მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია... დაანონსებულია ახალი სტადიონის მშენებლობა" - რა ხდება "დინამო არენას" გარშემო: რა განცხადებები კეთდებოდა ბოლო თვეებში?
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია... დაანონსებულია ახალი სტადიონის მშენებლობა" - რა ხდება "დინამო არენას" გარშემო: რა განცხადებები კეთდებოდა ბოლო თვეებში?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში ახა­ლი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ვა­ზი­ან­ში უნდა აშენ­დეს.

მისი თქმით, ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ისაა, რომ "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია.

"ახა­ლი სტა­დი­ო­ნის პრო­ექ­ტი გვაქვს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სტა­დი­ო­ნი, არის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი, მდგრა­დო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვჭირ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა", - თქვა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღეს კი მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლისს უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი­ად ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმას­პინ­ძლოს უმაღ­ლე­სი დო­ნის თა­მა­შებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით.

"რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „დი­ნა­მო არე­ნას“ ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და ისი­ნი მო­გაწ­ვდი­ან დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და ეს არის ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა. თბი­ლისს უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი­ად ახა­ლი სტა­დი­ო­ნი 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, უმას­პინ­ძლოს უმაღ­ლე­სი დო­ნის თა­მა­შებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით. ეს იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რაც მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის იმიჯ­ზეც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და მივ­ყვე­ბით ამ გეგ­მას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი იყო "დი­ნა­მო არე­ნა“ 26 მარტს რო­გორ ჩა­ტარ­და თა­მა­შე­ბი და ოთხი თვის შემ­დეგ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ერთა ლი­გის თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, არც ერთი თა­მა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რა­ი­მე რის­კის პი­რო­ბებ­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა წინა თა­მა­შებს, არც ერთი თა­მა­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რა­ი­მე რის­კის პი­რო­ბებ­ში ამა­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლოდ რა, რო­გორ იქ­ნე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ყვე­ლა რის­კი იქ­ნე­ბა და­ზღვე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

  • მა­ნამ­დე 28 ივ­ნისს, პრე­მი­ერ­მა პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნი­სას თქვა, რომ თბი­ლი­სის ახა­ლი სტა­დი­ო­ნის ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის იქ­ნე­ბა, სტა­დი­ო­ნი მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის მაქ­სი­მა­ლურ ემო­ცი­ურ კავ­შირს უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის.

"ეს იქ­ნე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის სტა­დი­ო­ნი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ ემო­ცი­ურ კავ­შირს მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის. მე მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, დავ­სწრე­ბო­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებს, სა­დაც სწო­რედ ასე­თი ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე გა­ი­მარ­თა მატ­ჩე­ბი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი, რაც მყარ­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელ­სა და სპორ­ტსმე­ნებს შო­რის ასე­თი ტი­პის სტა­დი­ო­ნებ­ზე. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც კი გა­მო­უჩ­ნდა კრი­ტი­კო­სე­ბი და კი­დევ უფრო გა­საკ­ვი­რი ის არის, რომ ეს კრი­ტი­კო­სე­ბი თავს სპორ­ტის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­ზე დე­ბენ. მათ შო­რის, ერთ-ერთი სპორ­ტის კო­მენ­ტა­ტო­რი, არ ვიცი მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, გა­მო­დი­ო­და და სცა­და ამ პრო­ექ­ტის გაკ­რი­ტი­კე­ბა. მე არ ვიცი, ამას რა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას, როცა ხარ პო­ლი­ტი­კუ­რად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­ბინ­დუ­ლი გაქვს გო­ნე­ბა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბაც გა­და­დის უკა­ნა პლან­ზე.

ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ეს პრო­ექ­ტი სა­თა­ნა­დო ვა­დებ­ში და სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლი კომ­პა­ნია ჩავ­რთოთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

  • უფრო ადრე, ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თქვა, რომ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უნ­დო­და "დი­ნა­მოს“ ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

"რა თქმა უნდა ამას არ და­ვუშ­ვებთ, მაგ­რამ თვი­თონ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რი­დან ჩანს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი „თბი­ლი­სის დი­ნა­მოს“ სა­ხე­ლით ავ­რცე­ლე­ბენ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს. რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც გა­ავ­რცე­ლეს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა „თბი­ლი­სის დი­ნა­მოს“ სა­ხე­ლით და გა­აპ­რო­ტეს­ტეს გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი. რო­გორც ფეხ­ბურთში ერ­კვე­ვა, ისე ერ­კვე­ვა რო­გორც ჩანს პო­ლი­ტი­კა­ში „თბი­ლი­სის დი­ნა­მოს“ მფლო­ბე­ლი. ეს არის ყვე­ლა­ფე­რი იმ პო­ლი­ტი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რო­მელ­მაც მი­იყ­ვა­ნა ჩვე­ნი სპორ­ტი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ­დე და ჩვენ დაგ­ვჭირ­და წლე­ბი მაში, რომ სპორ­ტის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი გა­მოგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა და მივ­სუ­ლი­ყა­ვით იმ უნი­კა­ლურ წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­მე­ლიც ჩვენ სპორ­ტს აქვს ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში დღეს" - თქვა მა­შინ კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

მის გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" პრე­ზი­დენ­ტი რო­მან ფი­ფია.

"დი­ნა­მო თბი­ლი­სის" მმარ­თვე­ლო­ბის 15 წლის თავ­ზე, 60 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია ( მათ შო­რის 20 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით გა­დახ­და) და გა­წე­უ­ლი შრო­მა, არ­ცერ­თი წა­მით არ მი­ნა­ნია და ამა­ყი ვარ ყვე­ლა იმ მიღ­წე­ვით, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის თუ პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თად შევ­ძე­ლით.

მე იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არ ფლობ­და შე­სა­ბა­მის ინ­ფო­რამ­ცი­ას, იმ საქ­მე­ებ­თან თუ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც "დი­ნა­მო თბი­ლის­ში" ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და მისი ასე­თი შე­ფა­სე­ბა, შე­მიძ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ არა­საკ­მა­ი­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით ავ­ხსნა”, - და­წე­რა ფი­ფი­ამ გან­ცხა­დე­ბა­ში.

Geo Team-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გა­ნაც დი­ნა­მო არე­ნა ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბაა, ყო­ველ­წლი­უ­რად სტა­დი­ო­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს გა­დი­ო­და და ენი­ჭე­ბო­და სტა­ტუ­სი, ამ მო­მენ­ტის­თვის კი მშე­ნებ­ლო­ბა კვლავ უსაფრ­თხო­ე­ბის სტა­ტუ­სის მო­ლო­დინ­შია, რის გა­მოც, თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ტყვებს და­ვეყ­რდნო­ბით, შე­საძ­ლოა ით­ქვას, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი სტა­დი­ო­ნი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის სახ­ლის სტა­ტუსს კარ­გავს.

"ქარ­თულ ფეხ­ბურთში ბუ­მის ფონ­ზე, როცა გულ­შე­მატ­კი­ვარს 55,000-იან დი­ნა­მო არე­ნა­ზე არ ყოფ­ნი­და მატჩზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი, სექ­ტემ­ბრი­დან ბი­ლე­თე­ბის­თვის ბრძო­ლა 25,000 და 20,000-იან სტა­დი­ო­ნებ­ზე მო­უ­წევთ" - წერს Geo Team.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია... დაანონსებულია ახალი სტადიონის მშენებლობა" - რა ხდება "დინამო არენას" გარშემო: რა განცხადებები კეთდებოდა ბოლო თვეებში?

"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია... დაანონსებულია ახალი სტადიონის მშენებლობა" - რა ხდება "დინამო არენას" გარშემო: რა განცხადებები კეთდებოდა ბოლო თვეებში?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვაზიანში უნდა აშენდეს.

მისი თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის მიზეზი ისაა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია.

"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. "დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს კი მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

"რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენას“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა. თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ამორტიზებული იყო "დინამო არენა“ 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ, რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში.

"რაც შეეხება წინა თამაშებს, არც ერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა, როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, ყველა რისკი იქნება დაზღვეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • მანამდე 28 ივნისს, პრემიერმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას თქვა, რომ თბილისის ახალი სტადიონის ბრიტანული სტილის იქნება, სტადიონი მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის მაქსიმალურ ემოციურ კავშირს უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის.

"ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, სპორტული წარმატებისთვის. მე მქონდა საშუალება, დავსწრებოდი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სადაც სწორედ ასეთი ტიპის სტადიონებზე გაიმართა მატჩები და წარმოუდგენელია ეს ემოციური კავშირი, რაც მყარდება მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის ასეთი ტიპის სტადიონებზე. ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც კი გამოუჩნდა კრიტიკოსები და კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს სპორტის გულშემატკივრობაზე დებენ. მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული. როგორც ჩანს, თავიდან ბოლომდე დაბინდული გაქვს გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე.

ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტი სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით განხორციელდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში საერთაშორისო გამოცდილი კომპანია ჩავრთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

  • უფრო ადრე, ჯერ კიდევ აპრილში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას უნდოდა "დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა.

"რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს" - თქვა მაშინ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მის განცხადებას მალევე გამოეხმაურა "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია.

"დინამო თბილისის" მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორამციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით ავხსნა”, - დაწერა ფიფიამ განცხადებაში.

Geo Team-ის ინფორმაციით, რადგანაც დინამო არენა ძველი ნაგებობაა, ყოველწლიურად სტადიონი უსაფრთხოების ნორმებს გადიოდა და ენიჭებოდა სტატუსი, ამ მომენტისთვის კი მშენებლობა კვლავ უსაფრთხოების სტატუსის მოლოდინშია, რის გამოც, თუ პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დავეყრდნობით, შესაძლოა ითქვას, რომ ლეგენდარული სტადიონი ქართული ფეხბურთის სახლის სტატუსს კარგავს.

"ქართულ ფეხბურთში ბუმის ფონზე, როცა გულშემატკივარს 55,000-იან დინამო არენაზე არ ყოფნიდა მატჩზე დასასწრები ბილეთები, სექტემბრიდან ბილეთებისთვის ბრძოლა 25,000 და 20,000-იან სტადიონებზე მოუწევთ" - წერს Geo Team.

წაიკითხეთ ასევე: