პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის აქ არის და ის იდეალურია" - რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა
"ის აქ არის და ის იდეალურია" - რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე "ლი­ო­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ოლიმ­პიკ­მა" კლუ­ბის სა­ი­ტით და­ა­დას­ტუ­რა. ფორ­ვარ­დმა ფრან­გულ კლუბ­თან 4-წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა.

"ის აქ არის და ის იდე­ა­ლუ­რია", - ვკი­თხუ­ლობთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ლი­ო­ნის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

"მეცი" ტრანსფერ­ში 18.5 მი­ლი­ონ ევ­როს მი­ი­ღებს, აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბით მაქ­სი­მუმ 4.5 მი­ლი­ონს და 15%-ს შემ­დგო­მი შე­საძ­ლო ტრანსფე­რი­დან. ასე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ ევ­როს მი­ქა­უ­ტა­ძის შემ­დგო­მი ტრანსფე­რი­დან და 15%-ს სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ტრანსფე­რი ლი­ონ­ში გახ­და სარ­ე­კორ­დო ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­ში ამ­ხე­ლა თან­ხა ჯერ არ­ცერთ კლუბს არ გა­და­უხ­დია.

ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლის ტრანსფე­რი აგენ­ტის, ალენ მი­ლი­ა­ჩოს გამო ჩაშ­ლის პი­რას იყო, ვი­ნა­ი­დან მას თა­ვი­სი კლი­ენ­ტის "მო­ნა­კო­ში" გა­დაყ­ვა­ნა სურ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ქა­უ­ტა­ძე "ლი­ო­ნის" აკა­დე­მი­ა­ში 2008/2015 წლებ­ში ირი­ცხე­ბო­და.

GEO TEAM-ს ცნო­ბით, ტრანსფე­რებს შო­რის, მე­ო­რე ად­გილ­ზეა ასე­ვე გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ტრანსფე­რი აიაქსში(16 მლნ.) და კახა კა­ლა­ძის ტრანსფე­რი მი­ლან­ში(16 მლნ).

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

წარმატებები

კაკო
1

პატარა გიორგი რა მაგარია საღოლ ვაჟკაცო საღოლ შენ გენაცვალე გულში ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ამინ ამინ ამინ წამატებას გისურვებდ უფალმა დაგლოცოს, ხელი მოგიმართოს და ბედნიერი გამყოფოს ამინ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ის აქ არის და ის იდეალურია" - რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა

"ის აქ არის და ის იდეალურია" - რეკორდული ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: "ლიონმა" გიორგი მიქაუტაძე წარადგინა

გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" კლუბის საიტით დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.

"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან. ასევე, დაახლოებით 1 მილიონ ევროს მიქაუტაძის შემდგომი ტრანსფერიდან და 15%-ს სხვა შემოსავლებიდან. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ლიონში გახდა სარეკორდო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან ქართველ ფეხბურთელში ამხელა თანხა ჯერ არცერთ კლუბს არ გადაუხდია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.

GEO TEAM-ს ცნობით, ტრანსფერებს შორის, მეორე ადგილზეა ასევე გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი აიაქსში(16 მლნ.) და კახა კალაძის ტრანსფერი მილანში(16 მლნ).