საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო - ვინ გათავისუფლდება სასჯელისგან სრულად
პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო - ვინ გათავისუფლდება სასჯელისგან სრულად

82 ხმით, ერ­თხმად, პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ პრო­ექ­ტი მი­ი­ღო. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ამ­ნის­ტია 2024 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე ჩა­დე­ნილ რიგ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა და მას­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ამ­ნის­ტი­ის შემ­დე­გი ფორ­მე­ბი: - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა; სას­ჯე­ლის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემ­ცი­რე­ბა და ასე­ვე, პრო­ბა­ცი­ო­ნე­რე­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ერთი წლით შემ­ცი­რე­ბა.

“სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 66 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ან სას­ჯე­ლი 1/2-ით ან 1/4-ით შე­უმ­ცირ­დე­ბათ. გარ­და ამი­სა, სას­ჯე­ლის 1/6-ით შემ­ცი­რე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 225 მუხლს შე­ე­ხე­ბა.

ამ­ნის­ტია არ შე­ე­ხე­ბა: - მკვლე­ლო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლებ პი­რებს, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს, სქე­სობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებს, ყა­ჩა­ღო­ბას, ტე­რო­რიზმს, კო­რუფ­ცი­ულ და სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულს, ქურ­დულ სამ­ყა­როს, კონ­ვენ­ცი­ურ და­ნა­შა­უ­ლებს, ტრე­ფი­კინგს და სხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლებს.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ნის­ტია 4 839 პა­ტი­მარს ეხე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი კი, 1 000 პა­ტი­მარს შე­ე­ხე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 პირს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი ერთი წლით შე­უმ­ცირ­დე­ბა.

მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ პრო­ექ­ტის მე­ო­რე-მე­სა­მე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვას და მი­ღე­ბას სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის ფარ­გლებ­ში გეგ­მავს.

ავტორი:

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო - ვინ გათავისუფლდება სასჯელისგან სრულად

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო - ვინ გათავისუფლდება სასჯელისგან სრულად

82 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტი მიიღო. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: - პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

“სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.

ამნისტია არ შეეხება: - მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი, 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.

მმართველი უმრავლესობა “ამნისტიის შესახებ“ პროექტის მეორე-მესამე მოსმენით განხილვას და მიღებას საშემოდგომო სესიის ფარგლებში გეგმავს.