პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურგიდან დაურტყამს დანა და გაქცეულა... დაჭრილს თვითონ დაურეკავს 112-ში. სისხლისგან დაცლილა ბიჭი" - რას ჰყვებიან ასხის მთაზე მომხდარი მკვლელობაზე?
"ზურგიდან დაურტყამს დანა და გაქცეულა...  დაჭრილს თვითონ დაურეკავს 112-ში. სისხლისგან დაცლილა ბიჭი" - რას ჰყვებიან ასხის მთაზე მომხდარი მკვლელობაზე?

გუ­შინ, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რი 30 წლის ნი­კო­ლოზ ფა­ი­ლო­ძე მოკ­ლეს.

შემ­თხვე­ვა ას­ხის მთა­ზე მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს მთა­ში სა­ქო­ნე­ლი ჰყავ­და, სა­დაც იქ მყოფ პირ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. ფა­ი­ლო­ძეს მკვლელ­მა და­ნით მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 1990 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ფ.-ს, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოკ­ლუ­ლი 30 წლის ნიკა ფა­ი­ლო­ძე მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზემო ხუნ­წის მკვიდ­რია.

ambebi.ge-ს ზემო ხუნ­წის მკვიდ­რი მომ­ხდა­რი და­ნა­შუ­ლის დე­ტა­ლებს უყ­ვე­ბა:

"ნი­კას ას­ხის მთა­ზე თა­ვი­სი პი­რუ­ტყვი მიჰ­ყავ­და ხოლ­მე. ას­ხის მთა ძა­ლი­ან მა­ღალ­ზეა, ტე­ლე­ფო­ნი ცუ­დად იჭერს და მი­მოს­ვლაც არ არის მარ­ტი­ვი. მწყემ­სე­ბი ზა­ფხუ­ლო­ბით გა­დე­ნი­ან ხოლ­მე სა­ქო­ნელს და შე­მოდ­გო­მის ბო­ლოს ჩა­მოჰ­ყავთ. კვი­რა­ში ერთხელ ცვლი­ან ერ­თმა­ნეთს.

ნი­კას­თვის წყალ­ტუ­ბო­ე­ლებს მო­უ­პა­რავთ ძრო­ხა და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. გუ­შინ მას­სა და ქურ­დს შო­რის შე­კა­მა­თე­ბა მომ­ხდა­რა, მერე ის წყალ­ტუ­ბო­ე­ლი ზურ­გი­დან მი­პარ­ვია და 4-ჯერ ჩა­ურ­ტყამს დანა. მკვლე­ლი გაქ­ცე­უ­ლა და ბიჭს თვი­თონ და­უ­რე­კავს 112-ში. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა თუ სა­მაშ­ვე­ლო კი წა­სუ­ლა, მაგ­რამ ვე­ღარ მი­უს­წრეს ცო­ცხალს - ნი­კას 40-50მ. გა­უვ­ლია და წაქ­ცე­უ­ლა, სის­ხლის­გან დაც­ლი­ლა ბიჭი. მერე სხვა მწყემ­სებს და­უ­რე­კავთ, "ურა­ლით“ ჩა­მო­ვიყ­ვან­თო. ნი­კას ცოლ-შვი­ლი არ ჰყავ­და, მა­მაც გარ­დაც­ვლი­ლია, 30 წლის ბიჭი ბევ­რს მუ­შა­ობ­და და ეს უბე­დუ­რე­ბა და­ე­მარ­თა... წუ­ხელ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი და მოკ­ლუ­ლი ამ დი­ლას ჩა­მო­ას­ვე­ნეს ხუნ­წში“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ზურგიდან დაურტყამს დანა და გაქცეულა... დაჭრილს თვითონ დაურეკავს 112-ში. სისხლისგან დაცლილა ბიჭი" - რას ჰყვებიან ასხის მთაზე მომხდარი მკვლელობაზე?

"ზურგიდან დაურტყამს დანა და გაქცეულა...  დაჭრილს თვითონ დაურეკავს 112-ში. სისხლისგან დაცლილა ბიჭი" - რას ჰყვებიან ასხის მთაზე მომხდარი მკვლელობაზე?

გუშინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 30 წლის ნიკოლოზ ფაილოძე მოკლეს.

შემთხვევა ასხის მთაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს მთაში საქონელი ჰყავდა, სადაც იქ მყოფ პირთან შელაპარაკება მოუვიდა. ფაილოძეს მკვლელმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოკლული 30 წლის ნიკა ფაილოძე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხუნწის მკვიდრია.

ambebi.ge-ს ზემო ხუნწის მკვიდრი მომხდარი დანაშულის დეტალებს უყვება:

"ნიკას ასხის მთაზე თავისი პირუტყვი მიჰყავდა ხოლმე. ასხის მთა ძალიან მაღალზეა, ტელეფონი ცუდად იჭერს და მიმოსვლაც არ არის მარტივი. მწყემსები ზაფხულობით გადენიან ხოლმე საქონელს და შემოდგომის ბოლოს ჩამოჰყავთ. კვირაში ერთხელ ცვლიან ერთმანეთს.

ნიკასთვის წყალტუბოელებს მოუპარავთ ძროხა და ერთმანეთთან დაპირისპირებულები ყოფილან. გუშინ მასსა და ქურდს შორის შეკამათება მომხდარა, მერე ის წყალტუბოელი ზურგიდან მიპარვია და 4-ჯერ ჩაურტყამს დანა. მკვლელი გაქცეულა და ბიჭს თვითონ დაურეკავს 112-ში. სასწრაფო დახმარება თუ სამაშველო კი წასულა, მაგრამ ვეღარ მიუსწრეს ცოცხალს - ნიკას 40-50მ. გაუვლია და წაქცეულა, სისხლისგან დაცლილა ბიჭი. მერე სხვა მწყემსებს დაურეკავთ, "ურალით“ ჩამოვიყვანთო. ნიკას ცოლ-შვილი არ ჰყავდა, მამაც გარდაცვლილია, 30 წლის ბიჭი ბევრს მუშაობდა და ეს უბედურება დაემართა... წუხელ მოხდა ეს ამბავი და მოკლული ამ დილას ჩამოასვენეს ხუნწში“.

იხილეთ ასევე: