ელექტრო­ლი­ტე­ბით მდი­და­რი სი­თხე­ე­ბი, მი­ვი­ღოთ პრო­ბი­ო­ტი­კე­ბი (ე.წ. „მე­გო­ბა­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი“), რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ნაწ­ლა­ვუ­რი მიკ­რო­ბი­ო­ტის დის­ბა­ლან­სი და ამით ხელი შე­ვუ­წყოთ დი­ა­რე­ის სწრა­ფად ალა­გე­ბას. სე­ზუ­ნუ­რი დი­ა­რე­ის შემ­თხვე­ვე­ბის სიხ­ში­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი არ გა­ი­ფუ­ჭოთ და ამ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას ეფექ­ტუ­რად გა­უმკლავ­დეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენს სა­ზა­ფხუ­ლო აფ­თი­აქ­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია GM PHARMA-ს გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პორ­ტფე­ლის კარ­გად ნაც­ნო­ბი გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი - კო­ლე­რი­ნი და კო­ლე­რი­ნი ჰიდ­რო იქო­ნი­ოთ.

კო­ლე­რი­ნი – პრო­ბი­ო­ტი­კია დი­ა­რე­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბით. პრო­დუქ­ტში შე­მა­ვალ სა­ფუ­ა­რა სო­კოს შტამს (Saccharomyces boulardii) გა­აჩ­ნია მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­ტი­დი­ა­რე­უ­ლი, ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი და ან­ტი­ტოქ­სი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა, ამი­ტომ კო­ლე­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ან კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფა­ღა­რა­თის დრო­საც. ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა ტი­პის დი­ა­რე­ის და მათ შო­რის, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო-ასო­ცი­რე­ბუ­ლი დი­ა­რე­ე­ბის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო­დაც. კო­ლე­რი­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის ბა­ლან­სის აღ­დგე­ნას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის.

კო­ლე­რი­ნი ჰიდ­რო კი წარ­მო­ად­გენს პრო­ბი­ო­ტი­კი­სა (Saccharomyces boulardii) და ელექტრო­ლი­ტის უნი­კა­ლურ კომ­ბი­ნა­ცი­ას. ამ კომ­ბი­ნა­ცი­ის წყა­ლო­ბით, კო­ლე­რი­ნი ჰიდ­როს მი­ღე­ბა დი­ა­რე­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ერ­თის მხრივ ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის წყალ-მა­რი­ლო­ვა­ნი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ას და მე­ო­რეს მხრივ ახ­დენს დი­ა­რე­ის სწრაფ კუ­პი­რე­ბას.

მწვა­ვე ან გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი (3 დღე და მეტი) დი­ა­რე­ის დროს და/ან თუკი მას თან ახ­ლავს დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ღე­ბი­ნე­ბა, სხე­უ­ლის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, უკე­თე­სი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ლე­რი­ნი­სა და კო­ლე­რი­ნი ჰიდ­როს ერ­თდრო­უ­ლი მი­ღე­ბა.

კო­ლე­რი­ნი ინიშ­ნე­ბა: 1-2 კაფ­სუ­ლა დღე­ში, მცი­რე­ო­დენ სი­თხეს­თან ერ­თად, ჭა­მის დროს ან ჭა­მის შემ­დეგ.

ბავ­შვებ­ში 0-1 წლამ­დე – 1/2 კაფ­სუ­ლა 2-ჯერ დღე­ში;

ბავ­შვებ­ში 1-3 წლამ­დე – 1 კაფ­სუ­ლა 2-ჯერ დღე­ში;

ბავ­შვებ­ში 3 წლის ასა­კი­დან და მოზ­რდი­ლებ­ში – 1-2 კაფ­სუ­ლა ორ­ჯერ დღე­ში.

მცი­რე ასა­კის ბავ­შვებ­ში და გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი ყლაპ­ვის შემ­თხვე­ვებ­ში და­საშ­ვე­ბია კაფ­სუ­ლის შიგ­თავ­სის გახ­სნა მცი­რე­ო­დენ, ცივ ან ოდ­ნავ თბილ წვენ­ში ან საკ­ვებ­ში.

არ შე­იძ­ლე­ბა ცხე­ლი ან ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლით კო­ლე­რი­ნის მი­ღე­ბა. მწვა­ვე დი­ა­რე­ის მკურ­ნა­ლო­ბი­სას, კო­ლე­რი­ნის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ჰიდ­რა­ტა­ცია (სი­თხის ადეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა).

კო­ლე­რი­ნი ჰიდ­როს მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვებ­ში 1 წლის ასა­კი­დან და მოზ­რდი­ლე­ბის­თვის.

ბავ­შვებ­ში 1-12 წლამ­დე – 1 პა­კე­ტი დღე­ში

ბავ­შვე­ბი 12 წლი­დან და მოზ­რდი­ლე­ბი – 2 პა­კე­ტი დღე­ში

1 პა­კე­ტი კო­ლე­რი­ნი ჰიდ­რო იხ­სნე­ბა 1 ჭიქა (200 მლ) გრილ წყალ­ში (წყალს არ სჭირ­დე­ბა გა­და­დუ­ღე­ბა). რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ხსნა­რის მი­ღე­ბა გამ­ზა­დე­ბის­თა­ნა­ვე. კო­ლე­რი­ნი ჰიდ­როს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჟო­ლოს ნა­ტუ­რა­ლუ­რი არო­მა­ტი­ზა­ტო­რი მას მი­სა­ღე­ბად სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის.

არ მის­ცეთ დი­ა­რე­ას სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­შა­ლოს თქვე­ნი ზა­ფხუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი. გა­უფრ­თხილ­დით თქვენს გეგ­მებს და იმის­თვის, რომ დაგ­რჩეთ თი­თო­ე­უ­ლი დღე სა­უ­კე­თე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად, კო­ლე­რი­ნი და კო­ლე­რი­ნი ჰიდ­რო არ და­გა­ვი­წყდეთ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ დიარეას

როგორ ვებრძოლოთ სეზონურ დიარეას

ზაფხული ზღვას, მთას, სუფთა ჰაერს, კარგ მადას და ამაღლებულ განწყობას აერთიანებს. ადამიანების ნაწილი ცდილობს მცხუნვარე დღეებს თავი აგარაკებზე გასვლით დააღწიოს, ნაწილი სრულ განტვირთვას ზღვის სანაპიროზე ამჯობინებს, ზოგიერთი კი სამოგზაუროდ წლის სწორედ ამ პერიოდს ირჩევს. უდავოა, რომ წელიწადის ეს სეზონი დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია, თუმცა, არცთუ იშვიათად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც გახლავთ. ზაფხულის სეზონის რისკებში ერთ-ერთი მთავარი გასტროენტეროლოგიური პრობლემებია. ეს სწორედ ის სეზონია, როცა ყველაზე ხშირად, შესაძლოა შეგვაწუხოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღევევებისთვის დამახასიათებელმა სხვადასხვა ჩივილმა, ისეთმა, როგორიცაა: დიარეა, ღებინება, მეტეორიზმი (შებერილობა), ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში და სხვა.

მზიან დღეებში საკვების მონელების დარღვევების გახშირებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. სითბო და გარემოს მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის, მათ შორის, ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტებისთვის, რომელთა ზოგიერთი წარმომადგენელი, ხშირად დიარეის გამომწვევ მიზეზად გვევლინება. გარდა ამისა, გარემოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება პროდუქტების შენახვის პირობების დაცვა, ვინაიდან სიცხეში ლპობითი პროცესები დაჩქარებულია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი ესეც შეიძლება გახდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზაფხულში, წლის ყველა სხვა სეზონისგან განსხვავებით, უფრო მეტ ხილსა და ბოსტნეულს – უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს მივირთმევთ, რაც ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურებას ხელს უწყობს. სწორედ ამ ფაქტორთა ერთობლიობა, ზაფხულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომების, კერძოდ კი – დიარეის სიხშირის ზრდას განაპირობებს.

დიარეა, იგივე ფაღარათი, ეს არის გახშირებული დეფეკაცია (სამი მეტჯერ) სითხის შემცველი ან წყლისებრი განავლოვანი მასებით. დიარეის დროს სხეული კარგავს დიდი რაოდენობით სითხესა და მინერალებს (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი და სხვა). ამ დროს ირღვევა ე.წ. წყალ-მარილოვანი ბალანსი და ორგანიზმი გაუწყლოების, ანუ დეჰიდრატაციის საფრთხის წინაშე დგება. გარდა ამისა, ფაღარათის დროს იცვლება ნაწლავური მიკრობიოტა, მცირდება ე.წ. „მეგობარი ბაქტერიების“ რაოდენობა, რაც თავის მხრივ, გახანგრძლივებული დიარეის განვითარების დამატებითი რისკ-ფაქტორია. დიარეა, როგორც წესი, არ არის სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა და ჩვეულებრივ, 3-5 დღეში გაივლის, თუმცა, ის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მას თან ახლდეს, უსიამოვნო და ყურადსაღებია. განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში და ბავშვებში, ვინაიდან ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გაუწყლოების მიმართ. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ქსოვილოვანი სითხის შეკავების უნარი და შესაბამისად, სითხის მარაგიც, ხოლო ბავშვებში, მათი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დეჰიდრატაციის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ამიტომ, ამ ასაკობრივ ჯგუფებში გაუწყლოების პრევენცია და დროული მართვა უმნიშვნელოვანესია. მცირე ასაკის ბავშვის მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუკი შეამჩნევს, რომ ბავშვი მივარდნილი და ადინამიურია, უცრემლოდ ტირის, 3 საათი და მეტი ხნის განმავლობაში არ საჭიროებს საფენის შეცვლას, პირის ღრუს ლორწოვანი გამომშრალია. ყველა ეს სიმპტომი სითხის დეფიციტზე მეტყველებს და დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.

დიარეის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. სიფრთხილით უნდა მივუდგეთ საკვებს, გულდასმით გავრეცხოთ ის და თერმულად სწორად დავამუშაოთ. მნიშვნელოვანია, სიმპტომების გამოვლენისთანავე მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, განსაკუთრებით კი ელექტროლიტებით მდიდარი სითხეები, მივიღოთ პრობიოტიკები (ე.წ. „მეგობარი ბაქტერიები“), რათა თავიდან ავირიდოთ ნაწლავური მიკრობიოტის დისბალანსი და ამით ხელი შევუწყოთ დიარეის სწრაფად ალაგებას. სეზუნური დიარეის შემთხვევების სიხშირიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ცხოვრების ბედნიერი მომენტები არ გაიფუჭოთ და ამ აქტუალურ პრობლემას ეფექტურად გაუმკლავდეთ, მნიშვნელოვანია თქვენს საზაფხულო აფთიაქში ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს გასტროენტეროლოგიური პორტფელის კარგად ნაცნობი გერმანული პროდუქტები - კოლერინი და კოლერინი ჰიდრო იქონიოთ.

კოლერინი – პრობიოტიკია დიარეის საწინააღმდეგო მოქმედებით. პროდუქტში შემავალ საფუარა სოკოს შტამს (Saccharomyces boulardii) გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიდიარეული, ანტიმიკრობული და ანტიტოქსიკური მოქმედება, ამიტომ კოლერინის გამოყენება რეკომენდებულია ნაწლავური ინფექციებით ან კვებითი ინტოქსიკაციით გამოწვეული ფაღარათის დროსაც. ის რეკომენდებულია ყველა ტიპის დიარეის და მათ შორის, ანტიბიოტიკო-ასოცირებული დიარეების საპროფილაქტიკოდაც. კოლერინი უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, რაც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კოლერინი ჰიდრო კი წარმოადგენს პრობიოტიკისა (Saccharomyces boulardii) და ელექტროლიტის უნიკალურ კომბინაციას. ამ კომბინაციის წყალობით, კოლერინი ჰიდროს მიღება დიარეის დაწყებისთანავე ერთის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას და დეჰიდრატაციის პრევენციას და მეორეს მხრივ ახდენს დიარეის სწრაფ კუპირებას.

მწვავე ან გახანგრძლივებული (3 დღე და მეტი) დიარეის დროს და/ან თუკი მას თან ახლავს დეჰიდრატაციის ხელშემწყობი ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, უკეთესი ეფექტის მისაღებად შესაძლებელია კოლერინისა და კოლერინი ჰიდროს ერთდროული მიღება.

კოლერინი ინიშნება: 1-2 კაფსულა დღეში, მცირეოდენ სითხესთან ერთად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ბავშვებში 0-1 წლამდე – 1/2 კაფსულა 2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 1-3 წლამდე – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში;

ბავშვებში 3 წლის ასაკიდან და მოზრდილებში – 1-2 კაფსულა ორჯერ დღეში.

მცირე ასაკის ბავშვებში და გაძნელებული ყლაპვის შემთხვევებში დასაშვებია კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირეოდენ, ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საკვებში.

არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმელით კოლერინის მიღება. მწვავე დიარეის მკურნალობისას, კოლერინის მიღებასთან ერთად, აუცილებელია რეჰიდრატაცია (სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღება).

კოლერინი ჰიდროს მიღება შესაძლებელია ბავშვებში 1 წლის ასაკიდან და მოზრდილებისთვის.

ბავშვებში 1-12 წლამდე – 1 პაკეტი დღეში

ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები – 2 პაკეტი დღეში

1 პაკეტი კოლერინი ჰიდრო იხსნება 1 ჭიქა (200 მლ) გრილ წყალში (წყალს არ სჭირდება გადადუღება). რეკომენდებულია ხსნარის მიღება გამზადებისთანავე. კოლერინი ჰიდროს შემადგენლობაში არსებული ჟოლოს ნატურალური არომატიზატორი მას მისაღებად სასიამოვნოს ხდის.

არ მისცეთ დიარეას საშუალება ჩაშალოს თქვენი ზაფხულის განსაკუთრებული დღეები. გაუფრთხილდით თქვენს გეგმებს და იმისთვის, რომ დაგრჩეთ თითოეული დღე საუკეთესო და სასიამოვნო მოგონებად, კოლერინი და კოლერინი ჰიდრო არ დაგავიწყდეთ.

R