მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ლაშა ბე­ქა­უ­რი (90კგ) პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია. მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ის კო­რე­ელ ჯუ­ი­ე­ოპ ჰა­ნის და­უ­პი­რის­პირ­და, რო­მელ­მაც მერ­ვე­დფი­ნალ­ში ამე­რი­კე­ლი ჯონ ჰე­ი­ნი იპო­ნით და­ა­მარ­ცხა.

მოქ­მედ­მა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ბე­ქა­ურ­მა ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მოს­ვლა მე­ო­რე წრი­დან და­ი­წყო. მერ­ვე­დფი­ნალ­ში მისი მე­ტო­ქე ბულ­გა­რელ ივა­ი­ლო ივა­ნო­ვი იყო. ლა­შამ მე­ტო­ქეს ვა­ზა­რით მო­უ­გო.

ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მე­და­ლი აქვს. მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

ცნო­ბის­თვის, ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში (ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლაშა ბე­ქა­უ­რი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ტატო მო­სახ­ლიშ­ვილს შეხ­ვდე­ბა, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს.

00:00 / 00:00
ავტორი:

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია

ლაშა ბექაური (90კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. მეოთხედფინალში ის კორეელ ჯუიეოპ ჰანის დაუპირისპირდა, რომელმაც მერვედფინალში ამერიკელი ჯონ ჰეინი იპონით დაამარცხა.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო. მერვედფინალში მისი მეტოქე ბულგარელ ივაილო ივანოვი იყო. ლაშამ მეტოქეს ვაზარით მოუგო.

ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ნახევარფინალში ტატო მოსახლიშვილს შეხვდება, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.