საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთმა ოლიმპიადაზე "ჰითმენი" გაგზავნა?" - როგორ იქცა 51 წლის მსროლელი ოლიმპიადის ვარსკვლავად და რას წერს მასზე ილონ მასკი?
"თურქეთმა ოლიმპიადაზე "ჰითმენი" გაგზავნა?" - როგორ იქცა 51 წლის მსროლელი ოლიმპიადის ვარსკვლავად და რას წერს მასზე ილონ მასკი?

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დას კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი ჰყავს. მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში თურ­ქი მსრო­ლე­ლის იუ­სუფ დი­კე­ჩის ფოტო გავ­რცელ­და, ოლიმ­პი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და, ის მსოფ­ლიო მე­დი­ი­სა და ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მებ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, მისი იმი­ჯის გამო გახ­და.

  • 51 წლის იუ­სუფ დი­კე­ჩი მის პარტნი­ორ­თან, სევ­ვალ ილა­ი­და თარ­ჰან­თან ერ­თად, 10 მეტ­რი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო პის­ტო­ლე­ტით სრო­ლა­ში, შე­რე­ულ გუნ­დურ შე­ჯიბრში ას­პა­რე­ზო­ბის შემ­დეგ ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი გახ­და.

თუმ­ცა მისი ფო­ტო­ე­ბი შე­ჯიბ­რი­სად­მი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მიდ­გო­მი­სა და იმი­ჯის გამო გავ­რცელ­და. იმის ფონ­ზე, რომ მისი კო­ლე­გე­ბი შე­ჯიბ­რზე ტი­პი­უ­რი სას­რო­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა გა­ჯე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. იუ­სუფ­მა მხო­ლოდ სათ­ვა­ლე მო­ირ­გო, ცალი ხელი ჯი­ბე­ში ედო და ძა­ლი­ან მშვი­დად ის­რო­და.

ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მსრო­ლელ­თა უმე­ტე­სო­ბა იყე­ნებს ყუ­რის დამ­ცველს და ატა­რებს სპე­ცი­ა­ლურ სათ­ვა­ლეს.

"თურ­ქეთ­მა გაგ­ზავ­ნა 51 წლის მა­მა­კა­ცი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ლინ­ზე­ბის, თვა­ლის სა­ფა­რის ან ყუ­რის დამ­ცა­ვის გა­რე­შე", - გა­მო­აქ­ვეყ­ნა ერთ-ერ­თმა ფან­მა X-ში, რა­ზეც მი­ლი­არ­დერ­მა ელონ მასკმა უპა­სუ­ხა: “მშვე­ნი­ე­რია“.

  • "თურ­ქეთ­მა ოლიმ­პი­ა­და­ზე "ჰით­მე­ნი" გაგ­ზავ­ნა?"
  • “ჩემი საყ­ვა­რე­ლი ოლიმ­პი­უ­რი სპორ­ტი და სპორ­ტსმე­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე“
  • “მო­ვი­და, რო­გორც ბოსი და მხო­ლოდ სათ­ვა­ლით აღ­ჭურ­ვილ­მა, ჯი­ბე­ში ხე­ლით მო­ი­გო ვერ­ცხლის მე­და­ლი“, - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თურქეთმა ოლიმპიადაზე "ჰითმენი" გაგზავნა?" - როგორ იქცა 51 წლის მსროლელი ოლიმპიადის ვარსკვლავად და რას წერს მასზე ილონ მასკი?

"თურქეთმა ოლიმპიადაზე "ჰითმენი" გაგზავნა?" - როგორ იქცა 51 წლის მსროლელი ოლიმპიადის ვარსკვლავად და რას წერს მასზე ილონ მასკი?

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰყავს. მას შემდეგ, რაც ინტერნეტში თურქი მსროლელის იუსუფ დიკეჩის ფოტო გავრცელდა, ოლიმპიური გამარჯვების გარდა, ის მსოფლიო მედიისა და ინტერნეტ პლატფორმებზე პოპულარული, მისი იმიჯის გამო გახდა.

  • 51 წლის იუსუფ დიკეჩი მის პარტნიორთან, სევვალ ილაიდა თარჰანთან ერთად, 10 მეტრიანი საჰაერო პისტოლეტით სროლაში, შერეულ გუნდურ შეჯიბრში ასპარეზობის შემდეგ ვერცხლის პრიზიორი გახდა.

თუმცა მისი ფოტოები შეჯიბრისადმი არატრადიციული მიდგომისა და იმიჯის გამო გავრცელდა. იმის ფონზე, რომ მისი კოლეგები შეჯიბრზე ტიპიური სასროლი მოწყობილობებით, სხვადასხვა გაჯეტებით აღჭურვილები გამოვიდნენ. იუსუფმა მხოლოდ სათვალე მოირგო, ცალი ხელი ჯიბეში ედო და ძალიან მშვიდად ისროდა.

ოლიმპიურ თამაშებზე მსროლელთა უმეტესობა იყენებს ყურის დამცველს და ატარებს სპეციალურ სათვალეს.

"თურქეთმა გაგზავნა 51 წლის მამაკაცი სპეციალიზირებული ლინზების, თვალის საფარის ან ყურის დამცავის გარეშე", - გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ფანმა X-ში, რაზეც მილიარდერმა ელონ მასკმა უპასუხა: “მშვენიერია“.

  • "თურქეთმა ოლიმპიადაზე "ჰითმენი" გაგზავნა?"
  • “ჩემი საყვარელი ოლიმპიური სპორტი და სპორტსმენი აღმოვაჩინე“
  • “მოვიდა, როგორც ბოსი და მხოლოდ სათვალით აღჭურვილმა, ჯიბეში ხელით მოიგო ვერცხლის მედალი“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

წყარო

იხილეთ ასევე: